„ჩვენზე უკვე მოახდინა გავლენა მესამე პირმა“ _ ეკა ნინიძის სასამართლო პროცესი გადაიდო

პოლიტიკა

„ჩვენზე უკვე მოახდინა გავლენა მესამე პირმა“ _ ეკა ნინიძის სასამართლო პროცესი გადაიდო

2018 აპრ 20 20:04:33

დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასამართლოში ჩანიშნული  კიდევ ერთი პროცესი გადაიდო. მოსარჩელე ეკა ნინიძე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა, სამსახურში აღდგენას ან ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანას ითხოვს.

მოსამართლე მარინა კიკნაძეს  მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურისტმა, მიხეილ შილაკაძემ, რომელიც მოპასუხე მხარეს წარმოადგენს. მან განმარტა, რომ ქალაქ  ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრს ეკა ნინიძე ხელმძღვანელობდა, მუნიციპალიტეტისას კი _ ავთანდილ მექვაბიშვილი. ორივე გათავისუფლებული პირი ითხოვს აღნიშნულ თანამდებობაზე აღდგენას. თუმცა, მუნიციპალიტეტების შერწყმის შემდეგ, ერთი სკოლამდელი აღზრდის ცენტრი არსებობს.

_ ეს არის ორი ერთნაირი საქმე და ამიტომ გვაქვს შუამდგომლობა,  გავაერთიანოთ. ისინი ერთსა და იმავე თანამდებობაზე ითხოვენ აღდგენას, _  თქვა შილაკაძემ.

აქვე შევნიშნავთ, რომ ავთანდილ მექვაბიშვილის სასამართლო პროცესი  23 აპრილისთვის არის გადადებული.

მოსამართლემ  განმარტა, რომ ეს მხოლოდ ზეპირი მოთხოვნაა და სასამართლოს სჭირდება დოკუმენტი.  შილაკაძემ თქვა, რომ შემდეგ  სხდომაზე მტკიცებულებას   წარმოადგენდა.

შილაკაძემ ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ერთი შუამდგომლობა აქვთ.

_მოსარჩელე ითხოვს დირექტორის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას.  სკოლამდელი აღზრდის ცენტრში დირექტორიც და მოადგილეც დანიშნულია. ამიტომ ვითხოვთ სასამართლო პროცესში მესამე პირის ჩართვას. მაკა ჭყონია და მისი მოადგილე თამარ ქავზარაშვილი მესამე პირებად უნდა იყვნენ ჩართული, _ განაცხადა მან.

 ეკა ნინიძის ადვოკატმა გია ხუროშვილმა  განმარტა, რომ  მათ არ აქვთ პრეტენზია არავის დანიშვნაზე და არ მიიჩნევენ საჭიროდ მესამე პირის ჩართვას.

ლაშა თავაძის თქმით, ეკა ნინიძე რომ დაინიშნოს, ეს გავლენას მოახდენს მათზე, ვინც დღეს უკვე დანიშნულია.

მოსარჩელე ეკა ნინიძემ განაცხადა, რომ მასზე და ავთანდილ მექვბიშვილზე უკვე მოახდინა გავლენა მესამე პირმა.

_ ჩვენზე,  ჩემზე და ავთანდილ მექვაბიშვილზე,  უკვე მოახდინა მესამე პირმა გავლენა.  სამსახურიდან უკანონოდ გაგვათავისუფლეს, სხვა დანიშნეს და ახლა ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ გავლენა მასზე? არსად მიწერია სარჩელში, რომ მე ვითხოვ მოადგილის თანამდებობას,  გათვისუფლებული ვარ უკანონოდ და ვითხოვ სამსახურში აღდგენას, _ თქვა მან.

მიშა შილაკაძის განმარტებით,   ტოლფასი თანამდებობა უნდა იყოს შესატყვისი წინა თანამდებობასთან ან დაკმაყოფილების შემთხვევაში, უნდა დაკმაყოფილდეს იმავე თანამდებობაზე...

_რომელ ტოლფას თანამდებობას ითხოვთ? _მიმართა შილაკაძემ მოსარჩელეს.

გია ხუროშვილმა კი ასეთი პასუხი გასცა:

_ ვიღაც რომ დანიშნულია იქ, არ ნიშნავს იმას, რომ ეკა ნინიძე არ უნდა იქნეს აღდგენილი.

მოსამართლე მარინა კიკნაძე დაეთანხმა პროცესის გადადებას, რომელიც 23 აპრილს, ორშაბათს, დღის 1 სათისთვის ჩაინიშნა  და განმარტა, რომ მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს, როგორც მექვაბიშვილის და ნინიძის პროცესის გაერთიანებაზე, ისე მესამე პირის ჩართვაზე.

აღსანიშნავია, რომ ავთანდილ მექვაბიშვილის სასამართლო პროცესზე, მოსამართლე ციცინო როხვაძემ განაცხადა, რომ  მესამე პირის ჩართვა არაფერს შეცვლიდა და მას, შესაძლოა, შეეხოს შედეგი, რომელიც სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი არ არის.




 ახალი ამბები
  • რუსთაველის გამზირი გადაიკეტებადედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო.   თბილისის მერიის ცნობით, ამ სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ... ...
  • H1N1 ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი _ ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალაქუთაისში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ღორის გრიპით გარდაცვალების მე-19 დადასტურებული ... ...
  • თოფის გასუფთავების დროს მამაკაცი დაიღუპამარნეულში მამაკაცი,  თოფის გასუფთავების დროს დაიღუპა. როგორც ცნობილია, ის სანადირო თოფს ასუფთავებდა, რა დროსაც, ტყვია გავარდა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას ... ...
  • "არ მიეცეს მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას" - მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს მიმართავენუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "გურია ნიუსი" მოსამართლეობის კანდიტატების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  "საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს  წარედგინა ჩვენი კანდიდატურები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით (ადრე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტიც იმავე წესით ახდენდა მოსამართლეების წარდგენას მრავალი წლის განმავლობაში) და კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 10 კანდიდატი, რომელთაგან უმრავლესობა სასამართლო სისტემაში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.  აღნიშნულ საკითხს შედეგად მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში  ადგილი ჰქონდა  წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ  მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები. ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცალსახად იმოქმედა თავისი მანდატის ფარგლებში და ზედმიწევნით იხელმძღვანელა ამჟამად არსებული კანონმდებლობით, ჩვენ არ გვსურს  გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი  მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს. ამავე დროს, მხედველობაში ვიღებთ იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას. მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე", - აღნიშნულია ... ...
  • საქართველოს საკონსულო იტალიაში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებსიტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც იტალიაში გამგზავრებას აპირებენ. საკონსულო ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქეებმა, იტალიაში გამგზავრებისას ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი უნდა იქონიონ. “მოგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში, არაერთხელ დაფიქსირდა იტალიის ტერიტორიაზე იმ საქართველოს მოქალაქეების არ შემოშვების ფაქტი, რომლებსაც სასაზღვრო შემოწმებისას წესრიგში არ ქონდათ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. იტალიაში საქართველოს საკონსულოს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის იტალიის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით. შევახსენებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს იტალიის რესპუბლიკაში მოგზაურობას, იქონიოს ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი", _ ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...