„იუსტიციის უმაღლესი საბჭო სისტემიდან უნდა გაიხვეტოს“_ გია ხუხაშვილი

პოლიტიკა

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო სისტემიდან უნდა გაიხვეტოს“_ გია ხუხაშვილი

2019 იან 11 13:58:31

„სასამართლოს სისტემას დამკვეთები უნდა ჩამოშორდნენ და იუტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც პოლიტიკური დამკვეთის შემსრულებელი ორგანო გახდა, სისტემიდან უნდა გაიხვეტოს“, _აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. მისივე თქმით, „დღევანდელმა ხელისუფლებამ, ვინც მიხეილ სააკაშვილს შეაგინა, ყველა გულში ჩაიხუტა და წინა რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულები აპატია, რაც მანკიერებაა“.

_ ბატონო გია,  „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილი ფიქრობს, რომ თანამდებობებზე უვად გასამწესებელ მოსამართლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფართო მსჯელობის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული. მის მიერ გაკეთებული განცხადების გავრცელების შემდეგ, პოლიტიკურ წრეებში კიდ უფრო გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი თანამდებობებზე მოსამართლეთა უვადოდ განმწეებას ლობირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორია თქვენი პოზიცია?

_ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსამართლეთა სია ბიძინა ივანიშვილის დაწერილია, სკეპტიკურად ვუყურებ.  ვფიქრობ, პარლამენტში ჩაბუდებული ახალგაზრდა დაჯგუფება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სიებს ადგეს და ვიზირებისთვის ბიძინა ივანიშვილს სთავაზობს. ე.წ. ვიზის მიღების შემდეგ, ეს ჯგუფი საკუთარ მანკიერ სურვილებს პოლიტიკურ გუნდში ცეცხლითა და მახვილით ატრიალებს, რასაც „ქართული ოცნება“ გუნდურ თამაშს ეძახის. სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიღების სისტემა მანკიერად მუშაობს, რაც ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა.

_ ბიძინა ივანიშვილმა, ლევან მურუსიძესთან შეხვედრის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მოსამართლე წინა რეჟიმის მსხვერპლად გამოცხდა. რატომ არ უნდა ფიქრობდეს იმავეს პარტიის თავმჯდომარე უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის შემადგენლობაზე?

_ თუ ბიძინა ივანიშვილი ასე ფიქრობს, ეს მისი შეცდომაა. დღევანდელი ხელისუფლება ისეთ სისტემას აშენებს, რომ ყველაფერში დამნაშავე მიშა სააკაშვილი გამოჰყავთ. რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს მანკიერი ფორმულაა. დღევანდელმა ხელისუფლებამ, ვინც მიშას შეაგინა, ყველა გულში ჩაიხუტა და წინა რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულები აპატია. ხელისუფლება გვეუბნება, ვინც საკაშვილთან თანამშრომლობა მოინანია, ყველა მსხვერპლიაო, რაც მანკიერებაა და სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი მოქმედებაა.

_ “ქართული ოცნებაში“ მოსმართლეებთან დაკავშირებით მწვავე დაპირისპირებაა. შიდაპარტიულ ბრძოლაში ვინ გაიმარჯვებს _ ბიძინა ივანიშილის მიერ მხარდაჭერილი ახალი გვარდი შემადგენლობა, რომელიც თანამდებობეზე მოსმართლეთა უვდოდ განმწესებას ლობირებს თუ ძველი გვარდიის წარმომადგენელთა ნაწილი, რომელიც აღნიშნულს პრინციპულად ეწინააღმდეგება?

_ მგონია, რომ შიდაპარტიული ბრძოლა და მოსამართლეთა სიის ამ შემადგენლობით გასვლა მთავარი არ არის. პრობლემა არა საკუთრივ ამ სიაშია, არამედ ალგორითმში, რომლითაც აღნიშნული სიები დგება. პარლამენტში წარმოდგენილი მოსამართლეთა სიაც რომ ჩავარდეს, თუ შერჩევის ალგორითმი იგივე დარჩა და პოლიტიკურ ვერტიკალში სასამართლო სისტემა კვლავ შენარჩუნდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სხვა სიას შემოგვთავაზებენ, უარესებს ვერ იპოვიან თუ?! მთავარი ამოცანა მოსამართლეთა შერჩევის ალგორითმის შეცვლაშია. ამ პროცესებს დამკვეთები უნდა ჩამოშორდნენ და იუსტიციის საბჭო, რომელიც პოლიტიკური დამკვეთის შემსრულებელი ორგანო გახდა, სისტემიდან უნდა გაიხვეტოს. აუცილებელია, ახალი იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება და ჰორიზონტალურ სისტემაზე გადასვლა. რაც მთავარია, მოსამართლეთა შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმთან და კეთილსინდისიერობასთან  ერთად, რეპუტაცია უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ბევრ მოსამართლეს მანტიის გახდა მოუწევს, მათ შორის, ე.წ მსხვერპლად შერაცხულ ლევან მურუსიძესაც. თუ აღნიშნული კათარზისი არ გავიარეთ, სასამართლო სისტემას არაფერი ეშველება.

_ ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ ჩანს, რომ ეკა ბესელიას გუნდი, მმართველ პარტიას კიდევ უფრო დააშორდა. უახლოეს მომავალში პარტიის დაშლა გარდაუვალია?

