„ერთადერთ გზას ვხედავ _ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს“_ არმაზ ახვლედიანი

პოლიტიკა

„ერთადერთ გზას ვხედავ _ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს“_ არმაზ ახვლედიანი

2019 იან 16 16:53:51

 „ქართული ოცნების“ ხელწერა დიდი ხანია  ცნობილია, ამ პარტიის ამოცანაა, ყველა სტრუქტურა, მათ შორის, მედია, სასამართლო და ბიზნესი საკუთარ ძალაუფლებას  დაუქვემდებაროს, ამიტომ  ვერ დავიჯერებ, რომ „ქართული ოცნება“  სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ მზაკვრულ გეგმაზე უარს იტყვის“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგიის დოქტორმა არმაზ ახვლედიანმა.

მისივე თქმით,ამ ხელისუფლების პირობებში, იუსტიციის საბჭოსთან მიმართებით, ნებისმიერ, არსებით სასიკეთო რეფორმაზე საუბარი სასაცილოა“.

ბატონო არმაზ, საქართველოს პარლამენტი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სიას კანონში ახალი კრიტერიუმების გაწერის შემდეგ განიხილავს. როგორ ფიქრობთ, ოდიოზური მოსამართლეების განმწესებაზე „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ თქვა უარი?

_ როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა აცნობიერბს საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის რა რისხვას დაიმსახურებს, თუ კვლავაც არაობიექტურად და თავხედურად შეარჩევს მოსამართლეებს. ამ ეტაპზე, „ქართულმა ოცნებამ“ ოდიოზური მოსამართლეების გამწესების გადაწვეტილება რომც შეცვალოს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის სახიფათო დგომა არსებითად შეცვლება. ოცნების“ ხელწერა დიდი ხანია ცნობილია. მისი ამოცანაა, ყველა ინსტიტუტი, მათ შორის, მედია, სასამართლო და ბიზნესი, საკუთარ ძალაუფლებას დაქვემდებაროს. ამიტომ  ვერ დავიჯერებ, რომ „ქართული ოცნება“  სასამართლოსთან დაკავშირებულ მზაკვრულ გეგმას სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად შეცვლის! თუ ახლა არა, “ოცნება” ახლო მომავალში მაინც  ეცდება, რომ სასამართლო, სრულად აქციოს საკუთარ მსახურად, რაც ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული პერსპექტივის დასამარებას ნიშნავს.  

_ პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ იუტიციის უმაღლესი საბჭო ბიძინა ივანიშილის ნებართვის გარეშე პარლამენტს აღნიშნულ სიას ვერ წარუდგენდა. თქვენი აზრით, “ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს მიაჩნია, სასამართლო სისტემა იმდნად ჯანსაღია, რომ საზოგადოებისთვის არასასურველი მოსამართლეები თანამდებობეზე უვად უნდა განამწესოს?

-კარგად ვიცი, რა ტრაგიკულ გარიგებასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ,  ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, სასამართლოსთან ურთიერთობის უკიდურესად მანკიერ გზას დაადგა. რეალურ შედეგს ვხედავ და ამიტომ ივანიშვილის კეთილ განზრახვებ ვერ დავიჯერებ. პარტიის ლიდერი ცდილობს მონურად მორჩილი პარლამენტის მეშვეობით, სასამარლოს დაქვემდებარებას, რაც სახელმწიოსთვის უდიდესი პრობლემაა.ამ ვითარებაში ერთადერთ გამოსავალს ვხედავ -„ქართული ოცნება“ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეს ხელისუფლბიდან!

_ 2020 წლის საპარლამენტო არჩვნში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა-არ ყოფნის საკითხი გადაწყდება. მანამდე კი მნიშვნელოვანია, რადენად ქმედითუნაან იქნბა მმართველი პარტია, მით უფრო, როცა ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში შემნილი პროცესების გაჯანსაღების მიზნით, ერთწლიანი ვადა აქვს აღებული. პარტიის ლიდერის მიერ გაცემული  დაპირების შესრულება, რამდენად რეალურია?

- ვის ტყული დაპირებების სჯერა, დაიჯეროს. ბიძინა ივანიშვილის ამოცანა ერთია- მას სურს ყველა სტრუქტურა დაიმორჩილოს, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ჰქონდეს. დღეს ჩვენს ქვეყანა ისე, როგორც არასდროს, ფასადურია დემოკრატი! თუ საზოგადოება ამას ვერ გააცნობიერებს, რა  თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი საკუარ თანამოაზრეებთან ერთად,  ქვეყნის ჯიჯგნას კვლავ განაგრძობს და ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ხარჯზე, მხოლოდ საკუარ თავს მოუტანს პოლიტიკურ და ფინანსურ სარგებელს.

_ იუტიციის უმაღლესმა საბჭომ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომლის განაჩენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს რიგი შენიშვნები ჰქონდა, თანამდებობაზე უვადოდ განამწესა. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ საბჭომ არსებობა არ გააგრძეოს, ნაწილი კი აღნიშნული სტრუქტურის რეფორმრებაზე საუბრობს. როგორია თქვნი ხედვა?

_ ყველას კარგად გვახსოვს, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დემოკრატიული ინსტიტუტების ყალბი, ფორმალური ხასიათი, რომლიც სასამართლო სისტემაზეც ვრცელდებოდა. საუბდუროდ, ოცნებამ“ იგივე გზა აირჩია. ივანიშვილი  საეთაშორისო საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის. ამ ხელისუფლბის პირობებში, იუტიციის უმაღლეს საბჭოსთან მართებით ნებისმიერ რეფორმაზე საუბარი სასაცილოა. უნდა მოხდეს სისტემური ცვილება, რაც შეაძლებელია მხოლ მაშინ, თუ საზოგადოება წესიერ, განათლებულ,დემოკრატიულად მოაზროვნე  და ქვეყნისთვის თავდადებულ პოლიტიკოსებს აიჩევს.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...