,,გუნდმა მითხრას და წავალ“ _ ახალი დეტალები ,,ოცნების“ დახურული შეხვედრიდან

პოლიტიკა

,,გუნდმა მითხრას და წავალ“ _ ახალი დეტალები ,,ოცნების“ დახურული შეხვედრიდან

2018 ივლ 27 16:59:30

რა გახდა გიორგი კვრიკაშვილის გადადგომის მიზეზი _ ივანიშვილთან პირადი უთანხმოება თუ ვალდებულებები, რომელთა შესრულებას ყოფილმა პრემიერმა თავი ვერ გაართვა?

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომამდე ერთი დღით ადრე ,,ქართული ოცნების“ დახურული სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ,,ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ.

სხდომის შესახებ, რომელმაც გიორგი კვირიკაშვილის მომავალი განსაზღვრა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი პრემიერის გადადგომის საკითხი დააყენა. კვირიკაშვილი ივანიშვილს არ დაეთანხმა და გადადგომა იმ შემთხვევაში მოინდომა, თუ გუნდი მოისურვებდა. მაშინ კვირიკაშვილი მხოლოდ ორმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ დაიცვა. დაპირისპირებულ მხარეებს კი თბილისი მერი, კახა კალაძე აშველებდა.

დახურული სხდომის დეტალების შესახებ  დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა.

პოლიტიკის ექსპერტის, ვაჟა ბერიძის  თქმით, გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკოსად ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, ამიტომ ყოფილი პრემიერის წასვლაც ივანიშვილზე იყო დამოკიდებული. მისი თქმით, იმ თეატრში, სადაც მარიონეტები თამაშობენ, კვირიკაშვილი იქნება თუ არა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

,,თუ შენ არ ხარ დამოუკიდბელი პოლიტიკური ფიგურა და გავლენიანი მილიარდერის პოლიტიკოსი ხელდასმით მოვლენილი, შენი მოსვლაც ივანიშვილზეა დამოკიდებული და წასვლაც. როდესაც ორი წელი პრემიერ-მინისტრი ხარ და ქვეყნის პოლტიკურ ლიდერად ვერ ჩამოყალიბდი, რა პრეტენზია უნდა გქონდეს დამოუკიდბელ პოლიტიკურ კარიერაზე. ამ მარიონეტების თეატრში კვირიკაშვილი იქნება თუ  სხვა პრემიერი, რა მნიშვნელობა აქვს. კვირიკაშვილი ივანივილმა შექმნ პოლიტიკოსად და მანვე მიიღო გადაწყვეტილება გაეშვა თანამდებობიდან, რაც გასაკვირი არ არის”, _გვითხრა ბერიძემ.

,,მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც“, _ასე გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი კვირიკაშვილის გადადგომას.

პარტიის ლიდერმა ყოფილი პრემიერი სახელმწიფოსა და ბიზნესს ინტერესების ბალანსის რღვევაში დაადანაშაულა. 

,,ბევრმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ირღვეოდა ბალანსი, სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნეს ინტერესებს შორის მას არ დარჩა არჩევანი და ამას არღვევდა კვირიკაშვილი თავის ქმედებებით. მას აღარ შეეძლო მართვა, ორ კაცთან ალავიძესა და ქუმსიშვილთან ახერხებდა ის გადაწყვეტილებების შეთანხმებას“, _აღნიშნა ივანიშვილმა.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურად ტელეეკრანებთან არ გამოჩენილა. 

,,მე წავედი პოლიტიკიდან, არაერთხელ განვაცხადე ამის შესახებ“, _ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ამ სიტყვების გარდა კვირიკაშვილს, საზოგადოებაში არსებული უამრავი შეკითხვის მიუხედავად, არაფერი განუცხადებია.




 ახალი ამბები
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...