ახალი სამსახურები საკრებულოს თავმჯდომარის მეგობრებისთვის

პოლიტიკა

ახალი სამსახურები საკრებულოს თავმჯდომარის მეგობრებისთვის

2017 დეკ 5 21:50:34

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს სხდომის დაწყებისთანავე, თავმჯდომარემ დავით დარჩიამ აღნიშნა, რომ საკრებულოში შეიქმნა  ახალი  საინფორმაციო ანალიტიკური და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც დასაქმებული იქნება 6 ადამიანი. როგორც დარჩიამ განმარტა, ამის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ საჯარო მოხელეები მობილობის წესით უნდა შეირჩნენ და დაინიშნონ ამა თუ იმ თანამდებობაზე. „გურია ნიუსის“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, აღნიშნული განყოფილების უფროსად  დარჩიას მეგობარი, მისი მარჯვენა ხელი, ბოლო არჩევნებზე პარტიისთვის თავგადადებული მებრძოლი, მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის განყოფილების უკვე ყოფილი უფროსი გელა ჭანუყვაძე ინიშნება. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას, რომელმაც არც უარყო და არც დაადასტურა ეს ინფორმაცია, თუმცა ხაზი გაუსვა გელა ჭანუყვაძის ,,ღირსეულ ოზურგეთლობას“.

_ ჯერ არაფერი მომხდარა, თუმცა გელა ღირსეული კანდიდატი და ადამიანია, ან რომ იყოს, მერე რაა? ჯერ არ გადაწყვეტილა, მიდის კანდიდატების შერჩევა და დაკომპლექტება, _ ამბობს დარჩია.

 ახალი საკრებულო სულ 21 საშტატო ერთეულით განისაზღვრა, მათ შორის არის, ასევე, ახალი შტატი _  აპარატის უფროსის მოადგილე. აპარატის უფროსის პოსტს კვლავ ნანა თავდუმაძე შეინარჩუნებს, ხოლო მოადგილედ, მობილობის წესით,  ქალაქის საკრებულოს აპარატის უფროსი ზაზა შოშიტაიშვილი დაიკავებს.

 ეს ინფორმაცია „გურია ნიუსთან“ საუბრისას დარჩიამ დაადასტურა. დარჩია საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი სახეები არ  იქნებიან და იგი, ფაქტობრივად, როგორც წინა მოწვევის, იმავე შემადგენლობით დარჩება.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ, ასევე, დარჩიას მეგობარი ია დოლიძე რჩება. დოლიძე, რომელიც საკრებულო სხდომებს, თითქმის,  არ ესწრებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დარჩია პირობას დებს: „ვინც არ ივლის სმსახურში, ის თანამდებობაზე არ იქნება.  მერე რა, რომ საკრებულოში ჩემი მეგობრები არიან? ისინი  ოზურგეთლები არიან, რომლებსაც ბევრი კარგი გაუკეთებიათ საკრებულოსთვის, ოზურგეთელებისთვის და მათ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ.

   ასევე, აღსანიშნავია ერთი ფაქტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პოლიტიკური თანამდებობა უჭირავს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს, საპასუხისმგებლო პოზიციას დაიკავებს მისი მეუღლე ნათია ზედგინიძე. პრობლემას ამაში ვერ ხედავს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამბობს, რომ, ცოლ-ქმარის მუშაობა საკრებულოში არანაირი პრობლემა არ არის: „ნათია და გიორგი ჩვენი თანამებრძოლები არიან 2012 წლიდან, ორივე კარგი კადრია და მიმაჩნია, რომ ისინი საკრებულოს სჭირდებათ.  როგორც დავით დარჩიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზე გავიდა, როგორც ღია და საჯარო საკრებულო.




