გიორგი გახარია: მშობლიურ მუხურში მომავალზე საუბარი ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მშობლიურ მუხურში მომავალზე საუბარი ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა

17 ოქტ. 2020, 14:38:33

„მომავალი 4 წლის განმავლობაში, არჩევნების შემდეგ, მთავრობას უკვე მობილიზებული აქვს და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მინიმუმ ინვესტირებული იქნება 20 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, ამ ფულიდან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდება სამეგრელოს, ჩხოროწყუსაც, წალენჯიხასაც, მარტვილსაც, ყველას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის წარმატება, რომელიც ამ კუთხეს ყოველთვის ჰქონდა, ის წარმატებული შვილები, რომლებიც ამ კუთხეს ყოველთვის ჰყავდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ, კიდევ უფრო მეტი იყვნენ და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ ახალგაზრდებს, ისწავლონ აქ, იმისთვის, რომ შემდგომ გვასახელონ როგორც კუთხე, ისე ქვეყანა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩხოროწყუში,  აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ინფრასრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, არ იყოს დიდი სხვაობა, თუ სად ცხოვრობს ადამიანი. მისივე თქმით, არსებული რესურსი, გონიერად, რაციონალურად და თანმიმდევრულად  უნდა იქნას გამოყენებული, უნდა გაკეთდეს სწორი პრიორიტეტები.

„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს აქ, თქვენთან ერთად ქვეყნის მომავალზე, ჩხოროწყუს მომავალზე საუბარი, მშობლიურ მუხურში. რა თქმა უნდა, ეს პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაც არის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის ჩხოროწყუშიც, ასე თუ ისე წესრიგში მოვიდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ბევრი პრობლემაა დარჩენილი წყალმომარაგების თვალსაზრისით და სოფლებში წყალი პრობლემაა, ვიცით ეს და გასაკეთებელი გვაქვს. გაზიფიცირება დავიწყეთ და მინდა გითხრათ, რომ მომავალი ახალი  3 წლიანი გეგმა იქნება გაზიფიცირების, რომელსაც მთავრობა უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს და გაზიფიცირებაც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. სოფლებში და მათ შორის ჩხოროწყუში, კანალიზაციაა წესრიგში მოსაყვანი. ბევრი რამ არის კიდევ ერთად გასაკეთებელი - სკოლებია ასაშენებელი, გასარემონტებელი. ჩხოროწყუში 2021 წელს ახალი სკოლის აშენება დაიწყება. ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ღირსეულად ვცხოვრობდეთ ჩვენს კუთხეში და არ იყოს დიდი სხვაობა სად ვცხოვრობთ - თბილისში, ბათუმსა თუ რუსთავში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ ასე იქმნება წარმატებული, ძლიერი ეკონომიკის ევროპული ქვეყნები და ჩვენ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. ეს ჩვენ შეგვიძლია და ერთად უნდა ვიშრომოთ მიზნის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ ჩხოროწყუში ბევრი რამ გაკეთდა, ბევრია გასაკეთებელი. გვინდა, ჩხოროწყუში იყოს სპორტული კომპლექსი, ასევე ძალიან გვინდა, რომ კულტურის სახლი გავარემონტოთ. ასევე ძალიან გვინდოდა ყველას, რომ ტობავარჩხილზე გზა გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყნის შვილები ვართ და რესურსი, რომელიც გვაქვს, ძალიან გონიერად და რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ, თანმიმდევრულად და უნდა გვქონდეს სწორი პრიორიტეტები. ამიტომ, იმისთვის, რომ ჩხოროწყუს ეკონომიკა ავამუშაოთ და ტურისტი მოვიზიდოთ, გადავწყვიტეთ, რომ პირველ რიგში უნდა გაგვეკეთებინა ტობავარჩხილზე გზა. რაც უფრო მეტი ტურისტი ეყოლება ჩხოროწყუს, მით მეტი შემოსავალი ექნება ადგილობრივ ოჯახებს.  შემდგომ უნდა გავაკეთოთ სპორტული კომპლექსი და 2021 წელს სპორტული კომპლექსის მშენებლობასაც დავიწყებთ, შემდგომ კულტურის სახლსაც მივადგებით. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თანმიმდევრულად და არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ რაღაც საოცრება მოხდება, ვიღაც მოვა, დაგვპირდება და ერთ დღეში ყველაფერს ააშენებს, ასე არ ხდება,"- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შრომა უნდა იყოს პირველ რიგში მიმართული იმ ძირითადი დარგებისკენ, რომლებიც რეგიონში ისტორიულად ყოველთვის იყო - სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობისკენ. მისივე თქმით, სულ რამდენიმე თვეში დაპატენტდება სპეციალური ბრენდი - მუხურის თაფლი, რაც მისცემს შესაძლებლობას ადგილობრივებს აწარმოონ თაფლი და შემდგომ გაიტანონ ევროპის ბაზარზე.

