გიორგი ბადრიძე - ლუკაშენკო თავისი ნებით ძალაუფლებას არ დათმობს, ყველაფერი ბელარუს ხალხზეა დამოკიდებული

პოლიტიკა

გიორგი ბადრიძე - ლუკაშენკო თავისი ნებით ძალაუფლებას არ დათმობს, ყველაფერი ბელარუს ხალხზეა დამოკიდებული

14 აგვ. 2020, 11:40:00

ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“  ,,რონდელის ფონდის“  უფროს მკვლევარს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი ბადრიძეს ესაუბრა.

მისი განცხადებით, ლუკაშენკო ძალაუფლებას თავისი ნებით არ დათმობს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბელარუს ხალხზე და დასავლურ სანქციების ეფექტურობაზე.

ბადრიძე აღნიშნავს, რომ არ შეუძლია თქვას რამდენად არის მზად ქვეყნის მოსახლეობა პრეზიდენტის რევოლუციური გზით მოსაშორებლად, მაგრამ ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებებს, საგარეო პოლიტიკური შედეგები მოჰყვება.

_ლუკაშენკოს დიქტატურა, რომელშიც არის ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილი საბჭოთა კვალი, შევიდა კრიზისულ ფაზაში. აღმოჩნდა, რომ არჩევნების გზით ძალაუფლების გახანგრძლივება  შეუძლებელი ხდება. თუნდაც ისეთი არჩევნებით, რომელსაც ის ადრეც ატარებდა, სადაც ხალხის მიერ მიცემულ ხმის რაოდენობას განსაკუთრებული  მნიშვნელობა არ ჰქონდა, უბრალოდ ამ ჯერზე იმდენად დიდია საპროტესტო განწყობა, ამის დაფარვა შეუძლებელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კაცმა ხმების  80 % მიიწერა.    ახლა,  მისი ძალაუფლება პირდაპირ და მთლიანად ეყრდნობა პოლიციის და ჯარის გამოყენებას, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. რამდენად არის   მზად ბელარუსი ხალხი გაერთიანდეს რევოლუციური გზით ლუკაშენკოს მოსაშორებლად, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ლუკაშენკოს რეჟიმისთვის, ამას ექნება საგარეო პოლიტიკური შედეგები.  პირველ რიგში ეს ნიშნავს, უფრო მეტ იზოლაციას დასავლეთისგან, რომელთანაც ის ბოლო წლებში ცდილობდა რუსეთის ალტერნატივის შექმნას, დაახლოებას, არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ეკონომიურად, რადგან პუტინისაგან,  უფრო მეტი დამოუკიდებლობისთვის მიეღწია.  ეს არჩევანი ახლა შეიზღუდება, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დასავლური არჩევანი ლუკაშენკოსი, სულაც არ იყო გულწრფელი, ის სულაც არ აპირებდა ბელარუსის ხალხისთვის დემოკრატიული არჩევანის მიცემას.  ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური ვაჭრობა რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელთაგანაც მუდმივად ცდილობდა მაქსიმუმის მიღებას.

ის, რუსეთისგან იაფი ნავთობის და გაზის მიღებას, ასევე სხვა ნედლეულის მიღებას, რუსეთის საშინაო ფასებით ცდილობდა, როდესაც ეს შეუძლებელი გახდა, მან დაიწყო დასავლეთთან გარკვეული რევერანსების გაკეთება.

ლუკაშენკოს რეჟიმი და ამ ქვეყნის კონტროლი არის შესული კრიზისულ ფაზაში. ამიერიდან, მის მიერ ძალაუფლების შენარჩუნება მთლიანად იქნება დამყარებული ძალის გამოყენებაზე. რის გამო ლუკაშენკოს რეჟიმისთვის დასავლეთან ურთიერთობების გამყარება გამორიცხულია, შეიძლება ის აღმოჩნდეს პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების ქვეშ, დასავლეთის მხრიდან,  რაც პუტინის აწყობს. რაც უფრო ნაკლები არჩევანი ექნება ლუკაშენკოს მით უფრო მეტი გავლენის ქვეშ აღმოჩნდება ის და უფრო მეტად იქნება დამოკიდებული პუტინის ნებაზე.  ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ თავიდნვე ნათელი იყო, კრემლის დამოკიდებულება თავისი მეზობლების მიმართ ზუსტად ესეთია, რაც უფრო, არა სიცოცხლისუნარიანია, შეუმდგარია, დისფუნქციურია ქვეყნის მმართველობა, რაც უფრო არალეგიტიმურები არიან მართველები, მით უფრო ნაკლებია ამ ქვეყნების შანსი დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობების აშენების, მით უფრო ნაკლებია სუვერენიტეტის გამყარების შანსი და უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი კრემლთან, მით უფრო კონტროლირებადი ხდებიან. ეს პერსპექტივა აქვს ბელარუსს.

ლუკაშენკო, თუ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ის უფრო მოწყვლადი გახდება და უფრო კონტროლირებადი გახდება პუტინისთვის.

