დავით უსუფაშვილი "ივლიტას ბიბლიოთეკაში" შეხვედრას მართავს

პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი "ივლიტას ბიბლიოთეკაში" შეხვედრას მართავს

2018 ივნ 13 15:48:48

ამ წუთებში, ივლიტას ბიბლიოთეკაში, "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი შეხვედრას მართავს.

შეხვედრა 13 ივნისს დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივისცემით დაიწყო: "სიმბოლურია, რომ ვიმყოფებით ბიბლიოთეკაში, რომელიც 13 ივნისს, ტრაგიკულად დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობისაა", _ აღნიშნა უსუფაშვილმა.

"შენების მოძრაობის" ლიდერის თქმით, ჩოხატაურში მისი სტუმრობა შემთხვევითი არაა და იგი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს უკავშირდება. უსუფაშვილმა შეხვედრაზე მყოფ ადამიანებს ის გურულები შეახსენა, რომლებსაც დამოუკიდებლობის აღდგენაში დიდი წვლილი აქვთ, ერთ-ერთი ასეთი კი საქართველოს პირველი პარლამენტის წევრი სილიბისტრო ჯიბლაძეა, რომელიც სოფელ შუა ამაღლებაში ცხოვრობდა.

_ აქ მოსვლამდე შუა ამაღლებაში ვიყავი. შევხვდი სკოლის დირექტორს, საკრებულოს დეპუტატს და შევთანხმდით, რომ სკოლაში სილიბისტრო ჯიბლაძის კუთხე მოეწყობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია _ ჩვენ უნდა ვიცნობდეთ და ვიცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში, _ აღნიშნა უსუფაშვილმა.




 ახალი ამბები
  • სალომე სამადაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებსფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს.  „მწვავე საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა არ გვეძლევა. ამიტომ, ვტოვებ კომიტეტს და მივმართავ ბიუროს. იმედია, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში მექნება საუბრის შესაძლებლობა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე და დარბაზიდან ... ...
  • დაპირისპირება იურიდიული კომიტეტის სხდომაზეპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღეს ხმაურის ფონზე წარიმართა. "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი დაიბარა საკანონმდებლო ორგანოში, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ შესაბამის პროცედურებზე მიუთითა, თუმცა ამას პოლიტიკური განცხადებები და შელაპარაკება მოჰყვა. ოპოზიციამ კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც გაირკვა, ოპოზიციონერმა სალომე სამადაშვილმა კომიტეტი საერთოდ დატოვა. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ თქვა, სალომე სამადაშვილს მის კომიტეტში შეუძლია გადასვლა, რადგან ნაციონალურ მოძრაობას კომიტეტში დარჩენილი კვოტა ასათვისებელი ... ...
  • „გრიგოლ ვაშაძე არ არის ქუჩის პოლიტიკოსი, ქუჩაში ის გამარგინალდება”_დავით ბერძენიშვილი „გრიგოლ ვაშაძის მიმართ ერთგვარი იმედგაცრუების პროცესი მიმდინარეობს, რომლის სათავეში მიხეილ სააკაშვილი დგას. ვაშაძე ყოფილ პრეზიდენტს, სააკაშვილს სათანადოდ ვერ ეწინააღმდეგება და შესაბამის დარტყმებსაც იღებს. გრიგოლ ვაშაძე ქუჩის პოლიტიკოსი არ არის, ქუჩაში ის გამარგინალდება, რაც თავად მშვენივრად იცის“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა. ბერძენიშვილი გაერთიანებულ ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის როლზე საუბრობს. „მიხეილ სააკაშვილის, რომელსაც ლიდერობის ნაცვლად, ბელადობა შეუძლია, ომის ირგვლივ პოზიციის გაერთიანების ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვის არის განწირული. ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილი მტრის ხატად  მესამედ გამოიყვანა, ესე იგი, ანტიმიშა კარგად მუშაობს.   2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალა, თუ ოპოზიცია გაერთიანდება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის როლი, პრაქტიკულად, არ იქნება. დღეს მიმდინარეობს იმ 800 ათასამდე ხმების განიავების პროცესი, რომლებიც არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ დაფიქსირდა, რომლის  მთავარი შემოქმედი აკვიატებული პოზიციების მქონე ადამიანი მიხეილ სააკაშვილია“, _ განაცხადა ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძეს ქუჩაში დგომის გამოცილება არ აქვს. „ვაშაძე ქუჩაში ძლიერი არ არის. ის ძლიერი იყო სატელევიზიო დებატებში, პროგრამების წარდგენაში, მაგრამ საკმაოდ ბევრი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა. რა უნდოდა  მარტო რომ დადგა თელავში, მაშინ, როცა მისიანები თელავის მისადგომებთან იდგნენ?! აქცია ჩაატარა თუ?! მას არა აქვს გამოცდილება, რადგან ქუჩა და ვაშაძე თავსებადი კატეგორიები ნამდვილად არ არის. მიხეილ სააკაშვილი ერთგვარი მარცხის ფორმულაა. სწორედაც, რომ გრიგოლ ვაშაძის ქუჩაში გაყვანა სააკაშვილის უპასუხისმგებლო ქმედების შედეგია “, _ გვითხრა ბერძენიშვილმა.   კითხვაზე _ რამდენად მოსალოდნელია პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დაიშალოს ?_ ბერძენიშვილი გვპასუხობს, რომ აღნიშნული ფორმატით პოლიტიკური პარტიები უახლოეს მომავალში  სრულფასოვნად ვეღარ იფუნქციონირებენ. „ვფიქრობ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი სრულფასოვნად ვეღარ შენარჩუნდება. გაერთიანებაში შიდა დუღილის პროცესები აუცილებლად დაიწყება, განსაკუთრებით კი “ნაციონალურ მოძრაობაში“, _ აღნიშნა ... ...
  • ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდათბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. ზაზა ბაქრაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. ზაზა ბაქრაძეს სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი 4 წლის და 6 თვის წლის ვადით განესაზღვრა, ასევე ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. გურამ დონაძე, დავით იაშვილი და ზურაბ მიქაძე დარბაზშივე დააკავეს სასამართლოს მანდატურებმა.  საქმეზე ხუთი ბრალდებული: გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა, დავით იაშვილი და ზაზა ბაქრაძე. მათგან ბრალს მხოლოდ ერთი ზაზა ბაქრაძე აღიარებს. ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი დამონტაჟებულია და მასზე 36 წყვეტა ფიქსირდება, რაც ბრალდების პოზიციას ამყარებს. ვიდეოკადრების გაყალბების ერთ-ერთ სავარაუდო ავტორად გურამ ... ...
  • შსს-მ მედია საშუალებებში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყოშინაგან საქმეთა სამინისტრომ მედია საშუალებებში გავრცელებული  ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. კადრებში ასახულია 16 დეკემბერს, კახეთში უცნობი პირი დაუდგენელ ნივთიერებას როგორ ასხურებს საპროტესტო კოლონის ერთ-ერთ მანქანაში.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანენას გულისხმობს.ჩატარდება ვიდეომასალაში დაფიქსირებული  პირის დადგენისთვის საჭირო საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნებიან დაზარალებულები და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი ... ...

არქივი

ზაფრანი

“ყვითელი პრესის“ სათავეებთან

დღეს ყველამ იცის, რომ ტერმინი:...

მონტე-კრისტოს მისტიკა

ალექსანდრე დიუმა სანამ ახალ რომანზე...

იან ფლემინგის “ოქროს თვალი“

როდესაც ”აგენტ 007”-ის წიგნის ავტორი,...

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...