ეკა გიგაური: გამოსავალი ერთია _ კლანი უნდა წავიდეს

პოლიტიკა

ეკა გიგაური: გამოსავალი ერთია _ კლანი უნდა წავიდეს

2019 იან 12 12:56:05

"ვუსმინე პარლამენტის თავმჯდომარეს. თქვა, რომ სიის გაწვევა შეუძლებელიაო და კრიტერიუმებს გავწერთო. ამ კრიტერიუმებით განვიხილავთ არსებულ სიას და ვიმსჯელებთ წარმოდგენილ კანდიდატებზეო. ეს ყველაფერი კი საერთოდ არ გამორიცხავს ამ სიაში წარმოდგენილი ადამიანების არც უვადოდ დანიშვნის და არც მათი ჩაგდების შესაძლებლობას," _ აღნიშნავს "საერთაშორისო გამჭრვალობა - საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაური.

მისი თქმით, ყველაფერი კვლავაც ბუნდოვანი და გაურკვეველი რჩება.

" ახლა მაქვს რამდენიმე კითხვა:

1. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პარლამენტი ჩინჩალაძე/ მურუსიძის ულტიმატუმს დათანხმდა, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში გვმოძღვრავდნენ, რომ სიას არ გაიწვევდნენ და ეს არის გამორიცხული?

2. თუ არ დათანხმდა ულტიმატუმებს და გონია, რომ კანონში არაა გაწერილი სიის გაწვევის პროცედურები, რატომ არ უნდა ფორმალურად უყაროს კენჭი ამ სიას და ჩააგდოს ყველა კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია საბჭოს მიერ? რატომ იხილავს საერთოდ ამ სიას? მან ხომ იცის, რომ სიაში ჩინჩალაძის კლანის წევრებია წარმოდგენილი?

3. კობახიძეს მართლა გონია, რომ საზოგადოების მოთხოვნა მხოლოდ კრიტერიუმები იყო და არა იმ მოსამართლეების არ დანიშვნა, რომლებიც სიაშია წარმოდგენილი?

4. თუკი ასე ფორმალურად უდგება, ამ ახალ კრიტერიუმებს წარმოდგენილი მოსამართლეები მარტივად დააკმაყოფილებენ? ანუ თუ ჩინჩალაძე აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს აქვს შესაბამისი განათლება და გამოცდილება, ის უნდა დაინიშნოს ? ამას ამბობენ?

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თვალებში ნაცრის შეყრას აქვს ადგილი. აქ მთავარი პოლიტიკური ნებაა!

მმართველმა პარტიამ, სანამ ტექნიკურ დეტალებზე ილაპარაკებს, მკაფიოდ უნდა თქვას აპირებს თუ არა ამ სიაში მყოფი მოსამართლეებისთვის ხმის მიცემას! ესაა მთავარი. აპირებს თუ არა სასამართლოს სისტემაში ჩინჩალაძე/მურუსიძის კლანის მოშლას და არის თუ არა მზად სასამართლოში ჩარევაზე უარი თქვას. ანუ გააჩნია თუ არა პოლიტიკური ნება შეცვალოს სასამართლოს სისტემა!

გამოსავალი ერთია _ კლანი უნდა წავიდეს, კეთილსინდისიერ მოსამართლეებს მიეცეთ დამოუკიდებლობის შანსი და ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს სასამართლოში მიმდინარე პროცესებში", _ წერს გიგაური.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ირაკლი კობახიძეს მოსამართლეთა სიაზე სასაუბროდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს  შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიქაუტაძესთან ისუაბრა თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.

კობახიძის თქმით, მისი თქმით, აუცილებელია, შემუშავდეს პროცედურები და კრიტერიუმები, რისთვისაც საუკეთესო ფორმატი არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. 

მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები იქნება მსჯელობის საკითხი. ზოგადად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის პოლიტიკური პროცედურა, შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს იმ ლოგიკას, რომელიც არის რელევანტური შესაბამისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი პროცედურისთვის.

