„ივანიშვილი ოქტომბერში უნდა წავიდეს“ _ გიგი უგულავა ოზურგეთში

პოლიტიკა

„ივანიშვილი ოქტომბერში უნდა წავიდეს“ _ გიგი უგულავა ოზურგეთში

2 ივლ. 2020, 14:33:10

ახლახან, ოზურგეთს სტუმრობდა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი   გიგი უგულავა.   ის პარტიის ოფისში  მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.  როგორც თავად აღნიშნა, ჩამოსვლის  მიზანი არის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა, წინასაარჩევნო სამზადისი და მუშაობის გააქტიურება.

გიგი უგულავამ ისაუბრა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნების შესახებ და ძირითადად, ყურადღება გაამახვილა ხელისუფლებიდან ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ არჩევნების გზით ჩამოშორებაზე.

_ ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან ოქტომბერში უნდა წავიდეს.  ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა და ამაში ოპოზიცია ერთიანია. ეს ჩვენი პრინციპული ერთობაა . ამისთვის  უნდა დაიგეგმოს სწორი  საარჩევნო კამპანია. სწორედ ასეთ საკითხებზე სასაუბროდ ვართ  დღეს ჩვენ აქ და შევხვდებით  „ევროპული საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, - განაცხადა მან ჟურნალისტებთან და  ასევე მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მზადაა  ყველა კითხვაზე პასუხისთვის.

კითხვაზე, ნამდვილად იქნება თუ არა ხათუნა გოგორიშვილი ოპოზიციის საერთო კანდიდატი გურიაში, მან თქვა, რომ შესაძლოა, ასეც იყოს, თუმცა, ეს უნდა გადაწყდეს ოპოზიციური პარტიების  ერთობლივი შეთანხმებით.

_ ცალკე ოპოზიციურ პარტია,  რომელიც არ უნდა იყოს, გამარჯვების შანსი არ ექნება. ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული. ამიტომ ერთსულოვანი ვართ საერთო კანდიდატის დასახელებისას. მიმდინარეობს კონსულტაციები, ვინ იქნება გურიის რეგიონში ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი.  ალბათ, ათ დღეში გახდება ცნობილი.  _ თქვა მან.

გიგი უგულავამ ჩამოაყალიბა მისეული  პოზიცია, თუ როგორი სქემით შეიძლება გაიმარჯვოს ოპოზიციამ.   ხაზი გაუსვა, რომ ცალკე ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ გაიმარჯვებს. 40 პროცენტს ვერ მოიპოვებს და  თქვა, რომ ასეთი შედეგის მოპოვება „ქართულ ოცნებასაც“ გაუჭირდება.

_ჩვენი მოქალაქეების დაკვეთაა, ივანიშვილის და  მისი "ქართული ოცნების" პოლიტიკიდან წასვლა. ამაში ერთსულოვანია ქართული ოპოზიციაც.  ჭაობში ყოფნა და დარჩენა არ შეიძლება და ის უნდა შეიცვლოს ახლით, _ თქვა მან.

„გურია ნიუსის“ კითხვაზე, რომელია ახალი პარტია და დღევანდელი ოპოზიციაც არის  თუ არა წარსული  და  ჭაობი, მან თქვა, რომ  ოპოზიციაშიც არის ახალი სახეები. თუმცა, როგორც ასეტი, პოლიტიკური პარტიები არსებობენ  მუდმივად  და ყოველდღე ახალ-ახალი  არ იქმნება. ხდება ბვრი რამის შეცვლა,  გადაფასება.

_ჩვენ შევდივართ ახალ ეპოქაში. უნდა მოხდეს ეპოქალური ცვლილებები, სადაც იქნებიან კოალიციური გაერთიანებები და ხელისუფლებები ბატონები კიარ იქნებიან, ისინი იქნებიან მსახურები, ხალხის მსახურები _ განაცხადა  უგულავამ.

_ ბატონო გიგი, თქვე ჩამოყალიბეთ  თქვენეული   ხედვა, ერთგვარი სქემა, რომლის წესის დაცვის შემთხვევაში, ოპოზიცია უთუოდ გაიმარჯვებს. ცალკე რომელიმე კი  _ვერა.   როგორია თქვენი პროგნოზი, მართლაც რომ  პრინციპით, „ძალა ერთობაშია“, გაერთიანდეს   მთელი ოპოზიცია , „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებთ ოქტომბერში?

_თუ სწორად წარიმათა გათვალისწინებული და დაგეგმილი  საარჩევნო პროცესი,  კი. მე ინგა გრიგოლიასთან   სანაძლეოც მაქვს დადებული,  ციხიდან როცა ჩავერთე.  რომ 2012 წლის უკუპროპორციული  იქნება  ოქტომბერში ჩვენი გამარჯვება, _ ღიმილით გაიხსენა სანაძლეო უგულავამ. თუმცა რამდენად იქნება ეს სანაძლეო არგუმენტი ოქტომბერში ოპოზიცის გამარჯვებისა, ამას შემოდგომაზე ვნახავთ.




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...