"ახალ რეალობაში მოვიდა, მაგრამ ძველი წესებით"_ ექსპერტი ჩხენკელის დაბრუნებაზე

პოლიტიკა

"ახალ რეალობაში მოვიდა, მაგრამ ძველი წესებით"_ ექსპერტი ჩხენკელის დაბრუნებაზე

2019 ნოე 13 13:34:13

"ჩხენკელს ვერ ვთლი ძველ მინისტრად. ის ახალ რეალობაში მოვიდა, მაგრამ ძველი წესებით",_ ასე აფასებს "გურია ნიუსთან" საუბრისას ექსპერტი განათლების საკითხებში, თამარ მოსიაშვილი, განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელის დაბრუნებას.

ცნობისთვის, ჩხენკელს განათლების მინისტრის თანამდებობა 2017-2018 წლებში ეკავა. მიხეილ ბატიაშვილმა, კი რომელიც განათლების მინისტრი სწორედ ჩხენკელის შემდეგ გახდა, თანამდებობა 7 ნოემბერს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

როგორც განათლების საკითხებში ექსპერტი, თამარ მოსიაშვილი, ამბობს მინისტრები იცვლებიან, სისტემა არის ცენტრალიზებული და იმართება მეგაპროექტებითა და მეგაპროგრამით.
ექსპერტი ჩვენთან განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და განათლების მინისტრების ხშირად შეცვლის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს.

"ჩვენი სისტემის წინაშე დგას ორი გამოწვევა, ერთი უკავშირდება დემოკრატიას და მეორე - ხარისხს, მაგრამ ამ ორ კომპონენტს შორის არის კავშირები. დემოკრატია პირდაპირ არის დაკავშირებული საგანმანათლებლო სისტემის დეცენტრალიზაციასთან, სკოლების ავტონომიურობასთან, რომელიც ამცირებს, სკოლებზე გავლენას",_ამბობს მოსიაშვილი.
განათლების სფეროს ექსპერტი მიიჩნევს, რომ უწყება მზად არ არის გააძლიეროს განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია, რადგან თვლის, რომ უწყებას ეშინია საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობის გაზრდით რეგულირების საკითხის შემცირების.

"არ ვფიქრობ, რომ უწყება მზადაა გააძლიეროს განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია, მაგალითად, გააუქმოს ბრძანება სკოლების ავტონომიურობის შეზღუდვის შესახებ. რაც შეეხება ხარისხს, ხარისხზე უწყება ბევრს საუბრობს და ხარისხის გაუმჯობებსების გზად მიაჩნია მეგაპროექტებისა და მეგაპროგრამების ამოქმედება, რაშიც იდება ძალიან ბევრი ფული და საგანმაათლებლო სისტემა მიბმულია სამინისტროსა და უწყებებთან. ცენტრალიზებული პროგრამებისა და პროექტების ამოქმედება კი იწვევს იმ ფაქტს, რომ ყოველი ახალი მინისტრი ან არ ასრულებს ძველი მინისტრის მიერ ინიცირებულ პროექტს ან გრძელდება ძველი და ახალ პროექტს აანონსებს. ეს ყველაფერი ჩვენი სისტემისთვის არის პრობლემური და ამიტომ არის ერთი აურზაური ხოლმე ახალი მინისტრის მოლოდინის დროს, შესაძლოა, ესეც არის მიზეზი, რომ უკვე წლებია განათლების მინისტრები საკმაოდ ხშირად იცვლებიან.
მინისტრის გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სისტემა იმართებოდა ცენტრალიზებურად და მინისტრები აანონსებდნენ ახალ პროგრამებსა და პროექტებს, რაც იყო შინაარსით ცენტრალიზებული და ძალიან ბევრი საუბარი იყო ხარისხზე. სახელმწიფო უწყება იღებს პასუხისმგებლობას გააუმჯობესოს განათლების სისტემა, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, ხოლო დემოკრატიის მიმართულებით, რომ თვითონ აიღონ პასუხისმგებლობა ხარისხის გაუმჯობესებაზე საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ღიად ისაუბრონ პრობლემებზე და თვითონ შეეცადონ პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას ამისი სახელმწიფო უწყებას ეშინია. შესაძლებელია, იმიტომ ეშინია, რადგან რეალურად თუ გაიზრდება სკოლების ავტონომიურობა შემცირდება რეგულირების ხარისხი",_ამბობს მოსიაშვილი.