რამდენად გაუძლებს ლუკაშენკოს რეჟიმი დასავლეთის სანქციებს, რაზეც აქტიურად საუბრობენ დასავლეთში?

_ თავისუფლად შეუძლია გაუძლოს, რადგან მას მოუწევს, უკან გადალაგება, მიკედლება რუსეთთან, რა თქმა უნდა, ბევრი კომპრომისის ხარჯზე. ჩრდილოეთ კორეა, ათწლეულებია იზოლირებულია, ხალხი შიმშილობს, მაგრამ მორჩილია და არანაირი მცდელობაც კი, არ არის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს მთლიანად არის დამოკიდებული ბელარუსიელ ხალხზე.  რამდენად წყურიათ მათ ევროპული ტიპის დემოკრატია,  ყოველ შემთხვევაში იმის ალტერნატივა, რაც ახლა გააჩნიათ. დღეს ისინი ცხოვრობენ საბჭოთა კავშირის წარსულში და აშკარად ეს მდგომარეობა მობეზრებული აქვთ.

ვისაც ვიცნობ ბელარუსიდან, ბევრი მათგანი უფრო მეტად არის თავისი ბუნებით ევროპელი, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყნის მაცხოვრებელი. ბელარუსის ხალხს აქვს ევროპული, გარკვეული საფუძვლები და მათზეა დამოკიდებული რამდენ ხანს მისცემენ ლუკაშენკოს ნებას, ძალით შეინარჩუნოს ძალაუფლება.

რუსეთს არ სურს, ბელარუსის სახით, ევროპაში  დაკარგოს  მოკავშირე. აქედან გამომდინარე, რამდენად არის შესაძლებელი, რუსეთის ჩარევა მიმდინარე პროცესებში?

_საქართველოში და ბევრ ქვეყანაში ამბობენ, რომ რუსეთი პირველი არის ვინც ცდილობს ლუკაშენკოს რეჟიმის დესტაბილიზაციას, რადგან ის გამოვიდა მათი მორჩლებიდან და შეიძლება, ამაში  გარკვეული სიმართლე  იყოს, მაგრამ რუსეთს, ლუკაშენკო აწყობს დასუსტებული, დასავლური სანქციების ქვეშ.  ეს ერთი ვარიანტია. მეორეა, ის რომ ლუკაშენკოს ნაცვლად მოვა კრემლისგან ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ლიდერი, რომელსაც ბელარუსის ხალხი მხარს დაუჭერს. ეს მათთვის ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება და ამ შესაძლებლობას, ისინი შეეცდებიან დაუპირისპირონ ქაოსი და შიდა არეულობა.

გასათვალისწინებელია, ის რომ ბელარუსში დიდი ქაოსი, რუსეთის გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებში არ შედის.  არც საქართველოში, აფხაზეთში და სამხერთ ოსეთში კონფლიქტები, მის ინტერესებში არ შედიოდა, მაგრამ კრემლმა როგორც ელცინის, ასევე პუტინის დროსაც ჩათვალა, რომ არაუშავდა იმ შედეგებს, რომელიც შემდგომში ნეგატიურად მოუბრუნდებოდა რუსეთს და მოუბრუნდა კიდეც, ჩეჩნეთში. ამიტომ შესაძლებელია ბელარუსის ქაოსმა, რუსეთს ნეგატიური რამ მოუტანოს, მაგრამ კრემლის რეჟიმი სხვაგვარად უყურებს თავის ინტერესებს. ხშირად რუსეთის გრძელვადიანი ეროვნული ინტერესები და კრემლის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა.

 როგორც ცნობილია, დასავლეთმა  ბელარუსში ხელახალი არჩევნების გამართვა მოითხოვა, ეს რამდენად შესაძლებელია?

_ არ ვიცი რამდენად შესაძლებელია.  თავისი ნებით, რომ ლუკაშენკო არ ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს ეს 100%-ით გარანტირებულია.

ის, ხელისუფლებაში არჩევნებით მოვიდა, მის მერე კი,  სამართლიანი არჩევნები, პრაქტიკულად არ ჩაუტარებია. მას ვერ წარმოუდგენია ძალაუფლების დათმობა. ის ხედავს, რომ მას ხალხი ხმას აღარ აძლევს.  თავისი ნებით არ დათმობს ძალაუფლებას, გააჩნია რამდენად ეფექტური იქნება, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები.

მე სკეპტიკურად ვუყურებ, არ მგონია, რომ ლუკაშენკო რაიმე ვითარების გამო, წავიდეს სამართლიან არჩევნებზე, რაც ნიშნავს ძალაუფლების დათმობას.

ბელორუსი ხალხის საპროტესტო მუხტზე, ნეგატიურ გავლენას, ხომ არ იქონიებს პრეზიდენტობის კანდიდატის სვეტლნა ტიხანოვსკაიას მიერ ქვეყნის დატოვება?

