"ბიზნესსაქმიანობის დამფუძნებელი" დეპუტატი ჭიჭინაძე: "თითო კურსს ვსწავლობდი ბეჯითად 5 წელი"

gurianews.com

პოლიტიკა

"ბიზნესსაქმიანობის დამფუძნებელი" დეპუტატი ჭიჭინაძე: "თითო კურსს ვსწავლობდი ბეჯითად 5 წელი"

2018 იან 18 10:55:23

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ გუშინ, სოფლის მცხოვრებლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა" და "სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში".

როგორც აღმოჩნდა, სხვის უსწავლელობაზე მოსაუბრე ჭიჭინაძეს პარლამენტარობისას დიპლომიც არ ჰქონია.

პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ  მეხუთე მოწვევის პარლამენტის (1999-2004) დეპუტატობის დროს  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაუმთავრებელი ჰქონდა.

ამ დროს ჭიჭინაძე პარლამენტში ბლოკ "საქართველოს აღორძინებას" წარმოდგენდა.

ახლა ჭიჭინაძე "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს და ამჯერად განათლების გრაფაში უწერია: საგანმანათლებლო დაწესებულება _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; სპეციალობა სამდინარო ნაგებობების ჰიდროტექნიკური მშენებლობა. თუმცა, როდის დაიწყო და დაასრულა სწავლა, მითითებული არაა.

მითითებულია მხოლოდ ის, რომ პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი 1983-1988 წლებში იყო.

თავად „გურია ნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ დიპლომი 2000 წელს აიღო. კითხვაზე, რატომ დასჭირდა სხვის განათლებაზე მოსაუბრე დეპუტატს 17 წელი დიპლომის ასაღებად, ასე გვპასუხობს:

„თითო კურსს ვსწავლობდი ბეჯითად 5 წელი. კიდევ რა გაინტერესებთ? მე თქვენ სერიოზული ადამიანი მგონიხართ“.

_ ბატონო დავით, რას ხედავთ არასერიოზულს ჩვენს შეკითხვაში _ გვაინტერესებს, რატომ დაგჭირდათ 17 წელი დიპლომის ასაღებად... თქვენს ბიოგრაფიაში წერია, რომ სტუდენტი 1983 წლიდან 1988 წლამდე იყავით. ბიოგრაფიით ირკვევა, ასევე, რომ 1999 წელს, პარლამენტარობისას სასწავლებელი დამთავრებული არ გქონდათ და ახლა ამბობთ, 2000 წელს ავიღე დიპლომიო...

_ თუ გნებავთ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ჟურნალი აირეთ და იქაც წერია და არსად მე ეგ არ დამიმალია. 1988 წელს ქვეყანაში დაიწყო კოოპერაცია. მე ინსტიტუტი პრაქტიკულად დამთავრებული მქონდა. სამი წელი განაწილება იყო მაშინ საჭირო, რომ დიპლომი აგეღო. სხვებისგან განსხვავებით ვამჯობინე ბიზნესით დავკავებულიყავი და არა დიპლომის აღებით, _ ამბობს დავით ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, 90-იან წლებში საქართველოში არ იმყოფებოდა და დიპლომი დაბრუნების შემდეგ აიღო:

_ მივდიოდი-მოვდიოდი, სხვაგან ვმუშაობდი. ჩამოვედი 1999 წელს, აღვიდგინე თავი ჩვეულებრივად, გადავაბარე 12 გამოცდა სახალხოდ, სტუდენტებთან ერთად და დავიცავი დიპლომი.

_ შეგიძლიათ რამდენიმე თქვენი კურსელის ან იმ ადამიანის ვინაობა გვითხრათ, რომლებთანა ერთადაც სადიპლომო დაიცავით? თუ არ ვცდებით, ეს ის პერიოდია, როცა, როგორც ამბობენ დიპლომის ყიდვა ადვილი იყო... მეტი დამაჯერებლობისთვის გადავამოწმებთ დეტალებს, რადგან ეჭვები თქვენი დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით უკვე გამოითქვა..

_ რა ყიდვა, ვერ გავიგე _  4 წელი ვსწავლობდი. ის გავლილი მქონდა, მთელი კურსი დამთავრებული მქონდა. გასავლელი არაფერი მქონდა. მარტო დიპლომი მქონდა დასაცავი.

_ ბატონო დავით, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, თქვენი სამუშაო გამოცდილების გრაფაში წერია, რომ 2004-2016 წლებში „ბიზნესსაქმიანობის დამფუძნებელი“ იყავით. იქნებ, განგვიმარტოთ რას ნიშნავს ბიზნესსაქმიანობის დამფუძნებელი...

_ დამფუძნებელი არ იცით, რას ნიშნავს?

_ ორგანიზაციის დამფუძნებლის მნიშვნელობა ვიცით, მაგრამ ბიზნესსაქმიანობის დამფუძნებლის არა და ამიტომაც გთხოვთ განმარტებას.

_ ასე არ წერია.

_ ზუსტად ასე წერია... სიტყვა-სიტყვით

_ იქ წერია, ბიზნესსაქმიანობა.

_ არ იცით, რა წერია თქვენზე პარლამენტის ვებგვერდზე?

_ გრაფაში ასეა _ ბიზნეს საქმიანობა, მძიმე, დამფუძნებელი. ეს იმიტომ, რომ ბიზნესსაქმიანობაში შეიძლება იყო დირექტორი, შეიძლება იყო მენეჯერი, შეიძლება იყო მუშა და არის კიდევ ერთი სტატუსი, როდესაც შენ ხარ დამფუძნებელი.  ის დამფუძნებელი დღესაც ვარ.

_ თქვენ გინახავთ, რა წერია პარლამენტის ვებგვერდზე?

_ პარლამენტის ვებგვერდს მე არ ვკრიბავ.  იქ იყო ასეთი კითხვა _ 2004-2016 წელს რით ხარ დაკავებული, რა სტატუსით იყავი? ვიყავი დამფუძნებელი. და „გურია ნიუსს“ მეტი საქმე არ აქვს, ეტყობა. ქვეყანაში მე მგონი სერიოზული მოვლენები ხდება და ჩემი-სწავლა განათლებით ინტერესდებით.

_ ანათლების საკითხზე გუშინ თქვენ ისაუბრეთ და ახლა მიგაჩნიათ ეს თემა უინტერესოთ როდესაც თქვენი, პარლამენტის  დეპუტატის განათლებით დავინტერესდით?

_ დიპლომით არ განისაზღვრება ხოლმე განათლება. ხალხს ხუთ-ხუთი დიპლომი უდევს, მაგრამ უმუშევრები ზიან.

_ და ზოგი უდიპლომოდაც ხვდება პარლამენტში, ხომ?

_ მერე რა, მაგალითები ბევრია უდიპლომოების. საერთოდ, ერთი რამ დაიმახსოვრეთ _ ინსტიტუტებში არ ასწავლიან წარმატების საიდუმლოს. სხვა რაღაცაა, სხვა რამე სჭირდება ადამიანს ცხოვრებაში, _ აღნიშნა ჭიჭინაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ თუკი მისი განათლების კომპეტენციაში ვინმეს ეჭვი შეეპარება, საუბრისთვის მზადაა.

ამავე თემაზე: დავით ჭიჭინაძე: სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ..

 


