,,არ შეიძლება კარგი საქმე ცუდი დასაწყისით გააფუჭო“ - სოსო ცინცაძე

gurianews.com

პოლიტიკა

,,არ შეიძლება კარგი საქმე ცუდი დასაწყისით გააფუჭო“ - სოსო ცინცაძე

2018 მარ 13 17:51:06

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  რუსეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზებაზე ,,გურია ნიუსი“ პოლიტიკის ექსპერტს სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

_ ბატონო სოსო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო მზად არის პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და ამასთან, მისი თქმით, მისასალმებელი იქნებოდა, ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის კონსტრუქციული მიდგომა. როგორ ფიქრობთ, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით პირდაპირი დიალოგის მოწოდება ხომ არ უქმნის საფრთხეს ოკუპირებული ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების არ აღიარების პოლიტიკას?

_ ასეთი საფრთხე არ არსებობს, ამ ე.წ. დამოუკიდებლობას არავინ აღიარებს, ეს გამორიცხულია, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ პრემიერის განცხადება აბსოლუტურად მოუმზადებელი და მოულოდნელი იყო. იმდენად მოულოდნელი, რომ  ოსეთის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრმა ეს განცხადება მასხრად აიგდო. რუსეთის საგარეო უწყების მხრიდან  სტანდარტული პასუხი მივიღეთ. მე რომ მიმეწერა მათთვის წერილი, დიდი ალბათობით, ზუსტად იმავე პასუხს მივიღებდი.

დიალოგი დროულია და თან დიდი ხნის წინ უნდა გადაგვედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ პროცესების სწორად წარმართვას მომზადება სჭირდება. არ შეიძლება, კარგი საქმე ცუდი დასაწყისით გააფუჭო.

_ როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრის განცხადებით კმაყოფილები დარჩნენ. ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა, იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი. როგორც ფიქრობთ, საქართველოსა და რუსეთის ინტერესები თანხვედრაშია?

_ რა თქმა უნდა, ინტერესების თანხვედრა გამორიცხულია, მაგრამ რუსეთის განცახდება, შესაძლოა, ძალიან რთული, ხანგრძლივი და კონფიდენციალური პროცესის დაწყების წინაპირობად  აღვიქვათ. რუსეთი კარასინის პირით ყველა კარს გვიჯახუნებს, მაგრამ სხვა უფრო მნიშვნელოვანი პირების განცხადებები გარკვეული მოლაპარაკების შანსებს ტოვებს. ყველა შემთხვევაში პროცესი უნდა დაიწყოს.

რუსეთში მშვენივრად იციან, რომ საქართველოს არც ერთი ხელისუფლება აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელობას. ამ ფონზე, მინდა გითხრათ, რომ დიპლომატია მრავალწახნაგიანია და გააჩნია, კონპლიქტის მოსაგვარებლად ვინ წარმართავს მოლაპარაკებებს.

_ რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს ოკუპირებულ  ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს სამწუხარო უწოდა. შესაძლოა, ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან რუსეთს ხელისუფლებას პირდაპირი შეხება არ ჰქონდა, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროცესების წარმმართველი რუსეთის ფედერაციაა. მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქის ცხედარი ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა რუსეთის მწუხარება რამდენად გულწრფელია?

_ პირადად პუტინმა გასცა განკარგულება, რომ ტატუნაშვილი მოკალით და საქართველოს ხელისუფლებისთვის არ  გადასცეთ ცხედარი? უდავოა, რუსეთმა ფონი შექმნა ისეთი, რომ ასე გვეფიქრა. რუსეთს საერთაშორისო ასპარესზე არც თუ ისე მომგებიანი პოზიციები უკავია, ამიტომ სკანდალები არ აწყობს. რუსეთმა მშვენივად იცის, რომ ტატუნაშვილის მკვლელობა თავიანთ რეიტინგს მთელ მსოფლიოში დაბლა სწევს.

_ ქვეყნის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა განაცხადეს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ქვეყნის პირველი პირების ჩართვით უნდა წარიმართოს. როგორ ფიქრობთ, მოლაპარაკებების ასეთ დონაზე აყვანა ჟენევის დისკუსიებს უფრო ეფექტურს გახდის?

