"იღონოს ყველაფერი, რათა მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია"_ კვირიკაშვილი ხელისუფლებას

პოლიტიკა

"იღონოს ყველაფერი, რათა მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია"_ კვირიკაშვილი ხელისუფლებას

11 თებ. 2020, 14:41:50

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი უგულავას დაპატიმრებას ეხმაურება.

“როდესაც რამდენიმე თვე რჩება უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე და ხდება ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაპატიმრება, მითუმეტეს, როცა ამ ფაქტს წინ უძღვის საარჩევნო სისტემაზე საჯაროდ გაცემული პირობის დარღვევა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების უმწვავესი კრიტიკა, ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად, ხოლო შექმნილი ტენდენცია - როგორც ხელისუფლების მხრიდან (გამიზნულად თუ გაუაზრებლად - აღარ აქვს მნიშვნელობა) მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად, რასაც ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია. ამ აზრზეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, განურჩევლად იმისა, ჯდება თუ არა გიგი უგულავა მის პოლიტიკურ გემოვნებაში - აქვე დავაზუსტებ, რომ პირადად ჩემი და ევროპული საქართველოს პოლიტიკური მრწამსი იყო და რჩება კარდინალურად განსხვავებული.

ასეთი ქმედებებით ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას შემდგომი პოლარიზაციის ზრდაზე.

მოვუწოდებ მას, იღონოს ყველაფერი, რათა მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია, საზოგადოების პოლარიზაციის თავიდან აცილება და უმნიშვნელოვანესი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება,”_ წერს კვირიკაშვილი.




 ახალი ამბები
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება„ოკუპაცია არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ და აუცილებლად დასრულდება. მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გმირთა მემორიალთან განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი არის ერთ - ერთი ყველაზე  ტრაგიკული დღე ქვეყნის ისტორიაში. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის დეოკუპაცია უმთავრესი  პრიორიტეტია. „მე მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მჯერა, რომ დევნილები დაბრუნდებიან სახლში, დღეს ჩვენი ამოცანა არის მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე და შევუქმნათ ღირსეული პირობები, სანამ დაბრუნება იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გამოწვევა არსებობს, ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის დეოკუპაცია რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და ამოცანად და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ ოკუპაცია არის დროის და პროგრესის წინააღმდეგ, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ეს რჩება ჩვენს ძირითად ამოცანად,"- განაცხადა არჩილ ... ...
  • 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა (R)დღეს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. „დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის ... დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე, ჯანდრი უბირია, უწყების თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, მოქალაქეები. დღესვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია . სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა; 300 ათასი კი საკუთარ ქვეყანაში, დევნილად იქცა.   https://www.youtube.com/watch?v=OCYG-dpU0yA&feature=share&fbclid=IwAR2CGxpA6dgwV8HsnCG3h4-a1POARx_LlWPKLdTKt61XM7rEAXKvkBSkDDE ... ...
  • ეს ომი ტრაგედიაა - პრემიერი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებითამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებით, ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიამ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური გმირთა მოედანზე თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.  „დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც. დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი ... ...
  • გახარია - საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთჩვენ საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, რაღაც გამონაკლისები იყოს, თუმცა რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი. „შეიძლება იქ რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი, ამიტომ რაღაც დიდი გადახრები ვერ იქნება,"- განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls