“ჩემი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის“_ ეკა ბესელია

პოლიტიკა

“ჩემი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის“_ ეკა ბესელია

2019 თებ 28 16:45:41

„თუ ელოდებიან, რომ  ისეთ ოპოზიციონერად გადავიქცევი, როგორიც დღეს ქართულ პოლიტიკას ჰყავს, უშვერი სიტყვით რომ ილანძღებიან და პერსონალურ შეტევებზე გადადიან, ძალიან ცდებიან“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „ქართული ოცნების“  ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ახალი პოლიტიკურ ეტაპზე მისი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა არ იქნება.

_ ქალბატონო ეკა, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ,  თქვენივე დაფუძნებული პარტია დატოვეთ. ახლა, როცა პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება „ქართული ოცნების“ გარეშე  მოინდომეთ, წყალგამყოფ საკითხებთან დაკავშირებით, მზად ხართ, პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ დაუპირისპირდეთ ?

_ ჩემი თვითმიზანი არ არის „ქართულ ოცნებასთან“ და მის ლიდერთან ჭიდილი. არ ვფიქრობ, რომ ჩემი ენერგია, დრო და შესაძლებლობები ასეთი სახის ბრძოლაში უნდა დავხარჯო. ჩემი მიზანი ყველასთვის საკმაოდ ნათელი და გასაგებია. მე ვიბრძვი სამართლიანობისთვის და ჩემთვის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს გარკვეულ გვარებსა და სახელებს. ჩემი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ხელისუფლების სათავეში წინა, ძალადობრივი რეჟიმი არასდროს დაბრუნდეს. გარკვეულ ჯგუფს აინტერესებს, ბესელია მოიხსენიებს თუ არა ივანიშვილს აუგად, რაც, ვფიქრობ, რომ სწორი არ არის. ასეთი ქმედებით პოლიტიკოსის კულტურა და გამბედაობა არ გაიზომება. თუ ელოდებიან, რომ  ისეთ ოპოზიციონერად გადავიქცევი, როგორიც დღეს ქართულ პოლიტიკას ჰყავს, უშვერი სიტყვით რომ ილანძღებიან და პერსონალურ შეტევებზე გადადიან, ძალიან ცდებიან. ჩემი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის. ჩემი ამოცანაა ვიბრძოლო სამართლიანობისთვის.

_ როგორც ცნობილია, ფრაქციის შექმნას აპირებთ, რომელიც თანაგუნდელებს „ოცნებისგან“ დამოუკიდეელი პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების საშუალებას მისცემს. ამ ფონზე, ბიძინა ივანიშვილისა და თქვენი ურთიერთობა როგორ გაგრძელდება?

_ ბიძინა ივანიშვილს ბევრ სიკეთეს ვერ დაუკარგავ. უმადურობა ერთ-ერთ ცუდ თვისებად მიმაჩნია. როგორც ქართველი და ამ ქვეყნის მოქალაქე, ვფიქრობ, რომ მისი როლი პირველი ოქტომბრის გამარჯვებაში ძალიან დიდი და გადამწყვეტი იყო. სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლამ ახალი ენერგია შემოიტანა. მან შეძლო საპროტესტო მუხტის  გაერთიანება და საბოლოო ჯამში, ის გამარჯვების ფორმულა გახდა. ამიტომ  მისი როლისა და თავდადების გაუბრალოება არ არის კარგი. ბიძინა ივანიშვილის ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმ გამარჯვების გამო, რომელიც ჩვენთან ერთად მოიტანა. გარდა ამისა, მას ბევრი სიკეთე და ქველმოქმედება აქვს გაკეთებული, რაც არ უნდა დავუკარგოთ. პარტიის თავმჯდომარეს ვუსურვებ, რომ  მის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იყოს. პარტიიდან ჩემი წასვლა არ იყო მარტივი, რაც ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ხედვებისა და პოზიციების განსხვავებულობამ განაპირობა. არ არის გამორიცხული, რომ მან სასამართლოსთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალოს. ივანიშვილის ირგვლივ ასეთი ადამიანები არიან, რომლებიც მცდარ ინფორმაციას აწვდიან და დათვურ სამსახურს უწევენ, რაც სამწუხაროა. იმედი მაქვს, რომ ის პროცესი, რომელიც რამდენიმე ადამიანმა წამოვიწყეთ, იმ გზას გაკვალავს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ პოლიტიკურ სივრცეში მეტი ჟანგბადი გაჩნდეს.

_ თქვენ, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი პარტიაში აღარ ირიცხებით და როგორც ცნობილია, უმრავლესობას უახლოეს მომავალში  ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატებიც“ დატოვებს. როგორ ფიქრობთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობასაც დაკარგავს?

