ავთანდილ საყვარელიძე: ტრა...ს ვინც ათამაშებს პარლამენტში და მთავრობაშია მოსაკითხი და არა ბიზნესმენებში

პოლიტიკა

ავთანდილ საყვარელიძე: ტრა...ს ვინც ათამაშებს პარლამენტში და მთავრობაშია მოსაკითხი და არა ბიზნესმენებში

2018 ნოე 10 11:12:52

"საყვედურებს ვკითხულობ-ნაცებისგან დაზარალებული ბიზნესმენები ჩუმად ხართო _ აბა ნუ გაუტიეთ. სწორედ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებსაც ტრ..ი გვაქვს, რომ მხოლოდ სიტყვების კორიანტელით კი არ დავუპირისპირდებით ნაცებს, როგორც ახალგამოჩეკილი აქტივისტები, არამედ დ.... მიუხედავათ იმისა, რომ დღეს, "ნაცების" ბიზნესმენები, რომლებზეც "ახეული" ქონებებია გადაფორმებული "ოცნების" პარლამენტში და მთავრობაში არიან და იმოძღვრებიან", _ წერს სოციალურ ქსელში ბიზნესმენი ავთანდილ საყვარელიძე.

მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართულ ოცნებაში" გადასული ის პირები არიან, რომლებმაც ყოფილი ხელისუფლების პერიოდში არაერთი დანაშაული აქვთ ჩადენილი. საყვარელიძე ამბობს, რომ დღეს ბევრ უწყებაში არიან ადამიანები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ბიზნესმენებისთვის წართმეულ ქონებას ფლობენ:

"რაც შეეხება ხმის ამოღებას _ სად უნდა ამოიღო ხმა? აბა გადახედეთ ჩემნაირების ტელეგამოსვლებს, პრესას. დღეს ეს საშუალებები ჩვენთვის დახშულია პორტირებულებისა და ჩვენგან მითვისებულ ბიზნესებში ჩასმული ახალი ოცნებისტებისაგან და შენარჩუნებული ნაცპარტნიორებისაგან. ამას ყველა ხელს უწყობს.

თუ "ოცნების" რიგებში მყოფი "ნაცი" ან ვინმე უვიცი თუ მოღალატე გააშიშვლე და გააკრიტიკე _მტერი ხარ. ორივეს ფულს უხდიან. ყველა კმაყოფილია.

პირველად გაიგეთ, რომ სამართლიანობა არ აღდგა? _ ნებისმიერ სტუდიაში ნებისმიერ დროს ვისაც გინდათ იმას დავასამარებ. არ მიგვიშვებენ, მაგრამ არა უშავს. ჩემნაირები უფრო იდეურები არიან და "ნაცების" გაგულავებას არ დავუშვებთ, მიუხედავად მათი აგენტურის სერიოზული პოსტებისა და გავლენებისა.

ეგენია ფარული ძალა მათი და არ ის სახეები, ვიზეც ყველამ იცის რომ ნაცფაშისტია. ტრა...ს ვინც ათამაშებს პარლამენტში და მთავრობაშია მოსაკითხი და არა იმ ბიზნესმენებში, ვინც სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გადაიტანა მაშინ ნაცფაშებთან და ახლა იგივე რეჟიმში ვართ მათ მფარველებთან.

გვარები გინდათ? _ ტელეეთერი და მისი ჯანი.

მთავარი შეცდომა _არაღდგენილი სამართლიანობა და კოაბიტაცია. შედეგი _ განაცებული ოცნების ნაწილი, რომელსაც უნდა ფაშისტების დაბრუნება, მაგრამ პოსტების დაკარგვის შიშით ხმამაღლა ვერ ამბობენ და ჩუმად აგრძელებენ ბოროტებას _ ზოგი თავის საარჩევნო ოლქში, ზოგი თავის უწყებაში.

მათ ხომ ყველაფერი შერჩათ და უფრო მეტიც _ მათი იმედიც კი აქვს "ოცნებას" დღეს.

მოიშორეთ უბეში შეფარებული გველები. მოუსმინეთ ჩემნაირებს და ბრძოლა გაგიადვილდებად. ჩვენ კი, ჩვენს გასაკეთებელს ისედაც ვაკეთებთ ნაცრეჟიმის დასამარხად", _ წერს საყვარელიძე სოციალურ ქსელში.




 ახალი ამბები
  • მუშაობდა თუ არა თალაკვაძე რულოვსის თანაშემწედ _ უმრავლესობის ლიდერი განმარტებას აკეთებსგავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2013 წლამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სანდრა რულოვსის თანაშემწედ მუშაობდა თალაკვაძე გამოეხმაურა. სანდრა რულოვსის გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ, არ ვიცი. რაც შეეხება ჩემს მუშაობას ჟენევაში, გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა დავიწყე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, 2013 წლიდან, მინისტრის მოადგილის პოზიციიდან - სანდრა რულოვსმა ბორდი დატოვა და მე გავხდი ბორდის წევრი საქართველოდან. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, სანდრა რულოვსს უფლებამოსილება შეუწყდა ჯანდაცვის ეროვნულ საკოორდინაციო საბჭოში, _ აღნიშნა ... ...
  • უბანი, რომელზეც სანდრა რულოვსმა მისცა ხმა, გეგა შენგელიამ მოიგოზუგდიდის #82 საარჩევნო უბანი, სადაც ხმა გაერთიანებული ოპოზოციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მისცა, ოცნების კანდიდატმა მოიგო. აღნიშნულ უბანზე ხმების დათვლა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მონაცემების თანახმად, ამ უბანზე 290 ხმა მიიღო გეგა შენგელიამ, ხოლო 200 _ სანდრა ... ...
  • სერის საარჩევნო უბანიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგოამ წუთებში დასრულდა ხმის დათვლის პროცედურა ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #08 სერის საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნებში მონაწილე 642 ამომრჩევლიდან 492-მა ხმა დავით მდინარაძეს მისცა. 76 ხმა მიიღო ა კობა ზაქარეიშვილმა, ტოგო ჭელიძემ _ 26, კაკო თავდუმაძემ _ ... ...
  • ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 89 საჩივარი დაიწერაკენჭისყრის პროცესთან დაკავშირბით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 89 საჩივარი,_ამის შესახებ ცესკოში განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით,  მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში 6, ხულოში 16, ზუგდიდში 44, ოზურგეთში 1, ხოლო თბილისის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში 1 საჩივარი. საჩივრები დაიწერა, როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი  ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მხრიდან. ანა მიქელაძის განცხადებით, თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით იქნება განხილული და მათზე იქნება შესაბამისი კანონისმიერი ... ...
  • დავით მდინარაძემ რაიცენტრალურის საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოიგოოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა დავით მდინარაძემ რაიცენტრალურის საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოიგო. ამ უბანზე 491 ამომრჩეველი მივიდა, რომელთაგან  340-მა ამომრჩეველმა მხარი მდინარაძეს დაუჭირა. რაიცენტრალუში 113-მა ამომრჩეველმა ევროპული საქართველოს კანდიდატს კობა ზაქარეიშვილს დაუჭირა ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...