აქვს თუ არა ვენეციის კომისიას კითხვები კონსტიტუციის ცვლილებასთან


პოლიტიკა

აქვს თუ არა ვენეციის კომისიას კითხვები კონსტიტუციის ცვლილებასთან

30 მარ. 2017, 13:54:37

საქართველოში ვიზიტით მყოფი ვენეციის კომისიის დელეგაცია დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიიღო.
„ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ის ახალი პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე აქვს კომისიას შემუშავებული" ,_ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა, თამარ ჩუგოშვილმა ირაკლი კობახიძისა და ვენეციის კომისიის დელეგაციის შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის შესახებ დეტალურად ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისიის დელეგაციამ დადებითად თითქმის ყველა საკითხი შეაფასა. მისივე თქმით, გარკვეულ საკითხებზე რეკომენდაციებს ვენეციის კომისიის დელეგაცია, სავარაუდოდ, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ წარმოადგენს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ფუნქციების შეკვეცასთან დაკავშირებული კითხვები მოიხსნა.
„მოხდა იმ პროექტის დეტალური განხილვა, რომელიც ამ ეტაპზე არის შემუშავებული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ. ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმისთვის, რომ რეკომენდაციები მოვისმინოთ. ძირითადად, ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ახალი პროექტი. არის გარკვეული საკითხები, რომელზეც ამ შეხვედრების მერე, რომელსაც გამართავენ დღის განმავლობაში ალბათ, სავარაუდოდ, მოგვიანებით გაგვაცნობენ თავიანთ მოსაზრებებს. ჯერჯერობით წარიმართა ძალიან საინტერესო, ძალიან პოზიტიური შეხვედრა და ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ის ახალი პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე აქვს კომისიას შემუშავებული. არასწორად იყო მათთვის მიწოდებული ინფორმაცია პრეზიდენტის ფუნქციების შეკვეცასთან დაკავშირებით და ჩვენ გავნუმარტეთ და ვაჩვენეთ, როგორ ხდება რეგულირება და სრულიად მოიხსნა კითხვები, რაც არსებობდა. ასევე, ადამიანის უფლებების თავთან დაკავშირებული ცვლილებები და თითქმის ყველა საკითხი, რომელზეც კითხვა დაისვა. არ გამოუხატავთ არანაირი შენიშვნა და წუხილი არჩევის წესთან დაკავშირებით",_ განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ვენეციის კომისიის დელეგაცია,რომელსაც კომისიის მდივანი, თომას მარკერტი ხელმძღვანელობს, საქართველოს 30 მარტს ეწვია. დღესვე,დელეგაცია შეხვედრებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოთხივე თემატურ სამუშაო ჯგუფთან გამართავს.
კომისიის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში თომას მარკერტი, მაიკლ ფრედო, ნიკოს ალივიზატოსი, ჯოზეფ მარია კასტელა ენდრიუ და კაგა ტანიარი შედიან.




 ახალი ამბები
  • იაგო ხვიჩია: „პარლამენტის განადგურებისთვის ოპოზიციას ან ხელისუფლებას რომ შეაგინებთ, მე არ მომაყოლოთ“პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ პოლიტიკური სპექტრი ახლა სიგიჟით არის მოცული _ ქვეყანა კრიზისშია და ოპოზიციას არავითარი გეგმა არ აქვს. „ქართული პოლიტიკური სპექტრი ახლა სიგიჟით არის მოცული. ჩემი ამოცანაა, გითხრათ _ მე არაფერ შუაში ვარ ქართული პარლამენტარიზმის რღვევასთან, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. ქართველო ხალხო, ერთადერთი მიზანი მაქვს _ გიჟებს მე ვერ გავაჩერებ. მე მაქვს ერთადერთი მიზანი, ცოტა ხანი რომ გაივლის, თქვენთვის მქონდეს სათქმელი, რომ მე ამათ ვაფრთხილებდი, ეს არ მინდოდა, ამაში არ წავყევი, ოპოზიციას რომ შეაგინებთ, ან ხელისუფლებას პარლამენტის განადგურებისთვის, მე არ ვყვებოდე ამ ამბავში“, _ თქვა ... ...
  • წარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი- სერგეენკოწარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა,_ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ  ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ" კანონპროექტის დაჩქარებულ წესით განიხილვის თაობაზე მსჯელობდნენ. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს ამ ცვლილების არსი. „ცვლილებების შინაარსი თავისი სტრუქტურით გამოიხატება შემდეგში, რომ ასეთი პასუხისმგებლობა უკვე  რამდენიმე წელია არსებობს გეგმიურ ვაქცინებთან მიმართებაში და იმავე სტრუქტურის, იმავე შემადგენლის პასუხისმგებლობების განაწილება გაჩნდება კოვიდ ვაქცინასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა", - განაცხადა დავით ... ...
  • ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭაიუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ, ცნობილ ქართველ პიანისტს საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ელისო ბოლქვაძეს, მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა კულტურის  პოპულარიზაციაში  შეტანილი წვლილისთვის და იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო   პროგრამების მხარდაჭერისთვის. მოცემული  სტატუსი ელისო ბოლქვაძეს მიენიჭა 2015 წლის 22 იანვარს პარიზში და გახდა ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი- პირველი ხელოვანი საქართველოდან. იუნესკოს საპატიო  ტიტულს ფლობს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვა. ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და  საქველმოქმედო  მოღვაწეობა აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით.მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და გაეროს საერთაშორისო ღონისძიებებში. გამოჩენილმა პიანისტმა საქართველოში დააარსა ფონდი  « ლირა », რომლის მთავარი მიზანია  ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა  და მათი ხელშეწყობა. მან ასევე  2013 დააფუძნა «  ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი »,რომელიც მნიშვნელოვან  კულტურულ პლატფორმად იქცა ქართული ხელოვნების  პოპულარიაზაციისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს  მიენიჭა   საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების  სფეროში საფრანგეთის სახელწიფოს მიერ ... ...
  • NDI - საქართველოში გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 42% კი ფიქრობს, რომ არ არის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა 45% თვლის, რომ საქართველოში  დემოკრატია არის, ხოლო 42% თვილის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. ცნობისთვის, NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 ... ...
  • NDI - კორონავირუსის ვაქცინით აცრაზე 41% თანახმაა, 41% - წინააღმდეგიაეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% (2020 წლის დეკემბრის მიხედვით) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე თანახმაა, 41% კი წინააღმდეგია, ხოლო  17%-მა არ იცის საკუთარი პოზიცია. ცნობისთვის  NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....