დეპუტატი სამსახურის უფროსს მის მიმართ გახორციელებულ სიტყვიერ შანტაჟში ადანაშაულებს

პოლიტიკა

დეპუტატი სამსახურის უფროსს მის მიმართ გახორციელებულ სიტყვიერ შანტაჟში ადანაშაულებს

2019 მარ 28 19:13:17

ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ლელა ჩახვაძე კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს დავით წულაძეს სიტყვიერ ტერორში სდებს ბრალს და მას სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ უპატივცემულობაში ადანაშაულებს.

„სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისთვის მთელი ცხოვრება ვიბრძოდი. რას ვიტყვი, ეს ჩემი გადასაწყვეტია. არ იქნება საწყენი თუ  გამაკრიტიკებთ  და საპირისპირო აზრს გამოთქვამთ, მაგრამ ის, რაც ხდება, დაუშვებელია. ერთი წელია ჩვენი ფრაქცია ითხოვს წერილებზე პასუხს, 10 ა(ა)იპ-დან, რვამ ოპტიმალურ დროში მოგვაწოდა ინფორმაცია, ორიდან კი აქამდე პასუხი არ მიგვიღია. ერთ-ერთი აქედან „კეთილმოწყობის სამსახურია“, რომლის უფროსი მირეკავდა და მეუბნებოდა _ შენ ვინ გეკითხება, რა გინდა, რა შენი საქმეაო. ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებსაც ეუბნებოდა ჩემს საწინააღმდეგოდ რაღაცებს. ვინმეს დასაჭერად კი არ ვითხოვ ინფორმაციებს სამსახურებიდან, არამედ მინდა, რომ ჯანდაცვის ცენტრში მოადგილეს იმდენივე ჰქონდეს ხელფასი, რამდენიც ტურიზმის ცენტრში აქვს.  როგორც ჩანს, ზოგიერთი სამსახურის უფროსი ფსიქოლოგიურად ვერაა მზად ხელმძღვანელობისთვის და სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ სრულ უპატივცემულობას იჩენს.

 ეჭვი მიჩნდება, რომ ის სამსახურები, რომლებიც არ პასუხობენ ჩვენს წერილებს და არ  გვაწვდიან ინფორმაციას, გარკვეული ფინანსური გარღვევები გააჩნიათ. ჩემს თანაფრაქციელებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ ვაპირებ მივმართო სახალხო დამცველს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, მივმართო  სასამართლოს და მოვითხოვო რომ „კეთილმოწყობის სამსახურში“ ფინანსური პოლიცია შევიდეს. ეს ნამდვილად არაა ჩემი ახირება, თავად ამ სამსახურის უფროსი მხდის იძულებულს მივიღო მსგავსი გადაწყვეტილება. თქვენ ხართ, ბატონო მერო, ა(ა)ი პ-ბზე პასუხისმგებელი და ამიტომაც მოგმართავთ”, _ აღნიშნა ლელა ჩახვაძემ  საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას. იქვე იმასაც გაუსვა ხაზი, რომ  მის მიერ მერიიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რომელიც პრემიალური ანაზღაურების გაცემის საკითხს ეხებოდა, პასუხი, ჯერჯერობით, არ მიუღია.

დეპუტატის მხრიდან ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს საკრებულოს სხდომაზე მყოფმა მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა უპასუხა და აღუთქვა, რომ საქმეს აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი მსვლელობა.

„ის, რაც თქვენ თქვით, რომ სამსახურის უფროსი გირეკავთ და გაშანტაჟებთ, ეს დანაშაულია, რასაც აუცილებლად მოჰყვება სათანადო რეაგირება“, _ დასძინა მერმა.

ჩახვაძის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ კომენტარისთვის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელს დავით წულაძეს დაუკავშირდა. იგი დეპუტატის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს არ ადასტურებს.

„გარკვეული მიზეზების გამო, ნამდვილად გამომრჩა, მიმეწოდებინა ლელა ჩახვაძის ფრაქციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, თუმცა, მზად ვარ ნებისმიერ დროს მივიდე ფრაქციის სხდომაზე  და სამსახურის ანგარიში ჩავაბარო, არც პოზიციას და არც ოპოზიციას არ ვემალები.

რაც შეეხება ჩემი მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ ტერორსა და შანტაჟს, სრული აბსურდია. ადრე კი ვმეგობრობდით მე და ლელა, თუმცა, სამი წელია მასთან არანაირი სატელეფონო კავშირი არ მქონია, ერთხელაც არ დამირეკავს მისთვის“, _ ამბობს წულაძე.




