ივანიშვილის გააქტიურების შესაძლო შედეგები ქართულ პოლიტიკაში

პოლიტიკა

ივანიშვილის გააქტიურების შესაძლო შედეგები ქართულ პოლიტიკაში

2018 ოქტ 27 12:59:57

THE VESTNIK KAVKAZA საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლო შედეგების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

"საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დაბრუნება პოლიტიკაში სენსაცია არ გამხდარა. მრავალი პოლიტოლოგი და ექსპერტი დარწმუნებულია, რომ პრემიერობიდან წასვლის შემდეგ ივანიშვილს ქვეყნის მმართველობა არ მიუტოვებია და ქართულ პოლიტიკაში რუხ კარდინალად დარჩა. თუმცა, ახლა პარტიის პოზიციები შესამჩნევლად დაბლაა, ვიდრე 2012 წელს, როცა "ქართული ოცნება" შეიქმნა. საპრეზიდენტო არჩევნბში, რომელიც კვირას გაიმართება "ქართული ოცნება" მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს და გამარჯვებაში დარწმუნებულია.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა დატოვა, ივანიშვილმა თავისი უფლებამოსილება შეინარჩუნა. მმართველ პარტიისთვის კრიზისის დაძლევა შეუძლებელი იქნებოდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწის გარეშე. ალბათ, მმართველი პარტიის რიგებში კრიზისმა აიძულა ივანიშვილი ჩრდილიდან გამოსულიყო. თუმცა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად 20% არჩევნებში ხმის მისაცემად მისვლას არ აპირებს, რადგან ლიდერს ვერ ხედავს, 15% კი გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცეს ხმა.

რა შეიძლება იყოს ივანიშვილის აქტივობის შედეგები პოლიტიკაში? ის პირველ რიგში ბიზნესმენია და მისი დაბრუნება შეიძლება ახალი ეკონომიკური პროექტების გახორციელებას ნიშნავს. უახლოეს მომავალში ამიერკავკასიის მასშტაბით ნახშირწყლების ზრდაა მოსალოდნელი. კასპიის ზღვის შეთანხმებამ თურქმენეთს გზა გაუხსნა გაზისა და ნავთობის გასაყიდად. ეს გააძლიერებს აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სექტორს, რამაც  შეიძლება მნიშვნელოვნად გააფართოვოს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები. ამავდროულად, თურქეთის გაზის გაზრდილი ტრანზიტი საქართველოსთვის წარმატებულ გადაწყვეტილებად ითვლება. 2020 წლისთვის, სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის საშუალებით, აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტის ზრდის შედეგად თბილისს შეუძლია მიიღოს გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრანზიტის საფასურის სანაცვლოდ.

სავარაუდოდ, ივანიშვილი შეეცდება საერთო ენა გამონახოს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურ საფუძვლებით პრემიერ-მინისტრის თანამდეობაზე წარმატებას მიაღწევს.

ყოფილი სომხეთის ადმინისტრაცია ივანიშვილს ბიზნესპარტნიორად არ მიიჩნევს, იმ შიშით, რომ მოკავშირე რუსეთს არ აწყენინოს. სომხეთმა, რომელიც ახლა რეფორმების იდეებით არის მოცული, შესაძლოა, ისარგებლოს საქართველოს გამოცდილებით. საბოლოოდ, ივანიშვილს შეუძლია შესთავაზოს ფაშინიანს ერთობლივი პროექტების გახორციელება სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროში, შავი ზღვის პორტის გამოყენებაში, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სომხეთისთვის ქრონიკული ტრანსპორტის იზოლაციის კონტექსტში.

რაც შეეხება რუსეთს, ივანიშვილს შეუძლია ურთიერთობების ეტაპობრივი შეთავაზება. სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი იქნება ამაზე პასუხისმგებელი. მისი დიპლომატიური გამოცდილება ხელს შეუწყობს მოსკოვსა და თბილისს შორის რეალურ დიალოგს. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება რუსეთისთვის ხელსაყრელი არ არის, ამიტომ მოსკოვს თბილისთან დაახლოება აინტერესებს, რამაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში გაურკვევლობა გამოიწვია",_წერია სტატიაში.




 ახალი ამბები
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...