 ახალი ამბები
  • ახალი მასშტაბური კამპანია სათამაშო ბიზნესში - „ევროპაბეთი“ პასუხისმგებლიანი თამაშის პროექტს იწყებს (R)პასუხისმგებლიანი თამაში სიამოვნებისთვის - დღეს „ევროპაბეთმა“ 2019 წლის დეკემბრიდან სათამაშო ბიზნესში ახალი და მასშტაბური კონცეფცია დააანონსა. „პასუხისმგებლიანი თამაშის“ კონცეფცია სამ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა, ესენია: პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესში პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში „ჩვენ კარგად ვიცით, რომ სათამაშო ბიზნესი არ არის სრულიად ურისკო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა თამაშს ყოველდღიური გართობის საშუალებად მიიჩნევს, მაინც არიან მოთამაშეები, ვისთვისაც თამაში შესაძლოა, პრობლემური გახდეს“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორმა ლაშა გოგუამ. „პასუხისმგებლიანი თამაშის“ კონცეფცია მოიცავს ისეთ მასშტაბურ და კომპლექსურ მიდგომებს, როგორებიცაა რეალობის შემოწმების შეტყობინება, თვითშეფასების ტესტი, მოთამაშის რჩევები, 24/7 მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის, გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია და ა.შ. გარდა ამისა, 2019 წლის დეკემბრიდან მთელი 2020 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეიზღუდება „ევროპაბეთის“ რეკლამები ბილბორდებზე, ტელევიზიაში, რადიოსა და ინტერნეტში. საკომუნიკაციო არხებზე თვითრეგულაციით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოხმარდება. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში „ევროპაბეთი“ 2,2 მილიონი ლარს დახარჯავს.  „ევროპაბეთი“ 4 წლის წინათ გაიყიდა. ამჟამად კომპანია შვედური BETSSON-ის საკუთრებაშია, რომელმაც შესყიდვის დღიდანვე დაიწყო „ევროპაბეთში“ საქართველოს ბაზრისთვის ახალი და უპრეცედენტო „პასუხისმგებლიანი თამაშის“ კონცეფციის დანერგვა. აღნიშნული კონცეფციის პირველი ფაზა „ევროპაბეთის“ მიერ ბრენდ ამბასადორად ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის, ანდრეა პირლოს მოწვევა იყო, რომელიც მომხმარებლებში აჟღერებდა მთავარ გზავნილს: „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“.  „ევროპაბეთი“ გლობალური ჯგუფის წევრია, რომელიც ლეგალურად არის წარმოდგენილი მსოფლიოს 10 ქვეყანაში 17 ბრენდით. სხვა ბენეფიტებთან ერთად, გლობალური კომპანიის ნაწილად ყოფნა ევროპული სტანდარტებისა და წარმატებული გამოცდილებების გაზიარებასაც მოიაზრებს. „პასუხისმგებლიანი თამაშის“ კონცეფცია დიდი ხანია, რაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გემბლინგ-კომპანიების უმეტესობამ წარმატებით დანერგა სათამაშო ბაზარზე.   „ევროპაბეთი“ ამ ახალ, სათამაშო ბიზნესის ქართული ბაზრისთვის უნიკალურ კამპანიას 2019 წლის დეკემბერშივე იწყებს და ეტაპობრივად განახორციელებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ამასთანავე, კომპანია ყოველი კვარტალის ბოლოს წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც 100%-ით გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება, ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ ინიციატივას.   ვიდეოს ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=AOyEt_7frEw ... ...