_ „ქართულ ოცნებაში“ იმდენად შეუქცევადი პროცესები დაიწყო, რომ რთულია თქმა, რით შეიძლება დამთავრდეს ეს ყველაფერი. რეალურად, მიმდინარე  მოვლენებმა აჩვენა, რომ პარტიაში ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესები დაგვიანდა, რაც „ქართული ოცნებიდან“  წინა რეჟიმთან მებრძოლი ადამიანების წასვლით გამოიხატა. უზენაეს სასამართლოში თანამდებობებზე უვადოდ იმ მოსამართლეთა განმწესების მცდელობის პროცესმა, რომლებიც წინა ხელისუფლების ძალადობრივ რეჟიმთან ასოცირდებიან, ჩემს გადადგომაში კულმინაციური როლი ითამაშა და როგორც გამოჩნდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროტესტის გრძნობა მხოლოდ მე არ მქონია. განცდა არ მქონდა, რომ პარტიაში პროცესები სწორად წარიმართებოდა და გადაწყვეტილებები რაციონალურად მიიღებოდა, ამიტომ  პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. საბოლოოდ, პარტიაში შეუქცევადი პროცესები როგორ დასრულდება მიმდინარე მოვლენები აჩვენებს.

_ პარლამენტში შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტს არ გამორიცხავთ. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოშია მოქცეული, მის გადაყენებას დღეს სამართლებრივი საფუძველი აქვს?

_ ჯერჯერობით, ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცესი არ დამიწყია, მაგრამ თუ დავიწყებ, საქმეს ბოლომდე მივიყვან. ირაკლი კობახიძის გადაყენების საფუძველი არის  უნდობლობა, რომელსაც მის მიმართ დეპუტატები განიცდიან. ირაკლი კობახიძე იმ ჯგუფთან არის ალიანსში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  წარმოადგენს უმრავლესობას და სასამართლო სისტემას მართავს. ასეთი სახის ალიანსი სახელმწიფოსთვის და პარლამენტისთვის ძალიან საზიანოა. მას მენეჯმენტის კუთხით სერიოზული პრობლემები აქვს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რაც მისი გადაყენების საფუძველს ქმნის. ჩემნაირად გუნდში ცოტა არ ფიქრობს. მას პარტიაში ბევრი უკმაყოფილო  დეპუტატი ჰყავს. მხოლოდ დიმიტრი ცქიტიშვილით არ იზომება მისი დამცველების რაოდენობა. ცქიტიშვილი მას პერსონალური კმაყოფილებიდან გამომდინარე იცავს და არა იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რომლიდანაც პოლიტიკოსი უნდა იყურებოდეს. ზარდიაშვილის, მდინარაძისა და მათიკაშვილის ჯგუფს აქვთ თავიანთი ინტერესები სასამართლოსთან დაკავშირებით და ისინი იყენებენ ამ შესაძლებლობებს საკუთარი ინტერესებისთვის. იმედი მაქვს, მმართველი პარტია გააცნობიერებს, რომ იმ ძველი რეჟიმის მოსამართლეებისგან, რომლებიც მოძალადეები იყვნენ, სასამართლო სისტემა უნდა გაათავისუფლდეს.

_ პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებულ ინიციატივას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას გულისხმობდა, მხარი არ დაუჭირა. როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტიის სრული მხარდაჭერა კანონპროექტმა რატომ ვერ მოიპოვა?

_ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის ნარჩენებს ამაგრებენ, ბუნებრივია, მის რეჟიმს ძალადობრივად არ შეაფასებენ. დათო მაღრაძის სიტყვას დავეყრდნობი,  რეალობა ის არის, რომ დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ზარდიაშვილი გველაპარაკება და სასამართლოს სახელით ჩინჩალაძე, რაც ძალიან სამწუხაროა. დღეს სასამართლო სისტემაში მოქმედი ჯგუფი ცდილობს, რომ საკმაოდ მყარად გაიძლიეროს თავის პოზიციები და ამისთვის იყენებენ ყველა საშუალებას. იყენებენ პოლიტიკოსებს, ხელისუფლებაში მყოფ პირებს და ვინც მათ მიმართ არის კეთილგანწყობილი.

_ “ქართული ოცნების“ პირობებში მორალური ტერორის მსხვერპლი გახდით. იმის გათვალისწინებით, რომ ანალოგიურ საქმეებზე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ადეკვატური გამოძიება არ ხდება, თქვენი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე გაქვთ ადეკვატური გამოძიების იმედი?