_ ეს განცხადება დამატებით ძალიან ბევრ კითხვაზე საჭიროებს პასუხს. მაინტერესებს, განცახდებაში რომელი ქვეყნების პირველი პირები იგულისხმება? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ის ქვეყნები, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, პირველ პირებს ჟენევის შეხვედრებზე ატარებენ? სისულელეა. ეს განცხადებები საფუძველს მოკლებულია.


ნახვა: 298


 ახალი ამბები
  • კაცმა, რომელმაც დიღომში ბავშვებს აუზი მოუწყო, სავარაუდოდ თავი მოიკლამამაკაცი, რომელმაც თბილისში, დიდ დიღომში კოპრუსის ეზოში ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.  არსებული  ინფორმაციით, დიმიტრი ტატიშვილმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.  როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმიბს. დიმიტრი ტატიშვილს მეუღლე და 4 შვილი დარჩა. წყარო: ... ...
  • საზოგადოებას დავუმტკიცებთ, რომ ინიციატივას უარყოფითი მხარე არ ჰქონდა - კობახიძე"საზოგადოებას დავუმტკიცებთ, რომ ინიციატივას უარყოფითი მხარე არ ჰქონდ", _ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ "კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება. “ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი განცხადება საპატრიარქოს მხრიდან. ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია მათი განცხადება იმ აღელვებიდან გამომდინარე, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში დაფიქსირდა. ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. როცა გარკვეული ინიციატივა იღებს უარყოფით დატვირთვას საზოგადოების აღქმაში, ჩვენ საზოგადოებას სათანადო ინფორმაცია აუცილებლად უნდა მივაწოდოთ. სულ მცირე ის უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ ინიციატივას არავითარი უარყოფითი მხარე არ ჰქონდა. აქ არც ერთ შემთხვევაში საუბარი არ იყო ნარკოტიკების წარმოებასა და გავრცელებაზე. ეს არის ჩვენთვის მთავარი და ამ სიმართლეს საზოგადოებას აუცილებლად დავუმტკიცებთ. ამისათვის საჭიროა საზოგადოების ინფორმირება, როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი“, - განაცხადა ... ...
  • გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდასაქართველოს ექსპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ხელშეკრულება გააფორმა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა bm.ge-ის განუცხადა, EBRD-თან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ დადო. მისი თქმით, თანამშრომლობაში მოიაზრება ევრობანკის ეგიდით უზბეკეთის მთავრობისთვის დახმარების გაწევა საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში, რომელიც საქართველოში ევრობანკის ინიციატივით შექმნილი ინვესტორთა საბჭოს გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ცნობისთვის: პრემიერის რანგში გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარეც ... ...
  • "ინიციატივა უკავშირდებოდა სრულიად დაურეგულირებელი სფეროს დარეგულირებას" _ დავითაშვილიკანონპროექტმა,  რომლითაც მარიხუანას კულტივიზაცია მოხდებოდა და მისგან დამზადებული სამედიცინო პრეპარატები ექსპორტზე გავიდოდა, სასულიერო პირებისა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. პროტესტის შედეგად კი ხელისუფლებამ კანონპროექტის განხილვის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, კანონპროექტის შესახებ გადაწყვეტილება ფართო დისკუსიის შემდეგ იქნება მიღებული. "საქართველოში როდესაც არსებობს გარკვეული საკითხების მიმართ საზოგადოების მაღალი დაინტერესება, ეს გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს მხოლოდ ფართო მსჯელობის და განხილვის შემდეგ. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს ამასთან დაკავშირებით დისკუსიები, იყოს ფართო განხილვის საგანი, მხოლოდ ამის მერე იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომაც არის ამ ეტაპზე შეჩერებული კანონპროექტი",_განაცხადა დავითაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სამედიცინო კანაფი არ არის ნარკოტიკული საშუალება, ხოლო ხელისუფლების ინიციატივის მიზანი კი სრულიად დაურეგულირებლი სფეროს დარეგულირება იყო. "სამედიცინო კანაფი არ არის ნარკოტიკული საშულება, ამაზე ხშირ შემთხვევაში აღრეულია ხოლმე პოზიციები.  