„ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში, ხელისუფლება ვის დარჩება?!_ ვუბიძგოთ გაპრემიერდეს“_ გია ხუხაშვილი

პოლიტიკა

„ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში, ხელისუფლება ვის დარჩება?!_ ვუბიძგოთ გაპრემიერდეს“_ გია ხუხაშვილი

2019 იან 29 14:47:37

 „რა მნიშვნელობა აქვს “კოლექტიური ზარდიაშვილები“ ბაღში შეხვდებიან, რესტორნებში თუ მაგიდის ქვეშ?! ეს მანკიერი სისტემა იმდენად აშკარაა, რომ დამატებითი მტკიცებულებები აღარ სჭირდება“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე  „ქართული ოცნების“ დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის, უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლის ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, გიორგი მიქაუტაძისა და ვალერი ცერცვაძის შეხვედრას გამოეხმაურა.

ხუხაშვილმა ბესელიას ღია წერილთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ მოქმედმა დეპუტატმა პრობლემებზე საუბარი დააგვიანა.

_ ბატონო გია,  სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას ფარული ჩანაწერების შესაძლო გავრცელების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა საზოგადოეას ღია წერილით მიმართა, რომლის ერთ-ერთ ნაწილში აცხადებს, ციტირება _“კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად, მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს გუნდში“, შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი“. ჩანს, რომ ბესლია მმართველ პარტიაში შექნილ კრიზისულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას  წინა ხელისულებიდან „ქართულ ოცნებაში“ პორტირებულ პირებსა თუ იმ მოსამართლეებს აკისრებს, რომლებიც „ნაციონლური მოძრაობის“ მსხურნი იყვნენ. თქვენ როგორ აფასებთ ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ?

 _ აქ საუბარია სისტემაზე, რომელმაც მძევლად აიყვანა ის ფასეულობათა სისტემა და იდეალები, რომელთა გამოც 2012 წლის გამარჯვება შედგა და ამ კუთხით,  გარკვეულწილად, კონტრევოლუციას აქვს ადგილი. ხელისუფლების გარკვეულ ნაწილს გაუჩნდა განცდა, რომ ამ ურჩხულს მოათვინიერებდა, სინამდვილეში პირიქით მოხდა. მანკიერი სისტემა ყველაფერს არის მოდებული, მათ შორის, სასამართლო სისტემასაც. ბესელიამ გვიან, მაგრამ შეამჩნია, რომ პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბური და სისტემურია. თუ ეკა ბესელია ამ განცხადებაში კონკრეტულ ჯგუფებს გულისხმობს და ილუზია აქვს, რომ ერთი და ორი კაცის გადაჯგუფებით, თუნდაც შეწირვით, რამე გამოსწორდება, ბუნებრივია, სინამდვილეში ასე არაა.

_ თქვენი აზრით, ფარული ჩანაწერების გავრცელების გზით, ვის სურს ეკა ბესელიას დისკრედიტაცია?! პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, ლეგიტიმურია კითხვა _ სასამართ თუ საპარლამენტო ჯგუფს, რომლიც ბესელიას უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებთან დაკავშირებით დაუპირიპირდა?

_ შესაძლოა, ეკა ბესელიას მიმართ ვინმეს შურისძიების სურვილი ამოძრავებს, მაგრამ პოლიტიკური სამიზნე არ შეიძლებოდა მხოლოდ ის ყოფილიყო. ამ ჩანაწერების გავრცელების პოლიტიკური სამიზნე „ქართული ოცნებების“ სხვა წევრებიცაა, რომლებსაც ეუბნებიან, ჭკვიანად იყავით, თორემ თქვენი ჩანაწერიც გამოქვეყნდება. პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე დრამატული ის არის, რომ ამ პროცესში საზოგადოება მას აკისრებს პასუხისმგებლობას. ვფიქრობ, რომ ირიბად ეს დარტყმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც არის განხორციელებული. იმისთვის, რომ რაღაც გარკვეული პროცესების დეტონაცია მოახდინოს. ჩანაწერები, შეიძლება, ხელისუფლების გარკვეული ინტერესჯგუფების მხრიდან იყოს გავრცელებული. თუ  ხელისუფლება სისტემურ რეორგანიზაციას არ დაიწყებს, ამ მანკიერებას თავად გადაჰყვება.

