ალექსანდრე სარიშვილი: ტყუილსა და ზოგადად, დაპირებებს ვერ ვიტან (R)

პოლიტიკა

ალექსანდრე სარიშვილი: ტყუილსა და ზოგადად, დაპირებებს ვერ ვიტან (R)

2017 ოქტ 10 15:28:34

"შევძელი, ადამიანებთან მაქსიმალური ურთიერთობა მქონოდა და ჩემი ყურადღება ყოველთვის ეგრძნოთ. ალბათ, ამის შედეგი იყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოკვეთილი ლიდერი ვიყავი და ჩვენს თემში, სადაც 1400 ოჯახი ცხოვრობს, ხმათა 75% მოვაგროვე” _ ასე იხსენებს "ქართული ოცნების" ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი ჩოჩხათის რწმუნებულის თანამდებობაზე გატარებულ წელიწადნახევარს, რომელმაც მისი, როგორც პოლიტიკოსის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა.

თუმცა, ყველაფერი ამით არ დაწყებულა _ ალექსანდრე სარიშვილი ერთ-ერთი აქტიური რევოლუციონერია, რომელიც სტუდენტობისას ასლან აბაშიძის რეჟიმს ებრძოდა, შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობას", მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი მასზე დიდი ზეწოლას ახორციელებდა.

უფრო კონკრეტულად კი, როგორია 32 წლის გამგებლობის კანდიდატის,  სოფელ ჩოჩხათის მაჟორიტარი დეპუტატის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო­საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის;  "ქართული ოცნება _დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებლის და პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის ცხოვრების გზა და სამომავლო გეგმები ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.

– დავიბადე ლანჩხუთის რაიონის სოფელ კოკათში (ჩოჩხათში). მამაჩემი, ბადრი სარიშვილი, პროფესიით აგრონომია, ხოლო დედა, მედეა (მარინა) ვადაჭკორია _ ბუღალტერი. სკოლა ჩოჩხათში დავამთავრე. მეორე წელს, ბათუმში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ვიყავი. აქტიურად ვატარებდით "მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" კონკურსს, ბანაკებიც ამ პერიოდში დაფუძნდა. აქტიურად და ეფექტურად ვთანამშრომლობდით აჭარის ახალგაზრდულ დეპარტამენტთან, _ ყვება ალექსანდრე სარიშვილი.

– სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს, "აჭარის რევოლუციის" დროს რა პოზიცია გქონდათ?

– ერთ-ერთი აქტიური რევოლუციონერი ვიყავი და ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდი. უსამართლობას, ადამიანის ჩაგვრას ვერ ვეგუები. ბუნებით ვარ ასეთი. აქტიურად ვიყავი ჩართული აქციებშიც და რეზინის ხელკეტების სიმწარეც არაერთხელ განმიცდია. იარაღიც დაგვიმიზნეს ერთხელ სტუდენტებს ეკლესიასთან და ამ ფაქტმა მაშინ საზოგადოების დიდი პროტესტიც გამოიწვია. საინტერესო სტუდენტური ცხოვრების შემდეგ, სავაჭრო აგენტად, ბერძნულ კომპანია "პონტოსტარში" დავიწყე მუშაობა, რომელიც მრავალი დასახელების პროდუქციას აწარმოებდა. ზოგადად, მენეჯერული თვისებები ყოველთვის მქონდა და აქაც ძალიან გამომადგა, თუმცა, ჩემი და ზემდგომის ხედვები არ დაემთხვა ერთმანეთს და ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დავტოვე. ამის შემდეგ, ბუღალტერია შევისწავლე, კერძო ბიზნესი _ თხილის პატარა მეურნეობა მაქვს.

– უსამართლობასა და ადამიანის ჩაგვრას თუ ვერ ეგუებოდით, 2005 წლიდან 2011 წლამდე "პასიურ რეჟიმში" ცხოვრება არ გაგიჭირდათ?

– "პასიურ რეჟიმში" სულაც არ ვყოფილვარ. 2005 წლიდან, როგორც კი მივხვდი, ხელისუფლებაში მოსული ადამიანები მართვის რა მეთოდებს იყენებდნენ, ავტომატურად გამიჩნდა პროტესტი. ამის შემდეგ, თბილისში და ბათუმში დაგეგმილ ყველა მნიშვნელოვან აქციაში ვმონაწილეობდი. 2011 წელს კი, წავედი ჩემს მშობლიურ გურიაში და ორგანიზაცია დავაფუძნეთ _ საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც მაშინ პარტიის სახეც (ვგულისხმობ "ქართულ ოცნებას") არ ჰქონდა. სხვაგვარად არ შემეძლო, რადგან ზუსტად იგივე განცდა და შესაბამისად, ისეთივე პროტესტი მქონდა, როგორც უნივერსიტეტში, ასლან აბაშიძის დროს. მახსოვს, პოზიციას რომ ვაფიქსირებდი, მაჩუმებდნენ. ეს საშინელება იყო. ისიც საშინელება იყო, რომ სოფელში ჩასულს, ადამიანები, რომლებსაც ობიექტურ ინფორმაციას მოკლებული იყვნენ, "ნაციონალური მოძრაობის" ინოვატორულ თვისებებზე მესაუბრებოდნენ. ვამბობდი, რომ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით შეიძლება მართლაც გააკეთეს რაღაც, თუნდაც ჩემი საყვარელი ქალაქი ბათუმი, მაგრამ ეს ადამიანების ჩაგვრისა და დაშინების ხარჯზე ხდებოდა, რაც მიუღებელი იყო. ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ, ისევ ზეწოლა დაიწყო. მოქალაქეები ჩემთან გამოჩენას ერიდებოდნენ. მერე დაიწყო მუქარა, შანტაჟი და სხვადასხვა შემოთავაზება, რომ გავჩერებულიყავი.