„ჩვენი შრომა უნდა იყოს პირველ რიგში მიმართული იმ ძირითად დარგებზე, რომლებიც აქ ისტორიულად ყოველთვის იყო, სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის. მინდა გითხრათ, რომ ახლა მუხურში ვართ, ჩვენ უკვე დავიწყეთ და სულ რამდენიმე თვეში დაპატენტდება სპეციალური ბრენდი - მუხურის თაფლი, რაც მისცემს შესაძლებლობას ადგილობრივებს აწარმოონ თაფლი და შემდგომ გაიტანონ ევროპის ბაზარზე. ეს შესაძლებლობა ყველას გვექნება. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, იმისთვის რომ სულ მალე, რამდენიმე წელიწადში ყველამ ერთად შევძლოთ ღირსეულად ცხოვრება აქ, მუხურში, ხაბუმეში, ახუთში, ჩხოროწყუში, ყველგან, ეს არის ჩვენი მიზანი. ამიტომ, მომავალი 4 წლის განმავლობაში, არჩევნების შემდეგ, მთავრობას უკვე მობილიზებული აქვს და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მინიმუმ ინვესტირებული იქნება 20 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, ამ ფულიდან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდება სამეგრელოს, ჩხოროწყუსაც, წალენჯიხასაც, მარტვილსაც, ყველას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის წარმატება, რომელიც ამ კუთხეს ყოველთვის ჰქონდა, ის წარმატებული შვილები, რომლებიც ამ კუთხეს ყოველთვის ჰყავდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ, კიდევ უფრო მეტი იყვნენ და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ ახალგაზრდებს, ისწავლონ აქ, იმისთვის, რომ შემდგომ გვასახელონ როგორც კუთხე, ისე ქვეყანა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ 31 ოქტომბერს ღირსეული არჩევანი გავაკეთოთ და ეს არჩევანი ჩვენ არ გვჭირდება ჩვენთვის. ეს არჩევანი ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს არჩევანი უნდა იყოს სამართლიანი და ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება, დარწმუნებული ვარ, ასეც გავიმარჯვებთ. ჩვენი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, მოგეხსენებათ, ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო მხარის გუბერნატორი, მან დეტალურად იცის სად, რომელ სოფელში რა პრობლემა არის და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებიდან მეორე დღეს მას ექნება ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ იშრომოს და გააგრძელოს შრომა ჩხოროწყუს და საერთოდ სამეგრელოს წინსვლის და კეთილდღეობისთვის. გამარჯვებას და წარმატებებს გისურვებთ!,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა. (R)




 ახალი ამბები
  • ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება _ ჭიჭინაძექვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. "ხალხი ყოველდღე ღარიბდება, „ოცნების“ ხელისუფლება კი, სახელმწიფო სახსრების ხარჯზე, იმ „ შავი“ ფულით, რომელსაც ბიუჯეტიდან იპარავენ, საარჩევნო კამპანიას ატარებს. „ოცნება“ თავად ითვისებს და საარჩევნო კამპანიაზე ხარჯავს იმ დახმარებასაც, რასაც უცხოელი პარტნიორები ხალხისთვის გზავნიან. ტენდერში გამარჯვებული ე.წ. შემომწირველების   შემოწირულობებიც სახელმწიფოს ფულით არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი გზაა. მოკლედ, სწორედ ასეთი უაზრო ხარჯვების  და მოსყიდვების გამო,  არჩევნების შემდეგ, უმძიმესი პერიოდი დადგება და ამას თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავზე , საკუთარ შემოსავალზე, საკუთარ მაცივარზე იგრძნობს, _ აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ... ...
