დიდი მობილიზაცია გურიაში და "ოცნების" თავმჯდომარე, რომელსაც პარტიისთვის "ახლა არ სცალია"

პოლიტიკა

დიდი მობილიზაცია გურიაში და "ოცნების" თავმჯდომარე, რომელსაც პარტიისთვის "ახლა არ სცალია"

2019 მაი 17 12:25:48

"ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი მობილიზაციაა. "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით ორივე პარტიის ათეულობით აქტივისტი ზუგდიდში უკვე გაემგზავრა.

ისინი, თავიანთი რჩეული პარტიების კანდიდატების დასახმარებლად წავიდნენ.

აქტივისტების ნაწილი ზუგდიდში გამგზავრებას ხვალ გეგმავს.

_ მე მივდივარ, როგორც დამკვირვებელი და არა როგორც აქტივისტი. "ქართული ოცნების" მიერ გაჟღერებული "პარაშა", რომ იქ რაღაცის გამო მივდივართ, არასწორია. მე და ჩემი პარტიის კიდევ ოთხი წევრი, მივდივართ კონკრეტული ფუნქციით _ კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობა უნდა გამოვიყენოთ საარჩევნო უბნებზე. ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ ვერ მიიტაცოს ჩვენი ხმები და ვერ გააყალბოს არჩევნები, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ კახა ასკურავამ.

ამავე პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე ამბობს, რომ ზუგდიდში ხმების დასაცავად მიდიან:

"ზუგდიდში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებთან ერთად ჩვენი პარტიის ის მხარდამჭერებიც მოდიან, რომლებმაც თავად გამოთქვეს სურვილი. მივდივართ ხმების დასაცავად. მივდივართ იმისთვის, რომ ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების გაყალბებას აპირებს, ამის საშუალებას არ მივცეთ. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში", _ აღნიშნავს მჟავანაძე.

მისივე ინფორმაციით, ყველას, რომლებიც ზუგდიდში მიდიან, სხვადასხვა ორგანიზაციის დამკვირვებლის სტატუსი და შესაბამისი დოკუმენტაცია აქვთ:

_ გამოცდილი, კვალიფიციური კადრები არიან. მათ კარგად იციან, როგორც არ უნდა მისცენ ხელისუფლებას გაყალბების საშუალება კანონის ფარგლებში, _ ამბობს მჟავანაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერის თქმით, ზუგდიდში საკუთარი ფინანსებით მიდიან:

_ მე რამდენჯერმე ვიყავი საკუთარი სახსრებით და ასეა სხვებიც. საკუთარ თავს თავად ვაფინანსებთ, _ აღნიშნავს მჟავანაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარის დიმა კორიფაძე, კოლეგების მსგავსად ამბობს, რომ ზუგდიდში ხმების დასაცავად მიდიან:

_ 8 ადამიანი მივდივართ ჩოხატაურიდან. მივდივართ ჩვენი სახსრებით ჩვენი პარტიის კანდიდატის ხმების დასაცავად, _ გვითხრა კორიფაძემ.

"ქართული ოცნების" ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე სარიშვილი, "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ მმართველი პარტიის ლანჩხუთელი აქტივისტები ზუგდიდში მიდიან:

_ მე არავის არ ვუშვებ. ახლა სად მცალია პარტიის საქმისთვის. სამსახურში ვარ და მუნიციპალიტეტის საქმეებით ვარ დაკავებული, _ გვითხრა სარიშვილმა.

ჩვენ შევეცადეთ მმართველი პარტიის ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის, მერაბ ჭანუყვაძის კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. პარტიი წევრებმა კი გვითხრეს, რომ მათგან ზუგდიდში არავინ მიდის:

_ ოზურგეთში, შუალედური არჩევნები და შესაბამისად წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელშიც პარტიის თითოეული წევრი და აქტივისტი აქტიურად მუშაობს ოზურგეთში, _ აღნიშნეს "ოცნების" ოზურგეთის ოფისში.

მმართველი პარტიის ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი კუჭავას თქმით, მუნიციპალიტეტი ზუგდიდში არავის აზგავნის:

"მუნიციპალიტეტი ზუგდიდში არავის აგზავნის და არც რაიმე ხარჯს ეწევა.... შეიძლება იმას გულისხმობთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათი ეგიდით გააჩნდეთ დამკვირვებლის სტატუსი...", _ ასეთი პასუხი მოგვწერა კუჭავამ კითხვაზე თუ რატომ უშვებდნენ ზუგდიდში აქტივისტებს და რა სახსრებით.

პარტიის თავმჯდომარესთან ჩვენ იმის დაზუსტება ვცადეთ, იყვნენ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები მათი აქტივისტები, თუმცა, კუჭავამ ამ კითხვას პასუხი არ გასცა. 




 ახალი ამბები
  • ნიკა მელია პარლამენტის სხდომათა დარბაზში მარტო იმყოფება (ფოტო)ამ წუთებში დაიწყო პარლამენტის  ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ უნდა იმსჯელონ. მელია პარლამენტის სხდომათა დაბაზში მარტო, თანაგუნდელების გარეშე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" სხდომა პროტესტის ნიშნად ... ...
  • "ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს" _ სალომე სამადაშვილისერგო რატიანის შემდეგ, პროტესტის ნიშნად ბიუროს სხდომა, სალომე სამადაშვილმა დატოვა. პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. სამადაშვილის თქმით, არანაირი საბაბი არ არსებობს მელიას დასაკავებლად. ,,მე როცა ვიდექი პარლამენტის თავჯდომარის სკამთან და გავრილოვს არ ვაძლებდი ასვლის უფლებას, ვამბობდი თუ დღეს გავრილოვს აქედან არ გააძევებდნენ, აქ მოვა ქართველი ხალხი და მას გააძევებს-მეთქი, ეს იყო თუ არა ძალადობრივი მოწოდება? ამის გამო აპირებს ვინმე ჩემს დაპატიმრებას? _ რა თქმა უნდა, არა. ასე რომ, ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს", _ განაცხადა სალომე სამადაშვილმა ... ...
  • "ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ რომან გოცირიძე"ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. ბიუროს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ნიკა მელია ამ წუთებში მივიდა პარლამენტის ... ...
  • "გააჩერეთ ეს ქალი, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო" - კოპალიანი ბოკუჩავაზე გააჩერეთ ეს ქალი, კაცო, კაცებო, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო... ქალები ქალებს დაემსგავსეთ, კიდე -  მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა კარლო კოპალიანმა, ნაციონალური მოძრაობის წევრს, თინა  ბოკუჩავას გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სადაც,  ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას განიხილავდნენ. კოპალიანი ენმ-ის დეპუტატის თინა ბოკუჩავას გამოსვლამ გააღიზიანა. ... ...
  • "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას" _ სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა დატოვასერგო რატიანმა ბიუროს სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს, პროტესტის ნიშნად დატოვა. "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც არის ჩემი პარლამენტის უმრავლესობა, _ ეს განცხადება სე. ამ ადამიანებს სურთ გადაფარონ თავისი ხელისუფლების დანაშაული. ის დანაშაული, რომ ერთი დღის განმავლობაში ვერ გადააყენეს საკუთარი პარლამენტის თავმჯდომარე, სურთ გადაფარონ და დაიჭირონ ერთი დეპუტატი, ერთი პარლამენტის წევრი. ეს არის მართლაც ისეთი უსუსურობა, ისეთი საცოდაობა, რომ ეს ჩვენთვის არის ძალიან სანარცხვინო. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო წუთი პარლამენტარიზმის ისტორიაში", _ განაცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ15 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს. გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...