დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: ტყუილსაც აქვს საზღვარი, რისი თქმა შეიძლება და რისი არა"

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: ტყუილსაც აქვს საზღვარი, რისი თქმა შეიძლება და რისი არა"

18 სექ. 2020, 17:12:54

„პარლამენტში ამ ოპოზიციის ხელში ძალიან ბევრი შეუსაბამო და უზრდელური გამოთქმა ისმის, მაგრამ  ზოგიერთებისგან წიხლი საწყენი ნამდვილად არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე. არა მგონია,  მათ ან კოვიდ პანდემია აინტერესებდეთ, ან ქვეყნის ეკონომიკა, ან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საზოგადოებაც ხედავს ამას ",  -განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც  დეპუტატები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას უსმენენ. 

მისი თქმით, დღეს მთელი მსოფლიო პანდემიის რეჟიმშია და უკლებლივ ყველა ქვეყანას აქვს ეკონომიკური ვარდნა. 

„ვფიქრობ, ოპოზიციის წარმომადგენლები მთელ მსოფლიოსაც უგუნურებაში ადანაშაულებენ, თითქოს მთელი მსოფლიოსგან განსხვავებით, მხოლოდ ისინი არიან ჭკვიანები. მგონი, იშვიათ დაავადებასთან გვაქვს საქმე. კოვიდ 19-თან დაკავშირებით საქართველოს გამორჩეული შედეგის ერთ-ერთი განმსაზღველი არის ის, რომ ჩვენ საკარანტინო სიტუაცია ავამოქმედეთ. დადასტურებულ შემთხვევათა შორის 20%   დადგენილია სწორედ საკარანტინო სივრცეებში. ანუ წარმოიდგინეთ, ისინი რომ გარეთ, სოციუმში გამოსულიყვნენ, რამდენად დიდი იქნებოდა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი!  კითხვა, თუ ახლა რატომ არ ვკეტავთ, როცა ინფიცირების უფრო მაღალი მაჩვენებელი გვაქს, შეიძლება მსმენელმა ლოგიკურად აღიქვას, მაგრამ შინაარსობრივად აბსოლუტურად მიუღებელია საკითხის ასე დასმა. საწყის ეტაპზე საფრთხეები იყო მეტი,  ვირუსის აგრესიულობის ხარისხი იყო უფრო მაღალი, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც იყო 7%. ზოგიერთ ქვეყანაში 15%-მდეც კი ადიოდა და თავიდან ინფორმაცია შესაძლო გართულებების თაობაზე  არ ჰქონდათ არც ეპიდემიოლოგებს, არც ჯანდაცვის სხვა სპეციალისტებს მთელ მსოფლიოში. ამიტომ რისკები იყო უფრო მაღალი და ჩვენ იმ პერიოდში ნაკლებად ვიცოდით, როდის როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ამიტომ თავიდან მივიღეთ გადაწყვეტილება და დაბალი ინფიცირების შემთხვევაშიც კი შემოვიღეთ უფრო მკაცრი რეგულაციები და სრულიად გონივრილად ჩავკეტეთ იქ, სადაც ჩასაკეტი იყო. ჩვენ ასევე მოვიგეთ დრო, რომელიც ასეთ დროს ძალიან ძვირფასია. ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყნებში, სადაც  ჯანდაცვის სექტორი გაცილებით მძლავრი იყო , ვიდრე საქართველოს ჯანდაცვა და უფრო მეტი გამოცდილება და ფინანსური რესურსი ჰქონდათ, შეიქმნა უმძიმესი მდგომარეობა. ექიმებს უწევდათ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, გართულებული პაციენტებიდან ვინ დაეერთებინათ აპარატზე და ვინ არა.

 ჩვენ დღეს მზად ვართ. თუ მანამდე 5 კლინიკა იყო ჩართული კოვიდთან ბრძოლაში, დღეს უკვე 2 ათეულზე მეტი კლინიკაა ჩართული, და კლინიკების 80% სრულ მზადყოფნაშია, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს პაციენტები. ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გვისაყვედურა, რომ კერძო სექტორია ჩართული და ვავალდებულებთ მიიღონ ამ სისტემაში მონაწილეობა. სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო კლინიკების უმეტესი ნაწილი გასხვისებული და სწორედ ამიტომ გვაქვს ეს მოცემულობა და ამ მოცემულობაში მოვხვდით, მაგრამ მთავარი მიზნით, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა. 