_ თანამდებობეზე უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებთან დაკავშირებით აგორებული სკანდალის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრთა ერთიანობა ბიძინა ივანიშვილის გამოენამდე კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დადგა. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ თავმჯდომარემ გუნდის გამაერთიანებლის როლი კიდევ ერთხელ შეასრულა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისთვის მმართველი პარტიის გარკვულ წევრთა შენარჩუნება შეუძლებელი გახდება. ეკა ბესელია ღია წერილში ამბობს_“მე-7 წლისთავზე ვწყვეტ შიგნით საუბარს, წუხილსა, სამდურავს. საჯაროდ ვამბობ, ა“.  აღნიშნული განცხადება ნიშავს, რომ ბესელია „ქართული ოცნებიდან“ მიდის და დამოუკიდბლად ახალი პოლიტიკური თამაშისთვის ემზადება?

_ სამწუხაროდ, ეკა ბესელიამ სისტემის მანკიერება შვიდი წლისთავზე დაინახა?! ამ მხრივ, ძალიან დააგვიანა. რაც შეეხება დატოვებს თუ არ დატოვეს პარტიას, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არ არის საინტერესო. ბესელია რაღაც განსაკუთრებულ პოლიტიკურ ფიგურა არ არის. როგორც ჩანს, მის მოქმედებებში ემოციები სჭარბობს, ის ცდილობს, რომ  მასსა და მმართველ პარტიას შორის გადებული ხიდი საბოლოოდ არ დაწვას. ეკა ბესელიას თანავუგრძნობ და ამ ბრძოლაში მხარს ვუჭერ.

_ ხშირად საუბრობთ ქვეყანაში არსებულ მანკიერ მმართველობით სისტემაზე და აცხადებთ, რომ შექმნილ ვითარებას ბიძინა ივანიშილის გაპრემიერება გამოასწორებს. სურვილი ერთია, თუმცა რამდენად შესაძლებელია პროცესის აღნიშნული მიმართულებით განვითარება?

_ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდეს ხელისუფლებიდან, არაკონსტრუქციულია, რადგან ალტერნატივა ძალის ცენტრებში არ არსებობს. შეიძლება ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული პრეტენზიები გვაქვს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ნგრევის პროცესის შეჩერება მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია. სხვა ინსტრუმენტი ქვეყანაში, უბრალოდ, არ არსებობს. რაც უნდა პრეტენზიები გვქონდეს მის მიმართ, უნდა ვუბიძგოთ, რომ თავისი გუნდის  ფორმალიზება მოახდინოს და გახდეს პრემიერ-მინისტრი იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილიზაცია მოხდეს. ქაოტური ვარდნის პროცესის შეჩერების რესურსი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს გააჩნია. ბიძინა ივანიშვილი რომ წავიდეს, ხელისუფლება ვის დარჩება?!




