„ბიძინა ივანიშვილს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ამიტომ პავლე მოციქულივით გვესაუბრება_ სანიკიძე

პოლიტიკა

„ბიძინა ივანიშვილს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ამიტომ პავლე მოციქულივით გვესაუბრება_ სანიკიძე

2019 იან 10 18:35:50

„ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელსაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, მთავარი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებია, ხოლო, როცა საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელი თემის გატანა არ გამოსდის, პავლე მოციქულივით გვესაუბრება“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ.  მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშილს საზოგადოებისთვის მოსამართლეების “შეტენვა“ უნდოდა, რაც არ გაუვიდა და ახლა დიდი დემოკრატი გახდა“.

_ ბატონო გუბაზ, პარტია „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე“ ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლებთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვტილება ფართო მსჯელობის საფუძველზე იქნება მიღებული. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბიძნა ივანიშვილი თანამდებობაზე მოსამართლეთა უვადოდ განმწესებას ლობირებს, მის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გააბათილა?

_ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებისთვის მოსამართლეების შეტენვა უნდოდა, რაც არ გაუვიდა და ახლა დიდი დემოკრატი გახდა. ბიძინა ივანიშვილმა ზღაპრები თავის პოლიტიკურ გუნდს მოუყვეს. თავი ისე მოაქვს, თითქოს კარგი არბიტრი და მიუკერძოებელი ადამიანია. მოსამართლეების სია მისი დაწერილია, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ბიძინა ივანიშვილი, როცა საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელი თემის გატანა არ გამოსდის, პავლე მოციქულივით გვესაუბრება.

_“ქართულ ოცნებაში“ კრიტიკული აზრის „გარეთ გამოტანა“ გუნდურობის დარღვევად აღიქმება, რაც უმკაცრესი პოლიტიკური სასჯელით, კონკრეტული დეპუტატის პარტიიდან გარიცხვითაც მთავრდება ხოლმე. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ განცხადებაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯომარე სწორედ გუნდურ თამაშის წესების დარღვევაში დაადანაშაულა და სავარაუდოდ, ეკა ბესელია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის ბედს გაიზიარებს. "ქართულ ოცნების“ გუნდში პოლიტიკური დიქტატურა მყარდება?

_ გუნდიდან გარიცხავენ თუ არა ეკა ბესელიას, ვერ გეტყვით, მაგრამ ყველა ნორმალური პარტიის გუნდს საერთო ბიოგრაფია, მისწრაფებები და იდეოლოგია აერთიანებს.  ჩამოთვლილიდან რომელი აქვს „ქართულ ოცნებას“?!  შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილისთვის კონკრეტული დეპუტატი დიდ ფასეულობას არ წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ პატივისცემით ეძახის გუნდს, გული რომ არ ატკინოს. “ქართული ოცნების“ ახალბედა ნაწილს „ნორჩი ბიძინელების“ მხარდამჭერებს დავარქმევდი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებენ. ივანიშვილისთვის სწორედ „ქართულ ოცნებაში“ არსებული ახალგაზრდა ჯგუფია მთავარი დასაყრდენი ძალა, თუმცა დრო გავა და მათაც მოისვრის. 

_ თანამდებობებზე მოსამართლეთა უდავ განმწესებამ, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ მმართველობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. რაში უნდა აწყობდეს მმართველ პარტიას ამხელა პოლიტიკური ფასის გაღება?

_ ქართულ ოცნებას“ რა აწყობს, ბიძინა ივანიშვილს ფეხებზე კიდია. მისთვის მთავარი საკუთარი ინტერესებია. საზოგადოებას მისი პოლიტიკური გემოვნება დიდი ხანია ნანახი აქვს. არაკომპეტენტურობის თვალსაზრისით,  მისი საკადრო პოლიტიკა მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა, ჩვენთვის დაქცევის ტოლფასია.

_ პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იუტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც  „ქართულმა ოცნებამ“  შეუზღუდავი უფლებამოსილბა მიანიჭა, დასაშლელია. როგორ ფიქრბთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რა ფომით უნდა გაგრძელოს ფუნქციონირება?

_ იუსტიციის საბჭო არა მხოლოდ დასაშლელია, არამედ მოსამართლეთა ნაწილი დასაჭერია. ეს პარაზიტები ანტისახელმწიფოებრივად იქცევიან და ქვეყნის განვითარების საშუალებას არ აძლევენ. თუ უმრავლესობაში 39 ნამუსიანი კაცი აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, სია  ვერ გავა. თუ გაიტანენ, ვერანაირ სამუდამო სავარძელს მოსამართლეები  ვერ მიიღებენ. ხელისუფლების შეცვლისთანავე დაპანღურდებიან. კანონები იმისთვის იწერება, რომ გამოიცვალოს.




