ბახტაძე "ანძიდან გამოქანებაზე" _ „კახას სიტყვებია არაეთიკური?"

პოლიტიკა

ბახტაძე "ანძიდან გამოქანებაზე" _ „კახას სიტყვებია არაეთიკური?"

2019 იან 18 15:26:06

"კახას სიტყვებია არაეთიკური? ამის თქმა გსურთ? რომ კახას სიტყვებია არაეთიკური? _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც კახა კალაძის მიერ ოპოზიციისთვის მიმართვის შეფასებას შეეხებოდა. ბახტაძემ კალაძის მიმართვას იუმორი უწოდა.

"ეს კითხვაც კი თქვენს პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს. ყველაზე ცუდი დასამახსოვრებლად, რაც ჩვენ გვქონდა უკანასკნელ არჩევნებში, ეს იყო სიძულვილის ენა და ეს არის მიუღებელი. სამწუხაროდ, ამ სიძულვილის ენის ინიციატორი და წყარო ვინ იყო, ესეც საზოგადოებამ კარგად იცის. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია არის და იყო და იქნება, რომ ეს არის მიუღებელი, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების ნაწილი განაგრძობს იმავეს. არსებობს იუმორი და იუმორი ყოველთვის არის ძალიან კარგი“", _ განაცხადა ბახტაძემ.




