“ბანერზე მაცხოვრის სურათიც რომ გააკრან, საზოგადოებას ხმის მიცემას ვერ აიძულებენ“ _ სოსო ცინცაძე

პოლიტიკა

“ბანერზე მაცხოვრის სურათიც რომ გააკრან, საზოგადოებას ხმის მიცემას ვერ აიძულებენ“ _ სოსო ცინცაძე

2018 ნოე 16 18:28:31

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით “გურია ნიუსი“ პოლიტიკის ექსპერტს სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

_ ბატონო სოსო, საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილი გადამალა. ბილბორდებზე პარტიის ლიდერთა სურათების გამოჩენის შემდეგ აღნიშნულზე საუბარი კიდევ უფრო გააქტიურდა. როცა საზოგადოება ხმას სალომე ზურაბიშვილს აძლევს,  მმართველი პარტია რატომ ცდილობს, ამომრჩეველს საპრეზიდენტო კანდიდატი დაავიწყოს? 

 _ გამახსენდა ჩემი ახალგაზრდობა, როცა ამბობდნენ _ ვამბობ სტალინს, ვგულისხმობ ლენინს. როგორც ჩანს, სტრატეგიული რეზერვი ჩართო „ოცნებამ“.

ცოტა უხერხულია, როცა ისეთ ექსტრავაგანტულ ზომებს მიმართავ, რომლის ანალოგიც მსოფლიო არჩევნების ისტორიაშიც არ არსებობს. ადამიანს რომ უთხრა, სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატიაო, საუკეთესო შემთხვევაში, გაიცინებს, უარეს შემთხვევაში კი შეიგინება.

თითქოს, რელიგიური ფანატიზმის რეალობაში გადავდივართ. როგორც მუსულმან შიიტს ვერ აიძულებ, რომ მუსულმან სუნიტს მისცეს ხმა, ისე ვერ აიძულებ საზოგადოებას, ზურაბიშვილს მისცეს ხმა.

ბანერზე მაცხოვრის სურათიც რომ გააკრან სალომესთან ერთად, საზოგადოების იძულებას მაინც ვერ შეძლებენ. 

_ პირველი ტურის მარათონში სალომე ზურაბიშვილის წარუმატებლობას მმართველი პარტიის წარმომადგენლები იმასაც აბრალებენ, რომ საზოგადოებამ  ზურაბიშვილი დამოუკიდბელ კანდიდატად აღიქვა, რამაც, მათივე თქმით, ამომჩეველთა მობილიზება შეასუსტა. იმ ფონზე, როცა  „ქართული ოცნება“  ზურაბიშვილს დამოუკიდბელ კანდიდატად „ასაღებდა“ და ახლაც ასეა, როგორ უნდა შეფასდეს აღნიშნული განცხადება?

_ ყველაფერს აქვს საზღვარი. სალომე ზურაბიშვილი ისეთივე დამოუკიდებელია, როგორც აფხაზეთი და ოსეთი. აფხაზეთი ზურაბიშვილზე გაცილებით დამოუკიდებელია. ასეთი განცხადებებით თავად იგდებენ თავს უხერხულ მდგომარეობაში.

_ არსებობს მოსაზრება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში “ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვბას ნიშნავს. როგორ ფიქრობთ, საპრეზიდენტო არჩევნები განსაზღვრავს პარტია „ქათული ოცნებისა“და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მომავალს?

_ იმ შემთხვევაში, თუ გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა, ეს ნიშნავს, რომ 2020 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში სოლიდური რესურსით მოხვდება. 

თუმცა მათი ხელისუფლებაში მობრუნება ფანტაზიაა. „ნაციონალური მოძრაობა” ამ ცხოვრებაში ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება, მაგრამ მათ ექნებათ შანსი, ძალიან სოლიდური ადგილები დაიკავონ საკანონმდებლო ორგანოში, ამიტომ არის საპრეზიდენტო არჩევნები მართლაც პრინციპული.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“,  ბუნებრივია, მათ პოლიტიკურ ცხოვრებას საპრეზიდენტო არჩევნები განსაზღვრავს. მმართველ პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატად საზოგადოებისთვის მისაღები პირი რომ დაესახელებინა, არჩევნები მშვიდად ჩაივლიდა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის სახით ნახეს ყველაზე ურეიტინგო კანდიდატი და შედეგებმაც არ დააყოვნა.   

_ საპრეზიდენტო არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, ამ ტაპზე  პროგნოზირება რთულია, თუმცა გაქვთ თქვენეული ვარაუდი?

_ რომ ვცხოვრობდე ცივილიზებულ ქვეყანაში, ჩემს თავს უფლებას მივცემდი, რომ პროგნოზი გამეკეთებინა, მაგრამ დიდი ხანია გავერკვიე, რა ქვეყანაში ვცხოვრობ. ამ ეტაპზე პროგნოზი ძნელია.

ერთი რამის თქმა შემიძლია,  „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს არჩევნების წაგების უფლება წაართვა, რითაც საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. 




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...