გადადგა თუ გადააყენეს?


პოლიტიკა

გადადგა თუ გადააყენეს?

9 დეკ. 2019, 16:37:21

“საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი როგორც სოციალური სტაბილურობისა ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის გრძელვადიანი, ძალზე პრინციპული რეფორმა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მისი შეფასებით, ლევან სურგულაძემ საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები, თანამდებობა კი პირადი გადაწყვეტილებით დატოვა.

„მის პირად გადაწყვეტილებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე", - განაცხადა პრემიერმა.

“ლელოს“ ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე კი თვლის, რომ „სახელმწიფოს და „ოცნების“ ჩინოვნიკებს არ აქვთ წარმოდგენა, როგორ მართონ ეფექტურად ფული, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების ღირსეული პენსია უნდა უზრუნველყოს.“ სურგულაძის გადადგომას კი, საპენსიო რეფორმაში გაჩენილ ბზარს უწოდებს: “საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი გადადგომა ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის აიძულეს ეს ნაბიჯი გადაედგა. სურგულაძე ისევე გაურკვევლად მიდის, როგორც იმართება საქართველოს მოქალაქეებისგან ფული. ლევან სურგულაძემ უნდა განუმარტოს საზოგადოებას მისი გადადგომის რეალური მიზეზები ან დაასახელოს თანამდებობის პირი, ვისგანაც მიიღო გადადგომის მითითება.

ფაქტია, რომ საპენსიო რეფორმა ჯერჯერობით ვერ შედგა და შეიძლება ჩავარდეს, თუ სასწრაფოდ არ გაიმართა სააგენტოს მენეჯმენტი. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ სააგენტოს მიერ ნახევარი მილიარდი ლარია მობილიზებული, თუმცა მისი ინვესტირება, ფაქტობრივად, არსად მომხდარა. სახელმწიფოს და „ოცნების“ ჩინოვნიკებს არ აქვთ წარმოდგენა, როგორ მართონ ეფექტურად ფული, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების ღირსეული პენსია უნდა უზრუნველყოს.“

მიქაუტაძის თქმით, ერთი წლის თავზე, სააგენტოს საინვესტიციო საბჭოსა და უფროს საინვესტიციო ოფიცერს კვლავ არ შეუმუშავებია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რის გამოც ფონდში მობილიზებულ საპენსიო დანაზოგს ერიცხება სულ რაღაც 8.5 %, იმ ფონზე, როცა ინფლაციის მაჩვენებლმა უკვე 7 %-ს მიაღწია.

სამწუხაროდ, ისევე, როგორც ბევრი სხვა რეფორმა, საპენსიო რეფორმაც წარუმატებლობის საფრთხის წინაშე დგას "ქართული ოცნების" ხელში, რბილად რომ ვთქვათ, ინსტიტუციური მშენებლობა მმართველი ძალის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის,’’ - განაცხადა “ლელოს“ ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განაცხადა: "თხოვნა გავუგზავნე სამეთვალყურეო საბჭოს და გადაწყვეტილება მათ უნდა მიღონ. თუ საჭიროა, რომ დავრჩე ამ პოსტზე, დავრჩები". სურგულაძე თანამდებობის დატოვების მიზეზად სხვა გეგმებისა და გამოწვევების გაჩენას ასახელებს.

 

 




 ახალი ამბები
  • სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ენგურჰესი ხვალიდან 3 თვით მუშაობას შეწყვეტს - სსე"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" განცხადებით, საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი "ენგურჰესი" 20 იანვარს, გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, 3 თვით სრულად წყვეტს მუშაობას. უწყებაში აცხადებენ, რომ "ენგურჰესის"-ს სადერივაციო გვირაბში დაგეგმილი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ისინი გადართვის სამუშაოებს ახორციელებენ. მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშოები 10-12 წელიწადში ერთხელ ტარდება. "საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი „ენგურჰესი" 20 იანვარს, გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, 3 თვით სრულად წყვეტს მუშაობას. ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის მიერ, შემუშავდა სპეციალური სქემა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ენერგოსისტემის განმხოლოებას აფხაზეთის ქსელის ელექტრომომარაგებისგან", - წერია განცხადებაში. საქართველოს ენერგოსისტემა უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აღნიშნული სქემის მიხედვით განაგრძობს მუშაობას. ხოლო, აფხაზეთის ენერგომომარაგება განხორციელდება რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ... ...
  • ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა სტუმარი დაჭრა - შსსშინაგან საქმეთა სამინისტროს გამცხადებით, გარდაბანში, 1995 წელს დაბადებული მ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ნასვამმა ბრალდებულმა სტუმრად მყოფ ნაცნობს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. "გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, მასთან სტუმრად მყოფ ნაცნობს - 1994 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავსდღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში იწყებს. ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლსიმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე ... ...
  • დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლია მოსალოდნელისინოპტიკოსები დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლს პროგნოზირებენ. ქუთაისში დღისით +3 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც თოვლია მოსალოდნელი, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. თოვლია ნავარაუდები ასევე ბათუმში. დღისით სინოპტიკოსები იქ +3 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე თოვაა ნავარაუდები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი. თოვლია მოსალოდნელი ზუგდიდშიც. ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 იქნება. თოვს სოხუმშიც, ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში თოვს. დღისით ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლი და 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც 0 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში -3 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა იქ -12 გრადუსამდე დაიწევს. ასევე თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, სადაც -3 გრადუსი და მცირე ნალექია იქნება. ღამის განმავლობაში -10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, -4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -16 გრადუსი იქნება. გორში თოვლი და +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი 0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში თოვლი და -6 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსი იქნება. თოვს ომალოშიც, ჰაერის ტემპერატურა დღისით -7 გრადუსი იქნება, ღამე კი -12 გრადუსამდე დაიწევს. ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 0 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავშიც. აქ დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსია მოსალოდნელი. მცირედ მოღრუბლული დღეა ნავარაუდები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -5 გრადუსი იქნება. რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლწყაპია მოსალოდნელი თბილისში. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი ... ...
  • ნათლისღების განთიადს ოზურგეთი თოვლით შეხვდადღეს, დილაადრიან, ოზურგეთში თოვლის მცირე საფარი იდო. თუმცა, დილის ცხრა საათის შემდეგ თოვა მატულობს. ოზურგეთის ქუჩებში ტრანსპორტი ნორმალურად მოძრაობს. „გურია ნიუსი“ მთიანი სოფლების გამგებლებს დაუკავშირდა. ყველაზე ადრიანად სოფელ მთისპირის წარმომადგენელი გამოგვეხმაურა._ ჩვენთან შეუჩერებლად თოვს. თოვლის საფარი ამ წუთებში დიდი არ არის. თუმცა, ასე თუ გაგრძელდა თოვა, რა თქმა უნდა, მოიმატებს. მე ახლა გავდივარ სოფელში, შემოვლაზე, _ გვითხრა მაია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....