„ბიჭოო, ზვიაააად, რამ გამოგაშტერააა.....“ _ პარლამენტართა თავგადასავლები

პოლიტიკა

„ბიჭოო, ზვიაააად, რამ გამოგაშტერააა.....“ _ პარლამენტართა თავგადასავლები

2019 აპრ 20 10:40:17

საქართველოს პარლამენტი კოლორიტული დეპუტატების სიმცირეს არასოდეს განიცდიდა. ნება მომეცით იმ დროის კიდევ ერთი  ფიგურა _ ლუიზა შაკიაშვილი წარმოგიდგინოთ.

მისი „ბობოქარი“ გამოსვლები საქართველოსათვის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხებზე „მარად დაუვიწყარი“ იქნება ჩვენი საზოგადოებისათვის.

როდესაც 1994 წლის პირველი მარტის სხდომაზე საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შემადგენლობაში შესვლის საკითხი წყდებოდა, ლუიზა შაკიაშვილმა პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი „დასცხო“. ამის შემდეგ იგი აცხადებდა, შევარდნაძის მიერ „განხიბლული“ აღმოვჩნდიო. თვითმხილველების მტკიცებით, იმ სხდომაზე შაკიაშვილმა „საქმის გასარჩევად“ შევარდნაძეზეც კი გაიწია, მაგრამ „სისხლიანი გარჩევა“ არ ან ვერ შედგა: ქალბატონი ლუიზა „შეაკავეს“.

რამდენიმე წლით ადრე იგივე ქალბატონი ზვიად გამსახურდიას მტრობდა. თავის დროზე შაკიაშვილი გაჰკიოდა: „ბიჭოოოოო..... ზვიააააააად, რამ გამოგაშტერააა.......“

ირაკლი წერეთელმა ერთხელ მას „შევარდნაძის კარვის ქალი“ უწოდა, რის შედეგადაც შაკიაშვილი მას კინაღამ ფიზიკურად შეეხო. თუმცა, ეს ინციდენტი მაინც მშვიდობიანად დასრულდა - ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერთა ჩარევის შედეგად...

იმ სხდომაზე ედუარდ შევარდნაძე ლუიზა შაკიაშვილს კი „გადაურჩა“, მაგრამ მთავარი „განსაცდელი“ ერთ თვეში ელოდა. 1994 წლის 31 მარტს საქართველოს პარლამენტში თბილისის პოლიციის იმდროინდელი უფროსი, ბატონი დავით ზეიკიძე კბილებამდე შეიარაღებულ პოლიციელებთან ერთად შეიჭრა. ქალაქის მთავარმა „პოლიცმაისტერმა“ პარლამენტის სხდომათა დარბაზის ფოიეში დებოში მოაწყო, შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო მეთაურსაც, ბოლოს კი სხდომათა დარბაზში შევიდა. ყოველივე ეს ხდებოდა უცერემონიოდ, ყოველგვარი კანონისა და ეთიკის ნორმების დარღვევით. დავით ზეიკიძე შინაგან საქმეთა ახლადდამტკიცებული მინისტრის კანდიდატურას აპროტესტებდა.

1995 წლის სექტემბერში პარლამენტში კიდევ ერთი დიდი „გაწევ-გამოწევის“ ფაქტი დაფიქსირდა. ელდარ შენგელაიას წინადადებით ყველა ახლად არჩეულ დეპუტატს უფლებამოსილების მიღებამდე ფსიქიატრიული შემოწმება უნდა გაევლო. შემოთავაზებულმა წინადადებამ რამდენიმე დეპუტატის აშკარა გაღიზიანება გამოიწვია. საკითხს, რომელსაც პარლამენტარებმა თავისი დროის საკმაოდ ხმაურიანი ნაწილი დაუთმეს, თამამად შეიძლება ეწოდოს მსჯელობა თემაზე: „გიჟები და პარლამენტი“. ზემოთ უკვე ნახსენები ლუიზა შაკიაშვილი ამ „შემოწმების“ კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა და მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს ლევან მამალაძესა და გიორგი ბარამიძეს, რომლებმაც მხარი კინოფილმი „შერეკილების“ რეჟისორს დაუჭირეს, შემდეგი ფრაზით მიმართა: „თქვენ, მეოცე საუკუნის გარიჟრაჟის კომკავშირლებო, სსრკ-ში გაზრდილი ხართ, საბჭოური მენტალიტეტი არ შეგცვლიათ და ამიტომაც აზროვნებთ ძველი სტერეოტიპებით. მე თქვენგან განსხვავებით თავისუფალი ქიზიყის შვილი ვარ და იცოდეთ, ვისაც სხვა ჰგონია გიჟი, სწორედ ის არის შეურაცხადი“.