 ახალი ამბები
  • რუსეთში ქართველი ახალგაზრდა მოკლეს“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, რუსეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ამ ეტაპზე მშობლიურ ქალაქში ამის შესახებ ინფორმაცია არ არის გავრცელებული, მხოლოდ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იციან. მოკლული ახალგაზრდა გურიის ერთ-ერთი სოფლიდან არის. ჩვენთვის უცნობია სხვა დეტალები. “გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოხატავს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ... ...
  • მასწავლებლის საპენსიო ჯილდოს მეორე ეტაპიც დასრულდასაჯარო სკოლებში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს მისაღებად რეგისტრაცია 29 ნოემბერს დასრულდა. შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით 2019 წლის ზაფხულში განისაზღვრა საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის წესი, პირობები, ეტაპები, ვადები. პირველი ეტაპი პირველი სექტემბრისთვის დასრულდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში 106-მა პენსიონერმა მასწავლებელმა აიღო ფულადი ჯილდო. ეს თანხა სულ 932 471 ლარს შეადგენს. ყველა ამ კატეგორიის მასწავლებელს ფულადი ანაზღაურება 1 ნოემბრისთვის ჩაერიცხათ. რაც შეეხებათ მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულებს, საპენსიო ჯილდოს ისინი 2020 წლის იანვრის ბოლოს მიიღებენ. პრაქტიკოსი მასწავლებელი ნიშნავს პედაგოგს, რომელიც მოღვაწეობს სკოლაში, მაგრამ არ აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია. ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა ახლახანს დაასრულა პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდების მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი ზაფხულში, ივლისში ... ...
  • ნიგვზიანის ბაგა-ბაღის აღმზრდელი "მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალშიაგარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული “მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალში 10 კონკურსანტი გავიდა, აქედან ორი ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან არის. ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ჟანა გორდელაძის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა. მეორე ფინალისტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანის აღმზრდელი ნათია თავაძეა. “ძალიან გახარებული ვართ მთელი გუნდი. ახლა ველოდებით ფინალის შედეგებს. საფინალო ღონისძიება 17 დეკემბერს გაიმართება თბილისში. 6 წელია ნიგვზიანის ბაგა-ბაღში ვმუშაობ. ბაღში 75 აღსაზრდელია. ამ ეტაპზე მყავს სასკოლო ჯგუფი და ვატარებთ სხვადასხვა აქტივობებს, რომლის უმეტესობა გარემოს დაცვის აქტივობებია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები. გვქონდა ერთ-ერთი აქცია “დარგე ერთი ხე ბაბუასთან ერთად,“ _ გვითხრა ნათია თავაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულმა კონკურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს ყველა კუთხეში და აქედან გამომდინარე ბევრი კონკურსანტი იყო. ფინალისტების გამოცხადებამდე,  ერთ-ერთი ტური  ქუთაისში გაიმართა, სადაც 17 კონკურსანტი იყო. ამ ტურში ასევე მოხვდა სოფიო სიხარულიძე, ჩოხატაურის #2 ბაგა-ბაღის აღმზრდელი, რომელსაც კარგი პრეზენტაცია ქონდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფინალში ხუთი აღმზრდელი დასავლეთიდან შეარჩიეს და ხუთი ფინალისტი აღმოსავლეთი ... ...
  • ზურაბ აბაშიძე: „ნაცმოძრაობის“ მორიგი პოლიტიკური პერფორმანსიდღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არც ჩვენი მოწვევა, არც ჩვენი მოსმენა, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ნაციონალური მოძრაობის მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სასტუმრო „რუმსში” გამართულ კონფერენციას – „რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში”. ზურაბ აბაშიძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ასეთ დელიკატურ საკითხებზე პოლიტიკოსთა ნაწილი კვლავ ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ თავისი ეგოისტური მიზნებით. „დღეს, სასტუმრო „რუმსში”, უმთავრესად „ნაციონალური მოძრაობის” ძალებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე, რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში. გამართულა დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუწიოს ჩვენმა საზოგადოებამ წინააღმდეგობა ასეთი ცენტრის საქმიანობას. სამწუხაროა, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ მთავრობის წარმომადგენლის მიწვევა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ უცნაურია, რადგან სწორედ 28 ნოემბერს პრაღის ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა რუსულ მედიაში ინფორმაცია, დეკემბრის თვეში, საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის დაარსების შესახებ. ასეთ მოწვევას და დღევანდელ კონფერენციაზე დასწრებას ალბათ სავალდებულოდაც ჩავთვლიდით, რამეთუ საზოგადოების ინფორმირებას პრაღის ფორმატში მიმდინარე დიალოგის თაობაზე უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. გასულ კვირას, პრაღიდან დაბრუნების შემდეგ, გვქონდა შეხვედრები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მედიის წარმომადგენლებთან და დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, რა იყო და რაზე ვიმსჯელეთ პრაღაში”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურის ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს და არც ჰქონია. „ეს საკითხი, სახელისუფლებო დონეზე არსად არ განხილულა. რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც იგი გეგმავს თავისი საქმიანობის ამ სახით გაფართოებას. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ. ვერანაირი ასეთი ცენტრის კვალს ჯერ ვერ მივაკვლიეთ”, – განაცხადა ზურაბ ... ...
  • ელენე ხოშტარიას ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭაევროპული საქართველოს დეპუტატს, ელენე ხოშტარიას, ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა. ხოშტარიას ჯილდო სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიურმა საბჭომ ტოლერანტობის კულტურაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გადასცა. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს