HRC-ის მიმართვა წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით

პოლიტიკა

HRC-ის მიმართვა წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით

1 ოქტ. 2020, 15:19:52

"ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ძალადობრივი ინციდენტებით, რაც ზიანს აყენებს მშვიდობიან და სამართლიან საარჩევნო გარემოს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჟურნალისტებზე პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს დაფიქსირებული თავდასხმის ფაქტები", _ აღნიშნულის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

 "ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, უმოკლეს დროში გამოიძიოს 2020 წლის 27 სექტემბერს, ბოლნისში, „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას და 2020 წლის 29 ოქტომბერს, მარნეულში, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, მოხდეს სამომავლოდ მსგავსი ფაქტების პრევენცია, რათა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და  აქტივისტებმა შეძლონ საკუთარი საქმიანობის მშვიდობიან წინასაარჩევნო გარემოში წარმართვა, ხოლო ჟურნალისტებს ჰქონდეთ საშუალება, უსაფრთხო სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა.

 გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის 27 სექტემბერს, ბოლნისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებსა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა და მათი მხარდამჭერები. საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობის შედეგად გადაიზარდა, აქტივისტებს ხელკეტებითა და ქვებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ კოლონაში მოძრავი ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი აცხადებს, რომ მის ავტომობილს ქვა ესროლეს და დააზიანეს

2020 წლის 29 ოქტომბერს, „მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. ამასთან, დაზიანებულია ორივე მაუწყებლის ტექნიკა. 

პრობლემურია, რომ საზოგადოებას ინციდენტების შესახებ ინფორმაცია განსხვავებულად მიეწოდება სხვადასხვა ტელევიზიის მიერ და იშვიათია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ ინციდენტების დაბალანსებული გაშუქება, რაც ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას. მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიებმა დაიცვან მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნა და ახალი ამბების გამოშვებებში ყველა ფაქტი თუ შეხედულება დაბალანსებულად, არადისკრიმინაციულად და პლურალისტულად გააშუქონ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს: 

ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოებს: 

. დროულად და ეფექტურად გამოიძოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, მათთან დაკავშირებული აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელშეშლის ფაქტები. 

.  სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. 

პოლიტიკურ პარტიებს: 

არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭრების მიმართ ზეწოლა, მუქარა და ძალადობა;

 წინასაარჩევნო კამპანია და შესაბამისი აქტივობები განახორციელონ კანონით დადგენილ ჩარჩოებში, მშვიდობიანი ფორმებით; 

მედიასაშუალებებს: 

კეთილსინდისიერად შეასრულონ საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა და საინფორმაციო გამოშვებებში, მაქსიმალურად უზრუნველყონ ყველა ფაქტის თუ შეხედულების დაბალანსებულად, არადისკრიმინაციულად და პლურალისტულად გაშუქება. 

ფაქტების გადმოცემისას თავი შეიკავონ ინფორმაციით თვითნებური მანიპულირებისაგან, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქართველოს მედიაგარემო უკიდურესად პოლარიზებულია და ტელევიზიების ნაწილი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ემხრობა, რაც მათ სარედაქციო პოლიტიკაში მკაფიოდ ჩანს, _ ნათქვამია დამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • გიორგი სიორიძე: „საარჩევნო პროცესი „ოცნებამ“ გურიაშიც ხელის გადაგრეხვით წარმართა„სამწუხაროდ, გამართლდა ის ცუდი მოლოდინი, რაც მთელი წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას გვქონდა. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების დღეს გამოიყენა დაუშვებელი მეთოდები და სხვადასხვა გზებით და საშუალებებით ამომრჩევლის დაშინებით ზემოქმედება მოახდინა მოქალაქეების თავისუფალ არჩევანზე“, -ამის შესახებ არჩევნების მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა „ლელოს“ მაჟორიტარმა კანდიდატმა გურიაში გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ „ოცნებამ“ საარჩევნო მანიპულაციებისას საკუთარ თავს აჯობა, როცა თავისი კოორდინატორების, აგიტატორების და ზონდერების მეშვეობით გურიაში საარჩევნო უბნების გახსნის წუთიდანვე დაიწყო ამომრჩევლებზე ზეწოლა. „ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედების მეთოდები იყო უტიფრობამდე გაცვეთილი და რაც მთავარია, უკანონო. რიგ შემთხვევებში ისინი ამომრჩეველს აიძულებდნენ უბრალოდ არ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ან მისი ოჯახის წევრების სამსახურებრივი შევიწროებით ემუქრებოდნენ. მთელ რიგ შემთხვევებში, „ოცნების“ კოორდინატორები და მათ ზურგს უკან მდგარი ზონდერები, რომლებიც ნებისმიერ წამს მზად იყვნენ პროვოკაციისთვის, ამომრჩევლების სიებით ხელში და მათი არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობისა და „ოცნებისთვის“ ხმის მიცემა/არმიცემის  საკითხით პირდაპირ უბანზე, ღიად და თავხედურად ინტერესდებოდნენ. კომისიის წევრები „ოცნებიდან“ ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს ხელს უშლიდნენ ადგილიდან გადაღების უფლების განხორციელებაში. ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი დამკვირვებელი ხელისშემშლელთა ალყიდან თავის დაღწევის მიზნით, იძულებული გახდა უბნიდან გამოქცეულიყო და კარგა ხნით ავტომობილში ჩაკეტილიყო. ხშირად მიმართავდნენ ისეთ მდაბიურ ხერხსაც, როგორიცაა უბანზე მდებარე სველი წერტილის ჩაკეტვა და დამკვირვებლებს საჭიროებისათვის უბნის გარეთ გასვლისკენ უთითებდნენ. ობიექტურად განწყობილი დამკვირვებლის უბნის გარეთ თუნდა ცოტა ხნით გასვლის შემთხვევაში კი მათ ხელ-ფეხი ეხსნებოდათ წინასწარ დაგეგმილი მანიპულაციების ჩატარებისთვის. ამ შემთხვევებს ჰქონდათ სისტემური ხასიათი და ამდენად, ფაქტია,  „ოცნებამ“ 2020-ის საპარლამენტო საარჩევნო პროცესიც ხელის გადაგრეხვის პრინციპით ჩაატარა. „ოცნებას“ ამ არჩევნების მისთვის სასურველი შედეგით დასრულების ლეგიტიმაცია უბრალოდ არ გამოუვა. საზოგადოება ამას არ მიიღებს“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • ჩვენ გავიმარჯვეთ, მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთაჩვენ გავიმარჯვეთ! - ამის შესახებ საქართველოს-პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ოფიციალურ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთეს და აღნიშნავს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანაში, პანდემიის ფონზეც , სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. „ჩვენ გავიმარჯვეთ! მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა! ყველამ ერთად, პანდემიის ფონზეც , სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ და ვიმსახურებთ დიდ ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად დავიკავებთ. მადლობა ყველას - ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც უზრუნველყო თითოეული ამომრჩევლის ნების დაფიქსირება უსაფრთხო გარემოში; დამკვირებელებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მონაწილეობაც ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო; პოლიციას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის. ჯერ ოფიციალური შედეგები არ გამოცხადებულა, თუმცა, უკვე ვიცით, რომ დღეს გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნის წინ-სვლა, მშვიდობიანი, ევროპული მომავალი,“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი გიორგი ... ...
  • "იმედის" ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება“ 55%-ით ლიდერობს"იმედის" ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ქართული ოცნება ლიდერობს. ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ –55.0% „ნაციონალური მოძრაობა“ –23.0 % „ევროპული საქართველო“ –3.0% „პატრიოტთა ალიანსი“ -3.0% „ლელო“ –3.0% „გირჩი“ –3.0 % „ლეიბორისტული პარტია“ –1.0 % „ერთიანი საქართველო“ –1.0 ... ...
  • ზაალ უდუმაშვილი: "ქართული ოცნება" დასრულებულია, ოპოზიციამ გაიმარჯვა""ქართული ოცნება" დასრულებულია, ოპოზიციამ მოიპოვა გამარჯვება, _ ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ეგზიტპოლების საშუალებით გამოვლენილი პირველადი შედეგების გაცნობის შემდეგ პარლამენტის შენობის წინ განაცხადა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები. როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, დღეს "ქართულ ოცნებას" დაემშვიდობებიან. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერი აქცია 20:00 საათზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი: "გილოცავთ, აი, რა მაგარი ხალხი ვართ!""გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ, ღირსეული გუნდია, არ შემცდარა ქართველი ამომრჩეველი და ღირსეულ ხალხს დაუჭირა დღეს მხარი", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მან საზოგადოებას „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ხაზგასასმელია ის, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს არჩევნებში“. „გილოცავთ, აი რა მაგარი ხალხი ვართ ქართველები. მოდი, მადლობა გადავუხადოთ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ლიდერებს, თქვენ ახალგაზრდებს. თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას, ჩამოყალიბებული სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ. ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით მეტი დრო მოანდომეს. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ, თქვენ გამჭრიახი გონებისთვის. დიდი მადლობა „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს, მთელ გუნდს. გარწმუნებთ, რომ საქართველომ ჩაატარა ღირსეული არჩევნები, გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ, ღირსეული გუნდია, არ შემცდარა ქართველი ამომრჩეველი და ღირსეულ ხალხს დაუჭირა დღეს მხარი. გაძლევთ პირობას, რომ „ქართული ოცნება“ როგორც იყო სახალხო, ისევე იქნება სახალხო და დარჩება ხალხის სამსახურში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ, ჩვენს ამომრჩეველს, გაუმარჯობს ჩვენს მომავალ გამარჯვებებს! გაუმარჯობს ჩვენს ქვეყანას!" _ განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...