გურიანთაში დამოუკიდებელმა ქალმა კანდიდატმა გაიმარჯვა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა-დეპუტატმა, მაია ზოიძემ გაიმარჯვა.
გურიანთაში ორი საარჩევნო უბანი იყო და ორივე უბანზე მაია ზოიძემ გაიმარჯვა. ამ წუთებში ცესკოს ვებგვერდზე მხოლოდ ერთი უბნის მონაცემები არის განთავსებული, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: მაია ზოიძემ 354 ხმა მიიღო. მისმა კონკურენტებმა: ბონდო ღლონტმა _ 238; ჯამლეთ ზურაბიანმა _ 3, ნოდარ ვაჩნაძემ _ 31, მამუკა მჟავიამ _ 32, თეონა მურისიძემ _ 20.