ადა მარშანია: რაც თავში მომივა იმას ვიტყვი _ თქვენ საცოდავებო, თქვენ უბადრუკებო

პოლიტიკა

ადა მარშანია: რაც თავში მომივა იმას ვიტყვი _ თქვენ საცოდავებო, თქვენ უბადრუკებო

2019 მარ 21 14:11:05

ბატონო კობახიძე, გულის სიღრმეში მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით? – ამ კითხვით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა, ადა მარშანიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს დღევანდელ პლენარულ სესიაზე.

ადა მარშანია დღეს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, რომ „მარშანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს – რომან გოცირიძეს და ნიკა მელიას თვალს უპაჭუნებდა“.

ამასთან, როგორც ადა მარშანიამ აღნიშნა, ღმერთმა დაიფაროს „ქართულ ოცნება“ იმისგან, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდეს.

გამოვედი ამ ტრიბუნასთან და პირველად ჩემს ცხოვრებაში, იცით, არაერთი წლის პარლამენტის წევრი ვარ, არც კი ვიცი, როგორ დავიწყო ჩემი გამოსვლა. უბრალოდ, რაც თავში მომივა იმას ვიტყვი, ისე ვარ ემოციებით გადავსებული და გადატვირთული. ბატონო კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ბრძანდებით თქვენ, გულის სიღრმეეში მაინც მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით? აი, გულის სიღრმეში მაინც? თქვენს სინდისთან მარტო რომ დარჩებით, მართლა გგონიათ ეს თქვენს თავზე?

რა გაბედეთ თქვენ გუშინ და რა მითხარით აქ. მართლა ცუდი სმენადობაა ამ პარლამენტში და გუშინდელი დღიდან უკვე უბადრუკ და სამარცხვინო სხდომებს ყურსასმენით ვუსმენ. რაღაც თვალის ჩაპაჭუნებაზე ბრძანეთ, მე ყურადღებაც არ მიმიქცევია, მართლაც არ უნდა მიმექცია, მაგრამ თურმე, რა გითქვამთ თქვენ ამ ხმაურში. ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ, „ქართულ ოცნებას“, ე.წ, პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომ გაგიჟდეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, შეუერთდეს „ნაციონალურ მოძრაობას“.

მერე თქვენ რა გეშველებათ, თქვენ საცოდავებო, თქვენ უბადრუკებო. მართლა რა გეშველებათ მერე თქვენ, ეს ერთი. მეორე – უფრო მძიმე სათქმელი მელის წინ და თქვენ უფრო მძიმე ტექსტის მოსმენა გელით პატივცემულო კოლეგებო“, – მიმართა ადა მარშანიამ დეპუტატებს.