_ უეჭველია, რომ ის, რომ დააშინეს. ვნახე კადრები. მისი მიმართვა ჩაწერილია,  ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში. მე ვნახე კვლევა, სადაც გამოკვლეული და შედარებული იყო ავეჯი, ფარდები და ა. შ. 100% - ით არის დადასტურებული, რომ ის იყო სახელმწიფო ორგანოების კონტროლირებად სიტუაციაში და ის იყო გარკვეული ზეწოლის ქვეშ, როდესაც ის წერდა ამ მიმართვას, სადაც ბელარუსის ხალხს მოუწოდებდა, რომ შეეწყვიტათ პროტესტი. უეჭველია, რომ ის იყო შანტაჟის და ზეწოლის ქვეშ.

მოახდენს, თუ არა გავლენას ვერ გეტყვი, არ ვიცი რა რესურსი აქვს, ბელარუსის დემოკრატიულ მოძრაობას შიგნით, გასული ლიდერის პირობებში და ა.შ.  ეს ლიდერიც ახალგაზრდაა და ახალბედაა, როგორც პოლიტიკოსი. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ფაქტია, რომ ამ მომენტისთვის გამოკვეთილი ლიდერი არ ჩანს და ლიდერის გარეშე ყოველთვის ძნელია, რადიკალური პოლიტიკური ცვლილებების განხორციელება. ყველაფერი დამოკიდებულია ბელარუსელ ხალხზე.

როგორი შეიძლება იყოს ოფიციალური თბილისის პოზიცია?

_ ბევრი საქართველოში ღელავს, რომ ლუკაშენკოს ალტერნატივა შეიძლება იყოს ჩვენთვის უარესი. ლუკაშენკოს,  თუ მხარს არ დავუჭერთ, შეიძლება გადაიფიქროს და აღიაროს აფხაზეთი  და სამხრეთ ოსეთი.

თავიდანვე, არ აღიარება ლუკაშენკოს მიერ, ემყარებოდა ერთგვარ ვაჭორბას, ეს თვითონ აქვს  ნათქვამი ინტერვიუში, რომ მან პუტინს ჰკითხა- მზად იყო თუ არა დაეკომპენსერებინა ის ზარალი, რომელსაც მიიღებდა დასავლეთის სანქციების გამო. როდესაც უთხრეს, რომ ამის გარანტიას არ აძლევდნენ, მან გადაწყვიტა, რომ არ ეღიარებინა. მისთვის ეს საკითხი არის უფრო მეტად პოლიტიკური ვაჭრობის საკითხი.

უნდა გვესმოდეს, რომ ლუკაშენკოს ინტერესების გარდა, თვითონ ბელარუსის ინტერესებისთვის სრულიად მიუღებელი იქნებოდა  აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება.

ცნობისთვის, 9 აგვისტოს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ხუთ კანდიდატი მონაწილეობდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში, ბელორუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80,23% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9,9%.  რასაც  ბელარუსიელი ხალხის პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცველებმა,  ქუჩაში გასულ დემონსტრანტების წინააღმდეგ  წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბელარუს ძალოვნებს ბლოკირებული აქვთ ყველა სამთავრობო შენობა, მობილიზირებულია შეიარაღებული ძალები, დაკეტილია დედაქალაქის მთავარი გამზირი და მინსკში შემავალი ყველა ცენტრალური მაგისტრალი.

ბელარუსში გაითიშა ინტერნეტი, რომლის შესახებ ლუკაშენკომ ინტერნეტის გათიშვის მიზეზად ჰაკერული თავდასხმა დაასახელა, თუმცა ამის ოპოზიციას არ სჯერა და საპრეზიდენტო არჩევნებს და საპროტესტო აქციებს უკავშირებენ.

10 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ აქციების მართვაში პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩეხეთი დაადანაშაულა

11 აგვისტოს  ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ  ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ქვეყნის დატოვების შესახებ განაცხადა. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, ტიხანოვსკაიას თავშესაფარი ლიეტუვამ მისცა.

ლიეტუვას პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით,  საღ აზრზე მყოფი არცერთი ადამიანი დაიჯერებს, რომ სვეტლანა ტიხანოსვკაიამ ვიდეო ნებაყოფლობით ჩაწერა.  ასევე, ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა ლიეტუვამ, ბელარუსის პრეზიდენტად ალექსანდრე ლუკაშენკო არ ცნოს.

ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოს დასავლეთელი ლიდერები გამოეხმაურნმ. მათ ლუკაშენკოს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ, დაკავებული დემონსტრატების გათავისუფლებისკენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს.

საპროტესტო აქციის მსვლელობისას ძალოვნები BBჩ-ის ჟურნალისტებს და რადიო თავისუფლების ჟურნალისტს  თავს დაესხნენ. ასევე სამთავრობო მედიის, ტელეწამყვანებმა პროტესტის ნიშნად, ტელეარხები დატოვეს.

მინსკში,  საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და  სამართალდამცველებს შორის  დაპირისპირებას, უკვე 2 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ბელარუსში დაპირისპირებისას ათობით ადამიანი   დაშავდა, ხოლო 3000 მეტი ადამიანი დააკავეს.




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...