ირაკლი კობახიძე - გუნდის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება
2019 თებ 11 11:07:41
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ ყველა სუბიექტურ ინტერესებს გვერდზე გადადებს, ამ შემთხვევაში ყველა იქნება გუნდის წევრი.
„ჩვენი გუნდი არის ერთიანი, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. გუნდის ერთიანობას, ზოგადად, საფრთხე არ ემუქრება. თუ ვინმე კონკრეტული ერთი, ორი, სამი დეპუტატი სუბიექტური ინტერესებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში შეიძლება, კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები, მაგრამ გუნდის ერთიანობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ახალ პარტიას ან ფრაქციას ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, კობახიძე ამბობს, რომ ამაზე ვერაფერს იტყვის.
“რამდენიმე დღის წინ ბათუმიდან თბილისისკენ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით პოლიტიკური...