"ეს იყო თავისუფალი სიტყვის დასამარება" _ "ქალები" კოჰაბიტაციას აპროტესტებენ

პოლიტიკა

"ეს იყო თავისუფალი სიტყვის დასამარება" _ "ქალები" კოჰაბიტაციას აპროტესტებენ

2017 მაი 26 16:32:15

ლანჩხუთის საკრებულოში მოქმედი ფრაქციის „მეტი ქალი პოლიტიკაში“ წევრები 26 მაისს ქალაქის ცენტრში დადგმულ  ჯვართან შეიკრიბნენ. მათ 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და ყოფილი მმართველი გუნდისა და დღევანდელი ხელისუფლების მიმართ პროტესტი გამოთქვეს. აქციაზე გარდა ფრაქციის წევრებისა, „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრიც იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს საზეიმო განწყობაა, ძალიან მწვავედ მახსენდება 2011 წლის ვანდალური აქტი.  ეს იყო მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა, თავისუფალი სიტყვის დასამარება, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. მიუხედავად ამისა, დღემდე ეს ვანდალიზმი გამოძიებული არ არის. პირიქით, ავადსახსენებული კოჰაბიტაციის გამო, დამნაშავეები დღეს მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

2011 წლის 26 მაისი ყველა ქართველისთვის იყო უმძიმესი დღე, რადგან  სისხლით მორწყულ ქუჩებში  აღლუმის ჩატარება იყო საშინელება.

 პირადად საკუთარ ოჯახის წევრზე მაქვს გამოცდილი ამ ვანდალური აქტის გავლენა და დღევანდელი აქციით მე  არას ვეუბნები კოჰაბიტაციას და ვთვლი, რომ  დამნაშავე რეჟიმი უნდა დაისაჯოს“, _ აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ, ნონა მურვანიძემ, რომელიც საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიას „დემოკრატიულ მოძრაობას“  წარმოადგენს.

ფრაქციის _ „მეტი ქალი პოლიტიკაში“ წევრის, დარეჯან ბურჯულაძის აზრით, მმართველმა პარტიამ ვერ გაამართლა ხალხის იმედები და ნაცვლად სამართლიანობის აღდგენისა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა. 

„ყველასთვის მნიშვნელოვანი და საზეიმო დღეა 26 მაისი, თუმცა, ძალიან ცუდია, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ აცდა გაორებულ დღესასწაულებს. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი დღეა 26 მაისიც. 2012 წელს, როცა მე „ქართული ოცნების“ გვერდით ვიდექი, მჯეროდა, რომ ეს ძალა სამართლიანობას აღადგენდა. მჯეროდა, რომ გამოუძიებელი არ დარჩებოდა შვიდი ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენები და  ძირითადი პრინციპი, რითაც დღევანდელმა ხელისუფლებამ მიიღო ძალაუფლება, შესრულებული იქნებოდა.  თუმცა, ამდენი წელი გავიდა და  ამის ნაცვლად მივიღეთ ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია. მჯეროდა, რომ დაისჯებოდნენ სისტემური დანაშაულის გენერლები, თუმცა, მივიღეთ საწინააღმდეგო. ხალხის დაკვეთა იყო სამართლიანობის აღდგენა და არა პოლიტიკური ანგარიშსწორება და ძალიან მტკივა გული, რომ ხელისუფლებამ ვერ გაამართლა  იმედები“, _ თქვა ბურჭულაძემ.




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...