"აუ, ხო დეიღუპა საქმე და დარჩა რეორგანიზაცია გაუტარებელი!"

პოლიტიკა

"აუ, ხო დეიღუპა საქმე და დარჩა რეორგანიზაცია გაუტარებელი!"

2019 დეკ 4 13:40:33

29 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი განიხილეს.

ყველაზე მეტი ინტერესი, როგორც მოსალოდნელი იყო, მერიის მიერ წარმოდგენილმა საკითხმა _ "მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" დადგენილებამ გამოიწვია, რის ირგვლივაც, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ ისაუბრა:

_ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი იღებს. შესაბამისად, ჩვენი მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. ეს არის, ძირითადად, ორი მიმართულებით _ პირველი, სოციალურ საკითხთა სამსახურის შერწყმა განთლების და კულტურის სამსახურთან და აღნიშნული შერწყმის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნას ზედამხედველობის სამსახური. ასევე, მეორე მიმართულება რეორგანიზაციისა არის ის, რომ მოქმედი საშტატო თანამდებობები, რომელშიც დასაქმებული არიან პროფესიული საჯარო მოხელეები, თავისი კომპეტენციის და უნარ-ჩვევების და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, გადაყვანილი იქნან ისეთ სამსახურში, სადაც ამ ადამიანთა გამოცდილებას და კომპეტენციას, უფრო გამოიყენებს მუნიციპალიტეტი, _ თქვა თავაძემ.

მან ხაზგასმით გამოყო რეორგანიზაციის, როგორც თავად უწოდა, "მთავარი არსი" _ წარმოდგენილი პროექტით არ ხდება თანამდებობრივი სარგოს შეცვლა, არ ხდება შტატების შემცირება, ასევე, არ ხდება რანგის შესაბამისი კატეგორიის ცვლილება.

ლაშა თავაძემ გაიხსენა ბიუროს სხდომებზე დეპუტატ ლავრენტი ბიგვავას მიერ მითითებული შენიშვნების თაობაზე, რომ მერიის მხრიდან უფრო არგუმენტირებულად ყოფილიყო მითითებული რეორგანიზაციის აუცილებლობის შესახებ:

_ მინდა, ვთქვა, რომ რეორგანიზაციის შედეგად, ძალიან სწრაფად და ეფექტურად გახორციელდება ზედამხედველობითი სამსახურის მიერ შესასრულებელი სამუშაოების პროცესი. მოქმედ სამსახურებთან შედარებით, ოპერატიულად გახორციელდება ზედამხდველობითი სამუშაოები. იურიდიული სამსახურის ცალკე ერთეულად ჩამოყალიბება, უმჯობესი იქნება მოქალაქეთა დახმარება და საქმეების სამართლებრივად უზრუნველყოფის თანამედროვე დონეზე გახორციელება, _ უთხრა თავაძემ დეპუტატებს.

მან, ასევე, ითხოვა, კითხვებით მიემართათ მისთვის.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე დაეთანხმა და აღნიშნა, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმი ჯობდა.

 რეორგანიზაციის საკითხის ირგვლივ, ამჯერად "ნაციონალმა" დეპუტატმა, დავით მჟავანაძემ წამოიწყო პოლემიკა:

_ თქვენი საუბრით რაც გავიგე, ყველა სამსახურს აძლიერებთ, ერთის გარდა. რა კვლევა ჩაატარეთ ასეთი, რომ სოციალურ სამსახურს აუქმებთ და კულტურას უერთებთ? ერთს ხომ არ აძლიერებთ ამით და მეორეს ასუსტებთ? რამ განაპირობა ამ სამსახურის სხვა სამსახურთან მიერთება? სოციალური სამსახური ერთ-ერთი ყველაზე რთული სქემაა, სადაც მოქალაქეები ყველაზე მეტად მიდიან და ითხოვენ დახმარებას, _ თქვა მჟავანაძემ.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ მართალია, ამ ხნის განმავლობაში სოციალურ სამსახურს არ ჰყავდა უფროსი, თუმცა, ამით ხელი არაფერზე შეშლიათ, და პირიქით, უკმაყოფილო ან უპასუხოდ არავინ დაუტოვებიათ.

_ ეს იმის ხარჯზე, რომ სულ, რასაც ჰქვია, "საგიჟეთი" გაქვთ? თქვენზე გადადის ეს ყველაფერი. პირადად თქვენ მინდა, კომპლიმენტი გითხრათ, რადგან არავის ტოვებთ უყურადღებოდ. მაგრამ, თქვენი მთლიანად ამაზე გადართვით, რასაც "საგიჟეთი" ჰქვია, სხვა საქმე ხომ არ ფუჭდება? _ კვლავ ჩაეძია მჟავანაძე.

_ აუ, რაღა უჭირს ახლა სირაძეს, რაკი შენ კომპლიმენტი სტყორცნე, _ ჩაილაპარაკეს "ოცნების" დეპუტატებმა.

ირაკლი სირაძემ განმარტა, რომ მჟავანაძე რასაც "საგიჟეთს" ეძახის, ეს არის ხალხისთვის ღიაობის პრინციპით შეხვედრა.

_ კომპლიმენტისთვის მადლობას გიხდით, თუმცა, არჩევნებზე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ საშვთა სისტემა გაუქმდებოდა და ხალხი თავისუფლად შემოვიდოდა მერიაში საკუთარ პრობლემებზე სასაუბროდ. ამით ჩვენ არ ვწუხდებით, _ თქვა სირაძემ.

_ ჩვენი ფრაქცია მხარს მაინც არ დაუჭერს ამ ცვლილებას, _ თქვა მჟავანაძემ.

"ოცნების" დეპუტატებმა ისევ ჩაილაპარაკეს: "აუ, ხო დეიღუპა საქმე და დარჩა რეორგანიზაცია გაუტარებელი".

დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ მადლობა გადაუხადა და შეაქო კიდეც თავაძე, საკითხის კარგად გამოტანისთვის.

_ თუ ასე შეგეძლო წარმოჩენა, ბიუროზე რატომ მაიძულეთ შენიშვნა მომეცა? მადლობა, ბატონო ლაშა! წარმოდგენილი პროექტით ბევრად უფრო დახვეწილად გამოიყურება ინფორმაციული მასალა და ახსნა-განმარტებები, რაც იყო გუშინ. თქვენ კარგად გაეცით პასუხი იმ კითხვებს, რაც რეორგანიზაციის თანდართულ პროცესებს უნდა ახლდეს, _ უთხრა მან თავაძეს.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს მერიისა და 7 სტრუქტურული ერთეულის დებულება, საკრებულოს იურიდიული კომისიის შენიშვნების გათვალისწინებით.




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...