 ახალი ამბები
  • დეპუტატი თინა ბოკუჩავა ზუგდიდის #9 საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანესრამდენიმე წუთის წინ ინცოდენტი მოხდა ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე. დეპუტატი თინა ბოკუჩავა საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. როგორც კომისიის წევრებმა განმარტეს, ამის მიზეზი ბოკუჩავას პირადობის მოწმობის არ ქონა გახდა. ბოკუჩავა ამბობს, რომ მას აქვს პარლამენტარის საშვი, რომელ #9 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, ირინე კარტოზიას თქმით, ბოკუჩავას ზედამხედველობის უფლება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვს და არა ... ...
  • გიორგი ვაშაძე: დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდშიძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან ზუგდიდში დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს _ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ რამდენიმე წუთის წინ განართულ ბრიფინგზე. ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ელოდება. „საარჩევნო უბნები დაიხურა, ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენი მონაცემებით, დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდში. ასევე, რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ველოდებით“, – განაცხადა ... ...
  • ოზურგეთში, შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა 45.5%_მა მიიღო მონაწილეობაოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის 60/01/03 ოლქში საკუთარი არჩევანი 2013 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩევლის 45.5 პროცენტია. ამ ოლქში სულ 5089 ამომრჩეველია რეგისტრირებული. თენიეშვილის თქმით, არჩევნებჯს პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა: _ პროცესი მშვიდად ჩატარდა. რაც შეეხება აქტივობას, საშუალო მაჩვენებელია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თენიეშვილმა. ამ დროისთვის ოზურგეთში ყველა უბანი დაკეტილია და ხმის დათვლის პროცედურა ... ...
  • ზუგდიდში საარჩევნო უბნების კურთხევა დაიწყესამ წუთებში, ზუგდიდში, სასულიერო პირები საარჩევნო უბნებში დადიან _ ისინი იქ ხატებით შედიან და უბნებს აკურთხებენ როგორც გავარკვიეთ, საარჩევნო უბნების კურთხევის ინიციატორი ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარი დეკანოზი ფრიდონია (ასათიანი). მამაომ უკვე აკურთხა რამდენიმე უბანი და როგორც მან მედიასთან განაცხადა, ხალხის კურთხევა მისი ვალია. აღსანიშნავია, რომ მამაოს უბანზე შესვლა კანონდარღვევაა, რადგან ის არაუფლებამოსილი პირია, თუმცა, მას არც ერთ საარჩევნო უბანზე პრობლემა არ შექმნია. უნდა ითქვას ისიც, რომ დამკვირვებლები, რომლებმაც ეს ფაქტი გააპროტესტეს, უბნებიდან გამოაძევეს კომისიის მუშაობაში ხელისშეშლის მოტივით. ფოტო: ... ...
  • ძიძიგური: "ვფიქრობ, ზუგდიდი არ გააკეთებს არჩევანს დესტაბილიზაციის სასარგებლოდ""ზუგდიდში არჩევნები ხასიათდება ძალიან მაღალი აქტივობით, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ უბნებთან გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი. ზუგდიდელი ამომრჩეველი ხმას აძლევდა თავისუფალ მშვიდ გარემოში და მათ შეძლეს საკუთარი არჩევნის გაკეთება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი", _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა. მისივე თქმით, “ის პროვოკაციები, რაც ხდება ზუგდიდში, არის ძალიან ნათელი მესიჯი ზუგდიდელი ამომრჩევლისთვის თუ, რატომ არ უნდა მისცეს ხმა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, რომელსაც მხოლოდ დესტაბილიზაცია, „ქალაქის ადუღება“,  „შეტევა“ აინტერესებს და არავითარ შემთხვევაში ზუგდიდის ინტერესები მისთვის არ არის წინა პლანზე წამოწეული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს ყველა დარღვევაზე და ვფიქრობ, რომ ვისაც შეტევების, ადუღების და არეულობის დაწყების სურვილები აქვს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე მათ მოუწევთ მკაცრად პასუხისგება. ჩვენი კანდიდატი არის ღირსეული და ზუგდიდისთვის მისაღები, ზუგდიდში დაბადებული, გაზრდილი, კვალიფიციური ადამიანი და ყველა იცნობს. იმ დაპირებებს, რომელიც მან გასცა, პირუთვნელად შეასრულებს. არჩევნების დასრულებამდე ორ საათზე მეტი დარჩა დამე მინდა მოვუწოდო ზუგდიდელ ამომრჩეველს, ვინც არ მისულა, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ზუგდიდში მერობის ჩვენს კანდიდატს, გეგა შენგელიას. ვფიქრობ, რომ ზუგდიდი სწორედ ასეთ არჩევანს გააკეთებს, კეთილდღეობის სასარგებლოდ და არა დესტაბილიზაციის, არეულობისა და ადუღების სასარგებლოდ“, _ განაცხადა ძიძიგურმა.   ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...