  • "წლის სხდომა" _ 4 დეკემბერს ოზურგეთის საკრებულოში მუშტი-კრივის გამართვას ცოტა დააკლდა 4 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, მსოფლიოში 16-დღიანი კამპანიის აღსანიშნავად, დარბაზში მყოფთ ნარინჯისფერ ბაფთებს უკეთებდნენ და ეს ფერი ყველა დეპუტატის მკერდიდან "ანათებდა", წინა პლანზე ჩხუბის სცენა წარმოჩინდა. ამ ნიშნით, სხდომას, თავისუფლად შეიძლება "წლის სხდომაც " ეწოდოს, რადგან, თითქმის, ორჯერ მეტი დრო დაეთმო ჩხუბს და ერთმანეთის ლანძღვას, ვიდრე საკითხების განხილვას. დარბაზში შესულ პოზიცია-ოპოზიციის დეპუტატებს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება უცებ დაიწყო და გადაიზარდა ხმამაღალ ყვირილში, ჩხუბსა და ურთიერშეურაცხმყოფელ დაპირისპირებაში. ჩხუბის მიზეზი გახდა, "ნაციონალი" დეპუტატის, დათო მჟავანაძისადმი "ქართული ოცნების" ქალი დეპუტატების მიერ, წინა დღის ამბების შეხსენება, როცა მან ფეისბუქსივრცეში ქალი დეპუტატები შეურაცხყო. მჟავანაძე ამბობდა, რომ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული ნიუსი გააზიარა თავის გვერდზე, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატის ცენზზე იყო საუბარი, რაც ვერ აპატიეს "ოცნების" დეპუტატებმა. ხმამაღალი ლაპარაკი ჩხუბში გადაიზარდა _ დავით მჟავანაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ ერთმანეთი კარგა ხანს ლანძღეს: _ ჩვეულებრივი გამყიდველი ხარ! კაცმა, რომელმაც ჭაობიდან ამოგათრია, გაყიდე, _ ეუბნებოდა მჟავანაძე ღურჯუმელიძეს. _ ნაძირალა ხარ, ხულიგანი, უზრდელი, _ პასუხობდა ღურჯუმელიძე. _ ბიძინას გოშია ხარ, ჩვეულებრივი, _ უკან არ იხევდა მჟავანაძე. _ მე ვარ გოშია? ხულიგანი ხარ ჩვეულებრივი. კაცმა, რომელმაც სამი მილიარდი შესწირა ჩემს სამშობლოს, არ უნდა მომწონდეს? _ პასუხობდა ღურჯუმელიძე. ჩხუბი და ერთმანეთის ლანძღვა თითქმის ნახევარ საათს გაგრძელდა. როცა დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია შემოვიდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი 30 დეპუტატს გააცნო და მოუწოდა ყველას, სამუშაო რეჟიმში მოქცეულიყვნენ, "ნაციონალმა" დეპუტატმა, ბესო ქათამაძემ სიტყვა ითხოვა: _ ჩვენ, ბატონო დავით, ვტოვებთ საკრებულოს სხდომას. ბიუროს წინა სხდომაზე მოვედით და ცოცხით შეიარაღებული ა(ა)იპ-ის თანამშრომელი დაგვახვედრეთ. დღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გვეუბნება, დატოვეთ საკრებულოს სხდომაო. მერე მეორე ა(ა)იპ-ის თანამშრომელი მოვიდა და გვეუბნება, "ნაციონალი" ხარ და აქ რა გინდაო. ვერ გავიგე, კერძო საკუთრებაა ეს საკრებულო თუ აიპ-ია? სხდომაა თუ ბარდაგია? გადადით მაშინ ა(ა)იპ-ში და იქ ჩაატარეთ სხდომა. ყოფილი "ნაციონალები" გვეუბნებიან, რატომ ხართ "ნაციონალებიო". თუ შეგიძლიათ, გააკონტროლეთ სხდომა, თუ არ გვაქვს უფლება, მოვიდეთ? _ თქვა ქათამაძემ და მჟავანაძესთან ერთად დარბაზიდან გავიდა. _ აგონიაში ხართ, ხომ იცით, რომ ეს სიტყვების რახა-რუხია! ხულიგანი ხარ? წადით, მოშორდით! _ ეძახდა ღურჯუმელიძე დარბაზიდან გასულ დეპუტატებს.  "არაკაცები ხართ და წადით, წადით აქედან!" _ ღურჯუმელიძეს წამოეშველა "ოცნების" დეპუტატი მარი ჩხიკვიშვილი. მორიგი ჩხუბის დასრულების შემდეგ, როგორც იქნა, საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხზე იმსჯელა. დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის შესახებ დადგენილება. