IDFI: საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება

პოლიტიკა

IDFI: საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება

12 ოქტ. 2018, 10:57:21

უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ისეთი შემთხვევების შესახებ, რომლებშიც მონაწილეობენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები და რომლებიც მიანიშნებენ შესაძლო კორუფციის შემთხვევებზე.

ბოლო წლებში, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, სადაც შესაძლო კორუფციის შემთხვევები დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა, თუმცა, მათ ან არ მოჰყოლია შედეგი ან არ მოხდა საზოგადოების ჯეროვნად ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის ან შედეგების შესახებ, რამაც შეარყია საზოგადოების ნდობა სამართალდამცავი და საგამოძიებო სისტემის მიმართ.

ეს ფაქტები მოიცავენ როგორც შესაძლო კორუფციის, ისე თანამდებობის ბოროტად გამოყენების და სამოხელეო დანაშაულის სხვა შემთხვევებს, რომლებზეც ვრცლად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ესენია:

 სამ მილიონ ლარამდე თანხის მითვისების საქმე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან, სადაც მაღალი თანამდებობის პირების გარდა, ყოფილი პრემიერმინისტრის ახლო ნათესავები ფიგურირებენ;

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების მიერ დიდი ოდენობით ქონების დაუფლება;

 ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობა თბილისის მერიასთან დაკავშირებულ საეჭვო გარიგებებში, რასაც აუდიტის სამსახურის მიერ ფაქტის გამოვლენის შემდეგ მოყვა იმ დროს მოქმედ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა ფარცხალაძის მიერ;

 საქართველოს ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში არსებული შესაძლო დარღვევები, სადაც საეჭვო პროექტებთან და შესყიდვებთან მიმართებაში მინისტრების სახელები ფიგურირებს;

 საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვა, სადაც მინისტრის მოადგილე და მისი ძმის საკუთრებაში არსებული კომპანია ფიგურირებს;

 ომეგა ჯგუფის საქმეზე გავრცელებული ფარული ჩანაწერები, სადაც შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შემცველ ეპიზოდებში მონაწილეობენ სპორტის ყოფილი მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი.

 "ბოლო პერიოდში, ასევე, მრავლად იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა რანგის მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და დადგა გამამტყუნებელი განაჩენები. მაგალითისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო 62 შემთხვევაზე, ხოლო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 41 საქმეზე მიეცა 61 პირი. ანგარიშიდან იკვეთება, რომ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების დიდი ნაწილი ადგილობრივ თვითმმარველობის ორგანოებში იყვნენ დასაქმებული და არ იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს. ანგარიშის მიხედვით, გამოძიება არ წარმართულა ცენტრალური ხელისუფლების არც ერთი მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ" _ აღნიშნულია IDFI-ის ინფორმაციაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საზოგადოებისთვის ასევე უცნობია, მოჰყვა თუ არა რეაგირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილ იმ საქმეებს, სადაც დასკვნის მიხედვით იკვეთებოდა შესაძლო დანაშაულის ნიშნები.

ანტიკორუფციული გარემოს შესაფასებლად მნიშვნელოვანია არამხოლოდ შესაძლო შემთხვევების შეფასება, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებში და ინდექსებში არსებულ მონაცემებზე რეაგირება.

2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული გლობალური მმართველობის განახლებული ინდიკატორები (World Governance Indicators), სადაც მოცემულია 2017 წლის განმავლობაში 200 ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) მიერ განვლილი პროგრესი. ამ ინდექსის და საქართველოს მიერ განვლილი პროგრესის შესახებ IDFI ადრეც წერდა. 2017 წლის მონაცემებით, საქართველომ წინა წელთან შედარებით აჩვენა გაუმჯობესება ინდექსის 2 კომპონენტში - ეფექტური მმართველობა და კორუფციის კონტროლი, ხოლო გაუარესება 3 კომპონენტში: გამოხატვის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება (-0.99), პოლიტიკური სტაბილურობის და ძალადობის/ტერორიზმის აღმოფხვრა (-1.43) და კანონის უზენაესობა (-1.92).

"მიუხედავად ამ ინდექსის ზოგადი მნიშვნელობისა, ინდექსი ფოკუსირებულია წვრილმან მექრთამეობაზე და სახელმწიფო სერვისების მიწოდების სფეროში არსებულ კორუფციაზე, და ვერ ასახავს მაღალი დონის კორუფციის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას. საქართველოში ე.წ. „ელიტური კორუფციის“ როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევის არსებობას ადასტურებს ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, როგორიცაა ევროპარლამენტი და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD) .

კერძოდ, მაღალი დონის კორუფციის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტშიც, სადაც ხაზგასმულია მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევები. რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთ პუნქტში საუბარია სწორედ ანტიკორუფციული სამსახურის დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების საჭიროებაზე" _ აღნიშნავენ სტატიის ავტორები.

 ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში ამბობენ, რომ როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების პირობებში „ელიტური კორუფციის“ შემთხვევების გამოუძიებლობა კიდევ უფრო ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია არსებული სისტემის რეფორმირება, რადგან ის ვერ ახდენს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას, რაც საზოგადოებაში აჩენს შეკითხვებს და ნეგატიურად აისახება საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მეტიც, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოუძიებელი შემთხვევები უფრო მეტად ახალისებს სამოხელეო დანაშაულს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.


IDFI აუცილებლად მიიჩნევს ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს. 




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ბოკერიამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ - კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ მიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...