ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს: ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წავიდა

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს: ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წავიდა

10 იან. 2019, 12:50:55

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი და მმართველ გუნდში არსებული სირთულეები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, თავს ვალდებულად მივიჩნევ საზოგადოებას გავუზიარო ჩემი დამოკიდებულება ამ  საკითხების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში დღეს 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლეა წარმოდგენილი, რაც ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილს, სწრაფად წარმოედგინათ მოსამართლეობის კანდიდატები, ჰქონდა ობიექტური საფუძველი.

თუმცა, მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც დაიტოვა მეტი დრო მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მმართველი გუნდის წარმომადგენლების უმრავლესობის პოზიციის შესაბამისად. ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს გუნდში და მიგვაჩნია, რომ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ თავისუფალი დისკუსიის საფუძველზეა შესაძლებელი.

მისასალმებელია, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა იუსტიციის საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოსამართლეების არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიაზე გადადებას გაგებით მოეკიდებოდნენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გადაწყვეტილება საკითხის განხილვის გადადების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ 26 დეკემბერს გამოაცხადა.

ამ ფონზე, გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა.

მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე – ეს იყო გუნდურობის დეფიციტი.

ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო – რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ.

გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა ჯერ არც კი განახლებულა. ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც კი. ამ საკითხების განხილვას დაეთმობა ერთი თვე, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდეა დარჩენილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამაზე ხანგრძლივი დროც. გადაწყვეტილებები მიიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავი ამ საკითხით დაინტერესებულ ერთადერთ მხარედ წარმოაჩინონ, დაელოდონ საკითხის განხილვას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, რომლებიც აზიანებს როგორც გუნდის, ისე მოსამართლეთა არჩევის პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვის ინტერესებს.

დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რომელიც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია და რომელსაც პირადად მე განსაკუთრებულად ვუფრთხილდები”, – აღნიშნულია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე“ – პრეზიდენტი შაქარაშვილის საქმეზესაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესია, თუ საზოგადოება გამოძიებას პროკურატურას მიანდობს. ზურაბიშვილის თქმით, ადამიანებზე ძალადობა მიუღებელი და არაქართულია. „ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი..“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „ჯერ ერთი, არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ გადავიქცე გამომძიებლად და სხვათა შორის პროკურატურას, რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სწრაფად წავიდოდა წინ საქმე. კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი… ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის აღიარება. ამიტომ ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით და დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ... ...
  • საქართველოს ბანკმა EBRD-ისთან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკთან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის, 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა მოზიდული რესურსი ათვისებულ იყოს  როგორც ადგილობრივ ვალუტაში, ასევე ევროსა და დოლარში. ინვესტიცია განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გრძელვადიანი, შეუფერხებელი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ფინანსური რესურსი  COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, EBRD-ის მიერ გაცემული პირველი გრძელვადიანი სესხია საქართველოში, და მიზნად ისახავს ბანკის კლიენტებისთვის  კრიზისის ნეგატიური ეკონომიკური გავლენის შემსუბუქებას.   „მოხარული ვარ, რომ ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოს ბანკის ძლიერ და საიმედო პარტნიორად და განაგრძობს ჩვენი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს კლიენტების, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ვალუტით, დაფინანსებას. ეს არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა 2020 წელს. პარტნიორობა მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენს კლიენტებს, მიმდინარე გლობალური პანდემიისა და ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, არსებული სირთულეების გადალახვაში დავეხმაროთ. ასეთი სახის გრძელვადიანი ფინანსური რესურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისის პერიოდში, რათა ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის საჭირო ყველა ფინანსური პროდუქტისა თუ მომსახურების შეთავაზება ვუზრუნველყოთ. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს საქართველოს ეკონომიკის  მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. „საქართველოს ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია და მას აქვს ყველა შესაძლებლობა, ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრები მიაწოდოს იმ ბიზნესებს, რომლებიც ამ უპრეცედენტო დროს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგანან. ბიზნესის მხარდაჭერა და მათი ფინანსური რესურსით შეუფერხებელი უზრუნველყოფა ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარების უწყვეტობისთვის”,- განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში. (R)          ... ...
  • პირველ ქართულ ნეობანკ სფეისთან კოლაბორაციაზე AWS თავის ვებგვერდზე წერსიდეის გაჩენიდან 8 თვეში, 2018 წელს პირველი სრულად ციფრული ბანკი - სფეისი გაეშვა. ამაში კრიტიკული როლი ითამაშა ამაზონის ვებ სერვისებმა, რომელსაც სფეისი ახლა უკვე ორი წელია იყენებს. ცოტა ხნის წინ, AWS-მა თავის ვებგვერდზე ე.წ. case study გამოაქვეყნა, რომელიც სფეისის მიერ მათი სერვისების გამოყენებას ეხება.     Amazon Web Services არის Amazon-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ფიზიკურ პირებს, ბიზნესებს და სახელმწიფო სტრუქტურებს სთავაზობს ღრუბლოვან კომპიუტერულ პლატფორმებსა და პროგრამულ ინტერფეისებს.  ამ სერვისების დახმარებით ააშენა სფეისმა ოპტიმალური ინფრასტრუქტურა და აწვდის მომხმარებელს 24 საათიან სტაბილურ მომსახურებას. „წარსულში, არასამუშაო დროს საბანკო ტრანზაქციის შესრულება ფანტასტიკას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას. დღეს კი მომხმარებლებს ამ სერვისებზე მყისიერი წვდომა აქვთ. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ AWS-ის ღრუბლოვანი პლატფორმის დამსახურებით,”  - აცხადებს სფეისის გენერალური მენეჯერი, ლაშა გურგენიძე, - “ერთ თვეში უკვე 40,000 მომხმარებელი გვყავდა. დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია მართო სრულად ციფრული ბანკი, ფილიალების გარეშე, მთლიანად ღრუბლოვანი სერვისებით გამოყენებით.“ “ნეობანკ სფეისის სერვისები: სესხები, დეპოზიტები, ბარათები - ყველაფერი სრულად ციფრულია. მაგალითად, ანგარიშის გახსნის პროცესში, საჭიროა ახალი მომხმარებლის იდენტიფიკაცია, ამაში სფეისი Amazon Rekognition-ის სახის ამოცნობის ფუნქციას იყენებს, რომ შეძლოს გადაღებული ფოტოს შედარება პასპორტის ან პირადობის ფოტოსთან.” - ნათქვამია სტატიაში. “შიდა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ყველა კომპონენტის მიღებას  შეიძლება 6 თვეზე მეტი დრო დასჭირდეს”, - ამბობს გურგენიძე. ”AWS– ის გამოყენებით კი, 6 წუთიც საკმარისია. ეს გაგვიადვილებს ახალ ბაზრებზე გასვლასაც, მაგალითად ამ წლის ბოლოს - გერმანიაში ექსპანსიას. ჩვენ უბრალოდ რამდენიმე დაწკაპუნებით შეგვიძლია საქართველოში შექმნილი ინფრასტრუქტურის კლონირება.“ სფეისი არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში. ბანკი - ფილიალებისა და ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც აპლიკაციის სახით მხოლოდ მობილურ ტელეფონებში არსებობს. სფეისის მიზანია, მომხმარებელზე ორიენტირებული, მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი საბანკო მომსახურების შექმნა, დიზაინსა და მომხმარებლებზე ზრუნვაზე განსაკუთრებული აქცენტით. ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გენერალური პროკურატურაში განუცხადეს, თუმცა უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. "მომხდარზე გამოძიება ორი მიმართულებითაა დაწყებული. პირველი - სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს გულისხმობს და მეორე - სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე", - განაცხადეს პროკურატურაში. უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე ბრალი არც ერთი პოლიციელის მიმართ წარდგენილი არ არის. აღსანიშნავია, რომ მომხდარზე გამოძიებას - პოლიციელების მიერ გულგრილობის მიმართულებით პროკურატურა, პატიმრის გაქცევის კუთხით კი შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე ბრალდებული ზაალ ძაგანიშვილი პოლიციელებს გუშინ, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცა. ოჯახის მტკიცებით, 20 წლის ზაალ ძაგანიშვილი მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ ... ...
  • ტრაგედია ზუგდიდში _ მაშველებმა ბავშვის ცხედარი იპოვესმაშველებმა დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ორდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ზუგდიდში, სოფელ დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა მდინარე ჯუმში, გაუჩინარების ადგილიდან 3 კმ-ში იპოვეს. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან. მობილიზებული იყო დრონი და სამი ერთეული მცურავი საშუალება. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა ექოლოტის საშუალებით. ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ოპერაციის მონიტორინგი ხორციელდებოდა. დაკარგული არასრულწლოვნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინება 13 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მდინარე ჯუმში აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...