დეტალურად ვიმსჯელებთ პროცედურასა და კრიტერიუმებზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არიან წარმოდგენილი. იურიდიულად, მოსამართლეთა კანდიდატთა სიის გაწვევა არის შეუძლებელი. ეს არ არის კანონმდებლობის ხარვეზი, ეს არის პრინციპული ნორმა, რომელიც დაკავშირებულია ყველა კონსტიტუციურ პროცედურასთან, იქნება ეს მოსამართლეთა წარდგენა თუ თუნდაც მთავრობის ან გენერალური აუდიტორის კანდიდატის. შესაბამისად, სიის გაწვევა არის შეუძლებელი, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცედურასა და კრიტერიუმებს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც წარმოდგენილი არიან დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი მოსამართლეთა განახლებული სია.

„არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ ჯერ იქნება შემუშავებული პროცედურა და კრიტერიუმები და შემდეგ იქნება ახალი სია წარმოდგენილი. როგორ განახლდება სია, ეს არის ტექნიკური დეტალი. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ძველი სიის ფორმალურად ჩაგდება“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა გიორგი მიქაუტაძემაც. მისი თქმით, მოსამართლეობის წარდგენილ კანდიდატებს ესაუბრა და მზად არიან, ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმს დაექვემდებარონ:

მისი განმარტებით, იურიდიულად არ არსებობს მოსამართლეთა უკვე წარდგენილი სიის გაწვევის პროცედურა. როგორც გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაერთვება იმ კრიტერიუმების გამჭვირვალედ განხილვის პროცესში, რომელზეც სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს.

„რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატურებს, თითოეულთან მქონდა საუბარი და ყველას პოზიცია არის ასეთი, რომ ახალ კრიტერიუმებს, რომელიც იქნება შემუშავებული, თითოეული მათგანი დაექვემდებარება და საერთო წესით მოხდება კანდიდატების შერჩევა“, _ განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ამასთან, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი მზად არის, დაექვემდებაროს ყველა კრიტერიუმს და საერთო წესის შესაბამისად უპასუხოს ყველა კითხვას.

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი თითოეული კანდიდატი მზად არის, სრულიად გამჭვირვალედ, ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმს დაექვემდებაროს და საერთო წესით გასცეს პასუხი ყველა კითხვას. ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება კრებითად რაღაც ბრალდებების წამოყენება წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ. ეს არის თითოეული კანდიდატის მიერ ინდივიდუალურად გასაცემი პასუხები. დრო მოვიდა, მეტი კონკრეტიკა შევიტანოთ და თუ არსებობს კითხვები და პრეტენზიები, კონკრეტულად იყოს წარმოდგენილი თითოეულ კანდიდატთან”, _ განაცხადა მიქაუტაძემ.