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების მისაღებად. დეპუტატმა ლელა საჯაიამ თავის გამოსვლაში, რომელიც გენდერულ თემას შეეხებოდა, დეპუტატებს უთხრა, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მნიშვნელოვან თარიღებს მოიცავს. _ ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ცვლილება დებულებაში. აქვე მინდა, გაგაცნოთ გენდერული საბჭოს წევრთა წინადადება, საბჭოს წევრის, დავით მჟავანაძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ის სისტემატურად არღვევს გენდერული საბჭოს კი არა, საკრებულოს წევრის და ღირსეული ადამიანისთვის მნიშვნელოვან უფლებებს. ცდილობს, ბულინგის საშუალებით შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს კოლეგებს. აქედან გამომდინარე, საბჭო უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს, მისთვის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. დავით მჟავანაძეს არ ჰქონდა უფლება, დღეს სხდომაზე ნარინჯისფერი ბაფთით ყოფილიყო, _ თქვა საჯაიამ. _ ამიტომაც მოვხსენი და აი, ხელში მიჭირავს, _ აჩვენა მას ბაფთა დეპუტატმა მარი ჩხიკვიშვილმა. საკრებულომ მიიღო განკარგულება, დაბა ურეკში, უსახელო ქუჩისთვის "პალმების ქუჩის" სახელის მინიჭების თაობაზე. თუმცა, ამ საკითხზე მსჯელობისას, "ლეიბორისტი" დეპუტატი, დავით მამალაძე, პალმების ქუჩის სახელის მინიჭების წინააღმდეგი აღმოჩნდა: _ წინააღმდეგი ვარ, რომ დაბა ურეკში ერთ-ერთ ქუჩას პალმების ქუჩის სახელი ეწოდოს, რადგან არ ჯდება "ქართული ოცნების" და მათი ლიდერის მსოფმხედველობასა და იდეოლოგიაში, _ თქვა მან. მამალაძის აზრს საკრებულოს წევრთა მხრიდან სიცილი მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ შეახსენა მას, რომ ეს ხალხის ინიციატივაა და არ არის ლამაზი პოლიტიკოსისგან ასეთი ლაპარაკი. _ მსგავსი საკითხების დაყენება არ შეიძლება. ამით ხალხს პასუხობ თავის ინიციატივაზე, _ უთხრა მან დავით მამალაძეს. _ სამაგიეროდ, შალვა ნათელაშვილის სახელობის ქუჩა დავბლოკოთ მერე, როცა იქნება, _ თქვა დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ. _ ვინ მიანიჭებს ნათელაშვილის სახელს? _ შეეხმიანა მას დეპუტატი ლელა საჯაია. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ განსაკუთრებული ყურადღება მოითხოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქუჩების სახელდების საკითხზე. _ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში შედის ქუჩების დამისამართების და სახელდების პრობლემის მოგვარება. შესაბამისად, აქ ჩვენი და მერიის პოზიციები გამიჯნულია. ჩვენ ვახორციელებთ სახელდებას, ნუმერაციას, ხოლო დამისამართების პროცესი და შესაბამისი აღჭურვილობის მომზადება, ფირნიშებზეა საუბარი და ასევე, საგზაო ნიშნებზე, ეს თქვენი პრეროგატივაა. დაუმისამართებელ ქუჩებს ახლავს სერიოზული პრობლემა _ თუ ვინმეს სჭირდება ქონების დარეგისტრირება, ამანათების მიტანა თუ სასწრაფოს გამოძახება, ყველა აწყდება დაბრკოლებას. ჩვენ ვახდენთ დამისამართებას, მაგრამ შემდგომი ეტაპი შეჩერებულია. მერიას ამისთვის ოთხი თვე ჰქონდა ვადა. ეს არის სუფთა ტექნიკური სამუშაო და განსაკუთრებით, ურეკის ზონაშია მძიმე მდგომარეობა. საკითხი რომ მოგვარდეს, უნდა აისახოს ბიუჯეტში. ეს არ არის დიდი ხარჯები. როგორც ვიცი, 22 ლარი ჯდება ერთი ფირნიშის დამზადება. სულ 22 ქუჩაა მოსაწესრიგებელი. თუ ყველას დამისამართება არ ხერხდება კანონთან შესაბამისობაში, მაშინ პრიორიტეტები შევარჩიოთ, დავიწყოთ ფართომასშტაბიანი დამისამართება. არ შეიძლება სასწრაფო დახმარების მანქანა ათ წუთის განმავლობაში დადიოდეს ადმინისტრაციულ ცენტრში და შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდეს ოჯახს. ძალიან გთხოვთ, ეს ბიუჯეტში აისახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე კომისიას შევთავაზებ, რომ მხარი არ დავუჭიროთ ბიუჯეტს, _ თქვა ლავრენტი ბიგვავამ, რომელიც საკრებულოში ამავე დროს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ... ...