არასოდეს ჩვენს მიერ არ ყოფილა წახალისებული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. ჩვენი ინიციატივა უკავშირდებოდა სრულიად დაურეგულირებელი სფეროს დარეგულირებას, რადგან საკონსტიტუციოსასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სფერო დარჩა დაურეგულირებელი, საჭირო იყო რეგლამენტირება მოხმარების საკმაოდ მკაცრად, ისე, რომ კონკრეტულ სამართალდამცავ სტრუქტურებს მიეცეთ კანონის აღსრულების საშუალება. ეს იყო ჩვენი პოზიცია",_აცხადებს დავითაშვილი. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, სამედიცინო კანაფი მედიცინის სფეროა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ შესწავლილი, თუმცა, ქვეყნისთვის ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია. "სამედიცინო კანაფი  არის მედიცინის სფერო. დარგი, რომელიც დღეს განვითარებადია, ვითარდება, ეს არის ჯერ კიდევ შესასწავლი, ჯერ კიდევ მზარდი ინდუსტრია, რომელიც თავისი განვითარების საბოლოო ეტაპზე არ მისულა.  ამიტომ ბევრ ქვეყანაში ამ  მიმართულებით მიმდინარეობს, როგორც შესწავლა, ისე წარმოება,  განვითარება და ეს არის მზარდი ინდუსტრია მსოფლიოში.  მას ეკონომიკური მნიშვნელობა რა თქმა უნდა გააჩნია, თუმცა, ჩვენთან გადაწყვეტილება მიღებული იქნება ადგილობრივი განხილვების შემდეგ", _ განაცადა ... ...
  • "განათლების კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წყარო სხვადასხვა ფენისთვის"მოსახლეობისთვის სანდო გარემოსდაცვით მონაცემებთან წვდომის უზრუნველყოფა, ანალიტიკური საშუალებებით მონაცემთა დამუშავება და მონიტორინგი, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესის ეფექტიანობის გაზრდა_აღნიშნულ მიზანს ისახავს  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის ახალი პლატფორმა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა რეგიონის ისტორიაში არის პირველი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ერთიან სივრცეში სთავაზობს მარტივად მიიღოს მისთვის სასურველ გარემოსდაცვით სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებული ინფორმაცია. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პლატფორმა ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ქვეყანაში. მან ასევე აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას ეხმიანება. "სამინისტროს მიერ  წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის პრეზენტაცია. ეს არის ახალი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს გარემოსდაცვით ინფორმაციას და ხელმისაწვდომს გახდის ამ ინფორმაციას მოსახლეობისთვის. განათლების კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წყარო სხვადასხვა ფენისთვის. გააუმჯობესებს პოლიტიკას გარემოსდაცვითი კუთხით, იმიტომ რომ ბევრი მონაცემთა ბაზა ერთ ელექტრონულ სისტემაში იქნება მოქცეული. ეს ეხმიანება პირდაპირ ჩვენი პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივებს ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით,  რომ ჩვენ უფრო ეფექტიანები ვიყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენი სამინისტრო უკვე ამზადებს, სისტემას ნერგავს და მნიშვნელოვნად ეს ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ქვეყანაში", _ განაცხადა დავითაშვილმა. როგორც პლატფორმის პრეზენტაციაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელმა ირაკლი ბალანჩივაძემ განაცხადა, პორტალზე ამ დროისთვის 3 თემატიკაა განთავსებული, რასაც განვითარებასთან ერთად სხვადასხვა გარემოსდაცვითი თემები დაემატება. "პორტალზე 3 თემატიკაა განთავსებული. ეს არის კლიმატის ცვლილების თემა, ბიომრავალფეროვნება და გაუდაბნოება. პროექტის განვითარების ფარგლებში აღნიშნულ თემატიკებს სხვა თემატიკები დაემატება და უფრო მრავალფეროვანი გახდება. ამ დროისთვის ინფორმაცია სხვადასხვა სახით არის განთავსებული, სივრცითი და ცხრილური მონაცემები, წინასწარ მომზადებული ანგარიშები სხვადასხვა გრაფიკებითა და ვიზუალიზაციით, ფასიანი ინფორმაცია,  პროექტები და ა.შ.",_განაცხადა ბალანჩივაძემ. ახალი პლატფორმა, რომელიც გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას ერთ სივრცეში აერთიანებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით ... ...

არქივი

ზაფრანი

იურული პერიოდის დინოზავრების კლდე ბოლივიაში

ბოლივიის დედაქალაქთან ახლოს, სალ კლდეზე...

არაჩვეულებრივი გამოგონება

"Lifestraw" არაჩვეულებრივი გამოგონებაა, მან დიდი...

სასიკვდილო საფრთხე ბუნებაში

ადამიანი სულ უფრო და უფრო...

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...