გია აბაშიძე - ოპოზიცია ყოველმხრივ ცდილობს ცესკოს დისკრედიტაციას, დამკვირვებლები კი, ცეესკოს დადებითად აფასებენ (R)

პოლიტიკა

გია აბაშიძე - ოპოზიცია ყოველმხრივ ცდილობს ცესკოს დისკრედიტაციას, დამკვირვებლები კი, ცეესკოს დადებითად აფასებენ (R)

2018 ნოე 16 17:46:10

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის არასამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით, ოპოზიციის პრეტენზიებსა და საკითხის სასამართლოში  გასაჩივრებას ეხმაურება და აცხადებს, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საარჩევნო კოდექსის 95-ე მუხლზე აპელირებს, ამტკიცებს  რომ  მართებული,  კანონის მათეული  ინტერპრტაციაა.  გია აბაშიძის თქმით, ამ მუხლში  საუბარია პრეზიდენტის არჩევნების პირველ  ტურზე და არა მეორეზე. მისივე თქმით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ კანონი არ დარღვეულა,   აღმოჩნდება რომ საქმე,  პოლიტიკურ სპეკულაციებთან გვაქვს.

კანონმდებლობით, ცესკოს შეეძლო შედეგების შეჯამება დედლაინით განსაზღვრულ ვადაში - 17 ნოემბერს. თუმცა, ეს მოხდა კანონით დადგენილ ბოლო ვადამდე 3 დღით ადრე. თუ რატომ მოხდა ეს, უკვე სხვადასხვაგვარი პოლიტიკური ინსინუაციების სფეროდანაა. ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები და არასამთავრობოები აცხადებენ, რომ კანონი არ დარღვეულა, უმჯობესი იქნებოდა შეჯამება მომხდარიყო შაბათს, 17 ნოემბერს და შემდეგ ამ დღიდან მოხდებოდა ორკვირიანი ათვლა.“- აღნიშნა გია აბაშიძემ. 

 რაც შეეხება  საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ  ცესკოს მიმართ გამოთქმულ პრეტენზიას, სადაც საუბარია საზღვარგარეთ არსებულ საარჩევნო უბნებზე,  ხმის მიცემისთვის  დროის 12 საათამდე გახანგრძლივების  თაობაზე,  რის გასაჩივრებასაც  „საერთაშორისო გამჭვირვალობა“  აპირებს, გია აბაშიძის თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა კანონი  სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

 „საარჩევნო კანონმდებლობაში მკაფიოდ წერია, რომ ცესკოს განსაკუთრებულ შემთხვევაში აქვს დისკრეცია დაადგინოს პროცედურა და ვადები, რაც ამ შემთხვევაში,   საზღვარგარეთ ჩვენი თანამემულეებისათვის გამოიყენა. ზოგადად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ზოგიერთი სატელიტი,  მედიასა თუ სამოქალაქო სექტორში,  მუდმივად კონცენტრირდება საზოგადოებაში უკმაყოფილების ტემპერატურის ასაწევად“ - განაცხადა გია აბაშიძემ.   მისივე განცხადებით, ოპოზიცია უაპელაციო და იმპულსური განცხადებებით ხასიათდება.

 „ოპოზიციის განცხადებები,  რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდება, როგორც მოსალოდნელი იყო,  გააბათილეს საერთაშორისო  დამკვირვებლებმა. ახლაც ანალოგიური ვითარებაა, ოპოზიცია ყოველმხრივ ცდილობს ცესკოს დისკრედიტაციას და სხვადასხვა ჰიპერბოლური ბრალდებების წაყენებას, თუმცა მოცემულობა სულ სხვაა და ამას აღიარებენ უცხოელი დამკვირვებლები, როცა  არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე მიგვითითებენ და არა სისტემურ,  ე.წ. ჩავარდნების არსებობაზე.“- აღნიშნა გია აბაშიძემ. (R)




 ახალი ამბები
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...