შენგელაიას მხარი აუბა ქალბატონმა ნანა დევდარიანმაც, რომელმაც „სარწმუნო წყაროებზე“ დაყრდნობით, ყველას ამცნო, რომ პარლამენტში ფსიქიატრთა რამდენიმე პაციენტი „იმყოფებოდა“. „თუ კარგია, ახლა შენ გააღე პირი და თქვი: ა-ა-ა“ გაიფიქრა დეპუტატმა თემურ სუმბათაშვილმა და დასჭექა: „თქვენ ხართ გასასინჯი ყველანი, ედუარდ! აღარ შეიძლება ნანა დევდარიანის მიკროფონთან მუდმივად ყოფნა, თქვენ შეგწევთ უნარი გავლენა იქონიოთ მასზე და შეაჩეროთ ამ ქალის აქტიურობა“.

ალბათ, ბატონი ელდარ შენგელაია მართალი გახლდათ. სამწუხაროდ, მის მიერ შემოთავაზებული წინადადება დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით არ მიიღეს. შედეგი? მალე პარლამენტსა და სრულიად საქართველოს ახალგაზრდა და დიდი მომავლის მქონე პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი მოევლინა…

მომდევნო საპარლამენტო სკანდალი სწორედ რომ სააკაშვილის სახელთანაა დაკავშირებული. 2000 წლის 22 აპრილს, დიადი ლენინის დაბადების დღეს, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის უწყებათაშორისი კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე ანზორ ბალუაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. მათ შორის მომხდარი „კამათი“ პროკურატურის შესახებ კანონპროექტს უკავშირდებოდა.

თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ კომისიის წევრების კეთილგანწყობა თურმე მაშინ დაირღვა, როცა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში პროკურატურას გახრწნილი და კორუმპირებული სისტემა უწოდა. ამ სიტყვებზე სააკაშვილს ფეხზე გენპროკურორის პირველი მოადგილე ანზორ ბალუაშვილი წამოუხტა და კონკრეტული გვარების დასახელება მოსთხოვა. სააკაშვილს გვარები არ დაუსახელებია, სამაგიეროდ ბალუაშვილი მწყობრიდან გამოუყვანია სიტყვებით: - „მთელი პროკურატურა სინაგოგად გადააქციე, რა გვარებს მთხოვ?“

სინაგოგის ხსენებაზე ბალუაშვილი იმდენად გაბრაზებულა, სააკაშვილისკენ გაუწევია. პროკურატურის წარმომადგენლები ბალუაშვილს ამშვიდებდნენ, რომელსაც სხდომა მიუტოვებია. ამ ისტორიას მოგვიანებით პროკურატურის თანამშრომლები ერთმანეთს ჩუმად უყვებოდნენ. მათივე ინფორმაციით, დახურულ სხდომას ხმამაღალი გინება და გაწევ-გამოწევაც არ აკლდა.

თავის დროზე პარლამენტის უმრავლესობის სახე დავით კირკიტაძე მუშტების ქნევის „საპასუხისმგებლო“ საქმეში რამდენჯერმე ყოფილა შემჩნეული.

კირკიტაძის პირველი სკანდალი პარლამენტში შედგა, როდესაც მან დაცვის თანამშრომელს, სოსო ჯებისაშვილს მოსთხოვა მასთან მისული სტუმარი პრეზიდენტის ფლიგელიდან შემოეშვა. „თხოვნა“ ხელჩართული ჩხუბით დასრულდა, თუმცა კირკიტაძემაც და დაცვის თანამშრომელმაც ჟურნალისტებთან ეს ამბავი დამალეს და განაცხადეს, რომ მხოლოდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

კირკიტაძის სახელმა ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე „გაიელვა“. ერთხელ რესტორან „მონოპოლში“ იჩხუბა, მეორედ კი ბოლნისის სტადიონზე მყოფმა რუსთავის „ოლიმპი“ – ცხინვალის „სპარტაკის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ამ მატჩზე მსაჯების დამკვირვებელი ამირან კაჭახიძე სასტიკად სცემა. რასაკვირველია კირკიტაძე არცერთ შემთხვევაში არ დასჯილა.

