დავით სერგეენკო: ნამდვილად მჯერა, რომ ქალბატონი სალომე იქნება საუკეთესო პრეზიდენტი (R)

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: ნამდვილად მჯერა, რომ ქალბატონი სალომე იქნება საუკეთესო პრეზიდენტი (R)

2018 ოქტ 8 13:51:25

 "მე, მჯერა, ნამდვილად მჯერა, რომ ქალბატონი სალომე იქნება საუკეთესო პრეზიდენტი და მინდა ვუსურვო მას წარმატებები", _ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სიღნაღში, ამომრჩეველტან შეხვედრისას.

"მართალი გითხრათ, ჩემი ჩამოსვლის მიზანი არის ის, რომ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი უდიდესი პატივისცემა თითოეულ თქვენთაგანს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ის, რომ არცერთი თქვენთაგანის ტკივილი თუ გაჭირვება არ რჩება ჩვენს გვერდით, ასე არ ხდება, შეიძლება ყველაფერს ერთბაშად ვერ ვერევით, მაგრამ, დამერწმუნეთ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც ტკივა და ეს ტკივილი ჩვენთვის სულერთია და არაფერს არ ვაკეთებთ ამის გამოსასწორებლად.

რაც შეეხება შეხვედრის მთავარ მიზანს, მომავალ არჩევნებს, 28-ში საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი. მე, მჯერა და თითოეულ თვენთაგანს გაქვთ ისეთი გამოცდილება, რომელიც უტყუარ არჩევანს გაგაკეთებინებთ. მე, არაფერს არ გთხოვთ. ერთადერთი, ალბათ ყველას ვთხოვ, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს თავისი არჩევანი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თქვენ არ შეგეშლებათ სწორად გაიგოთ ვინ რისთვის ცდილობს გახდეს საქართველოს პრეზიდენტი.

ვის აქვს ღვარძლი, ძველი რაღაც მოუნელებელი, რევანშის სურვილი და ვის რეალურად უნდა თავის ქვეყნისთვის რაღაც გააკეთოს. მე, მჯერა, გულწრფელად მჯერა ამას რომ ვამბობ თითეულ თვენთაგანს, არჩევანის გაკეთება არ შეგეშლებათ.

მე, მინდა ვთქვა მოკლე ისტორია, სულ რამოდენიმე თვის წინ ასე მოხდა, რომ პირველად მომიწია ლევილში ყოფნა, ლევილის მამულში და ლევილის სასაფლაოზე, საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელი არაჩვეულებრივად გვიხsნიდა იმ ისტორიას, იცოდა თითოეული ადამიანის ბედი, თითოეული ადამიანის განვლილი ცხოვრება, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, იქ მუშაობდნენ და შემდგომში განისვენებენ ლევილის სასაფლაოზე და გულწრფელად გეუბნებით, რომ მაინცდამაინც დიდად, როგორ გითხრათ, ემოციური არ ვარ, მაგრამ იქ ძალიან დავიტვირთე ამ ემოციით რომ ვუყურებდი იმ ადამიანების საფლავებს, რომლებმაც დატოვეს საქართველო და მთელი ცხოვრება ოცნებობდნენ და იღვწოდნენ იმისათვის, რომ საქართველო კვლავ დამოუკიდებელი გამხდარიყო და მათ შეძლებოდათ საქართველოში, დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნება.

სამწუხაროდ, იმ ადამიანებმა, ვინც იქ განისვენებენ, ამის გაკეთება ვერ შესძლეს, მაგრამ მე, მართალი გითხრათ, ემოციურად ძალიან მიხარია, რომ ქალბატონმა სალომემ, რომელიც შთამომავალი არის იმ დიდებული ადამიანების, შეძლო არამარტო ჩამოსულიყო დამოუკიდებელ საქართველოში, არამედ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაეკეთებინა თავისი ქვეყნისთვის და არცერთი ნაბიჯი, არცერთი კომპრომის არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ებრძოლა უსამართლობისთვის და ებრძოლა თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის.

მე, მჯერა, ნამდვილად მჯერა, რომ ქალბატონი სალომე იქნება საუკეთესო პრეზიდენტი და მინდა ვუსურვო მას წარმატებები", _ მიმართა დავით სერგეენკომ ამომრჩეველს.




 ახალი ამბები
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • 27 მაისს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება (R)27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება. ... ...
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...