 ახალი ამბები
  • კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა" - გიორგი მარგველაშვილი აქციაზე მივიდა„ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით. ჩემი მეგობრის სიტყვებია, რომელიც გარდაიცვალა და რომელიც მე მაშინებდა, რომ თავისუფლების ხე დრო და დრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით და ეს სისხლი აქ დაიღვარა. და ეს სისხლი დღეს არის საწინდარი იმისა, რომ თქვენ იქნებით ამითი გაერთიანებულები და თქვენ არ შეგეშინდებათ,“ - ეს განაცხადება გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ აქციაზე გააკეთა და მიმდინარე პროცესები 9 აპრილის ღამეს შეადარა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ სახით უპირისპირდება სუსტი ძალა. „მე მჯერა, რომ მომავალი დაიწერება ძალიან ნათელი და  ძალიან წმინდა. იმ ხალხს, ვინც სამწუხაროდ, დღეს თქვენ დაგიპირისპირდათ ძალიან სუსტი ილეთები გააჩნიათ თქვენ წინააღმდეგ. მმართველ გუნდს დღეს დარჩა რაღაცნაირი მდარე პიარი, მდარე ჭორაობის დონის ბოტები. რაღაცნაირი კრახაბორული ვაჭრობა, რომელიც ვერ შედგება და იმიტომ ვერ შედგება, რომ აქ არის სიმართლე, აქ არის ძალა და აქ არის ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს მომავლისა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის განცხადებით, მისი თაობა ასეთი ბრძოლის დროს უშვებდა შეცდომებს, რადგან არ ჰქონდა სიმტკიცე, ამიტომ მთავარია სიმტკიცე და გამძლეობა, რასაც დღევანდელი აქციის მონაწილეები იჩენენ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება გამარჯვებით. „ამიტომ ცოტა იუმორით, რომ მოგმართოთ კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა"!“-განაცხადა გიორგი ... ...
  • მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს.  "მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!", _ წერს სააკაშვილი. პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.  პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად ... ...
  • ვერ დაიჭერთ! შეგაკვდებით ბევრს თუ ეცდებით. წერტილი! - ქავთარაძე ხელისუფლებასვერ დაიჭერთ! შეგაკვდებით ბევრს თუ ეცდებით. წერტილი! - ქავთარაძე ხელისუფლებას, _ ეს განცხადება  ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქავთარაძემ  ხელისუფლების მისამართით სოციალურ ქსელში გაავრცელა. "თალაკვაძე თავის საქმიანობას ოპოზიციონერი დეპუტატის დაჭერით იწყებს! ეს ხლეჩს საზოგადოებას. ეს არის რუსეთის დაკვეთა. ვერ დაიჭერთ. შეგაკვდებით ბევრს თუ ეცდებით. წერტილი",  _ ირაკლი ... ...
  • ბიურომ პროკურორის მიმართვა მელიას დაპატიმრებაზე განსახილველად კომიტეტებს გადასცაპარლამენტის ბიურომ გენერალური პროკურორის მიმართვა დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით განსახილველად კომიტეტებს გადასცა. გენერალური პროკურატურა მომართვას თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები განიხილავს, რომელსაც განსახილველად 5 დღიანი ვადა აქვს, თუმცა როგორც საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, კომიტეტის სხდომები ხვალ დილითვე გაიმართება, რადგან ვადები შემჭიდროვებულია. სავარაუდოდ სესიაც ხვალვე განიხილავს. კახიანმა არ გამორიცხა, რომ პარლამენტმა ენმ-ს დეპუტატს იმუნიტეტი შეუწყვიტოს. პროკურატურა მელიასთვის პატიმრობას ითხოვს. პარლამენტის ბიუროს სხდომა ფიზიკური გაწევ-გამოწევისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ... ...
  • თუ დამიჭერენ, გული დამწყდება, რომ პოლიტიკურ პანჩურს ვერ ამოვარტყამ ივანიშვილს უკანალში - მელიათუ დამიჭერენ, ერთადერთი გული იმაზე დამწყდება, რომ პოლიტიკურ პანჩურს ვერ ამოვარტყამ ივანიშვილს უკანალში - ეს განცხადება ენმ-ს პოლიტსაბჭოს მდივანმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ გააკეთა. მელია პროკურატურის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და პარლამენტს მელიასთვის მანდატის შეჩერების მოთხოვნით მიმართა.  მელია საგამოძიებო უწყებამ დაკითხვაზე ხვალ დაიბარა და ასევე თქვა, რომ ისინი დეპუტატისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მისი თქმით, ტყუილად ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ მისი დაკავებით რამე შეიცვლება. „ამით ახლა ბიძინა ივანიშვილი რას მიაღწევს, ჩემს პატიმრობას ვგულისხმობ. რა პანაცეაა და მოგვარდება და ხალხი გადაიფიქრებს, რომ ბიძინა ივანიშვილს, გახარია და გავრილოვი არის ცუდი. მარტივად არის საქმე, შეშინებული, აგონიური, დამფრთხალი ხელისუფლების მდგომარეობაა, რომელსაც მიაჩნია, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა შეექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და გამოვიყენეთ აღელვებული ადამიანების ემოციები საჩვენოდ,“-განაცხადა ნიკა მელიამ.  ნიკა მელიას თქმით, მისთვის პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ.  "უხერხულია და, ალბათ, არ არის სასიამოვნო, როდესაც განზრახ მკვლელობაზე დაგიჭერენ, როდესაც წამლის რეალიზაციის საქმეზე დაგიჭერენ. მაგრამ პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ. ბოლო პანჩურის ამორტყმის შესაძლებლობა მე რომ არ მექნება, ამაზე მწყდება გული," - განაცხადა ნიკა მელიამ.  როგორც პროკურატურაში განაცხადეს, აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...