ტყუილსაც აქვს საზღვარი, რისი თქმა  შეიძლება და რისი არა. მათ ტყულით დაიწყეს და ტყუილით ასრულებენ. ნაციონალური მოძრაობის ფსიქოემოციური აშლილობის ტოლფასი   ნერვიულობა განპირობებულია იმით, რომ მათი დრო იწურება. ტყუილია ის, რომ ქვეყანაში სიცოხლის ხანგრძლიობა შემცირდა. კი, მათი პოლიტიკური სიცოცხლის ხანგრძლიობა შემცირდა და 1 თვეს და რამდენიმე დღეს ითვლის, მაგრამ ქვეყანაში ადამიანების სიცოხლის ხანგრძლიობა არის გაზრდილი, არათუ 15 წლით შემცირებული. ეს არის ტყული, რომელსაც არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია. 

შემდეგი ტყუილია ის, რომ ქვეყანაში შიმშილით იღუპებიან ბავშვები და 60-70% სიღარიბის ზღვარს ქვევითაა. რა თქმა უნდა, სოციალური ფონი არის ის, რაც არის და ეს სოციალური გაჭირვება არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, მაგრამ 2012 წელთან შედარებით, სიღარიბე არის შემცირებული. ბატონი რომან გოცირიძე 2015 წელს ადარებს სიღარიბის მაჩვენებელს დღევანდელს და არა 2012 წელს, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, სიღარიბე დღესაც პრობლემაა, მარამ სიღარიბის და შიმშილის გამო დღეს ქვეყანაში არცერთი ბავშვი არ იღუპება. არასრულფასოვან კვებასთან ჩვენც გვაქვს საქმე ისევე , როგორც მსოფლიოს - მოქალაქეების 55% არასრულფასოვნად იკვებება, მაგრამ  სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში ბავშვები შიმშილით არ იღუებიან. 

მორიგი გაუგონარი ტყუილი, რომ ჯანდაცვის სერვისები დღეს ხელმიუწვდომელია ჩვენს ქვეყანაში. როცა ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არსებობს და  გვახსოვს დრო, როცა ადამიანები ქუჩაში უფულობის გამო იღუპებოდნენ. დღეს ეს ასე არ ხდება. დღეის მონაცემებით, 8 მლნ სამედიცინო შემთხვევაა დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან და  საერთო დანახარჯი 7 მლრდ ლარამდეა. ეს ის თანხებია, რისთვისაც მოქალაქეები საკუთარი ქონებით მიადგებოდნენ ხოლმე ბანკებს ჯანმრთელობის პრობლემების გამო და შემდეგ ძალიან ხშირად ქუჩაში რჩებოდნენ. 

ჩვენ ვდგავართ მასშტაბური გამოწვევის წინაშე, რომელიც მსოფლიოშია შეფასებული პანდემიად. პანდემია არ არის ლოკალური, რომელსაც ქმნის ადგილობრივი მთავრობა ან მხოლოდ ადგილობრივი მთავრობები ახერხებენ საკუთარ ქვეყანაში გამკლავებას.  ხშირად გვსაყვედურობენ, რატომ ვაფასებთ საერთო ეპიდომიოლოგიურ ვითარებას და  მხოლოდ საკუთარზე არ ვსაუბრობთ. ამას სჭირდება ელემენტარული ცოდნა თუ ეპიდემიოლოგიის მიმართულებით არა, ჯანმრთელობის დაცვის დარგში მაინც. როცა პანდემიასთან გვაქვს საქმე, საერთო შეფასება უნდა მოხდეს და არა ისე ვისპეკულიროთ, როგორც  ოპონენტები აკეთებენ ამას. 

