გიორგი სიორიძე: ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელს

პოლიტიკა

გიორგი სიორიძე: ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელს

20 ოქტ. 2020, 16:44:48

ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელს მოვუწოდებ „ლელოს“ მხარდამჭერებს სიფრთხილისა და აქტიურობისკენ, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გურიის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი სიორიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებამდე 10 დღეზე ოდნავ მეტი ხნით ადრე იქმნება ვითარება, როცა კორონავირუსის პანდემიის შედეგად საარჩევნო პროცესს იძულებით ისედაც გამოაკლდება ათეულობით ათასი ამომრჩეველი.

„ჩვენს თვალწინ ვითარდება შემაშფოთებელი პროცესი, როცა კორონავირუსის პანდემია ახალი ძალით უტევს საზოგადოების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკას. ფაქტია, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით გართულდა, ნეგატიურად აისახება 31 ოქტომბრის უმნიშვნელოვანესი არჩევნების მიმდინარეობაზეც.

ფაქტია ისიც, რომ „ოცნების“ ნაქებმა პანდემიურმა კრიზისმენეჯმენტმა ჩაილურის წყალი დალია და დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა ამომრჩეველთა სოლიდური ნაწილი ინფიცირებისა თუ კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნის გამო მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მიიღებს არჩევნებში. ბუნებრივია, არსებობს მოსახლეობის ასევე სოლიდური ნაწილიც, რომელიც დაინფიცირების რისკის გამო უბრალოდ თავს აარიდებს საარჩევნო უბანზე მისვლას.

ასეთი ვითარება და შედეგად არჩევნების დღეს  მოქალაქეთა მხრიდან დაბალი აქტივობის დაფიქსირება ერთადერთ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხელს და ეს ძალა მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“.

ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარაჩუნებლად მიდის ყველაფერზე. ცხადია, ის ბოლომდე და უკანონოდ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და შესაძლოა, ვირუსით დაინფიცირების დიდი რისკის ქვეშაც კი ძალდატანებით აიძულოს მისი მომხრეები, რომ მივიდნენ უბნებზე, ხმა მისცენ და ამის შესახებ სხვადასხვა ფორმით შემდგომ „უპატაკონ“ კოორდინატორსა თუ უფრო მაღალი იერარქიის პარტიულ ბოსებს.

ერთადერთი საშუალება, რომ არ მივცეთ „ოცნებას“ არჩევნების დღეს კოვიდის შიშით მანიპულირების საშუალება და ამით შედეგებზე არსებითი გავლენის მოხდენა და პრაქტიკულად არჩევნების გაყალბება, არის ის, რომ მაქსიმალური სიფრთხილითა და  რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მივიდეთ საარჩევნო ურნასთან და ხმა მივცეთ ორპოლუსიანი პოლიტიკის ორივე მეტასტაზის დასრულებას. ანუ, ავირჩიოთ წარმატებული პროფესიონალების გუნდი. ავირჩიოთ ახალი ძალა, ახალი იმედი. ავირჩიოთ „ლელო საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდს „ლელო“ მაქსიმალურად გამოიყენებს მთელ საქართველოში სააგიტაციოდ.

„მე გურიაში, მაჟორიტარობის სხვა კანდიდატები თავიანთ ოლქებში, პარტიის სხვა წევრები სრულიად საქართველოში არჩევებამდე დარჩენილ პერიოდს გამოვიყენებთ მაქსიმალურად, რათა ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ავუხსნათ, თუ რატომ უნდა ენდონ „ლელოსა“ და მის მაჟორიტარებს.

მე დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი „ლელოს“ „მარშალის გეგმაში“ კარგად ხედავს საქართველოს ჩიხიდან გამოსვლისა და განვითარების კონკრეტულ, რეალურ პროგრამას, რომელიც გააზრებულია პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო მიმართულების მიხედვით. დ

დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ საქართველოს ამომრჩეველი „ლელოს“ ფართოდ გაუღებს კარს ქართულ პოლიტიკაში.

იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური გურიის ამომრჩეველი არც ამჯერად დარჩება მოვლენების მიღმა, არ შეუშინდება მძიმე პანდემიურ ფონს და მაქსიმალური სიფრთხილითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის „ოცნების“ ოპოზიციაში გაშვებისა და „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის საქმეში.