ნახვა: 1537


 ახალი ამბები
  • "სოლიდარობა მეტროს!" _ მეტრო "რუსთაველთან" მეტროს მემანქანეების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობსამ წუთებში მეტრო "რუსთაველთან" მეტროს მემანქანეების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სამუშაო საათებში მათ გაფიცვის უფლება არ აქვთ. "გაფიცვა სამუშაო საათებში გვინდა, სახლში, რომ მივალ საკუთარ ოჯახს, ხომ არ გავეფიცები?", - აცხადებენ შეკრებილები. მემანქანეების მთავარი მოთხოვნა ისევ რჩება ხელფასის 45% გაზრდა. აქციაზე იმყოფებიან „თეთრი ხმაურის“, „აუდიტორია 115“-ის, პროფკავშირების წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაციები . "უნდა ითქვას რომ ჩვენ დღეს მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ღირსეულ მოქალაქეებს. ეს ადამიანები უზრუნველქოფენ ქალაქში იმ უზარმაზარ წესრიგს, რომელიც სახეზეა და თავის ბინძური მეთოდებით ებრძვის საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ ვიცით, რომ ეს აქცია არის ლეგიტიმური და მიმართულია იმისკენ, რომ ამ ადამიანებს ქონდეთ ოთახი, სადაც ეყოლებათ თავიანთი შვილები და ქონდეთ შვილეისთვის საკვების მიტანის საშუალება. სულ 250 მემანქანე გვყავს. ყველამ კარგად ვიცით, რომ მათი საშუალო ასაკი 65-წელს ზევით არ მიდის. ამ ადამიანებს სჭირდებათ დაფასება. უნდა დაკმაყოფილდეს მათი მათი მოთხოვნები და ხელფასი ერთ საათზე 7-დან 10 ლარამდე უნდა გაეზარდოთ", _ ითქვა აქციაზე. შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროს მემანქანეებს და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო. 2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება „სამუშაო საათების ... ...
  • ქალები, რომელთა მხრებზეც სოფელი დგას _ ფოტოამბავიეს ფოტოები გაზაფხულის ცხელ დღეებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაშია გადაღებული. დაბა ხალხმრავალი გვიან შემოდგომაზე და ზამთარშია, ახლა კი მოსახლეობის უმეტესობა, მათ შორის _ ქალები, მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდაა წასული. დაბა ნარუჯაში დარჩენილი ქალების უმეტესობა მოცვის კერძო პლანტაციაში მუშაობს. აქ ერთი თვის სამუშაოა _ ჭილოფის ქუდიანი ქალები მზის გულზე მოცვის პლანტაციას უვლიან, საღამოს კი საკუთარი კარმიდამოც მისახედი აქვთ. "არანაირი სამუშაო არაა სათაკილო! მთავარია, იყოს. ძალიან მალე მოცვის მოსავალს ავიღებთ და შემდეგ დავუბრუნდებით ჩვენს კარმიდამოს. საქმის მეტი რა გვაქვს... ვისაც შეუძლია და უფრო მეტი ენერგია აქვს, თურქეთში გადადის",  _ გვითხრეს ნარუჯაში მცხოვრებმა ქალებმა, რომლებმაც არც ფოტოების გადაღებაზე გვითხრეს უარი. ჩვენ კითხვაზე, თავისუფალი დრო თუ რჩებათ, ხუმრობით გვპასუხობენ: "თავისუფალ დროს ფაროსანებს ვხოცავთ და სიცოცხლეს ვუმწარებთ..." ნარუჯელი ქალები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა მაინც უმუშევრობაა. მათი აზრით, სამუშაო და ღირსეული ანაზღაურება ყველას სოფელშივე უნდა ჰქონდეს, რომ სხვა ქვეყანაში გადახვეწა და ოჯახების, შვილების მიტოვება, რომელთაც სწავლაში, განათლების მიღებაში სჭირდებათ მშობლების დახმარება, არავის ... ...
  • დაზიანებული წყლის მილი ქალაქის ცენტრშირამდენიმე დღეა, რაც ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, პოლიციის შენობის მოპირდაპირე მხარეს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წინ, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს გახორციელდა,  ქვაფენილს ქვემოდან წყალი ამოდის და  ქუჩაში იღვრება. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ქვაფენილს ქვემოთ არსებული წყლის გაყვანილობის მილების დაზიანება უნდა იყოს. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან,  ლევან ჩხაიძესთან საუბრისას გაირკვა, აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრა წყალკანალის პრეროგატივაა. „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მერია საქმის კურსშია. იქ წყლის მილია დაზიანებული და ხარვეზი წყალკანალმა უნდა გამოასწოროს. მერიას აქვს ამ საკითხზე კომუნიკაცია წყალკანალთან და პრობლემა  დროის უახლოეს მონაკვეთში მოგვარდება“, _ გვითხრა ... ...
  • ,,ივანიშვილმა სხვადასხვა არგუმენტი მოისმინა“ _ უმრავლესობის სხდომა დასრულდაუმრავლესობის სხდომა, სადაც ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მსჯელობდნენ, დასრულდა. როგორც ფრაქცია  „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკიამ  “გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სხდომაზე დეპუტატებმა ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს და საკითხის განსახილველად მორიგი შეხვედრა დაანონსეს.  ბუკიას თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს საკუთარი პოზიცია, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული არ აქვს. ,,უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა იმით, რომ ჩვენ ერთმანეთის პოზიციები მოვისმინეთ, ერთმანეთის გავუზიარეთ  მოსაზრებები და გადაწყდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა შეხვედრებიც გაიმართება იმისათვის, რომ პოზიციები მაქსიმალურად შეჯერდეს. ბატონი ბიძინა უსმენდა სხვადასხვა არგუმენტებსა და მოსაზრებებს, კონკრეტულად საკუთარი პოზიცია,  ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული არ აქვს. ჩვენ  ,,კონსერვატორები“  ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არც მკაცრი და არც ზედმეტად ლიბერალურები ვართ, ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომლითაც არ გაიზრდება ნარკოტიკების მომხმარებელი და არ იქნება ნარკოტიკი ხელმისაწვდომი, ეს არის ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი“,_გვითხრა ... ...
  • ,,ცალ-ცალკე ადევნებენ თვალს, რომ გაიგონ, რა უნდა ივანიშვილების ოჯახს“_ ჭიაბერაშვილი,,ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საუბრობს და ,,ქართულ ოცნებას“ არაქმედითუნარიანობაში ადანაშაულებს. როგორც ჭიაბერაშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, როგორი სახის ნარკოპოლიტიკაზე შეთანხმდება ,,ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ოჯახზეა დამოკიდებული. ,,ჩვენი , ,,ევროპული საქართველოს“ პოზიცია ორივე ნაწილში ეთანხმება საზოგადოების იმ წუხილს, რომელიც  უკავშირდება არაეფექტურ ნარკოპოლიტიკას.  ერთი მხრივ, ნარკორელიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა არ არის სათანადოდ ეფექტური და სამწუხაროდ, ნარკოტიკები ფართოდ  ვრცელდება, მერე მხრივ, ყოველწლიურად იზრდება მძიმე ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი. ამასთან, საზოგადოებას რაც აწუხებს, არის ის, რომ თავად ნარკომომხმარებლების მიმართ გაცილებით ფართოდ  უნდა ამოქმედდეს ჯანდაცვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები, რათა  დავეხმაროთ  ადამიანებს, რომ ჩადგნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმში. იმის ნაცვლად, რომ ორივე მიმართულებით მიმდინარეობდეს მსჯელობა, როგორ  დაიხვეწოს კანონმდებლობა და როგორ გახდეს მთავრობის მუშაობა უფრო ეფექტური ,,ქართული ოცნების“ შიგნით მიდის ამ საკითხზე კინკლაობა. ივანიშვილების ჩართვას რაც შეეხება, აქ ლაპარაკია არა ერთის ჩართვაზე, არამედ უმრავლესობამ  ცალ-ცალკე უნდა ადევნოს თვალი, რას ფიქრობს ან მამა ან შვილი, ერთმა რა რეპი გამოუშვა, მეორემ რა თქვა, რომ დაახლოებით გაიგონ, რა უნდა ივანიშვილის ოჯახს“,_ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - ძუძუმწოვარ ჩლიქოსანთა...

რას ვერ იტანენ მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი _ მამაკაცი ვერძი გარეგნულად...

სმარტფონები ახლომხედველობას იწვევს

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანს ტელეფონი...

საინტერესო ფაქტები შინაური ცხოველების შესახებ

ძველ ეგვიპტეში ცხოველების თაყვანისცემა ცხოვრების...

ქალის ფიგურის ექვსი ტიპი

ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა თავიანთი...

უიღბლო ადამიანების საერთო მახასიათებლები

სრულყოფილებისაკენ სწრაფვა თითქოს ამაში ცუდი...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...