ჩვენ გვაქვს რამდენიმე მიზანი: დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების  ჯანმრთელობა იმ ფონზე, როცა ეპიდემიოლოგთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ შესაძლოა იყოს მეორე ტალღა, რომელიც იქნება უფრო მეტი ზიანის მომტანი და, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა უფრო მეტი მზაობა. რა თქმა უნდა, ეკონომიკაშიც უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რომ რაც შეიძლება  სწრაფად დავუბრუნდეთ სასტარტო მდგომარეობას და არ მივიღოთ შეუქცევადი პროცესები. ასევე მისახედია დღევანდელი პოლიტიკური რეალობა, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნები ჩასატარებელი. ჩვენს ოპონენტებს, როგორც ვხედავთ, ეშინიათ არჩევნების, ეშინიათ კოვიდთან ბრძოლის პოზიტიური  შედეგის და ამიტომ სრულიად ლოგიკურად არიან პანიკაში. როგორც ჩანს , მათ სურთ არჩევნების გადადება, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა, არ გავხადოთ შეუქცევადი ეკონომიკური პროცესები და პოლიტიკური პროცესიც იყოს ჯანსაღი.

 1 თვე დაგვრჩა და საზოგადიოებას ვთხოვ, ავიტანოთ ჩვენი ოპონენტების ასეთი უმსგავსო საქციელი.  მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა და თქვენიც, საზოგადოების თითოეული წევრის, რომ ასეთი გამოხდომები, ასეთი აცდენილი მსჯელობა და უზრდელობა პარლამენტში უნდა დაასრულოთ.  რადიკალური ოპოზიციის  სტანდარტი არის უზრდელობა და საზოგადოებისთვის საზიანო ქმედება, რაშიც საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ხედავენ.  ეს მომავალი არ იქნება! - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​ (R)




 ახალი ამბები
  • ავტომობილი,რომელსაც 19 წლის გოგო მართავდა,ამოტრიალდა -არის მსხვერპლიერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა რუსთავში მომხდარი ავარიის შედეგად. როგორც "ინფო რუსთავი" წერს, "ოპელის" მარკის ავტომობილს, რომელსაც 19 წლის გოგო მართავდა, მძღოლმა,სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა. ავარიის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 15 წლის ბიჭი, ხოლო 3 დაშავებული "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. მომხდარზე უკვე დაწყებულია ... ...
  • "დედა-შვილი საავადმყოფოში ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში არიან"ბაღდათში, სოფელ დიმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ოჯახის ნათესავი ესაუბრა: "გოგონას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ვლოცულობთ, რომ გადარჩეს. რაც შეეხება დედას, ის აპარატზეა შეერთებული. უბედურება მოხდა და ფაქტობრივად, ოჯახი განადგურდა”. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ დიმში 25 ოქტომბერს მოხდა _ ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, სავალი გზის ნაწილიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად, ოთხი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ ... ...
  • “აი ია, ძია იაკობ, აი იაო” _ დღეს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეაიაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე 1840 წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ვარიანში, ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. იაკობი ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა. მისთვის, როგორც კონსტანტინე უშინსკისათვის რუსეთში, მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა, ამასთან რუსული ენის შესწავლის აუცილებლობასაც. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად — შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: „ბურჯი ეროვნებისა“, „ხე ნაყოფით იცნობება“, „ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“, „ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში“, „ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ“, „სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი“, „განათლების მდგომარეობა საქართველოში“, „მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები“ და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ (1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876), „რუსკოე სლოვო“ (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები. მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“. გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. “დედა ენა” ის წიგნია, რომლითაც ქართველი ბავშვი წერა-კითხვის სწავლას იწყებს არა ანბანის ათვისებით, როგორც ეს სხვა ენებს ახასიათებს, არამედ ორად ორი ასო-ბგერით და პირველივე წუთებიდან ბავშვი არა მხოლოდ სიტყვის, არამედ სრული წინადადების შედგენას იწყებს. ეს ჯადოსნური ასოებია “ა” და “ი”. არსებობს ლეგენდა. იაკობ გოგებაშვილს დიდხანს უფიქრია, როგორი უნდა ყოფილიყო წიგნი, რომლითაც ბავშვი ცოდნის სამყაროს ეზიარებოდა. ადრე გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მწერალი მდელოზე იჯდა და ფიქრს მისცემოდა, პატარა გოგონას ხმა გაუგონია, რომელიც მისკენ ყვავილით ხელში მირბოდა: – “აი ია, ძია იაკობ, აი იაო”, – იძახდა გოგონა. “დიდი სიხარულით მივეცით პირველი ადგილი სიტყვას “ია” თავი სურათით. იმიტომ, რომ ანბანის სწავლის დაწყებისათვის მეტად მოხერხებული სიტყვაა და ბევრი ღირსება აქვს. პირველი ღირსება ის გახლავთ, რომ ეს სიტყვა შედგება ორის ხმოვნის ასოსაგან, რომელიც გამოსათქმელად ადვილნი არიან, დასაწერად არა ძნელნი და შემდეგი გაკვეთილებისათვისაც ფრიად საჭირონი, რადგანაც ამ ასოების შემწეობით ადვილად სდგება სიტყვები და ფრაზები და უამათოდ კი მათი შედგენა შეუძლებელი იქნებოდა, მეორე ღირსება ის არის, რომ მარტო ამ ორის ასოების შემწეობით ადვილად სდგება ორი სიტყვა და მათგან ფრაზა. ამის გამო ბავშვი პირველსავე გაკვეთილიდან სწავლობს არა მარტო ორ ასოსა, არამედ მაშინვე ჰკითხულობს სიტყვებს და ფრაზას, ამ ასოებისგან შემდგრას. ამის გამო ეს უძვირფასესი რამ არის ანბანის დაწყებისათვის. ბევრი ენა მოკლებულია ამ გვარს მოხერხებულ სიტყვას…”, – წერს გოგებაშვილი. წყარო: ... ...
  • ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება _ ჭიჭინაძექვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. "ხალხი ყოველდღე ღარიბდება, „ოცნების“ ხელისუფლება კი, სახელმწიფო სახსრების ხარჯზე, იმ „ შავი“ ფულით, რომელსაც ბიუჯეტიდან იპარავენ, საარჩევნო კამპანიას ატარებს. „ოცნება“ თავად ითვისებს და საარჩევნო კამპანიაზე ხარჯავს იმ დახმარებასაც, რასაც უცხოელი პარტნიორები ხალხისთვის გზავნიან. ტენდერში გამარჯვებული ე.წ. შემომწირველების   შემოწირულობებიც სახელმწიფოს ფულით არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი გზაა. მოკლედ, სწორედ ასეთი უაზრო ხარჯვების  და მოსყიდვების გამო,  არჩევნების შემდეგ, უმძიმესი პერიოდი დადგება და ამას თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავზე , საკუთარ შემოსავალზე, საკუთარ მაცივარზე იგრძნობს, _ აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე. ... ...
  • მუხაშავრია: “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში გასაიდუმლოებულ შეხვედრებს ატარებს (R)“ქართული ოცნების”  წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში, მიხეილ ყაველაშვილი, დახურულ, გასაიდუმლოებულ შეხვედრებს  ატარებს ამ ოლქში მდებარე სკოლებში და საბავშვო ბაღებში და  დაწესებულებების პერსონალს - სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს,  მზარეულებს -ავალდებულებს იარონ კარდაკარ და ამომრჩევლები  დაარწმუნონ რომ შემოხაზონ მხოლოდ 41. მიხეილ ყაველაშვილი ასევე პირადად ხვდება ხანდაზმულ ადამიანებს და მათ სოციალური დახმარების დანიშვნას სთავაზობს, მაშინაც კი, როდესაც მათ ასეთი არ სჭირდებათ. ასევე პირადად მაწვდიან ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩაბმული კანონსაწინააღმდეგო პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც მოგეხსენაბათ არალეგალური და დაუშვებელია. თან, ეს ყველაფერი  ხდება ძალიან ინტენსიური ტემპით და  მოსახლეობა ამით შეწუხებულია. მივმართავ განათლების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, დაუყოვნებლივ გასცეს განკარგულება რათა შეწყდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობა და მათი საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, თუ რა თქმა უნდა მისი განკარგულებით არ ხდება ეს უკანონობა.  ჩემის მხრივ კი, გპირდებით ყველას, რომ მსგავსი უკანონო საქციელებისთვის პასუხს მოვთხოვთ ყველას, ამა წლის პირველი ნოემბრიდან“,_ აცხადებს ლია მუხაშავრია, პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ წევრი. (R) ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...