_ პროცესებს მივყვეთ და ყველაფერი გამოჩნდება. არამგონია, „ქართულ ოცნებში“ ვინმეს დამოუკიდებლად პოლიტიკური თამაშის გაგრძელების რესურსი ჰქონდეს. ფაქტია, რომ გუნდში შიდაპარტიული კრიზისია. პარტია თავიდანვე ეკლექტური წარმონაქმნი იყო. ამ ადამიანებს არაფერი აერთიანებთ.  შიგნით ზიზღი და ურთიერთაგრესია ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ, ახლა გამოვიდა სააშკარაოზე. “ქართული ოცნების“ მცირე ჯგუფი ბიძინა ივანიშვილთან გარკვეულ საკითხს ათანხმებს, იმ დეპუტატს, რომელიც აღნიშნულს არ მიიღებენ, გუნდური თამაშის დარღვევაში ადანაშაულებენ, ეს არის ჯანსაღი სისტემა?! ბუნებრივია, არა!

_ არსებობს მოსაზრება, რომ კლანური დაჯგუფება არა მარტო სასამართლოში, არამედ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებშიც მართავს პროცესებს. „ქართული ოცნების“ მმართველობითი სისტემის დემოკრატიულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას?

_ საქმე სისტემურ პრობლემასთან გვაქვს. სასამართლოში, პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ძალოვან სტრუქტურებში არსებობენ კლანური დაჯგუფებები, რომლებიც ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ბუნებრივია, სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამდენს ვერ გაბედავდა, ძალოვან სტრუქტურებსა და პარლამენტში საკუთარი ლობისტები რომ არ ჰყავდეთ. საქმე გვაქვს ჯგუფურ თამაშთან, რომელიც მმართველობით სისტემას არის მოდებული.




 ახალი ამბები
  • მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდამასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათგან 20000 პრაქტიკოსი, 5000 კი მასწავლებლობის მსურველია. პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც მინიმალურ კომპეტენციას დაადასტურებენ და სტატუსს აიმაღლებენ, 2019 წლის სექტემბრიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. საპენსიო ასაკის პედაგოგები, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების და სტატუსის ამაღლების სურვილი, ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ. ამის სურვილი უკვე ასეულობით პედაგოგმა გამოთქვა.  გამოცდა ივლისის პირველ ნახევარში ჩატარდება. 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის რეგისტრაცია 24 მაისს 18 საათზე ... ...
  • დავით ჭიჭინაძე ახალ პარტიას ქმნისმმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატი პარტიას ქმნის. დავით ჭიჭინაძე, რომელიც ახლა „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის რიგებში ირიცხება „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, რომ ივნისის ბოლოს საკუთარ პარტიას შექმნის. ჭიჭინაძე მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ გუნდში მმართველი პარტიის ასევე ყოფილ წევრთან, ეკა ბესელიასთან ერთად არ იქნება. ჭიჭინაძის თქმით, მას ბოლო წლებში საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის "ქართული ოცნების" რიგებიდან წასული პოლიტიკოსები შეუერთდებიან. მისი თქმით, მას და ბესელიას სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა აქვთ. ჭიჭინაძე „კურიერთან“ პარტიის შექმნის თარიღად 22 ივნისს ... ...
  • პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება (R)სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება. ამჯერად, სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ ბოხვაურის და გომის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებს სოციალურის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და c „ჰეპატიტის“ მიმართულებით განხორციელებული პროექტები და ძირითადი პრინციპები გააცნეს. პრეზენტაციები წარმოადგინეს რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ოზურგეთის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ, გურიის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელმა თეა ლომჯარიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა თეა კუპრაძემ. „ ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რათა თითოეულმა მოქალაქემ დეტალური ინფორმაცია მიიღოს, იმ სიკეთეებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. შეხვედრები, რომელიც პრიორიტეტულ საკითხებზე, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად, რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გაიმართება”,- განაცხადა ზურაბ ... ...
  • 7 თვის ჩვილის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე შსს ახალ ინფორმაციას ავრცელებსარასრულწოვანი დედის მიერ, სავარაუდოდ, 7 თვის შვილის სავარაუდო მკვლელობის შესახებ ახალ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.ასევე, 2018 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. შ.-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება ქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის ... ...
  • ტაქსის მძღოლები მასშტაბური აქციებით იმუქრებიან ტაქსის მძღოლები რეგულაციების გადავადებას რეგულაციების გადავადებას მერიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე ითხოვენ. ისინი ულტიმატუმს უყენებენ თბილისის მერია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. "ტაქსის მძღოლები თბილისის მერს კახა კალაძეს მივმართავთ: ბატონო კახა, პირველ ივნისამდე გაძლევთ გონივრულ ვადას, რათა გაახმოვანოთ გადაწყვეტილება, აპირებთ თუ არა ტაქსის რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც შევა თბილისის ტაქსის ყველა წარმომადგენელი და უახლოეს დროში დაანონსდება მასშტაბური საპროტესტო აქცია. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ჩვენი ოჯახები არ დარჩნენ ლუკმა-პურის გარეშე. რეგულაციების მიხედვით, მარჯვენა საჭიანავტომობილებს ხსნიან ბაზრიდან, ასევე გადაღებვა ხდება საჭირო და ა.შ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტული დრო მოგვეცეს იმისთვის, რომ ამ რეგულაციებს მოვერგოთ", - განაცხადა "პირველი რადიოს" რადიოკლუბში გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა მძღოლმა ლევან ხუზაურაშვილმა მათივე ინფორმაციით ისინი აპირებენ ითანამშრომლონ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას გადაწყვეტილების მისაღებად დროს პირველ ივნისამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი...

დუმილი ოქროა

დუმილი ოქროა, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ...

ქალური მეხსიერების თავისებურება

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის,...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რაციონში ხორცის არარსებობა ქალს აბერებს

ამერიკელ მეცნიერთა მტკიცებით, იმისთვის, რომ...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...