_ ეს არის  გამოცდა თავად საგამოძიებო უწყებებისთვის. მათთვის არის ძალიან სერიოზული კითხვის ნიშანი, რადგან ეჭვი არის ისე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაზე“, როგორც შესაძლო გამავრცელებელზე, ასევე, მმართველ პარტიაზეც.  იმ პატარა გოგონებისა და ბიჭების ციხეში გაშვება არ არის არც ჩემი მიზანი და არც  საზოგადოების. ყველა უნდა გაფრთხილდეს და იცოდეს, რომ არ შეიძლება ადამიანის ოჯახურ სივრცეში ხელების ფათური და უკანონო ჩარევა, რაც კანონით ისჯება. მთავარი არის დაადგინონ, ვინ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი. ამ კითხვას უნდა უპასუხონ გახარიასა და თადუმაძის უწყებებმა. მათ მიმართ საქმის დასრულებამდე აღნიშნული კითხვა არ მოხსენება.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში, შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა 45.5%_მა მიიღო მონაწილეობაოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის 60/01/03 ოლქში საკუთარი არჩევანი 2013 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩევლის 45.5 პროცენტია. ამ ოლქში სულ 5089 ამომრჩეველია რეგისტრირებული. თენიეშვილის თქმით, არჩევნებჯს პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა: _ პროცესი მშვიდად ჩატარდა. რაც შეეხება აქტივობას, საშუალო მაჩვენებელია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თენიეშვილმა. ამ დროისთვის ოზურგეთში ყველა უბანი დაკეტილია და ხმის დათვლის პროცედურა ... ...
  • ზუგდიდში საარჩევნო უბნების კურთხევა დაიწყესამ წუთებში, ზუგდიდში, სასულიერო პირები საარჩევნო უბნებში დადიან _ ისინი იქ ხატებით შედიან და უბნებს აკურთხებენ როგორც გავარკვიეთ, საარჩევნო უბნების კურთხევის ინიციატორი ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარი დეკანოზი ფრიდონია (ასათიანი). მამაომ უკვე აკურთხა რამდენიმე უბანი და როგორც მან მედიასთან განაცხადა, ხალხის კურთხევა მისი ვალია. აღსანიშნავია, რომ მამაოს უბანზე შესვლა კანონდარღვევაა, რადგან ის არაუფლებამოსილი პირია, თუმცა, მას არც ერთ საარჩევნო უბანზე პრობლემა არ შექმნია. უნდა ითქვას ისიც, რომ დამკვირვებლები, რომლებმაც ეს ფაქტი გააპროტესტეს, უბნებიდან გამოაძევეს კომისიის მუშაობაში ხელისშეშლის მოტივით. ფოტო: ... ...
  • ძიძიგური: "ვფიქრობ, ზუგდიდი არ გააკეთებს არჩევანს დესტაბილიზაციის სასარგებლოდ""ზუგდიდში არჩევნები ხასიათდება ძალიან მაღალი აქტივობით, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ უბნებთან გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი. ზუგდიდელი ამომრჩეველი ხმას აძლევდა თავისუფალ მშვიდ გარემოში და მათ შეძლეს საკუთარი არჩევნის გაკეთება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი", _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა. მისივე თქმით, “ის პროვოკაციები, რაც ხდება ზუგდიდში, არის ძალიან ნათელი მესიჯი ზუგდიდელი ამომრჩევლისთვის თუ, რატომ არ უნდა მისცეს ხმა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, რომელსაც მხოლოდ დესტაბილიზაცია, „ქალაქის ადუღება“,  „შეტევა“ აინტერესებს და არავითარ შემთხვევაში ზუგდიდის ინტერესები მისთვის არ არის წინა პლანზე წამოწეული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს ყველა დარღვევაზე და ვფიქრობ, რომ ვისაც შეტევების, ადუღების და არეულობის დაწყების სურვილები აქვს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე მათ მოუწევთ მკაცრად პასუხისგება. ჩვენი კანდიდატი არის ღირსეული და ზუგდიდისთვის მისაღები, ზუგდიდში დაბადებული, გაზრდილი, კვალიფიციური ადამიანი და ყველა იცნობს. იმ დაპირებებს, რომელიც მან გასცა, პირუთვნელად შეასრულებს. არჩევნების დასრულებამდე ორ საათზე მეტი დარჩა დამე მინდა მოვუწოდო ზუგდიდელ ამომრჩეველს, ვინც არ მისულა, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ზუგდიდში მერობის ჩვენს კანდიდატს, გეგა შენგელიას. ვფიქრობ, რომ ზუგდიდი სწორედ ასეთ არჩევანს გააკეთებს, კეთილდღეობის სასარგებლოდ და არა დესტაბილიზაციის, არეულობისა და ადუღების სასარგებლოდ“, _ განაცხადა ძიძიგურმა.   ... ...
  • Presa.ge-ს დირექტორი გაათავისუფლესსააგენტო Presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე თავისუფალია. მან ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. შეგახსენებთ რომ კაpანაძე სამართალდამცველებმა პოლიციისთვის წინააღნდეგობიs და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, დაახლოებით, 2 საათის წინ დააკავეს. კაპანაძე და 1ტვ.გე-ს ჟურნალისტი პოლიციის მანქანას იღებდნენ და სამართალდამცავებისგან ცდილობდნენ მიეღოთ ინფორმაცია, რა აღჭურვილობა ჰქონდათ მანქანაში. მათი თქმით, პოლიციელები ხელკეტებით და ცრემლსადენი გაზით იყვნენ აღჭურვილები და სწორედ ამის გადაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც კაპანაძე ... ...
  • ოზურგეთში 17:00 საათისთვის 1902 ამომრჩეველი მივიდასაარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის დასრულებამდე 2 საათზე მეტი რჩება. ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით , ოზურგეთის საარჩევნო უბნებზე 1902 ამომრჩეველმა გააკეთა თავისი არჩევანი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ანასეულის უბანზე ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...