"არ გამოვრიცხავთ, რომ საყოველთაო კარანტინის ან თვითიზოლაციის ზომებიც მივიღოთ"

პოლიტიკა

"არ გამოვრიცხავთ, რომ საყოველთაო კარანტინის ან თვითიზოლაციის ზომებიც მივიღოთ"

23 მარ. 2020, 18:56:28

არ გამოვრიცხავთ, რომ საყოველთაო კარანტინის ან საყოველთაო თვითიზოლაციის ზომებიც იყოს მიღებული პრემიერ-მინისტრის და ხელისუფლების მხრიდან, _ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„გუშინ შუაღამეს დასრულდა სამუშაო შეხვედრები, კონსულტაციები და ეს გადაწყვეტილებები სწრაფად იყო მიღებული. მომავალში, იმ ბალანსში, რასაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესები და ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებები წარმოაჩენს, რასაც ეპიდემიოლოგიური მონაცემები წარმოაჩენს, არის სრული მზადყოფნა ჩვენი მხრიდან, რომ მივიღოთ დამატებითი ზომები, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს ზომები არის ეფექტური ზუსტად მაშინ, როდესაც ის საჭიროა და ჩვენი მიდგომაც ასეთია: მხოლოდ დასაბუთებული აბსოლუტური საჭიროების შემთხვევაში ხდება ამ ზომების მიღება. ასე რომ, მომავალში ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საყოველთაო კარანტინის ან საყოველთაო თვითიზოლაციის ზომებიც იყოს მიღებული პრემიერ-მინისტრის და ხელისუფლების მხრიდან, თუ ასეთი საჭიროება იქნება“,- განაცხადა

პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის უზრუნველყოფილია სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ყველა ფუნქცია, მათ შორის, საკვების ძირითადი მარაგები და ყველაფერი, რაც სახელმწიფოს საბაზისო დონეზე ჭირდება, შეუფერხებლად ფუნქციონირებს.

„ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლება, პრაქტიკულად, მისი ყველა რგოლი, ვისაც ევალება და ვისაც აქვს კომპეტენცია ამ სიტუაციაში, მუშაობს ეფექტურად და კოორდინირებულად. ნახეთ უკვე, რომ შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სისტემა ჩაერთო ამ ძალისხმევაში. მნიშვნელოვანია და ამ კრიტიკულ სიტუაციაში გამოჩნდა ყველაზე კარგად, თუ რა შეუძლია ჩვენს ქვეყანას, თუ როგორი ხელისუფლება ყავს ჩვენს ქვეყანას და თუ როგორ მუშაობს თითოეული რგოლი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