 ახალი ამბები
  • "რომელი ერთი უნდა დაიჭირონ? ყველანი ვიყავით მონაწილე" _ რა ხდება დღეს პანკისშიპანკისის ხეობაში გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ სიმშვიდეა. დღის განმავლობაში ადგილობრივები შეხვედრის გამართვას აპირებენ და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან. როგორც აცხადებენ, ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ. ამავდროულად მოსახლეობა მზად არის მიიღოს ხელისუფლების შეთავაზება და მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. ადგილობრივები ამბობენ,რომ არ დაუშვებენ ვინმეს დაკავებას. „რა საჭირო იყო ჯარის ამოყვანა? ვინ უნდა დაიჭირონ? რომელი ერთი უნდა დაიჭირონ? ყველანი ვიყავით მონაწილე,“ _ ამბობს ადგილობრივი ნოდარ ბორჩაშვილი. პანკისელების პროტესტს შს მინისტრის ის განცხადება იწვევს, სადაც გიორგი გახარიამ თქვა, რომ კადრები გაიშიფრება და ყველა, ვინც დაპირისპირებაში მონაწილეობდა და კანონს არღვევდა დააკავებენ. პანკისის ხეობის მოსახლეობა ამბობს, რომ ისევე გააპროტესტებენ ხეობელების დაკავებას, როგორც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.   „გამოვალთ როგორც გუშინ. ვისაც დაიჭერენ გამოვიყვანთ. იგივე მდგომარეობაში ვიქნებით. მშვიდობიანად მივედით, იქაც მივალთ. ხეობას თუ დაიჭერენ დაიჭირონ კაცო. უნდათ, რომ აქედან აგვყარონ, სხვა არაფერი,“ _ ამბობს იუსუფ ბორჩაშვილი. ამ დროისთვის საავადმყოფოში 16 პაციენტი რჩება. მედიკოსების განცხადებით, დაშავებულთა უმრავლესობა სამართალდამცველია, რომელთაც დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული. სულ სამედიცინო დახმარება ორმოცამდე დაშავებულს დაჭირდა.  ... ...
  • მიხეილ სააკაშვილი: როგორც უკრაინის მოქალაქე დიდი გარდაქმნის ნაწილი მინდა ვიყოსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესვლაზე აკრძალვის მოხსნას მოითხოვს. როგორც ტელეარხ „Наш“-სთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, განაცხადა მან იურისტის მეშვეობით უკვე მიმართა უკრაინის უშიშროების სამსახურს. სააკაშვილის თქმით,  აღნიშნული აკრძალვა უკანონოა. „როგორც უკრაინის მოქალაქე დიდი გარდაქმნის ნაწილი მინდა ვიყო. უსამართლოა, როდესაც იმ ქვეყნიდან მაგდებენ, რომელიც მიყვარს, როგორც ჩემი მშობლიური საქართველო“, _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვოლიდიმირ ზელენსკიმ ... ...
  • ვლადიმირ ზელენსკის მამუკა ბახტაძემ გამარჯვება მოულოცავლადიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ტვიტერით" მიულოცა: „ვულოცავ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის საქართველო მხარს უჭერს უკრაინის მშვიდობიან და დემოკრატიულ გადაწყვეტილებას“, – წერს მამუკა ბახტაძე. უკრაინაში ბიულეტენების 85 პროცენტი უკვე დათვლილია, რომლის შედეგებითაც  ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,20 პროცენტი აქვს. ამავე მონაცემებით,  პეტრო პოროშენკომ 24,46 პროცენტი ... ...
  • " მთელ რიგი კანონდარღვევები" _ EMC პანკისის ხეობაში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობას ასაჩივრებსპანკისის ხეობის ადგილობრივი მაცხოვრებლების სახელით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის საკითხზე დავა დაიწყო. კერძოდ, აღნიშნული დავა შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში მდინარე სამყურისწყალზე, შპს ,,ფერი“-ს მიერ დაგეგმილი 26.28 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის ,,სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს მშენებლობას, რომელზეც სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ნებართვების გაცემა ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ჩართულობისა და კვლევების გარეშე განხორციელდა. EMC, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, მოითხოვს ,,სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს იმ აქტების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა პანკისის ხეობაში აღნიშნული ჰესის მშენებლობა. "სამართლებრივი დავა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: 1. მშენებლობის ნებართვის კანონიერებასთან დაკავშირებული დავა სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, განიხილავს; 2. ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციის საკითხზე ეკოლოგიური ექსპერტიზის კანონიერებასთან დაკავშირებული სარჩელი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განიხილება", _ აღნიშნავენ ორგანიზაციაში. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მა პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს მდინარე სამყურისწყალთან, ალაზანთან და მიმდებარე ბუნებრივ გარემოსთან ღრმა სოციალური კავშირი აქვთ. "ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობა მაღალი ალბათობით გამოიწვევს ხეობაში სასმელი წყლის რესურსის ნაკლებობას, რაც მძიმე სოციალურ ტვირთად დააწვება ადგილობრივებს. წყლის რესურსის შემცირებას გარემოზე ასევე დამაზიანებელი ეფექტი ექნება, ადგილობრივები ხეობის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ტურიზმს, განსაკუთრებით კი, ეკო-ტურიზმს განიხილევან, ეს კი, მდინარე სამყურისწყალის ტერიტორიაზე, ხელუხლებელ ბუნებაში, ჰესის ინფრასტრუქტურის, გვირაბის, მისასვლელი გზისა და გადამცემი ხაზების მშენებლობის პირობებში არსებითად შეუძლებელი გახდება", _ აცხადებენ არასამტავრობო ორგანიზაციაში. პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის მტკივნეულად დგას ის საკითხიც, რომ პანკისის ხეობაში სახელმწიფოს მიერ უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვები სხვა ჰესების მშენებლობაზე. მათ შორის, იგივე კომპანიის მიერ იგეგმება სოფელ ბირკიანთან „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობა, რომლის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიმართაც ადგილობრივ მოსახლეობას ასევე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გააჩნიათ. "პანკისის ხეობაში, ფაქტობრივად ჰესების კასკადის გაუაზრებელი მშენებლობა გარემოსთვის შესაძლო ზიანს კიდევ უფრო შეუქცევადს გახდის. ,,სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს საპროექტო დოკუმენტაცია მთელ რიგ კანონდარღვევებსა და ურთიერთშეუსაბამობებს მოიცავს, რაც საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების პირობებში გამორიცხავდა სახელმწიფოს მიერ, მასზე ნებართვების გაცემის შესაძლებლობას. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ სახელმწიფომ ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზა კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი კვლევების ჩატარების გარეშე გასცა და კომპანიას მათი წარმოდგენის ვალდებულება ნებართვის მიღების შემდგომ დააკისრა, რაც მთლიანად ილუზორულს ხდის ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების არსს და გარემოსდაცვით სფეროში სახელმწიფოს მიერ ჰესების მშენებლობისას რისკების შეფასებას სრულიად ფორმალურ პროცესად აქცევს. მაგალითად გზშ-ს დოკუმენტის შესაბამისად, კომპანიამ სახელმწიფოს ნებართვის მიღების შემდგომ უნდა წარუდგინოს ისეთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და კვლევები, როგორიცაა დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, საშიში გეოდინამიკური პროცესების, შედეგების და მოსალოდნელი გარემოსდაცვითი რისკების შეფასების შედეგები; წინასამშენებლო კვლევების ჩატარება პროექტის გავლენის ზონაში ცხოველთა სახეობების არსებობასა და მათზე მოსალოდნელი ზემოქედებების სახეობებზე, ასევე მცენარეების ჭრა-განადგურებით მიყენებულ ზიანზე; ინფორმაცია, თუ როგორ განხორციელდება „ეკოლოგიური ხარჯის“ გაშვება ქვემო ბიეფში თევზსავალის მუშაობის პერიოდში; სანაყაროების და რეკულტივაციის პროექტი; ინფორმაცია რაბის ტიპის თევზსავალი ნაგებობის მუშოების ეფექტურობის შესახებ; აღსანიშნავია, რომ მითითებული კვლევები, თუ რისკების შეფასება სწორედ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე უნდა იქნას განხორციელებული და მხოლოდ ამის შეფასების შემდგომ უნდა გაიცეს დადებითი აქტები, რაც მითითებულ შემთხვევაში სრულიად უგულებელყოფილი იქნა. აღნიშნულის გარდა, ასევე არასათანადოდ არის ჩატარებული კვლევები ან წარმოდგენილია ორაზროვანი შეფასებები მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე", _ აცხადებენ ცენტრში. მკვლევარების თქმით, ბოლო პერიოდში, მაღალმთიან რეგიონებში ჩანს პრაქტიკა, როცა სახელმწიფო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და