 ახალი ამბები
  • "მოსამართლე არის ღმერთი" - შალვა თადუმაძე„ეს ცოტა ხატოვანია. მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლე არის ღმერთი. ის შეიძლება უარყო, დაგმო, გაასაჩივრო მისი გადაწყვეტილება, თქვა, რომ უსამართლოდ მოიქცა, თქვა, რომ არ მოგწონს მისი გადაწყვეტილება, მაგრამ კანონმდებლობა მას აძლევს შესაძლებლობას, რომ ის საბოლოო გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება,“ - ეს განცხადება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრების დროს გააკეთა. შალვა თადუმაძე, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, იუსტიციის საბჭოს წევრების შეკითხვებს პასუხობს. „თქვენს მოტივაციაში წავიკითხე ასეთი წინადადება, მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლე არის ღმერთი, მხარეებმა შეიძლება დაგმონ ან უარყონ იგი, მაგრამ მისი ნება აუცილებლად აღსრულდება. მითხარით, რას ნიშნავს, მოსამართლე არის ღმერთი?“ - აღნიშნა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ასევე დაინტერესდა, რის საფუძველზე თვლის თავს თადუმაძე სამართლიანად? „რატომ გადაწყვიტეთ, რის საფუძველზე თვლით, რომ ხართ სამართლიანი? მკვლელს, რომელიც შურისძიების გამო, კლავთ, თვლით, რომ არის სამართლიანი, ხომ ასეა?“ - მიმართა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ირმა გელაშვილმა შეკითხვით პროკურორს. „მკვლელი, რომელიც შურისძიებით კლავს, უფრო მეტ სიკეთეს აზიანებს, ვიდრე შურისძიება... მე არ ვარ მკვლელი... ვარ სამართლიანი იმიტომ, რომ თუნდაც იმ გამოცდილებით, რაც გამაჩნია ამ სფეროში,“ - აღნიშნა თადუმაძემ. გენერალურ პროკურორს შეკითხვები კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებითაც დაუსვეს. „მინდა, რომ წარმოიდგინოთ ასეთი შემთხვევა, რომ მოსამართლე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ესაჭიროება მკურნალობა, რომლის ღირებულება არის მოსამართლის ერთი თვის ხელფასი, მოსამართლე იმიტომ, რომ გადარჩეს საღამოს საათებში, დამატებით იმუშაოს, ან დაწერილი აქვს თავისი დისერტაცია და ყიდის ამ დისერტაციას მაღალი თანამდებობის პირზე, შემიფასეთ მოსამართლის ქმედება“ - მიმართეს შეკითხვით თადუმაძეს, რაზეც მან უპასუხა: „მე რომ არ მქონდეს ის თანამდებობრივი ტვირთი, რაც მაქვს, უფრო რადიკალურად გიპასუხებდით, მე მგონია, რომ ასეთი მოსამართლე უნდა ... ...
  • "კარგ სახუმარო ხასიათზე ვიყავი" _ ოქრუაშვილის გამოკითხვა დასრულდათბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა დასრულდა. "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კითხვებს 30 წუთის განმავლობაში პასუხობდა. მისი თქმით, პროკურორებს არც ისე საინტერესო კითხვები ჰქონდათ. "კარგ სახუმარო ხასიათზე ვიყავი და კითხვაზე, ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლად და რა მიზნით , ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და 3 თვის განმავლობაში სანამ პროკურორობის გამო უფლებამოსილებას შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები და ამ მიზნით ვაპირებდი. მათ მითხრეს, რომ რატომ აპირებდი წინიდან შესვლასო და ვუთხარი, რომ მეგონა ბუღალტერია წინიდან იყო. ბოლოს პასუხი მივიღე, რომ ხელფასს არ მოგცემთო", _ იხუმრა დაკითხვისას ოქრუაშვილმა. ოქრუაშვილის თქმით, მან ვერ დაინახა თავისი გამოკითხვის საჭიროება. „ჩემი გამოკითხვის საჭიროება აშკარად ვერ დავინახე. ზუსტად იმ დროის მონაკვეთიდან გამომდინარე, რამდენი ხანიც შიგნით გამოკითხვაზე ყოფნა მომიწია. საკმაოდ სახუმარო ხასიათზე ვიყავით და შესაბამისად, კითხვაზე - ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და 3 თვის განმავლობაში, ვიდრე პროკურორობის გამო პარლამენტი უფლებამოსილებას შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები. ამ მიზნით ვაპირებდი შესვლას. მკითხეს - რატომ ვაპირებდი წინიდან პარლამენტში შესვლას და ვუთხარი, რომ ბუღალტერია წინიდან მეგონა. მერე მითხრეს პოლიციელებმა, რომ არა, გვერდიდან არისო და ამიტომ გვერდიდან წავედი. ბოლოს პასუხი მივიღე, რომ ხელფასს არ მოგცემთო. ერთადერთი აზრიანი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში - რას მოვიმოქმედებდი თუ ხალხი პარლამენტში შევიდოდა? ძალიან მარტივი პასუხია - ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ უფრო მეტი გართულება არ ყოფილიყო. შემდეგი, მეტ-ნაკლებად იურიდიული და აზრიანი კითხვა იყო ის, რომ ვიცი თუ არა, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება? რა თქმა უნდა, ვიცი, რომ სჭირდება სპეციალური ნებართვა. მეტი აზრიანი კითხვა არ დასმულა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ მან არ იცის, კიდევ მოუწევს თუ არა გამოკითხვაზე ... ...
  • რა გახდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის მოთმინების ბოლო წვეთიგოჩა ლომაძე, რომელმაც ლაჩხუთის სპორტული ცენტრის დირექტორის პოსტი ალექსანდრე სარიშვილის მერად არჩევიდან რამდენიმე თვეში ჩაიბარა,   სამსახურიდან გათავისუფლებულია. ლანჩხუთის მერიაში ლომაძის გათავისუფლების  ფაქტს ადასტურებენ, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რა გახდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. ჯერჯერობით, დუმილს ამჯობინებს  ცენტრის აწ უკვე ყოფილ დირექტორი გოჩა ლომაძეც. აღსანიშნავია, რომ გოჩა ლომაძის დირექტორად დანიშვნას ცენტრის თანამშრომლები იმთავითვე არ შეხვედრიან ერთსულოვანი კეთილგანწყობით. მათი ნაწილი მაშინ  პირად საუბრებში არ მალავდა, რომ ახალი დირექტორის კანდიდატურა მათთვის მიუღებელი იყო. მოგვიანებით, თანამშრომელთა ნაწილმა ღიად გაილაშქრა დირექტორის წინააღმდეგ და „გურია ნიუსის“ საშუალებით გასულ წელს მისი მისამართით ხმაურიანი ბრალდებებიც გააჟღერა. მაშინ  თანამშრომელთა ნაწილი ამტკიცებდა, რომ  დირექტორის მხრიდან შევიწროებას განიცდიან, რის გამოც ერთ-ერთმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირზე „სკოტჩი“ აიკრა და სამსახურში ისე გამოცხადდა. „თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენება და მათზე სიტყვიერი ძალადობა სპოტულ ცენტრში უკვე სტანდარტადაა ქცეული. თანამშროლებს სუს-ით აშინებს და სრულ ტერორში ჰყავს.  მე ასე მინდა და ასე უნდა იყოს _ ამ პრინციპით აკეთებს ყველაფერს. თუ მაგის თვალი და ყური იქნები და ამბებს მოუტან, მაშინ პრობლემა არაა, მისაღები თანამშრომლი ხარ, თუ არადა, მოგჭამა ჭირი. სამსახური კი არა კარცერია. რამდენიმე რჩეული თანამშრომლი ჰყავს, დანარჩენებს კი ათვალწუნებით უყურებს. ვინ საიდან მოიყვანა და დაასაქმა, არავინ იცის. ხელფასებიც პირადი შეხედულებით გაუზარდა ზოგიერთს. ძველი თანამშრომლებიდან ზოგს საერთოდ დაატოვებინა სამსახური, ზოგიც სხვა განყოფილებაში გადაიყვანა, განათლებულ და პროფესიონალ კადრს არ აჩერებს, უვიცებით გავსო იქაურობა“, _ ღიად უპირისპირდებოდა ლომაძეს ცენტრის ყოფილი თანამშრომელი ციური სიხარულიძე, რომელმაც, როგორც თავად ჰყვებოდა, სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე  გადაწყვეტილება აღელვებულ ნიადაგზე, ლომაძესთან დაახლოებულ ერთ-ერთ თანამშრომელთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მიიღო. თუმცა, თავად ბრალდებების ადრესატი  მას