გუშინდელი სხდომის დეტალები_ მწვავე კამათი ივანიშვილსა და ,,ოცნებას” შორის

პოლიტიკა

გუშინდელი სხდომის დეტალები_ მწვავე კამათი ივანიშვილსა და ,,ოცნებას” შორის

2018 ივნ 13 19:52:44

მმართველი გუნდის გუშინდელ სხდომაზე რომ სამთავრობო ცვლილებები განიხილებოდა, პრემიერის დღევანდელმა გადადგომამ დაადასტურა. სანამ პრემიერი პოსტს დატოვებდა, ,,გურია ნიუსთან“ ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებასა და გუშინდელი სხდომის დეტალებზე, „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გახსნილად ისაუბრა.

_ ბატონო ზაქარია, ეკონომიკურ მდგომარეობაზე რას გვეტყვით, რომელიც დადებითად მხოლოდ ციფრებში  აისახება?

_ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ცუდი არ არის, მაგრამ ცხოვრების ხარისხის მდგომარეობაა არადამაკმაყოფილებელი. სხვანაირად რომ ვთქვათ, მოქალაქეების ცხოვრებაზე ვერ აისახება ის ეკონომიკური შედეგები, რაც ციფრებში არის გამოხატული, შესაბამისად, გუშინდელ სხდომაზე ეს იყო უკმაყოფილების მიზეზი, მათ შორის, ბატონი ბიძინას. გუშინ ბატონმა ბიძინამ და ყველამ გამოხატა ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება. სხდომაზე დისკუსია და კამათი წარიმართა სწორედ იმის გარშემო, რომ შეიძლებოდა თუ არა ეკონომიკური შედეგების შერბილება. ყველა ვთანხმდებით, რომ გარე ფაქტორებმა განმსაზღვრელი გავლენა მოახდინა ჩვენი მოქალაქეების შემოსავლებზე და ხარჯებზე, მაგრამ შერბილება შეიძლებოდა თუ არა, იმის გარშემო იყო აქტიური დისკუსია უმრავლესობაში.

_ როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია სიღარიბის მაჩვენებლის ზრდა, რაც UNISEF-ის კვლევამ დაადასტურა?

_ სიღარიბის  მაჩვენებლის გაზრდას ვაბრალებთ სამ მიზეზს:  ერთი მიზეზი მდგომარეობს ჩვენი მოსახლეობის ჭარბვალიანობაში. როცა მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს ვალი და ვერ აუდის  მის მომსახურებას; მეორე _ ეს არის ინფლაცია. იმავე  შემოსავლის პირობებში საქონლის გაძვირებამ მკვეთრად გაზარდა  ხარჯები; მესამე მიზეზი დევალვაციაა, როცა ვთქვათ, ლარმა განიცადა დევალვაცია და ჭარბვალიანობის პირობებში მოქალაქეებს ვალების მომსახურება უწევთ, ძირითადად, ამერიკულ დოლარებში და სიტყვაზე, მოქალაქეებს 300-400 ლარი რომ  ჰქონდათ დასაფარი გადასახდელი ვალის გასასტუმრებლად, ახლა 500 ლარი სჭირდებათ იმავე ვალის გასტუმრებისთვის.

_ აქვს თუ არა მმართველ გუნდს სამოქმედო გეგმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება  ქვეყანა გამოვიდეს რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან?

_ არ არის ტრაგიკული სიტუაცია, მაგრამ  არც კარგი სიტუაციაა. გუშინ იმაზე მიდიოდა ცხარე კამათი, რომ შეიძლებოდა  თუ არა ამ შედეგების შერბილება. ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები ცუდი არ არის, მაგრამ ეს არ აისახა და ჯერჯერობით, არ აისახება თითოეული მოქალაქის  მდგომარეობაზე. სწორედ, ეს იყო  გუშინდელი სხდომის  დისკუსიის საგანი _  რატომ არ აისახა, რატომ ვერ მივიღეთ ის ზომები, რომელიც თითოეულ მოქალაქეს თითოეულ ოჯახს შეეხებოდა.  გახსოვთ, როდესაც 2012 წელს დავიწყეთ რეფორმები,  ჩვენ უფასო გავხადეთ საბავშვო ბაღები, რაც ყველა მოქალაქეზე აისახა, უფასო გავხადეთ სასკოლო სერვისები, რაც ყველა ოჯახზე აისახა, უფასო გავხადეთ სამედიცინო მომსახურება, რაც ყველა ოჯახზე აისახა, ანუ მოქალაქეებმა იგრძნეს რეფორმების შედეგები და ამას გაგრძელება სჭირდება, რაც სწორი პროგრამების კვალობაზე უნდა გახორციელდეს.

სანამ პრემიერი თანამდებობას დატოვებდა, მმართველი გუნდის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გვიამბო უმრავლესობის სხდომის დეტალების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ კომენტარს, რომელიც მმართველი გუნდის წარმომადგენელთან პრემიერის გადადგომამდე ერთი საათით ადრე ჩავწერეთ.

,,ცალკეულ შემთხვევებში დაისვა პასუხისმგებლობის საკითხი ცალკეული მთავრობის წევრების მიმართ,  მაგრამ ძირითადი მსჯელობა არ მიდიოდა ამ საკითხზე, რადგან პასუხისმგებლობას ხომ უნდა უძღოდეს ობიექტური მიზეზები.  ჯერ ობიექტური მიზეზები უნდა დასახელდეს და შემდეგ უნდა გამოვლინდეს პასუხისმგებელ პირთა წრე. სწორედ ამაზე  მიმდინარეობდა მსჯელობა _ ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, ვინ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და ვინ _ არა. მე უფრო მეტზე ვსაუბრობ, ვიდრე საკადრო საკითხებია. მგონია, რომ ბევრად მეტია გასაკეთებელი, ვიდრე საკადრო ცვლილებები. შესაცვლელია ეკონომიკური პოლიტიკა, შესაცვლელია პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობის ფორმები. აუცილებლად მიმაჩნია თვისობრივი ცვლილებების გატარება, რაზეც ხმამაღლა ვსაუბრობ. თუ საკადრო, ეკონომიკური  პოლიტიკა არ შეიცვალა, თუ პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობის ფორმები არ გაუმჯობესდა, არაფერი შეიცვლება“, _ გვითხრა ქუცნაშვილმა.




 ახალი ამბები
  • მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდამასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათგან 20000 პრაქტიკოსი, 5000 კი მასწავლებლობის მსურველია. პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც მინიმალურ კომპეტენციას დაადასტურებენ და სტატუსს აიმაღლებენ, 2019 წლის სექტემბრიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. საპენსიო ასაკის პედაგოგები, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების და სტატუსის ამაღლების სურვილი, ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ. ამის სურვილი უკვე ასეულობით პედაგოგმა გამოთქვა.  გამოცდა ივლისის პირველ ნახევარში ჩატარდება. 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის რეგისტრაცია 24 მაისს 18 საათზე ... ...
  • დავით ჭიჭინაძე ახალ პარტიას ქმნისმმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატი პარტიას ქმნის. დავით ჭიჭინაძე, რომელიც ახლა „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის რიგებში ირიცხება „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, რომ ივნისის ბოლოს საკუთარ პარტიას შექმნის. ჭიჭინაძე მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ გუნდში მმართველი პარტიის ასევე ყოფილ წევრთან, ეკა ბესელიასთან ერთად არ იქნება. ჭიჭინაძის თქმით, მას ბოლო წლებში საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის "ქართული ოცნების" რიგებიდან წასული პოლიტიკოსები შეუერთდებიან. მისი თქმით, მას და ბესელიას სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა აქვთ. ჭიჭინაძე „კურიერთან“ პარტიის შექმნის თარიღად 22 ივნისს ... ...
  • პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება (R)სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება. ამჯერად, სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ ბოხვაურის და გომის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებს სოციალურის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და c „ჰეპატიტის“ მიმართულებით განხორციელებული პროექტები და ძირითადი პრინციპები გააცნეს. პრეზენტაციები წარმოადგინეს რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ოზურგეთის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ, გურიის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელმა თეა ლომჯარიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა თეა კუპრაძემ. „ ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რათა თითოეულმა მოქალაქემ დეტალური ინფორმაცია მიიღოს, იმ სიკეთეებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. შეხვედრები, რომელიც პრიორიტეტულ საკითხებზე, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად, რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გაიმართება”,- განაცხადა ზურაბ ... ...
  • 7 თვის ჩვილის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე შსს ახალ ინფორმაციას ავრცელებსარასრულწოვანი დედის მიერ, სავარაუდოდ, 7 თვის შვილის სავარაუდო მკვლელობის შესახებ ახალ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.ასევე, 2018 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. შ.-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება ქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის ... ...
  • ტაქსის მძღოლები მასშტაბური აქციებით იმუქრებიან ტაქსის მძღოლები რეგულაციების გადავადებას რეგულაციების გადავადებას მერიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე ითხოვენ. ისინი ულტიმატუმს უყენებენ თბილისის მერია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. "ტაქსის მძღოლები თბილისის მერს კახა კალაძეს მივმართავთ: ბატონო კახა, პირველ ივნისამდე გაძლევთ გონივრულ ვადას, რათა გაახმოვანოთ გადაწყვეტილება, აპირებთ თუ არა ტაქსის რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც შევა თბილისის ტაქსის ყველა წარმომადგენელი და უახლოეს დროში დაანონსდება მასშტაბური საპროტესტო აქცია. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ჩვენი ოჯახები არ დარჩნენ ლუკმა-პურის გარეშე. რეგულაციების მიხედვით, მარჯვენა საჭიანავტომობილებს ხსნიან ბაზრიდან, ასევე გადაღებვა ხდება საჭირო და ა.შ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტული დრო მოგვეცეს იმისთვის, რომ ამ რეგულაციებს მოვერგოთ", - განაცხადა "პირველი რადიოს" რადიოკლუბში გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა მძღოლმა ლევან ხუზაურაშვილმა მათივე ინფორმაციით ისინი აპირებენ ითანამშრომლონ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას გადაწყვეტილების მისაღებად დროს პირველ ივნისამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი...

დუმილი ოქროა

დუმილი ოქროა, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ...

ქალური მეხსიერების თავისებურება

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის,...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რაციონში ხორცის არარსებობა ქალს აბერებს

ამერიკელ მეცნიერთა მტკიცებით, იმისთვის, რომ...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...