 ახალი ამბები
  • რა წერია ანონიმურ წერილში, რომელიც"ოცნების" დეპუტატს გაუგზავნეს _ "პოლიტიკური წამზომი ჩართულია"მასში წერია, რომ იგი არის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს ვალდებულებები მოსახლეობის წინაშე და ის ამ პრობლემების მოგვარებით უნდა იყოს დაკავებული და არა პირადი კეთილდღეობის ... ...
  • სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს _ "ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს"სურსათის ეროვნული სააგენტო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას ხორცის შეძენის დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "სააღდგომო დღეებში იმატებს კვერცხის და ხორცპროდუქტების მოხმარება. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის და კვერცხის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი. სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის, ხორცპროდუქტებისა და კვერცხის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები პროდუქტების შენახვის პირობები. ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი. გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: · ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი; · თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; · თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; · სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც. ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება. რიგ შემთხვევებში, სააღდგომოდ სარეალიზაციოდ გამოტანილი კვერცხი დიდი ხნის ნაგროვებია, მაშინ როცა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხის შენახვა ხდება 0°C‑დან 10°C‑მდე, შესაძლოა მომხმარებლისთვის კვერცხის მიწოდება მოხდეს მისი დადებიდან 1 თვის განმავლობაში და არაუმეტეს ამ პერიოდისა. კვერცხის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდგომ გარემოებებს: · კვერცხი შეიძინოს ისეთ ადგილებში სადაც ჰიგიენური და შენახვის ნორმები დაცულია; · მოხარშული კვერცხი უნდა ინახებოდეს მაცივარში 24 საათი, +2-6 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმზე. · მაცივარში ან სხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭელში მოთავსებამდე კვერცხი უნდა გაირეცხოს - სასურველია დაცული ხელებით; · იმისთვის, რომ კვერცხი მოხმარებისთვის უსაფრთხო იყოს, იგი გულდასმით უნდა მოიხარშოს ან შეიწვას; სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები. გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას გთხოვთ, დარეკოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: ... ...
  • ლევან ჯიბღაშვილი: კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, მეტ კომნტარს ვერ გავაკეთებმსახიობი და ბიზნესმენილევან ჯიბღაშვილი პროკურატურამ 10 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჯიბღაშვილმა გლდანის საპყრობილე გვიან ღამით დატოვა.   სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებასთან მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მათ შორის იმაზეც, რომ გავრცელდა მისი ფოტო შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძესთან ერთად. "იმდენად მძიმე იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, რომ შეფასება ძალიან რთულია. არ მისარგებლია ჩემი პირადი კონტაქტებით ცხოვრებისეულ არც ერთ ეტაპზე, მით უმეტეს, როდესაც მომივიდა შეცდომა. არასდროს ვისარგებლებდი ამ ადამიანით და არც სხვა დანარჩენით. კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, გამარჯობაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. სასამართლოზე მადლობა გადავუხადე ჟურნალისტებს. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ობიექტურები იყოთ, რადგან თქვენმა არასწორად ინტერპრეტირებულმა სიტყვამ შეიძლება გადაწყვიტოს როგორც ჩემი ბედი, როცა სასამართლო არ არის სრულად დასრულებული, ასევე ნებისმიერი სხვა ადამიანის ბედი. ყველაფერი ვაღიარე, მე მეკუთვნის ეს ყველაფერი, ჩემია და დანარჩენ ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავთქვამ. ჩვეულებრივად, თბილისში, ორთაჭალაში მოძრაობისას გამაჩერა საპატრულო პოლიციამ და მანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, ზემოქმედების ქვეშ არ ვიყავი, ეს დაადასტურა გამოკვლევამ. ვიხვეწებოდი, დამარეკინეთ, დაესწრონ ჩხრეკას-მეთქი. შემთხვევით დამინახა ჩემმა მეგობარმა და დაიწყო რეკვა ჩემს ახლობლებთან და ამის შემდეგ მოვიდნენ ადვოკატები. ელემენტარულად, დარეკვის საშუალებაც არ მომეცა“, - განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა. ამასთან, ლევან ჯიბღაშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ რომელი ნარკოტიკი აღმოუჩინეს. „მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან არ დასრულებულა პროცესები, დროებით ვარ გარეთ. კიდევ ერთხელ ვთხოვ მედიას, რომ იყოს ობიქტური, რადგან არასწორმა სიტყვამ შეიძლება გადაწყვიტოს დღეს ჩემი ბედი და ხვალ ნებისმიერი ადამიანის ბედი, რომელიც ჩემს ადგილზე შეიძლება აღმოჩნდეს, რასაც არავის ვუსურვებ“, _ აღნიშნა ლევან ჯიბღაშვილმა. მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. ეს მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ამ დანაშაულის ჩადენა შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობისთვის ... ...
