“არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს"_ აქცია ზუგდიდში
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს.
აღნიშნულ აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. მათი თქმით, ისინი 2020 წლის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ .
ამასთან, აქციის მონაწილეები კარვებსაც შლიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.