ყველას მოგიწოდებთ, 31 ოქტომბერს ვიყოთ ფრთხილები, ამასთანავე  ძალიან აქტიურები  და შევასრულოთ ჩვენი სამოქალაქო ვალდებულება, - მივიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი სიორიძემ.   (R)




 ახალი ამბები
  • ნიკა გვარამია: არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე"არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე", _ ამის შესახებ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. "მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხი” 58 000 ლარით დააჯარიმა, იმ კლიპების გამო, რომელიც 6-7 ნოემბერს გავიდა - ხმის ქურდები და რამიშვილი-ნაცვლიშვილის დიალოგი. არგუმენტი- ამ პერიოდში არ გქონდათ პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლებაო. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და გვქონდა გაშვების უფლება წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვითაც კი შეეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58.000-ით. წახვალ და სასამართლოში უჩივლებ თუ რა?", _ წერს ... ...
  • "ძალ-ღონეს არ დავიშურებ, ვიზრუნო შშმ პირთა უფლებების დაცვაზე" _ ვასილ ჩიგოგიძე (R)გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის მიერ რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქველმოქმედო პროგრამა განხორციელდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში, ლანჩხუთში და ჩოხატაურში 200 ოჯახს საკვები პროდუქტები დაურიგდა. „ჩვენი ხელისუფლების მხრიდან შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და კიდევ უამრავი კარგი პროექტი განხორციელდება. მჯერა, ერთიანი ძალისხმევით მრავალ სასიკეთო ცვლილებას განვახორციელებთ, ჩემი მხრიდან ძალ-ღონეს არ დავიშურებ ვიზრუნო შშმ პირთა უფლებების დაცვაზე. ვულოცავ მათ დღევანდელ დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს“, - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ. ... ...
  • მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 58 000 ლარით დააჯარიმამარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 58 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზად კომისიამ 6-7 ნოემბერს ეთერში გასული კლიპები დაასახელა და განაცხადა, რომ ტელევიზიას ამ პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშვების უფლება არ ჰქონდა, _აღნიშნულის შესახებ განცხადებას მთავარი არხი ავრცელებს. "წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვით, კი შეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58.000-ით", - წერს არიხს იურისტი, თამთა მურადაშვილი. თამთა მურადაშვილის თქმით, გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა და მარეგულირებელმა იმ მუხლის მიხედვით, რომლითაც დაჯარიმება ახსნა სანქციის მაქსიმალური ოდენობა 58 ათასი ლარი გამოიყენა, მაშინ, როცა მინიმალური თანხა 5 ათასია. "ეს არის კრიტიკული მედიის დემონსტრაციული დასჯა იმ პოლიტიკური რეკლამების გამო რომლის შინაარსიც არ მოეწონათ", - ამბობს თამთა მურადაშვილი. გადაწყვეტილებას "მთავარი არხი" სასამართლოში გაასაჩივრებს.მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 58 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზად კომისიამ 6-7 ნოემბერს ეთერში გასული კლიპები დაასახელა და განაცხადა, რომ ტელევიზიას ამ პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშვების უფლება არ ჰქონდა. "წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვით, კი შეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58.000-ით", - წერს არიხს იურისტი, თამთა მურადაშვილი. თამთა მურადაშვილის თქმით, გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა და მარეგულირებელმა იმ მუხლის მიხედვით, რომლითაც დაჯარიმება ახსნა სანქციის მაქსიმალური ოდენობა 58 ათასი ლარი გამოიყენა, მაშინ, როცა მინიმალური თანხა 5 ათასია. "ეს არის კრიტიკული მედიის დემონსტრაციული დასჯა იმ პოლიტიკური რეკლამების გამო რომლის შინაარსიც არ მოეწონათ", - ამბობს თამთა მურადაშვილი. გადაწყვეტილებას "მთავარი არხი" სასამართლოში გაასაჩივრებს. წყარო: ... ...
  • შშმ ბავშვებს პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ცხელი ხაზი მოემსახურებაკორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ცხელი ხაზი - 111 შშმ ბავშვებს მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცხელი ხაზი ბავშვებს, მათ შორის შშმ ბავშვებსა და მათ მშობლებს კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას. 111-ის ოპერატორები, ყველა შეტყობინებას დაამუშავებენ და რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებს ჩართავენ. კოვიდ-19-თან დაკავშირებულ შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური ონლაინ კლინიკა განიხილავს. ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი - 111 გაზაფხულიდან მოქმედებს და ... ...
  • არასრულწლოვანი შვილის და შვილის მეგობრის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო კაცი დააკავესპოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.გ., დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილის და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში წარმოდგენილია ნივთმტკიცების სახით. ასევე დადგენილია, რომ გ.გ.-ს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა. პოლიცია განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არასრულწლოვნების გამოკვეთა-დადგენის მიზნით. გამოძიება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...