  • „ქაოსია მიწათსარგებლობის ირგვლივ“_ რეკომენდაციები მიწის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებმიწის რესურსებისა და ნიადაგების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა, დღესდღეობით ქვეყნისთვის მიწის საკითხებთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა არსებობს. ჯერ კიდევ,  რამდენიმე წლის წინ გაერომ  გამოხატა თავისი გაკვირვება იმის გამო, რომ საქართველოში არ აღირიცხება მიწები და არ ხდება მიწის ბალანსის შედგენა. თუმცა, ქვეყანაში მას შემდეგ ამ კუთხით ფაქტიურად არაფერი შეცვლილა და უფრო მეტიც, როგორც კომპეტენტური პირები ამბობენ, მიწათსარგებლობის საკითხებზე სრული ქაოსია შექმნილი. საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა „დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შეიმუშავა სარეკომენდაციო წინადადება მიწის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ, რომლის პროექტის განხილვაც დღეს თბილისში სასტუმრო „ქორთიართ მარიოტში“ შედ გა. როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ირინე ფხოველიშვილმა განაცხადა, კონფერენციის გამართვა 2004 წლის შემდეგ ქვეყანაში შექმნილმა მძიმე შედეგებმა გამოიწვია. ყველაზე მეტად დაზარალებული კი არსებული ვითარებით საქართველოს მოსახლეობაა. „წლების განმავლობაში  ვმუშაობდით იმ საკითხებზე თუ რა შედეგი მივიღეთ 2004 წელს მიწის მართვის სახელმწიფო  დეპარტამენტის გაუქმების შემდეგ, რასაც 2006 წელს პირველი დონის საკრებულოების გაუქმება, ანუ სოფლებისთვის სტატუსების წართმევა მოყვა, რამაც აბსოლუტური წყვეტა გამოიწვია სოფლებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის და შეიქმნა  ქაოსი მიწათსარგებლობის ირგვლივ. აქ არის როგორც საკუთრებაში, ასევე მფლობელობაში არსებული მიწები. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია რომ საქართველოში ადგილობრივ მოსახლეობას უარი გვეთქვა მიწის დამუშავებაზე და შესაძლებლობა ყოფილიყო ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისების. 2007 წლიდან ინტენსიურად დაიწყო უცხოელების შემოსვლა და მათ შორის პრეზიდენტის მოწოდება რომ ქართული მიწა ყველას შეუძლია იყიდოს. ფაქტობრივად ამ ქაოსით ყველაზე მეტად წაგებული დარჩა ადგილობრივი მოსახლეობა“,_ამბობს ფხოველიშვილი. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები საკმაოდ არის განვითარებული, რაც მიწის გაზომვის პროცესს ამარტივებს,  ქვეყანას მიწის ბალანსი  არ აქვს დაანგარიშებული. „დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიებით ძალიან ადვილია ყველაფრის გაზომვა, სამწუხაროდ, არ გვაქვს მიწის ბალანსი.  არ ვიცით რამდენს ვფლობთ. ერთია, რომ თვალნათლივ ჩანს ის, რაც რუსეთის ოკუპაციის შედეგად დავკარგეთ, მაგრამ არ ჩანს მცოცავი ოკუპაციის შედეგად დაკარგული მიწები, არ ჩანს ჩუმად გადმოჩოჩებული საზღვრები, ეროზიის შედეგად დაკარგული მიწები, ყოვლად შეუძლებელია ამ სიტუაციაში ყოფნა“,_ამბობს ის. საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის განცხადებით, მიწას უნდა ყავდეს ერთი პატრონი. მნიშვნელოვანი კი მეურნეების ანუ გლეხების, მესაკუთრეების დაცვაა.  „ვითხოვთ, რომ მიწას  ყავდეს ერთი რეალური პატრონი, რომლის გარეშეც არ შეიძლება მოხდეს მიწისთვის  კატეგორიის შეცვლა, ეკონომიკური დანიშნულების მინიჭება და ა.შ.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც არის პოლიტიკის გამტარებელი სოფლის მეურნეობის მიმართულებით,  უნდა ქონდეს გავლენა სასოფლო სამეურნეო მიწებზე მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ იყოს დაცული მესაკუთრე, გლეხი, რომლის მხრებზეც დგას ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე. სასურსათო უსაფრთხოება“, _ ამბობს ფხოველიშვილი და აღნიშნავს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ დიდ სამამულო ომის დროს, 45-იან წლებში როდესაც ქვეყანა იყო ნგრევის პირას მაშინ 900 000 აწარმოებდა საქართველო ხორბალს და მეზობელ სახელმწიფოებზეც ყიდიდა, დღეს კი 150 000 ტონას წარმოება ხდება დანარჩენი კი სხვა ქვეყნებიდან, უმეტესად რუსეთიდან შემოდის, რომელმაც ხორბალი რომ არ მოგვაწოდოს ქვეყანას 1 კვირის მარაგი არ აქვს თავის სარჩენად. როდესაც მოხდება ამ ერთიანი სისტემის, მარეგულირებელი კომისიის შექმნა, თუ რას დაუძახებენ არ აქვს მნიშვნელობა, რომელმაც უნდა დაიწყოს პასუხისმგებლობის აღება მიწის ბალანსის, კადასტრის, ეკონომიკური ბალანსის შესახებ,  ყველაფერზე, რომელიც მიწის ზემოთ და ქვემოთ არსებობს. იქამდე წინ ვერ წავალთ. ერთი რამ ფაქტია. არ შეიძლება გათვლები ვიქონიოთ მძიმე ინდუსტრიულ წარმოებებზე, უნდა ვიმუშაოთ აგროსექტორზე და ამ სექტორიდან მიღებული პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების განვითარების ხელშეწყობაზე“. ფხოველიშვილის თქმით, საზოგადოება მტკივნეულად განიცდის იმ ორგანული კანონის განხილვას, რომელიც დღეს პარლამენტში მიდის სასოფლო სამეურნეო მიწების საკუთრების შესახებ. ის ასევე აღნიშნავს, რომ ორგანულ კანონში არსებული ხარვეზები უნდა გამოსწორდეს. კერძოდ, საქმე ეხება მიწების გასხვისებას აკრძალულ ზოლებში, მათ შორის სასაზღვრო ზოლში, მთავრობის მიერ ნებადართული საერთაშორისო ორგანიზაციების მიწის საკუთრების არსებობასთან დაკავშირებით, რადგან კონსტიტუცია ცალსახად კრძალავს მიწების გასხვისებას უცხოელებზე და არ უნდა იყოს მის ქვემდებარე