– თავად რა გააკეთეთ სოფლის რწმუნებულის ან ლანჩხუთის საკრებულოს წევრის პოზიციიდან?

– სოფლიდან წამოვიდა ინიციატივა, რომ რწმუნებული მე ვყოფილიყავი. ამ პოზიციაზე წელიწადნახევარი ვიმუშავე. რომ გითხრათ, ბევრი რამ შევძელი-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ შევძელი, ადამიანებთან მაქსიმალური ურთიერთობა მქონოდა და ჩემი ყურადღება ყოველთვის ეგრძნოთ. ალბათ ამის შედეგი იყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოკვეთილი ლიდერი ვიყავი და ჩვენს თემში, სადაც 1400 ოჯახი ცხოვრობს, ხმათა 75% მოვაგროვე. ბოლო წლებია, საკრებულოში ჩოჩხათის მაჟორიტარი დეპუტატი, პარალელურად, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარ. ვფიქრობ, ნაყოფიერად ვიმუშავეთ.

ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურობითა და ჩემი მაქსიმალური ჩართულობით, გულიანი-სუფსის შემაერთებელი გზის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე დაგებულია. ეს სოფლის მცხოვრებლების დამსახურებაა. რამდენიმე მშვიდობიანი აქციაც კი მოაწყვეს ამ მოთხოვნით და სხვათა შორის, მაშინ მათ გვერდით ვიდექი – მათი არჩეული ვარ და სხვაგვარად მოქცევის უფლება არც მქონდა. სანიაღვრე არხების მოწყობაც უახლოეს მომავალში დასრულდება. ვფიქრობ, საკრებულოს ერთ-ერთი აქტიური დეპუტატი ვიყავი. გარევაჭრობასთან, ასევე, ჯიხეთის მონასტერთან დაკავშირებით მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ამ მონასტერს უამრავი ვიზიტორი სტუმრობს და მომზადებულია პროექტი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ტურისტულ-რეკრეაციული ზონის მოწყობას გულისხმობს.

– თუ ლანჩხუთელები მხარს დაუჭერენ თქვენს კანდიდატურას მერის პოსტზე, რის გაკეთებას აპირებთ?

– ჩვენ ძალიან მწირი ბიუჯეტი გვაქვს. ძირითადად, ტრანსფერზე ვართ დამოკიდებული. უმუშევრობა ლანჩხუთელების ყველაზე დიდი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურული პრობლემებიც. წყალმომარაგების სისტემაა მოსაწესრიგებელი, გაზიფიცირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამ საკითხებს აუცილებლად მოვაგვარებთ, მაგრამ ვფიქრობთ, ჩემთვის პრიორიტეტი მაინც განათლების ხელშეწყობა იქნება, რაც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია. განათლების განვითარება სკოლამდელი ასაკიდან უნდა დაიწყოს. უმნიშვნელოვანესია უფასო ბაღების პროგრამა. პირადად ჩემთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე მეტად თუ არა, არანაკლებ მნიშვნელოვანია. სკოლამდელ აღზრდას უდიდესი ყურადღება ექცევა. მუნიციპალიტეტში ბოლო 3,5 წლის განმავლობაში ექვსი ახალი საბავშვო ბაღია აშენებული. ახალი ბაღების მშენებლობა, ძველების მოწესრიგება, ჩვენი პრიორიტეტი იქნება. ბიუჯეტი რის საშუალებასაც მოგვცემს, ყველაფერს გავაკეთებთ.

ჩვენთან ძალიან ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს. გურული გლეხი, გონებამახვილი და პრაქტიკულია. მათ მაქსიმალურად მივაწვდი ინფორმაციას, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის შესახებ. ვინც მიცნობს, იცის, ტყუილსა და ზოგადად, დაპირებებს ვერ ვიტან. მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევ და მაქსიმალური კომუნიკაცია მექნება თითოეულ ადამიანთან. მე მათ უნდა ვემსახურო და მათთან ერთად, გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ ყველა გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით.