თუ გარემოსდაცვითი მიდგომებისა და პრინციპების უგულებელყოფით, სათანადო კვლევებისა და შეფასებების გარეშე ჰესების მშენებლობაზე იღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნული პროექტები მათი უსაფრთხოების რისკების, გარემოს დაზიანების, ადგილობრივი სოციალური წესრიგის და კულტურის რღვევის ნიშნების მიღმა, პრობლემურია ადგილობრივი ეკონომიკების მდგრადი და სამართლიანი განვითარების პოტენციალის განადგურების გამო. "ამ დამაზიანებელი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი კრიტიკისა, თუ სოციალური პროტესტის ჩახშობას კი სახელმწიფო სოციალური კონტროლის გაუმართლებელი საშუალებებით ცდილობს და უარყოფს პრობლემების დემოკრატიული და სამართლებრივი გადაჭრის გზებს. სახელმწიფო ნაცვლად იმისა, რომ მოქმედებს როგორც საჯარო ინტერესების დაცვის გარანტორი, ის არსებითად და მხოლოდ კერძო ინტერესები დამცველია და სათანადოდ არ იაზრებს საკუთარ რეგულატორულ ფუნქციას. მსგავსი პოლიტიკა არსებითად უპირისპირდება დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფოს იდეას", _ ამბობენ EMC-ში და იმედოვნებენ, რომ  რომ სასამართლო ხელისუფლება იქნება ის მექანიზმი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ რეალური კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებურ პოლიტიკაზე და დაიცვან საკუთარი საცხოვრებელი გარემო, ბუნება და მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური ... ...
  • გიორგი გახარია: "ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო პოლიციამ"შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დაშავებული პოლიციელები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. გიორგი გახარიამ პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად, იდენტიფიცირებული იქნება თითოეული პოლიციელზე თავდამსხმელი, რასაც კანონის შესაბამის ზომებს მიიღება მოჰყვება. მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა პანკისის ხეობის თემის უხუცებსაც ერთად მიღწეული შედეგისთვის: „მოვინახულე პოლიციის დაშავებული თანამშრომლები. ძირითადად, ეს, გახლავთ ნასროლი ქვებისგან მიღებული დაზიანებები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული და თითოეული ადამიანი, რომელმაც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება შესაბამისად დასჯილი. ამას მე ვპირდები თითოეულ პოლიციელს და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევები არ გვაქვს _ ერთ პოლიციელს დაზიანება აქვს თავის არეში. მას ახლა აკვირდებიან ექიმები და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი სერიოზული გართულების გარეშე გამოვა. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველა კამერაზე ასახულ ყველა მოვლენას, თითოეული ადამიანის და თითოეულ ჩვენ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევას და მხოლოდ ამის შემდგომ, კანონის სრული შესაბამისობით გავატარებთ იმ ზომებს, რის საშუალებასაც გვაძლევს იურისდიქცია. სიტუაცია დამშვიდებულია, დაწყნარებულია, შედეგი მიღწეულია, როგორც კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, მოქალაქეების და ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო პოლიციამ. ჩვენ გვესმის, რომ გვაქვს უაღრესად დიდი თმენის ვალდებულება, რომელიც განახორციელა თითოეულმა ადამიანმა, რომელიც დღეს აქ იმყოფება. მე მათ მინდა მადლობა გადავუხადო, გადავუხადო მადლობა ყველა იმ პოლიციელს, რომელსაც ამ ღონისძიებაში, ნებსით თუ უნებლიეთ, დღეს იღებდა მონაწილეობას. მათ ღირსეულად შეასრულეს თავისი ფუნქცია-მოვალეობა. რაც მთავარია, მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, უხუცესებს, რომლებთან საუბარშიც ჩვენ ობიექტურ რეალობასთან დაახლოებაც შევძელით და მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც ეფექტური იქნება ხვალინდელი დღისთვის, როგორც ხეობის, ასევე ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ყველა ჩვენი, თითოეული მოქალაქის, თითოეული პოლიციელის, თითოეული პანკისელის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს ძლიერი საქართველო და ამას მივაღწევთ!“ _ განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...