ირაკლი კობახიძე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა

2017 მაი 29 16:45:09

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე, ანდრიი პარუბი მიიღო.

შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებსა და  საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გამახვილდა. ირაკლი კობახიძემ და ანდრიი პარუბიმ ხაზგასმით აღნიშნეს მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა, როგორც საპარლამენტთაშორისო, ასევე, საერთაშორისო ფორმატებშიც.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, მრავალმხრივი საპარლამენტო ფორმატების ჩამოყალიბების პერსპექტივებს, რეგიონულ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ორ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონის ცვლილებებს. უკრაინის პარლამენტის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ პატივს სცემს საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო რეფორმის გატარებისას სახელმწიფო ინტერესების პარტიულ ინტერესებზე მაღლა დაყენებისათვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და მისმა უკრაინელმა კოლეგამ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

„უკრაინის დელეგაცია დღეს იმყოფება ქვეყანაში, რომელიც უაღრესად კეთილგანწყობილია უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი ერების მეგობრობა საუკუნეებს ითვლის და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა ყოველთვის დიდი სითბოთი და ურთიერთგაგებით გამოირჩეოდა. ბატონი პარუბი საქართველოში ჩამობრძანდა იმ დღეებში, როდესაც აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ვუმასპინძლეთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას, რომელმაც დღეს საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველომ და უკრაინამ დამოუკიდებლობა ერთად მოიპოვეს და  უკვე 25 წელია, რაც ქვეყნებს შორის  დიპლომატიური ურთიერთობები განახლდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველო და უკრაინა საერთო ინტერესების და ღირებულებების დასაცავად ერთმანეთს მხარში ედგნენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ვიზიტები იგეგმება.

წლევანდელი წელი აღინიშნება ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გააქტიურებით, შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ რადას თავმჯდომარეს, დაგეგმილია აგრეთვე პრეზიდენტის და პრემიერის ვიზიტები თბილისში.

საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირობებში, კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ჩვენმა ხალხებმა ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შეძლონ საგარეო საფრთხეების მოგერიება და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.

დღევანდელ შეხვედრაზე მე და ბატონმა სპიკერმა საქართველოსა და უკრაინას შორის სახელმწიფო და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაზე ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და შევთანხმდით, რომ ამ საკითხებზე კოორდინირებულად ვიმოქმედებთ საერთაშორისო ასპარეზზე", _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემაც. ანდრიი პარუბის განცხადებით, ორ ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვს.

„ძალიან სასიამოვნო იყო დღეს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან ქართველი ხალხისთვის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლისთავის მილოცვა. გვესმის, რა მაღალი ფასი გადაიხადეთ და ვაცნობიერებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს დღესასწაული თქვენთვის.  ძალიან მნიშვნელოვანია, გავააქტიუროთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის და დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო ფორმატი არის ის განზომილება, რომელიც უფრო სწრაფი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას გვაძლევს. გვაქვს თანამშრომლობის ძალიან დიდი პოტენციალი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის, ასევე, სატრანსპორტო  სფეროში",- განაცხადა ანდრიი პარუბიმ.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ საქართველო-უკრაინა-მოლდოვას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი თანამშრომლობის  გააქტიურებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

„ უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს ასამბლეამ შეიძლება შეავსოს თანამშრომლობა ბალტიის და შავი ზღვის რეგიონში, რაც მნიშვნელოვანია სატრანსპორტო და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებში, ასევე, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ უკვე ჩავატარეთ  შესაბამისი კონსულტაციები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე", _ განაცხადა ანდრიი პარუბიმ. 

უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარემ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს თანამშრომლობის გაღრმავების ახალ პერსპექტივებს შექმნის.

 

 




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...

რატომ უნდა დაიბანოთ გაზიანი წყლით

კორეულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...