BCG-ის კვლევა: ბაქრაძე - 13.2%, ვაშაძე - 13%, ზურაბიშვილი - 10.20% (R)

პოლიტიკა

BCG-ის კვლევა: ბაქრაძე - 13.2%, ვაშაძე - 13%, ზურაბიშვილი - 10.20% (R)

2018 ოქტ 4 15:18:47

ევროპული საქართველოსთვის კომპანია ბი-სი-ჯის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე: 

  • გამოკითხულთა 13,2% გეგმავს, მხარი ევროპული საქართველოს კანდიდატს, დავით ბაქრაძეს დაუჭიროს;
  • ენმ-ის და ოპოზიციური პარტიების კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მხარს 13% უჭერს;
  • ქართული ოცნების კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ხმას 10.20% მისცემს;
  • შალვა ნათელაშვილს მხარს 4.60% უჭერს;
  • სხვა კანდიდატებს ხმას გამოკითხულთა 3% აძლევს;
  • ყველას გადახაზვას 7.20% აპირებს;
  • უარი პასუხზე - 5.5%-მა თქვა.

გამოკითხულთა 41,20%-ს არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

2018 წლის 4 ოქტომბერს ევროპულმა საქართველომ გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევის შედეგები. კვლევა მოძრაობის დაკვეთითა და დაფინანსებით ჩაატარა კომპანია „ბი-სი-ჯი-კვლევამ“. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 15-22 სექტემბერს, შერჩევა (R)განხორციელდა სამსაფეხურებრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოკითხული იქნა 1505 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება შეადგენდა 2-3%-ს, კვლევის სანდოობა -95%.

 

 




