„გიორგი ვაშაძე არის პრიმიტივი“ _ დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკა

„გიორგი ვაშაძე არის პრიმიტივი“ _ დავით ჭიჭინაძე

5 აგვ. 2020, 11:57:00

„გიორგი ვაშაძე არის პრიმიტივი. გარდა იმისა, რომ სწორედ მისი მსგავსი პოპულისტური, უვიცი განცხადებები ასხამენ ბანკების წისქვილზე წყალს, გიორგი ვაშაძემ იუსტიციის სახლის იდეაც მიითვისა, რადგან ამ იდეის ავტორი რეალური ადამიანები არსებობენ", _ ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ გამაცხადა.

ჭიჭინაძის თქმით, "ადამიანი, რომელიც ამბობს, პრემიერი რომ გავხდები, პროცენტებს შევამცირებო, ეს ნიშნავს რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს".

"რადგან,  კონსტიტუციაში წერია, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი და რომელმა მთავრობამაც გაბედა ეროვნულ ბანკთან მიკარება, ის მთავრობა საკმაოდ ხისტად დაისაჯა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის მიერ. და  ასე რომ ადგე და პროცენტები გაანახევრო, ამის უფლებას არავინ მოგცემს.

ანუ, ბანკირებს თავისი წრე აქვთ და იმ წრეშიც კი, ორმა - სამმა თუ იცის რა სისტემას ქმნიან და როგორ „ახრჩობენ“  ხალხს.  ასეთი უცოდინარი, პოპულისტი  ადამიანები კი, ისევ ბანკების წისქვილზე ასხამენ წყალს. მოკლედ,

ის, რომ ბანკებს აქვთ არაპროფილური  საქმიანობა და ეს კანდარღვევაა;

ის, რომ ეროვნული ბანკი, კონსტიტუციითა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანაში  ფასები  იყოს სტაბილური  და ამას არ ასრულებს ;

რომ ფულის ემისიის უფლება მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს და ამას კომერციული ბანკები ახორციელებენ, რითაც ისევ კონსტიტუცია ირღვევა;

აი, ამ ყველაფერზე უნდა მოვთხოვოთ პასუხი ბანკებს!

 ამის გამო უნდა მიეცენ პასუხისგებაში და არა პროცენტების განახევრებაზე ვისაუბროთ!

მითუმეტეს, რომ პროცენტის განახევრება ხალხის გათავისუფლებას ნამდვილად არ ნიშნავს.

მე  ამას ვებრძვი რაც პოლიტიკაში ვარ და განსაკუთრებით  2008 წლის კრიზისიდან მოყოლებული,  არაერთხელ წარვადგინე ( ამას ყოფილი პრემიერებიც დაადასტურებენ) პუნქტობრივად,  როგორ უნდა შეიზღუდოს  ბანკების არაპროფილური საქმიანობა და თან ეს ისე  უნდა გაანალიზდეს,  რომ ჯანმრთელად განხორციელდეს და ეკონომიკისთვისაც არ იყოს  დამრტყმელი.

მევახშეებთან მიმართებაშიც დაშვებულია პრეცენდენტი.  ნინო ბურჯანაძეს როგორც წაართვეს ერთ დოლარად მიცემულ შენობა, საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის გამო, ასევე შეგვიძლია უკან  დავაბრუნოთ მიტაცებული ასობით ბინა, მიმტაცებლები კი დავაჯარიმოთ.

გიორგი ვაშაძეს რაც შეეხება,  ის არა მარტო პოპულისტურ, ცარიელ ფრაზებს ისვრის, მან  იუსტიციის სახლის იდეაც კი  მიითვისა და ის ფაქტი, რომ ეს მისი კი არა, სხვისი პროექტია, მალე გამოაშკარავდება, რადგან არსებობენ  ადამიანები ვინც ეს  პროექტი რეალურად შექმნა.