და სპორტული ცენტრის თანამშრომლებს შორის არსებულ რაიმე სახის დაპირისპირების ფაქტს კატეგორიულად  გამორიცხავდა და  არც თანამშრომლის  მხრიდან პროტესტის ნიშნად პირის აკვრის შემთხვევას ადასტურებდა -„ოჯახში არ იქნება ერთი აზრი, არათუ _ სამსახურში, მაგრამ არანაირი კონფლიქტური სიტუაცა არ არსებობს ჩვენ შორის და არც პირი აუკრავს ვინმეს, ტყუილია ეს! სამსახურში კონფლიქტი და პირადი ინტერესები არ მაინტერესებს, ყველაფერს ვაკეთებ კანონის ფარგლებში. პირადი ინტერესები  სამუშაო საათების შემდეგ. ჩვენ, უფროსიც და რიგითი თანამშრომელიც, შინაურულად რომ ვთქვა, ერთ ქვაბში ვიხარშებით. ჩემთვის მთავარი ბავშვების მომავალი, კანონი და წესრიგია. ამისთვის დავდივარ სამსახურში, გასწორებული მაქვს დღე და ღამე, რომ შედეგი მქონდეს. არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს ჩემსა და რომელიმე თანამშრომელს შორის. თანამშრომლებისგან  ვითხოვ მხოლოდ  წესრიგს, რომ  დილის ცხრა საათზე გამოცხადდნენ სამსახურში, ისარგებლონ კუთვნილი შესვენებით, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ კი თავისუფლები არიან. კანონის უხეში დარღვევა იქნება, მათ რომ ვუთხრა, როცა გინდათ, მაშინ მოდით-მეთქი“. მაშინ ლომაძის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს  თანამშრომელთა მეორე ნაწილიც გამოექომაგა წერილობით: „დირექტორი თანამშრომლებისგან ითხოვს შრომის შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. პატიობს რამდენიმე გადაცდომას, მაგრამ თუ დარღვევებს სისტემატური ხასიათი მიეცა, აკეთებს შესაბამის რეაგირებას. არ გვახსოვს ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, თანამშრომელს ეთხოვოს გათავისუფლება და არ გაეწიოს ანგარიში. ჩვენი კოლექტივი არის შრომისმოყვარე, მეგობრული და გვაქვს ერთი მიზანი_ აღვზარდოთ ჯანმრთელი და სასახელო სპორტსმენები.“ მორიგმა აშკარა დაპირისპირებამ  ლანჩხუთის სპორტული ცენტრში თავი ამ რამდენიმე თვის წინ იჩინა, როცა სოციალური ქსელის საშუალებით სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობის მისამართით უკმაყოფილება ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა მწვრთნელმა დავით მჟავიამ დააფიქსირა და  იქვე ცენტრის ხელმძღვანელობას რჩევასაც მისცა, რომ  მოჩვენებითი სიმშვიდის ილუზიები სპორტულ ცენტრში დაესრულებინა.  ყველაფერ ამას, ბოლო დღეებში საჭიდაო დარბაზ „ფალავანთან“ დაკავშირებული  ინცინდენტიც დაერთო, როცა შენობაზე სახურავის არ ქონის გამო წვიმის შედეგად  რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ინვენტარი განადგურდა. „ფალავანში“   შექმნილ სავალალო მდგომარეობაში  სწორედ  სპორტული ცენტრის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხს ხედავდნენ ოპონენტები. მწვრთნელი დავით მჟავია ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც თემაზე ხმამაღალ საუბარს არ მოერიდა და მომხდარში დირექციის შესაძლო პასუხისმგებლობის შესახებ საჯაროდ განაცხადა.  „ასე ბოროტულად და გულგრილად მოექცნენ საჭიდაო დარბაზს, წყალში ტივტივებს საჭიდაო ლეიბები თავისი გადასაფარებლით, რამდენიმე ათასი დოლარის ინვენტარია გაფუჭებული, ახალდაგებული იატაკი, კედლები და ჭერიც ჩამორეცხილია და განადგურებული, ნამდვილი ვანდალიზმია. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ამის გამკეთებელი, ვინც იქნება _ სპორტული სკოლის დირექცია თუ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო ორგანიზაცია. ფაქტობრივად, უშანსოდ დაგვტოვეს მოჭიდავეები. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, მით უმეტეს, როცა სახურავია გადამძვრალი და შენობაში  ძვირადღირებული ინვენტარია განთავსებული, დარბაზი აუცილებლად უნდა აელაგებინათ“, _ ამბობდა  მწვრთნელი. მართალია, სპორტული ცენტრის დირექციამ განცხადება მაშინვე გააკეთა და ძვირადღირებული ინვენტარის გაფუჭება კატეგორიულად უარყო, მაგრამ, ფაქტია, „ფალავანის“ შემთხვევა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის მოთმინების ბოლო წვეთად იქცა.  ახლა სპორტული ცენტრის ხელმძღვანელის  მოვალეობის შესრულება დირექტორის მოადგილეს, დიტო მარშანიშვილს აქვს დაკისრებული, სამომავლოდ კი ამ პოსტის დასაკავებლად კულუარებში ზემო ნახსენებ დავით მჟავიასა და კარატისტ მერაბ თურქიას კანდიდატურებს ... ...
  • 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენები - ირაკლი ოქრუაშვილი გამკითხვაზე მივიდაირაკლი ოქრუაშვილი საქალაქო სასამართლოში მივიდა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე გამოკითხავენ. მან უარი თქვა შსს-ში გამოკითხვაზე და დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას. ოქრუაშვილი დღეს საქალაქო სასამართლოში, მოწმის სტატუსით დაიკითხება.  თავდაცვის  ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რა კითხვებს დაუსვამენ დღევანდელ დაკითხვაზე. როგორც ოქრუაშვილი განმარტავს, ამ ყველაფრის მიზანი ოპოზიციის დისკრედიტაცია და არსებული საპროტესტო მუხტის შეწყვეტაა, თუმცა მისი თქმით, ხელისუფლება ამას ვერ მიაღწევს. „წარმოდგენა არ მაქვს, რა შეკითხვები ექნებათ. შესაბამისად, პასუხებსაც ვერ გეტყვით. პირველი, თუ ვინმე არის დასაკითხი, ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც მოიტყუა, თითქოს ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა, 20 ივნისის ღამეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოქრუაშვილმა. შსს-ს ცნობით, ის სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს.   შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, ირაკლი ოქრუაშვილი სამინისტროში გამოკითხვაზე 21 ივნისს იყო დაბარებული, თუმცა, არ გამოცხადდა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ სურდა, დაკითხვა მხოლოდ  მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით შემდგარიყო. იმავე დღეს, ირაკლი ოქრუაშვილმა განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა, რომ ვინაიდან ის უცხოეთში მიემგზავრებოდა დაკითხვის თარიღი და დრო მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩანიშნულიყო.  ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამართალდამცველების შეკითხვებს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს უპასუხებს, რომელზეც გამოძიება 2 მუხლით   სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით ... ...
  • უმრავლესობის უმრავლესობა გახარიას წასვლაზე ხელს მოაწერდა _ გიგი უგულავაუმრავლესობის უმრავლესობა გახარიას წასვლაზე ხელს მოაწერდა, _ ამის შესახებ განცხადება "ევროპული საქართველოს"ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემა „360 გრადუსი“ საუბრისას გააკეთა.  “უმრავლესობის უმრავლესობა დღეს ხელს მოაწერდა იმას, რომ გახარია წავიდეს და უმრავლესობის გარკვეული ნაწილი თანახმაა იმაზე, რომ შს მინისტრმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იტვირთოს. საჯარო გადაწყვეტილებებში კამერასთან ყველა გულადია, კამერის მიღმა ყველა იმას ლაპარაკობს რასაც ფიქრობს. ფიქრობენ იმას რომ გახარია უნდა წავიდეს და გიორგი გახარია აუცილებლად წავა”, _ განაცხადა გიგი ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...