 ახალი ამბები
  • 13 წლის მოზარდს 29-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში ეძებენმესტიაში დაკარგული მოზარდის, ილია ფილფანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა სოფელ ლენჯერში, მურთაზ გულედანმა განუცხადა,  სამძებრო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში,  ინტენსიურად მიმდინარეობს. მოზარდის სამძებრო ღონისძიებები მესტიის გარდა, ასევე, ანაკლიაში, ქობულეთსა და ურეკშიც მიმდინარეობს და მასში ჩართულია 80-მდე მაშველი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოზარდის საპოვნად მოქალაქეებს სამ ენოვან მოკლეტექსტურ შეტყობინებებსაც უგზავნის. ცნობისთვის, ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ   ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ... ...
  • კარიერების საწინააღმდეგო აქცია ბაილეთში : „ რა მეაქციება, „ამიდუღდა“ საზამთრო, გამიშვით“13 აგვისტოს კიდევ ერთი აქცია მოაწყვეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ბაილეთის და სუფსის  მცხოვრებლებმა,  რომლებმაც სუფსის    ხიდთან, ცენტრალური  ავტომაგისტრალი გადაკეტეს.    პროტესტის  გამოხატვის  ეს ფორმა,  ადგილობრივებმა  კომპანია „სამი ძმების“ წინააღმდეგ მოაწყვეს, რომელიც სუფსის კარიერში  ინერტულ მასალას  მოიპოვებს.  _ ეს „სამი ძმები“ არის თუ „ნატა“, არ გვაინტერესებს. აქ მათი ადგილი არ არის.  კომპანია „ქიუ ემ სი“, რომელამაც მემორანდუმი გააფორმა სოფელთან, მხოლოდ ის იმუშავებს. არ არის აქ მეტი ადგილი, მორჩა! უნდა წავიდნენ აქედან, ყველას ეს  აზრი გვაქვს! - იძახდა ის. თუმცა, აქციის მონაწილეებს და თვით აქციას აშკარად ეტყობოდა არაორგანიზებულობა და უკმაყოფილება. მონაწილეთა შორის ბევრი  გამოთქვამდა საყვედურს: „დავიღალეთ ამ უაზრო აქციებით“,  „ვიღაცამ ხომ უნდა მოგვხედოს ოდესმე, რომ ეს  ამბავი დასრულდეს“, „ახლა სათხილეში უნდა ვიყო, ამ დუგუნაში კი არა“,  „ხალხიზა არავინ არაა, არ გამოდის არაფერი...“, „ყანაში უნდათ რომ  ცვითონ თავი და ორი კოტა სიმინდიც წაგვართვან“... _ ისმოდა  შეკრებილთა შორის. ადგილზე არ ჩანდა პოლიცია, არც მეორე მხარე, ვის წინააღმდეგაც აქციას აწყობდნენ. „სად მცალია თქვენი აქციიზა? რა მეაქციება, ამიდუღდა საზამთრო, თუ არ გამიშვებთ, გადმოვალ ამ მეზობლის მანქანიდან და გაღმა მხარეს მეორე მეზობლის მანქანაში ჩავჯდები, სახლში პროდუქტი მიმაქვს, _ დაიძახა ერთმა სილაურელმა მამაკაცმა, რომელიც მართლაც ხიდზე გაჩერებული მანქანიდან, ჯერ საზამთროთ ხელში გადმოვიდა  და ხიდის პერიმეტრი გადმოირბინა, მერე მიბრუნდა და ჩანთებიც გადმოიტანა მეორე მხარეს, სადაც ასევე მეზობლის მანქანაში ჩაჯდა და  შინ წაყვანა სთხოვა. მალე პოლიციას დაურეკეს.  ადგილზე მოსულმა ოზურგეთის პოლიციის წარმომადგენლებმა ხალხი გზიდან გადაიყვანეს და სთხოვეს, აქცია იქ გაემართათ. აქციის  მონაწილეებთან მოვიდა გარემოს დამცველი ირმა გორდელაძე. _ყველა აქ მომუშავე კომპანიას აკონტროლებს ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო“. ამ „სამ ძმებს“ არ გააჩნია დოკუმენტაცია. ხალხო, მე მაბრალებენ, თითქოს, მე გაქეზებთ. მოიქეცით ისე, როგორც გსურთ. ააშენონ, დაამშვენონ, თუ შეუძლიათ. ყველამ ისე იმუშაოს, რომ მდინარის კალაპოტი არ დაინგრეს. ყველა კომპანიასთან გვექნება კომუნიკაცია, რომელიც წამოვა დიალოგზე _ უთხრა მან აქციის მონაწილეებს. აქციის შემდეგ, „გურია ნიუსი“  კომპანია „სამი ძმების“  წარმომადგენელს დაუკავშირდა. _ჩვენ არ ვიცოდით, თუ დღეს იქ აქცია იყო. არაფერს არ ვაშავებთ. გვაქვს კანონიერი ლიცენზია, _ გვითხრეს კომპანიიდან. ვრცლად ამ საპროტესტო აქციის შესახებ, „გურია ნიუსის“ საგაზეთო სტატიაში ... ...
  • საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტაბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. „გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში. 14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა. დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში“,_ აცხადებენ შინაგან საქმეთა ... ...
  • SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში SME ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელაSME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა.     SME Banking Club-ი არის საერთაშორისო ქსელის პლატფორმა ბიზნეს ბანკირებისთვის. ის აერთიანებს საფინანსო ინსტიტუტების, ფინანსური განვითარებისა და ტექნოლოგიური კომპანიების ბიზნესბანკირებს, რომელთა მიზანია შეისწავლონ და გაცვალონ პრაქტიკული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უწევენ მომსახურებას სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ბანკები თუ საფინანსო ორგანიზაციები მეწარმეებს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს. სწორედ ამ მიზნით, SME Banking Club-მა შეისწავლა კავკასიის რეგიონის 11 ქვეყანაში (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა) მოქმედი 212 ბანკის 34-მდე უნიკალური სერვისი, რის საფუძველზეც გამოავლინა რეგიონის წამყვანი 20 საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკი; სიის სათავეში კი სწორედ საქართველოს ბანკია. „ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ბოლო დროს მსოფლიო საბანკო სისტემას აქვს, ფინანსური ეკოსისტემების მშენებლობაა. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ეძებენ შესაძლებლობას, დაზოგონ დრო საკუთარი ბიზნესისთვის და სწორედ ამიტომ არიან დაინტერესებულნი მიიღონ სერვისი „ერთი ფანჯრის პრინციპით“; ის კი, ვინც შეძლებს მათთვის ეს შესაძლებლობა უზრუნველყოს, გამარჯვებულია“, − აცხადებენ SME Banking Club-ის წარმომადგენლები. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცდელობა, ვიყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის საიმედო პარტნიორი და ვიზრუნოთ მათ მუდმივ განვითარებაზე, არ დარჩა შეუმჩნეველი. ჩვენს ბიზნესმომხმარებლებს, ვცდილობთ, ყოველდღიურად შევთავაზოთ სწორედ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები/სერვისები ციფრულ ეკოსისტემაში, რათა დაზოგონ დრო და ენერგია; შედეგად კი კიდევ უფრო სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი“, − განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. ... ...
  • ოზურგეთში თხილის გატეხვა და ფასის ამ მეთოდით დადგენა დაიწყესმიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი  სეზონის გახსნიდან აქამდე,  ოზურგეთში თხილის გატეხვა არ ხდებოდა, ფასის დადგენის მიზნით, დღეს, როგორც  გაბრაზებული მოქალაქეები ამბობენ, „ტახატუხი“ მაინც დაიწყეს. _დიახ, დავიწყეთ გატეხვა. ნახეთ, რა მოაქვთ. ფუტურო, შარშანდელი ნაგავი, მთლიანად უვარგისი  თხილი. არ მიაქვთ ქარხნებს,  უკან დაგვიბრუნეს, რაც წაიღეს. რა ვქნათ? ერთი  საღი გული 50 თეთრია.  ათი გატეხილი ნაყოფიდან თუ ყველა კარგი იქნება, ერთ   კილოგრამში  5 ლარს გადავუხდით, - გვითხრეს  ოზურგეთში, გაბრიელ  ეპისკოპოსის  ქუჩაზე  მდებარე თხილის მიმღებ  პუნქტებში მომუშავე პირებმა. კითხვაზე, ყოველი გატეხილი ათი ცალი თხილიდან, ყველა საღი არასდროს არ იქნება, იშვიათი გამონაკლისის გარდა და არიან თუ არა მაინც გლეხები დაზარალებული ამ მეთოდით,  კვლავ  შემოგვწყრნენ: _ჩვენ არ ვართ დაზარალებული, ნაგავი რომ მოაქვთ? მთელი დღე რომ  გვიყრია ეს თხილი ტომრებით და არავის მიაქვს? ვინ გითხრათ, რაიმე ბრძანება არის, რომ არ გავტეხოთ? ქობულეთში, ორი კვირაა, ტეხენ.  მიუხედავად ამისა, ზოგ პუნქტში თხილის გატეხვა მაინც არ ხდებოდა.  „გურია ნიუსი გაესაუბრა ქალაქში მყოფ არაერთ ფერმერს, რომლებსაც  თხილის პლანტაციები აქვთ და საგანგებოდაც  უვლიან. როგორც მათი შეფასებიდან ირკვევა, თხილის ვარგისიანობის  შესამოწმებლად, სხვა უფრო დახვეწილი  ფორმა უნდა მოიძებნოს. _ ამ მეთოდით მაინც რიგითი მეურნე ზარალდება, - თქვეს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...