 ახალი ამბები
  • "რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვს" _ ვოლსკი ოპოზიციასადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყამ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის, – ამ სიტყვებით მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციას მიმართა. “მე ვერ გავიგე ადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყავ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის. იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რომ პასუხი შეუბრუნდება. სადიზმის თემაც არ მესმის, იმიტომ, რომ ის კბილები, რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვთ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ახალი ამოუვიდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პლენარულ სხდომაზე რუსეთის თემასაც გამოეხმაურა. “რაც შეეხება რუსეთის თემას, იქ პარტიის ცეკას ინსტრუქტორი და აქ კარიკატურების გამოქვეყნება არ შველის იმ რეალობას, რასაც ჰქვია რუსეთის ხელშეწყობა და სერიოზულად: რუსეთის თემის ექსპლოატაცია საერთოდ მოდაშია, ადვილია სალაპარაკოდ, ცოტა ძნელია სალაპარაკოდ ვთქვათ ციფრები. არის საკითხები რაზედაც შეიძლება კამათი, შეიძლება კონსტრუქციული კამათიც, მაგრამ ეს თემა არ არის, კამათს არ ექვემდებარება. მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მოხდა ის, რომ ყველანაირი შეთავაზება, ყველანაირი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჩვენთან ერთად შემუშავებული, დაირღვა. რეალობაა ხალხო ეს. მე განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ იმიტომ, რომ სწორედ თქვენი ტვინის გამორეცხვისათვის არის მიმართული ყველა განცხადება და პროპაგანდისტული ნაბიჯი იმიტომ, რომ ის ემოცია არა გაქვთ, რაც 2008-ში იყო, 11-ში იყო, ბევრმა საკითხმა ისე ჩაიარა, რომ წლებმა გარკვეული მოშუშება უზრუნველყო ადამიანის გულებში და მახსოვრობაში, მაგრამ არის ათასობით ადამიანი, ვისაც ეს კარგად ახსოვს. მე ახალ პოლიტიკურ თემაზე მაქვს ყურადღება გამახვილებული. რაც შეეხება იმ უმტკივნეულო რეზოლუციას, ჯერ ეს ერთი უმტკივნეულო რეზოლუციები რატომ შემოგაქვთ, თუ არაფერს არ ნიშნავს და ნაჭუჭია კვერცხის, მაშინ ნუ შემოგაქვთ, ეს ერთი, მაგრამ არ არის უმტკივნეულო – ეს არის გათვლილი, საკმაოდ მზაკვრული გეგმა რომ ადრე თუ ხელი შეუწყვეს სამხედრო ინტერვენციას, ეხლა ეკონომიკური ინტერვენცია გაძლიერდეს და გამაგრდეს. წინა ხაზზე გაგიყვანონ მაშინ, როდესაც ხელში იარაღი არ გიკავია და იცი ზუსტად, რომ მტერი გაცილებით უფრო ეფექტური იარაღით დაგარტყამს. ეს იყო მიზანი, მთავარი მიზანი. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ეხება განათლებას, სპორტს, ამ თემებთან დაკავშირებით ვიკამათოთ კი ბატონო, სახელმწიფოს დამსახურებაა თუ არა, რომ ბიუჯეტი იზრდება, ვთქვათ სპორტში. სახელმწიფოს დამსახურება თურმე არ ყოფილა ის, რომ, არ ყოფილა კი არა, თურმე მავნებლობა ყოფილა ის, რომ დედაენა დაბრუნდა სკოლაში. ეს ხომ ფაქტია და ამ ფასეულობებით ვეჯიბრებით ერთმანეთს და საზოგადოებამ ამ ფასეულობების აწონვით უნდა მოგვიჩინოს ის ადგილი პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რისი პრეტენზიაც აქვს. აქედან გამომდინარეობს მთავარი თემა – დაველოდოთ არჩევნებს და გავაკეთოთ ყველაფერი, განსაკუთრებით მთავრობის მხარეს მოვუწოდებ, რათა საკითხი არ დარჩეს კითხვის ნიშნის გარეშე, რათა საკითხი არ დარჩეს პასუხგაუცემელი, თუნდაც თითოეული ადამიანის, კონკრეტული ადამიანის გაჭირვების თემას ეხებოდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ ... ...
  • ჯურუყვეთელ პედაგოგს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭალანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ  პედაგოგს, მიმოზა ბარამიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის  წოდება მიენიჭა.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სიგელი დამსახურებულ პედაგოგს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს ... ...
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებსსაქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში  დაეხმარებიან _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. უწყების ცნობით, THW-ის  წარმომადგენლები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიება-გადარჩენის კინოლოგიური ოპერაციების იმიტაცია მოეწყო. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამსახურის ეფექტურობას  საძიებო სამუშაოების  დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძაღლების გადამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის გაძლიერება ახალი ცხოველებით. მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები. გერმანულ მხარესთან კინოლოგიური სამსახურის  განვითარების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც ... ...
  • ოზურგეთში საპენსიო ჯილდოზე 174 პედაგოგი გავიდა“174 პედაგოგი გავიდა საპენსიო ჯილდოზე და 105 ახალი პედაგოგი მივიღეთ საჯარო სკოლაში“, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა მიაწოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.  ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების ... ...
  • რამდენი პირველი კლასელია ოზურგეთშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში წელს 683 პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა. “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა, პირველ კლასში დაფიქსირდა თუ არა ერთი ან ორი მოსწავლე. ლელა იმედაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევა მხოლოდ გომის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ორი ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...