  • როდის შედგება ოზურგეთის მერის და პარლამენტის თავმჯდომარის საუბარი გომისიმთის პრობლემებზეოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგ სხდომაზე პირველ საკითხად კურორტ "გომისმთაზე" ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრეს _ ზაფხულში კურორტზე უკანონო მშენებლობების ბუმი იყო. საბჭოს წევრმა თამაზ ტრაპაიძემ აღნიშნა, რომ მიესალმება გომისმთის განაშენიანებას და მოხარულია, რომ საზოგადოებას აქვს ამ შესაძლებლობის გამოყენების საშუალება, თუმცა, ეს პროცესი ქაოტურად მიმდინარეობს. "დღესდღეობით, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაარეგულირებდა ხსენებულ ტერიტორიაზე განაშენიანების პროცესს", _ თქვა თამაზ ტრაპაიძემ. საბჭოს წევრის, მინდია სალუქვაძის მოსაზრებით, ხსენებული პრობლემის საფუძველი არის ის, რომ ქონება ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა. საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მახარაძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ  მუნიციპალიტეტს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული გომისმთის გენგეგმის შემუშავების თაობაზე, მაგრამ ვერ მოხდა მისი დამტკიცება მასში არსებული ხარვეზების გამო. მუნიციპალიტეტიდან გაგზავნილია მოთხოვნა საქართველოს მთავრობაში, რომ გომისმთა შევიდეს შემოქმედის ტერიტორიული ერთეულში. "გენგეგმის მიღებამდე რაღაც იურიდიული საფუძველი უნდა შეიქმნას, რაც მშენებლობის დარეგულირებისთვის საფუძველს შექმნის", _ აღნიშნა საუბრისას გრიგოლ მახარაძემ.  ზვიად ერაძე, საბჭოს წევრი: "რეკომენდაციით უნდა მივმართოთ მუნიციპალიტეტს, რათა წარმართოს აქტიური კომუნიკაცია ზემოთ ხსენებული საკითხების დაჩქარებასთან დაკავშირებით, მიენიჭოს დასახლებული პუნქტის სტატუსი და შევიდეს შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში". საკითხის ირგვლივ დისკუსიის დროს გაჟღერდა სხვადასხვა მოსაზრება: გამოვლინდნენ ის ადამიანები, ვისაც ადრე ჰქონდათ სახლები (2007 წლამდე) და მათი სახლები მიჩნეულ იქნას, როგორც კანონიერი მშენებლობა, ხოლო უკანასკნელი წლების განმავლობაში აშენებული სახლები მიჩნეულ იქნას უკანონოდ. ზოგიერთი მონაწილე მიიჩნევდა, რომ ბოლო პერიოდში აშენებული სახლები უნდა დაინგრეს და ამ გზით ხელი შეეშალოს უკანონო მშენებლობის პროცესს. გამოითქვა მოსაზრება, რომ კანონიერ და უკანონო მშენებლობებს შორის დიფერენცირება ადვილად მოხდება გენგეგმის შემუშავების შემდეგ (ძველად აშენებული სახლები დატანილი იქნება რუკაზე, ხოლო ახლები კი არა). ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ აღნიშნა, რომ თემა მტკივნეულია, რადგან, მისივე თქმით, სამართლებრივად არანაირი ბერკეტი არ არსებობს. "არანაირი კერძო საკუთრება მიწის სახით გომისმთაზე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სახლები", _ აღნიშნა შარაშენიძემ. მან, ასევე, ისაუბრა გენგეგმის აუცილებლობის შესახებ. "როცა მოვლენები დამშვიდდება ქვეყანაში, პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართავთ, რათა დაიძრას პროცესები და შედეგი დროულად მივიღოთ. განაშენიანების გეგმა საშუალებას მოგვცემს, გამოისყიდონ ის მიწა, რომელზეც არის დამაგრებული სახლი, ხოლო პრობლემა შეექმნებათ იმ პიროვნებებს, ვისი სახლებიც ისეთ ტერიტორიაზე იქნება, სადაც განაშენიანება არ იქნება ნებადართული", _ თქვა მერმა. შეხვედრაზე შემუშავდა რეკომენდაცია: "მივმართოთ მუნიციპალიტეტს, რათა საქართველოს მთავრობასთან წარმართოს აქტიური კომუნიკაცია ზემოთ ხსენებული საკითხების დაჩქარებასთან დაკავშირებით, მიენიჭოს დასახლებული პუნქტის სტატუსი და შევიდეს შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში".  "გურია ნიუსი" "ბახმაროსა და გომისმთის განვითარების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის" საზოგადოების დამფუძნებელს და თავმჯდომარეს, არმაზ ახვლედიანს დაუკავშირდა და "გომისმთის" საკითხზე ესაუბრა: "ხელისუფლებისთვის გომისმთა და ბახმარო საჯიჯგნი ლუკმაა _ კორუფციის დიდი წყაროა! მჯერა, ამ დანაშაულისთვის ბევრი დაისჯება, როცა შეიცვლება ეს უმსგავსო მმართველობა! მანამდე კი, ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ეს ორი მარგალიტი, წინ უნდა აღვუდგეთ ამ დანაშაულებრივ პროცესს!" _ გვითხრა არმაზ ახვლედიანი. ამჯერად გომისმთაზე უკანონო მშენებლობები შეჩერებულია, ამის მიზეზი კი რამდენიმე დღის წინ მოსული ... ...
  • "ორმოცი წელია, ამ გზის გაკეთებას ვითხოვთ!"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში, ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს მდებარე, "ბაღის უბნად" წოდებული გზის მონაკვეთი , რომლის სიგრძე, როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, კილომეტრნახევრამდეა, ისეა დაზიანებული, ცარიელ ორმოებად არის ქცეული. უბანს, რომელსაც ახალგაზრდობაში გარდაცვლილი ზაზა მესხიშვილის სახელიც უწოდეს, თავიდან ბოლომდე ორმოებით სავსე გზა რომ მიუყვება, აქაურები მხოლოდ ამაზე არ წუხან და ამბობენ, რომ ყველაზე მეტად გაწვიმებისას გამოუვალ სიტუაციაში არიან. გზის ორივე მხარეს მდებარე არხებიდან გადმოსული წყალი, პირდაპირ შარაზე მიედინება, არსებულ გზას კალაპოტად აქცევს და მნახველი, ვინც არ იცის, რომ აქ გზა არის, დარწმუნდება, რომ მდინარე ჩვეულებრივ კალაპოტში მიედინება. _ 25 წლის წინ, ბიჭი გარდამეცვალა, 30 წლის იყო. რომ დავასაფლავეთ, მეორე დილით მეუღლე მომიკვდა. დედა შვილის გზას მიჰყვა... ჩემზე უბედური კაცი ვინაა? ეგ ერთი შვილი მყავდა. მე ამ ზაზა მესხიშვილის მამა ვარ. ეს ერთი შვილი მყავდა. იქნებ, იფიქროს ვინმემ, რა ალაპარაკებს 85 წლის კაცსო, მაგრამ ასე არ შეიძლება. 40 წელზე მეტია, ასეა ეს გზა. სანამ შემეძლო და ტრაქტორი მყავდა, ბიჭები მეხმარებოდნენ და ყოველთვის ხრეშს ვყრიდით. მთავრობას არაფერს ვთხოვდით. ახლა ძალიან გაფუჭებულია. ერთი კილომეტრი თუ იქნება, მაქსიმალურად დაზიანებული რომ არის. შეხედეთ, ცარიელი ორმოებია. გზისპირა არხები კი გაჭრეს, ამოწმინდეს, მაგრამ რად გინდა? გაწვიმდება თუ არა, წყალს ვერ იტევს და გითხარით, გზა მდინარეს ემსგავსება, პირდაპირ შარაზე მიედინება. ესე იგი, ცუდად არის გაკეთებული, ან დაქანება არ აქვს, ან მეტი სიღრმე უნდა, _ ამბობს ამავე უბანში მცხოვრები დემურ მესხიშვილი. _ ამ უბანში გზის გაკეთებას საშველი არ დაადგა. ახლა ხომ გუბეებითაა სავსე? მოდით წვიმაში და თუ აქ გავლა შეძლოთ, მერე