 ახალი ამბები
  • ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოვფრინდით? - კანდელაკი თალაკვაძესბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? - წერს სოციალურ ქსელში, "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი. "ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებს არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მინდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ." - წერს ... ...
  • ფოთში ოპოზიციას საჯარო მოხელეები ცოცხით დახვდნენ ქალაქ ფოთში “ევროპული საქართველოს“ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ შენობაზე ბოქლომის ჩამოკიდება ვერ შეძლეს. მათ ადგილზე ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები დახვდნენ, რომლებმაც აქციის მონაწილეებს ცოცხები ესროლეს. ,,მუნიციპალიტეტის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი აქაა მობილიზებული, მშიშარა მთავრობა. გავაპროტესტეთ წართმეული არჩევნები და კი ხედავთ, რა მდგომარეობაა შენობა თავიდან ბოლომდე საჯარო მოხელეებით და პოლიციელებით არის სავსე. სულ რაღაც 30 კაცამდე მოვედით და მთელი საჯარო სივრცე აქაა მობილიზებული, არ გვაძლევენ პროტესტის გამოხატვის უფლებას, მოდიან პროვოკაციაზე.“ _ თქვა აქციაზე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი ... ...
  • მეოთხე ცდა _ ეყოლება თუ არა აჭარის ტელევიზიას ახალი დირექტორისაზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ვინაობა დღეს უნდა გახდეს ცნობილი. მაგრამ, შესაძლებელია კონკურსი ჩაიშალოს იქედან გამომდინარე, რომ ძველი საბჭოს წევრებმა სამჯერ ვერ მოახერხეს დირექტორის არჩევა. ახალარჩეული სამეურვეო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე ათი კანდიდატი აპირებს გასვლას. სწორედ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ახალი დირექტორის არჩევა. ვის სურს დირექტორობა მეოთხედ  ჩატარებულ კონკურსში 10 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, ესენია: დავით ჩხარტიშვილი, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტო; ფირუზ ბოლქვაძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი; შოთა ზოიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი შუახევში; გიორგი კოხრეიძე, იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ამ პოზიციაზე ის სწორედ აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით იყო წარდგენილი; შოთა  გუჯაბიძე, საზოგადოება "ბათომის" დამფუძნებელი, მაუწყებლის თანამშრომელი; ნათია ზოიძე, ამჟამად იგი ასრულებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობას, რადგანაც ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ის დაინიშნა დირექტორის მოადგილედ. მანამდე ნათია ზოიძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" ბათუმის ოფისში მუშაობდა; ნათია შავაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების პროდიუსერი; მაია მერკვილაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე; ლაშა ზარგინავა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის  ტოქშოუს "მთავარი აჭარაში" წამყვანი; შოთა (ბაჩო) გურაბანიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა "დილის ტალღის" ხელმძღვანელი. “მათ ძალიან გაუჭირდებათ სახელისუფლებო დირექტორის ხელში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის მოწვეული პროფესორი, ნინო დანელია ამბობს, რომ ხელისუფლებას უნდა კიდევ ერთი დამოუკიდებელ ტელევიზიას შეუქმნას პრობლემას. “გურია ნიუსმა“ ნინო დანელიას შეაფასებინა აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. დანელია  ამბობს, რომ სახელისუფლებო კანდიდატისთვის აჭარის საზოგადოებრივ ტელევიზიაში სკამის მომზადება დაიწყო იმ წამიდან, როდესაც “ქართული ოცნების“ მიერ კვოტით წარდგენილმა საბჭოს წევრმა დაიწყო ნათია კაპანაძის მისამართით იმპიჩმენტის პროცესი. ნინო დანელია: „თქვენს მკითხველს მინდა შევახსენო, კაპანაძის დროს გამოქვეყნდა არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მომზადებული ანგარიში, სადაც ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ იმ პოლიტიკურად პოლარიზებულ მედიაგარემოში, რომელიც საქართველოში გვაქვს, აჭარის ტელევიზია იყო გამორჩეულად დაბალანსებული არჩევნების გაშუქების დროს და გამორჩეულად სიღრმისეულად აშუქებდა პოლიტიკურ პროცესებს. ამ ვითარებაში, როდესაც დირექტორს უცხადებს იმპიჩმენტს, ჩნდება დიდი კითხვის ნიშნები. ასევე, მინდა ვთქვა, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დროს ითქვა, რომ ბიუჯეტი იყო გაფლანგული, ვნახეთ გამოქვეყნებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა, სადაც ეწერა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამის ფონზე, როდესაც სამეურვეო საბჭომ ნათია კაპანაძე გადააყენა, უკვე ნათელი იყო, რაც ხდებოდა _ ხელისუფლებას არ ჭირდებოდა დამოუკიდებელი მენეჯმენტი, არ ჭირდება ტელევიზიის დამოუკიდებელი პროგრამა და მას ჭირდებოდა სათავისო კანდიდატი, რომელიც უზრუნველყოფდა “ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალური გაშუქებას ტელევიზიის ახალ ამბებში და არა კრიტიკულს. ამის შემდეგ, ძველმა საბჭომ ვერ აირჩია ხელისუფლებისთვის სასურველი დირექტორი, რადგან საკმარისი ხმები ვერ მიიღო. შემდეგ ბატონმა კოხრეიძემ, რომელიც ცალსახად არის სახელისუფლებო კანდიდატი, სასამრთლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც გააჩერა საარჩევნო პროცესი სწორედ იმისთვის, სამეურვეო საბჭოს ძველ წევრებს მშვიდობიანად ამოეწურათ საბჭოში ყოფნის საკუთარი ვადა. კოხრეიძის სარჩელი მიიღო სასამართლომ და პროცესი შეაჩერა, აირჩიეს ახალი საბჭოს წევრები, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატებით არის დაკომპლექტებული და ახლა აპირებენ დირექტორად სახელისუფლებო კანდიდატი დაამტკიცონ. ახლა რატომ ვამბობ, რომ კოხრეიძე სახელისუფლებო კანდიდატია _ ნათია