ორგანულ კანონში ისეთი რამ, რაც გახდება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების საბაბი. პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომელი, წამყვანი სპეციალისტი თამარ ფხაკაძე კი „გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ ქვეყანაში მიწის მართვა პარალიზებულია. არ არსებობს მიწის კადასტრი, რომელზეც სოფლის მეურნეობის ზოგადად სტრატეგიული განვითარება არის დაყრდნობილი. „მიწის საკითხი არის პრობლემა. ჩვენ შემთხვევაში მიწის კადასტრი მოწესრიგებული არა გვაქვს. კომისიები შეიქმნა, შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ახალისებდა, რომელიც 2018 წლამდე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ვერ დამთავრდა. სრული სურათის შექმნა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. ეს არის როგორც ეროვნულ დონეზე აყვანილი სიმდიდრე და უნდა შეეხედოს არა როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ როგორც ეროვნული სიმდიდრე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის სიმდიდრე“,_ამბობს ფხაკაძე. მისივე თქმით, პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა მიწის ფონდის შექმნაა, რადგან ქვეყანაში მიწის ბალანსი აღწერილი უნდა იყოს. „მიწის ბალანსი უნდა იყოს ქვეყანაში, რომ ნებისმიერი ცვლილება რა მოხდა, სტატუსის შეცვლის რომ დარეგულირდეს. ამ ეტაპზე მიწის ბალანსი არ არსებობს. 2004 წელს გაუქმნდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და მიწა სამართავად გადაეცა სხვადასხვა სამინისტროებს, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მაშინდელ გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ეს ქაოსი და გაბნეულობა ქმნის რომ სრულიად პარალიზებულია მიწის მართვა ჩვენს ქვეყანაში“,_ამბობს ის. ფხაკაძე ასევე აღნიშნავს, რომ მიწას ყოველწლიურად უნდა შემოწმება. გაუდაბნოების პრობლემაც დადგება  და მიწას ფასი დაეკარგება. გარდა ამისა, „როცა ჩვენ კადასტრი არ გვაქვს და ვყიდით მიწას არ ვიცით რას ვყიდით, მოგვცემს იმ შედეგს რასაც ველოდებით“,_ამბობს ... ...
  • პენიტენციურ დაწესებულებაში კამპანიის „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა (R)23 აპრილს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კამპანიის - „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის საზოგადოებისადმი მიმართვას, მიეღოთ მონაწილეობა პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრებაში, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის იყო მოძრაობის თეატრი, რომელმაც მიმდინარე წლის 20 მარტს წამოიწყო კამპანია “გაუზიარე წიგნები პატიმრებს“. ასევე გამოეხმაურა მინისტრის მოწოდებას საქართველოს პარლამენტი. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ორგანიზებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეიძინეს წიგნები და N8 დაწესებულებას გადასცეს. ასევე არასრულწლოვან ბრალდებულებს 30-ზე მეტი წიგნი გაუგზავნეს 15 და 13 წლის ნინი და ლუკა სუბარებმა. კამპანიის "გაუზიარე წიგნები პატიმრებს" ფარგლებში მოძრაობის თეატრის მაყურებლების მიერ შეგროვებული ლიტერატურა N8 პენიტენციურ დაწესებულებას გადაეცა წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს. წელს 23 აპრილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინიციატივით, აღინიშნება, როგორც წიგნის ჩუქების დღე. მსჯავრდებულებთან შეხვედრას დაესწრნენ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, გიორგი კეკელიძე, მოძრაობის თეატრის, სსიპ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს", იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ასევე „მაცნეს“ სტუდენტური კლუბის წარმომადგენლები. იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე და წიგნის ხელმისაწვდომობაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი პროგრამა და სასწავლო კურსია დანერგილი, თუმცა რამდენიმე დაწესებულებაში გამოწვევად რჩება ე.წ. საბჭოური დროის ბიბლიოთეკები მოძველებული წიგნებით. შესაბამისად, ციხეების ბიბლიოთეკების გამდიდრება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შეხვედრის მონაწილეებს გიორგი კეკელიძემ მისი ინიციატივა გააცნო და აღნიშნა, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებობს წიგნის ჩუქების დღე და სასურველია, რომ ეს ტრადიცია საქართველოშიც დამკვიდრდეს. გარდა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისა, სტუმრები არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულებსაც შეხვდნენ. „მაცნეს“ სტუდენტური კლუბის წარმომადგენლებმა მათ თავიანი საქმიანობა გააცნეს, ხოლო იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა კასრაძემ და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარემ, ნიკა ახალბედაშვილმა არასრულწლოვნებს წიგნები გადასცეს. ... ...

არქივი

ზაფრანი

სიზარმაცით გამოწვეული სიკვდილი

ცოტა ხნის წინ იტალიურ მასმედიაში...

როდის არის სტრესი ადვილი გადასატანი

ყოველდღიურად ადამიანი უამრავ ძლიერ და...

ვირტუალური სიყვარული

თითქმის ყველა, ვისაც კი შეუძლია,...

ნაშუადღევს ძილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოფილა

ბევრი ადამიანი, ძალიან ხშირად, ნაშუადღევს...

იყავი ყოველთვის ქალი

ჩვენ ისე ხშირად ვცვლით სიტყვა...

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...