  • მუხაშავრია: “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში გასაიდუმლოებულ შეხვედრებს ატარებს (R)“ქართული ოცნების”  წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში, მიხეილ ყაველაშვილი, დახურულ, გასაიდუმლოებულ შეხვედრებს  ატარებს ამ ოლქში მდებარე სკოლებში და საბავშვო ბაღებში და  დაწესებულებების პერსონალს - სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს,  მზარეულებს -ავალდებულებს იარონ კარდაკარ და ამომრჩევლები  დაარწმუნონ რომ შემოხაზონ მხოლოდ 41. მიხეილ ყაველაშვილი ასევე პირადად ხვდება ხანდაზმულ ადამიანებს და მათ სოციალური დახმარების დანიშვნას სთავაზობს, მაშინაც კი, როდესაც მათ ასეთი არ სჭირდებათ. ასევე პირადად მაწვდიან ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩაბმული კანონსაწინააღმდეგო პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც მოგეხსენაბათ არალეგალური და დაუშვებელია. თან, ეს ყველაფერი  ხდება ძალიან ინტენსიური ტემპით და  მოსახლეობა ამით შეწუხებულია. მივმართავ განათლების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, დაუყოვნებლივ გასცეს განკარგულება რათა შეწყდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობა და მათი საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, თუ რა თქმა უნდა მისი განკარგულებით არ ხდება ეს უკანონობა.  ჩემის მხრივ კი, გპირდებით ყველას, რომ მსგავსი უკანონო საქციელებისთვის პასუხს მოვთხოვთ ყველას, ამა წლის პირველი ნოემბრიდან“,_ აცხადებს ლია მუხაშავრია, პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ წევრი. (R) ... ...
  • როდის გახსნის პანდემიის გამო დახურულ ქუთაისის ბაზას WizzAir "ქუთაისის ბაზას, რომელიც პანდემიის ფონზე დავხურეთ, მომდევნო წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გავხსნით“, - ამის შესახებ BMG-ს უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ განუცხადა. ცნობისთვის: ზაფხულის სანავიგაციო სეზონი მარტის ბოლოს იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. მისი თქმით, ავიაკომპანია ბაზის გახსნას და ოპერირების განახლებას ზამთრის სეზონზე აპირებდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. „ფრენების აღდგენა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე ან ერთ რომელიმე ქვეყანაზე, ეს არის ორმხრივი პროცესი და ყველას პირობა, როგორც - საქართველოს, ასევე მეორე ქვეყნის უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენი მხრიდან მზაობა იმისა, რომ გავზარდოთ ფრენების სიხშირე და მიმართულებები, რა თქმა უნდა, არის და ვიფრენთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება. ვმუშაობთ კიდევაც რეისების გაზრდასა და დამატებაზე მათ შორის საქართველოში, თუმცა პროცესებს სჭირდება დრო და ძველი პოზიციების დაბრუნებას ეტაპობრივად ვეცდებით”, - აღნიშნა ანდრაშ რადომ. ამასთან, როგორც BMG-ისთან ინტერვიუში ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა თქვა, მათ რამდენიმე ქვეყანაში სტრატეგია შეცვალეს და ფოკუსი შიდა ფრენებზე გააკეთეს, მათ შორისაა იტალია, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ შიდა გადაადგილებაზე მოდის, ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში დაიხურა ბაზა, ზოგან კი, პირიქით - მეორე და მესამე გაიხსნა. „პანდემიის ფონზე ფრენების უმეტესობა შიდა გადაადგილებაზე მოდიოდა და ამიტომ დადგა საჭიროება, გაგვეხსნა ახალი ბაზები; ასევე, ჩვენ მუდმივად ძიებაში