სხვათა ჩხუბი, ალბათ, გადამდებია. სხვანაირად რა ახსნა უნდა მოვუძებნოთ იმ ფაქტს, რომ „სოლიდურმა და დარბაისელმა“ ვასილ მაღლაფერიძემ ერთხელ თავი ვერ შეიკავა და „ხელჩართულ ბრძოლაში“ გადაეშვა. 2003 წლის 19 ნოემბერს ნახევარმა პარლამენტმა იხილა, როგორ მიუახლოვდა ვასილ მაღლაფერიძე ლევან მამალაძის რჩეულს - ვაჟა ლილუაშვილს, ხელი ჰკრა და კიბეებიდან დააგორა. მართალია, ლილუაშვილი ორიოდ კვირა იწვა და თავს იტკიებდა, მაგრამ ისიც კი „შავს მიაწვა“ და ოფიციალურად განაცხადა, ხალიჩაზე ფეხი  დამისხლტა და კიბეებზე თვითონ დავგორდიო. ამ ინციდენტის გამო პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავთ.

საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი ხმაურიანი დაპირისპირება უკვე 2009 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე ჯონდი ბაღათურიას დაუპირისპირდა.

ვნებაღაღელვა დიმიტრი ლორთქიფანიძის იმ მოთხოვნას მოჰყვა, რომელიც პატიმართა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებდა.

ლორთქიფანიძის ამ მოთხოვნას მთელი საპარალამენტო ოპოზიცია იზიარებდა, ბაღათურიას გარდა. ბაღათურიამ ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულანტობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოპოზიცია ამ საკითხის გააქტიურებით იმას მიაღწევდა, რომ ხელისუფლება პატიმართა შეწყალებაზე საერთოდ უარს იტყოდა.

ამის შემდეგ სესიაზე ლორთქიფანიძემ ბაღათურიას საცემად გაიწია, თუმცა, მას ხელი თარგამაძე-ცაგარეიშვილმა და მანდატურებმა შეუშალეს.




 ახალი ამბები
  • მონადირეთა ჯგუფი "ძამა" სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქციებს მართავს სულ ცოტა ხანია, რაც სოციალურ ქსელში მონადირეთა ჯგუფი _ "ძამა" გამოჩნდა. ჯგუფი ლიცენზირებულ მონადირეებს აერთიანებს. ისინი დაკავებული არიან ბუნებიდან იმ მტაცებელი ცხოველების ამოღებით, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ მოსახლეობას. ჯგუფში გაერთიანებულმა მონადირეებმა მიზნად დაისახეს სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დახმარება. ისინი უკვე დაეხმარნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მცხოვრებ ჯიმშერაძეების სამშვილიან ოჯახს. 28 ივლისს მონადირეები სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჯინჭარაძეებს ესტუმრებიან. ჯგუფი ქველმოქმედებას მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს. _ ჩვენი მიზანი, მავნებელი მტაცებლის ბუნებიდან ამოღებასთან ერთად, ქველმოქმედებაცაა. ჯერჯერობით, ამას მხოლოდ ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი აკეთებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება შემოგვიერთდება და ერთად ვაკეთებთ სიკეთეს, _ ამბობენ მონადირეთა ჯგუფის ადმინისტრატორები: ვახო სიხარულიძე და გაგა ყაჭეიშვილი. დაინტერესებული პირები ჯგუფის წევრებს შეუძლია დაუკავშირდნენ ფეისბუქგვერდზე _ მონადირეთა ჯგუფი "ძამა" ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: (577) 957048.   ... ...
  • ხანძარი ოზურგეთშიოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მელუების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ოჯახის უფროსი ვახტანგ მლუა ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა და სამაშველო ბრიგადა მეგობარმა გამოიძახა. როგორც სამაშველო სამსახურის უფროსმა, პაატა ლომთაძემ "გურია ნიუსთან" განაცხადა, ამ დროისთვის ხანძარი ... ...
  • IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ... ...
  • დაკავებისას ბრალდებულებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნესსავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ დაკავების დროს ბრალდებულებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. „მომხდარის დროს არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შს ... ...
  • გვარამია: რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე" _ წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2_ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით, "რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა - ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისულფების სუნი": _ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი - რუსული გავლენა. დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს. სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ. ირონიაა, მაგრამ ძალიან მწარე. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და აუცილებად შევაფასებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად. არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო. კონსპირაციები განზე დავტოვოთ, საგნობრივი კრიტიკა კი ნამდვილად საჭიროა. მივუბრუნდეთ თემას.  მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა უბრალოდ რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქრთულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული. თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი რუსთავი 2, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და ალბათ ბოლო ბასტიონი. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი - რუსთავი 2. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო ჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"_ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...