ერქომაიშვილის, შარაშენიძის და გოგიბერიძის პრესკონფერენცია, რომელსაც "ქართული ოცნება" ემიჯნება

პოლიტიკა

ერქომაიშვილის, შარაშენიძის და გოგიბერიძის პრესკონფერენცია, რომელსაც "ქართული ოცნება" ემიჯნება

17 ნოე. 2018, 21:09:24

დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სოსო ერქომაიშვილმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და შოთა გოგიბერიძემ, ადამიანებმა, რომელიც საკუთარ თავს, როგორც „2012-იანელები“, ისე მოიხსენიებენ, პრესკონფერენცია გამართეს. თუმცა, პრესკონფერენციაზე, რომელიც საკუთარი არსით, მედიის დასწრებას და მათი მოსაზრებების გაშუქებას მოიაზრებს, მხოლოდ ერთი მედიასაშუალება _ „გურიის მოამბე“ მიიწვიეს.

როგორც გამოცემა წერს, „შეხვედრაზე საუბარი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასა და მათივე განცხადებებიდან გამომდინარე, საქართველოს გადარჩენაზე იყო. 

იყვნენ მკვეთრად კრიტიკულებიც, რომლებიც ამ "ბრძოლაში" ჩართვას სწორედ იმის გამო არ აპირებენ, რომ პარტიის შტაბს მათთვის მიუღებელი პირები _ მერაბ ჭანუყვაძე და კობა დუნდუა ხელმძღვანელობენ. 

„რა გააკეთა პარტიამ ამ წლების განმავლობაში? ვინ დაიყენა გვერდით? რას მიხსნით აქ? შტაბს რომ მერაბ ჭანუყვაძე და მართლა მთელი ცხოვრება "ნაციონალების" მხარდამჭერი, კობა დუნდუა უდგანან სათავეში, იმათ დავუდგე გვერდით?“ _ დამსწრეთაგან იმათი განცხადებების საპასუხოდ კი, ვინც 'ოცნებას" წინა ხელისუფლების იმ პირებთან გარიგებაში ადანაშაულებენ, ვინც დამნაშავეები იყვნენ, ერქომაიშვილმა და შარაშენიძემ შემდეგი განცხადებები გააკეთეს: 

კოტე შარაშენიძე: "ვიცი, რასაც შენ განიცდი, ისე განვიცდით ჩვენც, მაგრამ რაღაც რაღაცეების გამო შეზღუდულები ვართ. დავუჭიროთ მხარი ბიძინა ივანიშვილს, ისე კი არა, ზოგიერთი რომ იძახის ტყუილად ჰაერზე. ის საქმე უნდა გავაკეთოთ, რასაც დღევანდელი რეალობა ქვია. ბეწვის ხიდზე გავდივართ ახლა". 

სოსო ერქომაიშვილი: "თუ იმაზე ვსაუბრობთ ახლა, საქართველო თუ სხვა რამე, ეს არაა სწორი. მე საქართველოს გვერდით ვდგები ახლა და დავამთავროთ. ამაზე ახლა მოვრჩეთ ლაპარაკს, ვსო. დროის ამბავი რა არის, ამას მე გეტყვით არჩევნების მეორე დღეს”, _ აღნიშნულია „გურიის მოამბის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

„გურია ნიუსი“ რამდენიმე საათია, ცდილობს, გაარკვიოს, რატომ არ მიიწვიეს პრესკონფერენციაზე სხვა მედიასაშუალებები და რატომ გაკეთდა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი პრესკონფერენცია მხოლოდ ერთი მედიისთვის.

როგორც პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში გვითხრეს, აღნიშნული პრესკონფერენციის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, და ეს იმ ფონზე, როცა სოსო ერქომაიშვილი „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრია.

ბიუროს წევრის მიერ გამართული პრესკონფერენციის შესახებ საქმის კურსში არ იყო არც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დიტო სამხარაძეც.

პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ლელა გაბეჩავას თქმით, პრესკონფერენცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული არ ყოფილა, ამის შესახებ ინფორმაციაც არ ჰქონდათ და მისთვის უცნობია, რა უნდოდა პრესკონფერენციაზე ბიუროს წევრს და რატომ იყო მიწვეული მხოლოდ ერთი მედიასაშუალება.

კითხვაზე, რას გვეტყვიან პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ ბრალდებებზე, რომ „ოცნების“ შტაბში „ნაციონალები“ არიან, მით უმეტეს, რომ ამ ბრალდებებზე მმართველი პარტიის ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრს და პრესკონფერენციის ორგანიზატორს პასუხი არ გაუცია და ამაზე საუბარი სამომავლოდ გადადო, პარტიაში აღნიშნეს, რომ ვერაფერს:

_ ერქომაიშვილს ვერ ვუკავშირდებით და ამ დროისთვის რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ, სავარაუდოდ, ეს ერქომაიშვილის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო. ამ პრესკონფერენციასა და იქ მყოფ ადამიანებთან პარტიას შეხება არ ჰქონია და არანაირი პრესკონფერენცია ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, _ გვითხრა გაბეჩავამ.

ჩვენ შევეცადეთ კომენტარები პრესკონფერენციაზე მყოფი ადამიანებისგანაც მიგვეღო. შარაშენიძემ, როგორც ყოველთვის „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მისგან მაგალითი აიღო სოსო ერქომაიშვილმა და კონტაქტზე არ გამოვიდა.

ერთადერთი, ვინც კომენტარი გააკეთა, შოთა გოგიბერიძე იყო, რომლის განმარტებით, დღეს პრესკონფერენცია არ ჩატარებულა:

_ ეს იყო „2012-იანელების“ სამუშაო შეხვედრა და არა პრესკონფერენცია. არავინ მიგვიწვევია. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, როცა ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ამ შეხვედრის შესახებ სტატია წავიკითხე. ვერ გეტყვით, ვინ იყო. 50 კაცი იყო იქ და ყველას არ ვიცნობდი, _ აღნიშნა გოგიბერიძემ.

 

 




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?