გაგვამტყუნეთ. აღებიდან წყალი მაშინვე გადმოდის და ორმოებად ქცეულ გზაზე მდინარე მიედინება. ორმოებს კიდევ ვინ ეძებს? ბოლო-ბოლო, გადაახტები. მდინარედ როცა იქცევა, მაშინ უნდა ნახო. გადახტომა რად გინდა, წაგაქცევს და თუ არ იყოჩაღე, იქნებ, დაგახრჩოს კიდეც, _ ამბობენ აქ მცხოვრებლები. _ 40 წელია ამ უბანში ვცხოვრობ და ამ დაფლეთილი გზის გაკეთებას ვითხოვთ, _ ამომხდა სული ამ ორმოებში სიარულით და ხტუნვით. დაპირების მეტი რა იყო, მაგრამ, კი ხედავთ, როგორი გაკეთებულიცაა. გზები კეთდებაო და 40 წელი რომ არ გაკეთდება, ერთ თაობას რა უნდა მოესწროს. ოდესმე რომ გაკეთდება, მეც კი ვიცი. დაპირება ყველაზე მუქთი რამეა, _გვეუბნება "ბაღის უბნად" წოდებულ ქუჩაზე მცხოვრები, დარეჯან გოლიაძე. "ბაღის უბნის" გზა სიგრძით, მართლაც არ არის დიდი. ამავე დროს სოფლის შესასვლელში, ცენტრალურ ადგილზე მდებარეობს და მის გაკეთებას, წესით, განსაკუთრებული მობილიზება არ უნდა ჭირდებოდეს. აქ მცხოვრები ოჯახების წარმომადგენლები საყვედურს უფრო იმიტომ გამოთქვამენ, რომ ახლა როცა ინფრასტრუქტურული სამუშაოები განსაკუთრებით მასშტაბურად სრულდება ყველა სოფელსა თუ თვით ქალაქში, რატომ დარჩა "ბაღის უბანი" ყველას ყურადღების მიღმა. _ 40 წელიწადში ეს ერთი მტკაველი გზა რატომ არ უნდა გაკეთებულიყო? ცარიელი დაპირება, მეტი არაფერი. მაგას კი ვართ მიჩვეული და არც ახლა გვჯერა, რომ გააკეთებენ, _ ამბობენ აქ მცხოვრებლები. ორმოცამდე ოჯახი გზის და მიმდებარე არხების ისე გაკეთებას ითხოვს, წვიმის დროს არ მოხდეს არხებიდან გზის დატბორვა. "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მაკვანეთში, ალექსანდრე ბურძგლას ესაუბრა: _ ვიცი, რომ ეს გზა გასაკეთებელია. ყველანაირად ვცდილობთ, გავაკეთოთ. თუ ქვედა მხრიდან წამოხვედით, ნახავდით, ალბათ, რომ  ნაწილობრივ მოხრეშილია. _ კონკრეტულად ორმოებად ქცეულ მონაკვეთზე გეკითხებით... _ ვიცი და ბევრი უბანია, სადაც გზა გასაკეთებელია. ყველაზე ძალიან კი გოგიეთის გზა იყო დაზიანებული. იქ ბეტონის გზა დაიგო. უმძიმესი მდგომარეობა გვქონდა. ეს გზა, მომავალ წელს, ალბათ, გაკეთდება. იციან ამის შესახებ, დაპირებაც არის, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება. ახლა რომ გითხრათ, ახალ წლამდე გაკეთდებაო, მოგატყუებთ. "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, თემურ გიორგაძეს დაუკავშირდა: _ ჯერ მომზადდება საპროექტო დოკუმენტაცია და შემდეგ ვიფიქრებთ გახორციელებაზე. სავარაუდოდ, მომავალ წელს გაკეთდება ეს გზა, _ გვითხრა ... ...
  • "სხვა გეგმები გამიჩნდა"_ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებსსაპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობიდან მიდის. ამის შესახებ ლევან სურგულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "თხოვნა გავუგზავნე სამეთვალყურეო საბჭოს და გადაწყვეტილება მათ უნდა მიღონ. თუ საჭიროა, რომ დავრჩე ამ პოსტზე, დავრჩები",_განაცხადა სურგულაძემ. სურგულაძე თანამდებობის დატოვების მიზეზად სხვა გეგმებისა და გამოწვევების გაჩენას ... ...

არქივი

ზაფრანი

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

კაკაოს გასაოცარი თვისებები

კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია...

პროდუქტები რომლებიც სწრაფად გვაბერებს

მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და...

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს