ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს _ საყვარელიძე სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროვებაზე

პოლიტიკა

ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს _ საყვარელიძე სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროვებაზე

2018 ოქტ 17 13:52:05

რა შეცვალა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში  დღემდე გავრცელებულმა  ფარულმა ჩანაწერებმა? მმართველი პარტია ისევ 9 წელს ახსენებს და ,,ქართული ოცნების“ პერიოდში დაშვებულ შეცდომებს კვლავ ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობას უკავშირებს _ რატომ? _ ამ და სხვა საკითხებზე ,,გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვრელიძემ ისაუბრა.

_ ბატონო რამაზ, ჩანაწერები, რომლებიც ბოლო დროს გავრელდა, საზოგადოების ნაწილში ხელფლების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას აჩენს..

პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერი, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი  ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ, რბილად რომ ვთქვათ, უნდობლობას იწვევს..

დღეს რა პოლიტიკური რეალობის წინაშე ვდგავართ? ხელისუფლების მისამართით საზოგადოების განწყობა შეიცვალა?

_ შესაძლოა, ხელისუფლების მისამართით საზოგადოების განწყობა შეიცვალა. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ჩანაწერები შევიდა და გამოვიდა პენიტენციურ სისტემაში. ისეთ სისტემაში, რომელიც ყველზე  დაცული უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აღარ არის.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ჩანაწერს, თუკი ერთ შემთხვევაში, მირზა სუბელიანი არის დადგმის თანამონაწილე, მეორე შემთხვევაში რატომ უნდა გამოვრიცხოთ იგივე?!  არც ერთი ჩანაწერი პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი არ არის.

ჩემთვის ერთიც მიუღებელია და მეორეც. სამართლებრივი საკითხების მედიაში გადაწყვეტა  კიდევ უფრო მიუღებელია, რადგან ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს.

მაგრამ მეორე მხრივ, არჩევანი რა არის _ ,,ნაციონალური მოძრაობა?!

_ ის, რომ ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობაა“ არჩევანი, ეს ვისი ბრალია?

_ ეს ქართული საზოგადოების ბრალია, რომელმაც უკეთესი პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ ნახა ამ ხნის განმავლობაში..

_ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო სისტემა  ისე შეცვალა, რომ მოსამართლეებს არ შეხებია და რომ დღეს სისტემაში  9 წელთან შედარებით, რადიკალურად შეცვლილი სიტუაციაა.

მაშინ, როცა საზოგადოებას კითხვები ,,ქართულ ოცნებასთან“ აქვს, მუდმივად ცხრა წელზე აპელირება რამდენად სწორია და როგორ ფიქრობთ, საგამოძიებო ორგანო დღეს დანაშულებრივი სისტემისგან თავისუფალია?

 _ ჩანაწერების ომმა ცხადი გახადა, რომ სამართალდამცავი სისტემა  დანაშაულისგან თავისუფალი არ არის. ადრეც იყო ჩანაწერები, რაზეც გამოძიება პასუხს დღემდე არ იძლევა.  დღეს კი გაჩნდა ჩანაწერების ახალი სერია. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სისტემა მთლიანად  არის ხარვეზიანი.

რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, ცხრა წელთან დაკავშირებით, ახლა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ უკეთესობა ყოველთვის არ ნიშნავს სასურველს. უკეთესი, შესაძლოა, ძველთან შედარებით იყოს, მაგრამ მდგომარეობა, რომელიც კმაყოფილებას უნდა იწვევდეს, მეეჭვება რომ იყოს.

_ როგორ ფიქრობთ, სისტემაში დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელსუფლების დაკვეთას ასრულებენ? ერთ-ერთ ფარულ ნაწერში მირზა სუბელიანი ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს და საქმეებს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგალითად,  სერგო თეთრაძის საქმე, ნავთლუღის სპეცოპერაცია და ციხის ბუნტის საქმე, _

- სუბელიანის ჩანაწერებს ნუ მომიყვანთ მაგალითად. თუკი ზოგადად ვისაუბრებთ, შესაძლოა თუ არა, რომ ასეთი რამე ხდებოდეს ქვეყანაში, ბუნებრივია, არაა გამორიცხული.

არც ერთ სახელმწიფოში არ არის გამორიცხული, მითუმეტე,ს ისეთ მყიფე სახელმწიფოში, სადაც ისე მოუწესრიგებელია სიტუაცია, რომ ჩანაწერები  მიდიმოდიან ტელევიზიებში, მაგრამ არის მეორე მხარე, მოსახლეობის დონეზე ეს არ იგრძნობა.

იმ ცხრა წელში, რომელზეც საყვედურობენ ,,ქართულ ოცნებას“, რატომ იხსენებსო, ქუჩაში ხვრეტნდნენ ახალგაზრდებს. ეს ფაქტი იყო და ცხრა წლის გახსენება იმიტომ არის საჭირო, რომ ახლა ხელისუფლებაში მოსასვლელად  ემზადება ის ძალა, ვინც  იმ ცხრა წილის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში.

_ ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნები წლის მთვარი პოლიტიკური თემაა. როგორ აფასებთ წინასაარჩევნო კამპანიას და თქვენი აზრით, ვინ შეიძლება გახდეს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი?

_ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს ვაფასებ ერთ-ერთ ყველაზე ჭუჭყიან კამპანიად, რაც საქართველოში აქამდე მინახავს. ჩანაწერების ფონზე მიდის საპრეზიდენტო კამპანია. აბსოლუტურად დაუდგენელია, ვინ რა თამაშის წესით მოქმედებს.

სწორედ იმიტომ, რომ ასე ჭუჭყიანად მიდის საარჩევნო კამპანია, ზურაბიშვილს აქვს გამარჯვების შანსი, იმიტომ, რომ მისი მხარე ამ ჭუჭყს არ იყენებს.

_ არც ერთ სოციოლოგიურ კვლევაში მმართველი პარტიი მხარდჭერილი ნდიდატი არ ლიდერობს. რატომ ფიქრობთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილი გაიმარჯვებს?

_ არ მჯერა სოციოლოგიური გამოკვლევების. „რუსთავი 2“ აქვეყნებს თავისი დაკვეთით გაკეთებულ გამოკვლევას და როგორ გგონიათ, რას გამოაქვეყნებს?!




 ახალი ამბები
  • "გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა" _ თბილისში 4 წლის გოგონა გარდაიცვალადღეს დილით, თბილისში, 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. თუმცა, რა ვითარებაში უცნობია. ამ ეტაპზე ცნობილია, მხოლოდ ის, რომ მცირეწლოვანი სახლში გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და მიმდინარეობს გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ ... ...
  • „უარეს სიას მივიღებთ, თუ იუსტიციის საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებული დარჩა“_ გია ხუხაშვილი „პრობლემის ძირი პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეებში კი არ არის,  მოსამართლეთა შერჩევის ალგორითმშია. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანო დარჩა, შესაძლოა, უარესი სია მივიღოთ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა. მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა ბოლომდე არის მისაყვანი. „მხოლოდ ბრძოლის მოგება პრობლემას არ წყვეტს. კრიტერიუმები, რომლებიც პარლამენტში გაიწერება, არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უნდა შეეხოთ, არამედ ყველა ინსტანციის მოსამართლეებს. სიის ფორმირებასთან დაკავშირებით,  ფაქტია, რომ პოლიტიკური შეკვეთის სუნი ტრიალებდა. არავინ ჩათვალოს, რომ ბრძოლა მოგებულია, ამ თემასთან დაკავშირებით თავშეკავებულად ოპტიმისტები უნდა ვიყოთ“, _ აღნიშნა ... ...
  • გაზგაყვანილობის კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის - კალაძე"გაზგაყვანილობის კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის", _ აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში კუსტარული გამათბობლების დამონტაჟებისგან თავი შეიკავონ.  „მერიის კომპეტენცია ეს ნამდვილად არ არის, ეს არის მარეგულირებელი კომისიის და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებით არის დადგენილი. თუმცა, აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ, ადამიანები ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებით. იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც კუსტარულად ხდება გამათბობლის დამონტაჟება,“ - განაცხადა კახა ... ...
  • ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალანაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მათივე ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • წითელას ეპიდემია_ რა ევალებათ საბავშვო ბაგა-ბაღებს და დასაქმებულ პერსონალსწითელას ეპიდემიის გამო ბაგა-ბაღებში დასაქმებული პირების აცრა სავალდებულო ხდება. ამის შესახებ  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, სააგენტო მოსახლეობაში წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარებას იწყებს. „საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს მათ ტერიტორიაზე, ამ კუთხით კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაევალათ, სააგენტოს დირექტორის ბრძანება გამოიცა, რომლითაც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები დღეიდან იხელმძღვანელებენ. დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაგა-ბაღებს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით, ბენეფიციარების გეგმური აცრის შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება, მშობლებისთვის (ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლისთვის) და პერსონალისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულების გაცნობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაევალა. ამასთანავე, აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში, სავალდებულო ხდება დასაქმებული პირების აცრა წითელას შემცველი კომპონენტის ვაქცინით, ხოლო ბრძანების გამოცემიდან ორი თვის ვადაში, ბენეფიციარების აუცრელობის შემთხვევაში, მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება. წითელას ეპიდემიის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღს უკვე მიეწოდა“,_ნათქვამია ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა სამუშაო დღის დაწყების დრო დაადგინეს

სამუშაო დღის დაწყება 10 საათამდე,...

რატომ ვანიჭებთ უპირატესობას ბრენდულ პროდუქციას?

ბრენდინგი არის ცნობილი მარკეტინგული სტრატეგია,...

30 ფაქტი ტყუილზე, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ

"ყველა იტყუება" – ამტკიცებდა ექიმი...

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...