ვაშაზემ  და მისმა ოჯახის წევრმა, ვანო ჩხარტიშვილმა კი, ჯერ მოპარული ფული დააბრუნონ და მერე ესაუბრონ ხალხს!“ _ განაცხადა "ტრიბუნას ლიდერმა".




 ახალი ამბები
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...
  • ერთი დეპუტატის ორი ნომერი საარჩევნო სიაშიცესკომ 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სიის მეოთხე და 29-ე ნომრებს დავით ჭიჭინაძის პარტია „ტრიბუნა“ იკავებს. დავით ჭიჭინაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ მომხდარი ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. „თავის დროზე, რომ ამბობდნენ ხელმოწერების მოგროვებაა საჭიროო, ვაგროვეთ ხელმოწერები და ჩავაბარეთ. მერე აღმოჩნდა რომ კვალიფიციურებს არ სჭიდებოდათ ხელმოწერა, მაგრამ დარჩა ის. მე არ ვარ 29-ე ნომრად წარმოდგენილი პარტიის თავმჯდომარე. ტექნიკური ხარვეზია, რომელიც ალბათ ჩაიხსნება. ადგილობრივი მერის არჩევნები რომ ტარდება ქუთაისში, იქ გვყავს ჩვენ კანდიდატი და იმას მიენიჭა 4 ნომერი და შესაბამისად, ჩვენ კანდიდატებს სხვადასხვა ნომერი ვერ ექნებოდათ“,_ ამბობს ჭიჭინაძე. ცესკოში ამბობენ, რომ ორივე პარტია წესების სრული დაცვით არის რეგისტრირებული და ცვლილების გახორციელების სურვილის შემთხვევაში,  პარტიამ თავად უნდა მიმართოს ცესკოს. „ორივე პარტია არის ყველა ნორმის დაცვით რეგისტრირებული. თუ რაიმე ცვლილება სურთ, უნდა მოგვმართოს ან ერთმა პარტიამ ან მეორემ“,_ ამბობენ ცესკოში. შესაძლებელია თუ არა ერთი პირი ორი პოლიტიკური პარტიით იყოს რეგისტრირებული საარჩევნო  სიაში, _ ამ საკითხის გასარკვევად საიას დავუკავშირდით. როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსმა საარჩევნო საკითხებში, მარიამ ლაცაბიძემ გვითხრა, ამის უფლებას კანონი არ იძლევა და მოცემულ შემთხვევაში საქმე სავარაუდოდ გაურკვევლობას ან ტექნიკურ ხარვეზს ეხება. „ერთ პირს არ აქვს უფლება რომ ორი სხვადასხვა პარტიის წევრი იყოს. რადგან ორი სხვადასხვა ნომერია ორი სხვადასხვა პარტია იგულისხმება. დავით ჭიჭინაძე ორ პარტიაში ვერ იქნება. გარდა ამისა, ერთი პარტიის ოფიციალური სახელწოდება არ უნდა ემთხვეოდეს სხვა პარტიის სახელწოდებას. შესაბამისად ან ორ სხვადასხვა პარტიაზე ვსაუბრობთ ან შეუძლებელია, რომ ერთი პირს ორი პარტია ჰქონდეს დაფუძნებული, ეს კანონმდებლობით აკრძალულია, სავარაუდოდ ტექნიკური ხარვეზია. ცესკომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“,_ ამბობს მარიამ ... ...
  • 1 გარდაცვლილი და 3 დაშავებული _ უბედური შემთხვევა ოზურგეთშიუბედური შემთხვევა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში _ სატვირთო ავტომობილს, რომელიც შეშით იყო დატვირთული, გზა ჩამოუშვავდა და ხრამში გადავარდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა 3 ადამიანი. გარდაცვლილიც და დაშავებულებიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭიეთიდან არიან. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ავტომანქანის ძარაზე 2 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთმა გადახტომა მოასწრო. დაშავდა კაბინაში მყოფი მძღოლი და ერთი მგზავრიც. დაშავებულები ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. შსს-ს ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. უწყებისვე ცნობით, საქმეზე გამოძიება 66 მუხლის მეოთხე ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...