კაპანაძემაც შეიტანა სასამართლოში სარჩელი და მანაც მოითხოვა, გაეჩერებინათ არჩევნები, მაგრამ მას უარი უთხრეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, აირჩევენ იმ კანდიდატს, რომელიც სურს ხელისუფლებას იმისთვის, რომ, ასე ვთქვათ, ეს ტელევიზიაც „ჩაიდონ ჯიბეში“. მე მინდა გამძლეობა ვუსურვო აჭარის ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტებს და პროდიუსერებს იმიტომ, რომ დღეს მათ მხრებზე დგას ტელევიზიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. ამჟამინდელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ზოიძე, პროდიუსერები და ჟურნალისტები ყველაფერს აკეთებენ, რომ მაყურებელს დაბალანსებული, ობიექტური და კრიტიკული სიუჟეტები აჩვენონ. მათ ძალიან გაუჭირდებათ სახელისუფლებო დირექტორის ხელში, მაგრამ მინდა ვთქვა, ისინი არ არიან მარტო. მათ ყავთ ბევრი გულშემატკივარი და რაც მთავარია, ერთგული მაყურებელი“, _ გვითხრა ნინო დანელიამ. ქარტიის საბჭო: „აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს: “სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დისკუსია. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღეში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი ეყოლება. “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პროცესში ხელისუფლების მონაწილეობის ეჭვს აჩენდა. ამის შესახებ ღიად საუბრობს ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილიც და ხედავს სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის საფრთხეს. ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გაგვიმძაფრა ეჭვი, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო, რომლის უმრავლესობაც სრულად "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერითაა დამტკიცებული, აირჩევს ისეთ ახალ დირექტორს, რომელიც ხელისუფლების ინტერესს გაატარებს და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას განახორციელებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეინარჩუნოს დღეს არსებული კრიტიკული, ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. ახალმა დირექტორმა არ განახორციელოს იქ მომუშავე პროფესიონალი, გავლენებისგან თავისუფალი ჟურნალისტების დევნა ან შეზღუდვა. უფრო მეტიც, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა გახდეს უფრო სიღრმისეული, კრიტიკულად მოდარაჯე ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ. სწორედ ასეთი მედიის არსებობაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ქარტიის საბჭო მოუწოდებს ყველას, ვისაც მცირედი წვლილის შეტანა შეუძლია ტელევიზიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა არ მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დამოუკიდებლად მუშაობის შანსს მოუსპობს იქ დასაქმებულ ჟურნალისტებს და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ ტელევიზიის აუდიტორიას, რომლისთვისაც აუცილებელია მიიღოს გადამოწმებული, კრიტიკული, სიღრმისეული ინფორმაცია ნებისმიერ მნიშვნელოვან თემაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი წარიმართოს მაღალი კონკურენციის პირობებში სადაც მონაწილეობას მიიღებენ პირები, რომლებსაც საზოგადოებაში აქვთ ნდობა“, _ წერია ქარტიის განცხადებაში. “არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, მაგრამ ვნახოთ, რას იზამს მრჩეველთა საბჭო“ „მე ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დღეს ვთქვი, რომ ამ მაუწყებელში დავრჩები მანამ, ვიდრე ჩემი სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება უზრუნველყოფილი“, _ ეს განცხადება აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს თეონა ბაკურიძეს ეკუთვნის, რომელმაც ინტერვიუ მისცა ინტერნეტ-გამოცემას “batumelebi.ge-ს. “ამას ვაპირებ ახლაც. თუ გიორგი კოხრეიძე გახდება დირექტორი, ეს თვალში ნაცრის შეყრა გამოვა, თუმცა ნაცარშეყრილი თვალებითაც დავინახავთ და მანამდეც დავინახეთ, რა სცენარიც დაიდგა. არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, მაგრამ ვნახოთ, რას იზამს მრჩეველთა საბჭო. თუ გიორგი კოხრეიძე გახდება დირექტორი, მას არ ექნება კომფორტი იმისთვის, რომ აკეთოს ის, რისი ეჭვიც გვაქვს“, _ თქვა თეონა ბაკურიძემ. აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი კოხრეიძე ამბობს: „მე თუ მოვედი აქ, არავის არაფერი ემუქრება, აბსოლუტურად არავის. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ის, რომ ადამინების შრომა შესაბამისად იყოს დაფასებული. დაფასება არ არის მარტო ხელფასი _ დაფასება არის ის, რომ შენს გაკეთებულ პროდუქტს უყურებდეს ... ...
  • უბედური შემთხვევა ახალციხეში_ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევას ახალციხეში 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1 კი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. მაუწყებლის ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლი მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთით 6-დან 10 წლამდე ვადით ისჯება. ... ...
  • მცხეთაში საპროტესტო აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლესშინაგან საქმეთა სამინისტრომ, მცხეთაში საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. ცნობისთვის, ოპოზიციამ საპროტესტო აქცია დღეს მცხეთაშიც  გამართა, სადაც  დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ოლქისთვის ბოქლომის დადებას და სტიკერების დაკვრას აპირებდნენ, თუმცა,  თუმცა, აქცია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს, ამავე პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებაში გადაზარდა. დაპირისპირების დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი დააკავეს, მაგრამ გამოკითხვის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის მასალები, შემდგომი გამოძიების მიზნით, სასამართლოს ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?