ვართ ახალი მიმართულებების და სწორედ ამის მიზეზია ახალი ბაზის გახსნა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში, ხოლო გაუქმებული ფრენების გამო, ქუთაისის ბაზის დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა არ ვაპირებთ გაჩერებას; ახლაც და შემდეგაც ვიფრენთ იმდენს, რამდენის უფლება და საშუალებაც გვექნება. რაოდენობის გაზრდაზე კი, მუდმივად ვმუშაობთ. მეორე მხრივ, ვმუშაობთ ახალი თვითმფრინავების შეძენა-მომარაგების მიმართულებით, ვაახლებთ ავიაპარკს და როცა დასრულდება პანდემია და დაიწყება როგორც საავიაციო, ასევე, ტურიზმის სექტორის აღდგენა, მზარდ მოთხოვნას მომზადებულები დავხვდებით “, - აღნიშნა WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ. ცნობისთვის: დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ევროპის სხვადასხვა მიმართულებებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისების ეტაპობრივად ანახლებს. ავიაკომპანიამ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირება რამდენიმე კვირის უკან განაახლა, ხოლო ნოემბრიდან ფრენებს დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნის და ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის საჰაერო ხაზებზე განაახლებს. ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. შეგახსენებთ: უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისში ბაზა 2016 წლის სექტემბერში გახსნა. 2020 წლის ივლისში, BMG-ის ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა ანდრაშ რადომ განუცხადა, რომ ბაზამ საქმიანობა 2020 წლის გაზაფხულზე შეაჩერა და ავიაკომპანიამ მასში არსებული თვითმფრინავების რეალოკაცია მოახდინა. მაშინ ავიაკომპანიაში თქვეს, რომ ქუთაისის ბაზას საქართველოში ფრენების განახლებისთანავე არ აღადგენდნენ და ეს მხოლოდ სიხშირეების მატების შემდეგ მოხდებოდა. უფრო ვრცლად აღნიშნულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე. წყარო: ... ...
  • აფხაზური ენის დაცვაზე უნდა ვიზრუნოთ- ზურაბიშვილი27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. აღნიშულ თარიღს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. „აფხაზური ენის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ იმ საკითხთაგანს, რომელზეც შეგვიძლია ერთობლივად ვიზრუნოთ, ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი“,_ აცხადებს ... ...
  • ოზურგეთის ბაღებში ბავშვების მოწამვლა კვების პროდუქტებით და სადეზინფექციო საშუალებებით არ დასტურდება„გურია ნიუსის“  მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვთა  მოწამვლა კვების პროდუქტებით და სადეზინფექციო საშუალებებით არ დასტურდება. ჩვენი ინფორმაციით, ლაბორატორიულმა  დაკვნამ ეს გამორიცხა. ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს, მაკა ჭყონიას. მან გვითხრა, რომ დღეს, საღამოს ელოდებიან ლაბორატორიულ დასკვნას და ზუსტი პასუხიც ამის შემდეგ ეცოდინება. _ქალბატონო მაკა, ჩვენი  სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ბავშვების მოწამვლა არ უკავშირდება კვების პროდუქტებსა და სადეზინფექციო საშუალებებს.    რა შეიძლება იყოს სხვა მიზეზი? და შეიძლება თუ არა ეს იყოს ენტეროვირუსით გამოწვეული? -გიმეორებთ, საღამოს ველოდებით ლაბორატორიულ დასკვნას.  ზუსტი  პასუხი მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება და მასინვე გავასაჯაროებთ, _ გვითხრა მაკა  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...