 ახალი ამბები
  • ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი მოქალაქეები მაშველებმა გადაარჩინესმაშველებმა  3 200 მეტრის სიმაღლეზე ყაზბეგში, მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ  ყუროს წვერზე ორი ადამიანი იყო ჩარჩენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფების მაშველები. რთული რელიეფის და მანძილის სიშორის გამო სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ამ დროისთვის ორივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ... ...
  • გოგი წულაიამ ქუთაისის მერს გაუხსნა ვარსკვლავიპარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა, გოგი წულაიამ ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას სიმბოლურად გაუხსნა ვარსკვლავი, რომელსაც "სახელოვანი მოგზაურის, გიორგი სენკევიჩის" სახელი უწოდა. ვარსკვლავი 16 ივლისს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ განთავსდა. გოგი წულაია ამბობს, რომ 2019 წელს მერიამ მივლინებებში 155 000 ლარზე მეტი დახარჯა. მისივე განმარტებით, თანხა არამიზნობრივად არის დახარჯული და მერს ვიზიტის შედეგები არ წარუდგენია არც საკრებულოსთვის და არც საზოგადოებისათვის. "არასდროს გვინახავს, რომ მივლინებიდან დაბრუნებულ მერს ბრიფინგი მოეწყოს და მისი ვიზიტების შედეგები გაეცნოს საზოგადოებისათვის. ეს არის ჩვეულებრივი მოგზაურობები და ექსკურსიები მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი ემიგრანტი მსოფლიოში ქუთაისიდანაა, ქალაქი მსოფლიოში მესამე ადგილზეა გამონაბოლქვის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით და მოუწესრიგებელია გზები. იმ დროს, როცა ქალაქი თავზე გემხობა, მერი ექსკურსიებზე დადიოდეს, უზნეობაა", _ ამბობს წულაია. ტელეწამყვანი და მოგზაური იური სენკევიჩი საბჭოთა კავშირის დროს, რუსეთის ტელეარხზე უძღვებოდა გადაცემას „მოგზაურთა კლუბი“. გიორგი წულაიამ სწორედ მისი გვარი და ქუთაისის მერის სახელი ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს საქართველოს პროკურატურამ ბრალი  საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  წარუდგინა. კერძოდ, ლ.ი-ს ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქართველოს გენერალური პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი გუშინ დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მან 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე,  გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა  დაკავებულ პირზე. პროკურატურა   სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის გამოყენების  შუამდგომლობით ... ...
  • "ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“ _ გოჩა მირცხულავათუ ამჟამიდელ ვითარებას გავაანალიზებთ, დიდად არაფერი შეცვლილა, გარემოებების გარდა, თორემ მოცემულობა იგივე დარჩა - „ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“... , _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს. "თუ ჩვენ არ ვისწავლით ვითარების ობიექტურად გაანალიზებას და მტუან-მართალს მხოლოდ იმის მიხედვით განვსაზღვრავთ ვის ვინ მოგვწონს, არაფერი გამოვა. მესმის, ძალიან რთულია სიმართლის გააზრება და აღიარება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მხარე ხარ, ვიღაც მოგწონს, ვიღაც გძულს... მაგრამ, აბა, კარგად გადავხედოთ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავიხსენოთ უმნიშვნელო დეტალები. ჩვენ არაერთხელ გვინახავს გაერთიანებული ოპოზიცია და ეკლექტური ხელისუფლება. მერე? ამ ხელისუფლების კონგლომერატები ისევ ოპოზიციაში... მიზეზებს არ განვარცობ... ჩვენ გვისმოვნებს, როდესაც იმას ვისმენთ ერთ წინადადებად, რაც ჩვენს სურვილებს ემთხვევა. დანარჩენს კი, რამდენსაც არ უნდა გვატყუებდნენ მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ტყუილს "ვაპრავებთ' და მერე თავად ვიჯერებთ. --საოცარი რამეა ცხოვრება, საოცარი. იცით, 2017 წლის 22 ივნისს რა მოხდა? მოიცა, მოიცა, არ დაგაბნევთ, ფეისბუქზე, ჩემს პირად გვერდზე, გამოვაქვეყნე „ჩანაწერი“ – „ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“... დიდი არაფერი ხო? პრინციპში ვისაც დაგაინტერესებთ ეს ჩანაწერი ახლაც მანდ დევს... სრული პასაჟი და ლაიტმოტივი ამ ჩანაწერის ის არის რასაც სათაურში კითხულობთ. მიზეზები რაც მაშინ ეს დამაწერინა, ფრიად აქტუალური გახლდათ. თუ ამჟამიდელ ვითარებას გავაანალიზებთ, დიდად არაფერი შეცვლილა, გარემოებების გარდა, თორემ მოცემულობა იგივე დარჩა - „ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“... რა რატომ?--ახლა კი განსჯა - რატომ არ ითხოვდა ოპოზიცია მთავრობის გადადგომას და მხოლოდ გახარიასი? მე ჩემი განმარტებები მაქვს და თავს არ შეგაწყენთ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვაში ეს ქვეყანა არჩევნებამდე უნდა მივიდეს. მივიდეს მინიმალური საგარეო და საშინაო ზიანით. ეს ჩვენ გვჭირდებ,ა ამ ქვეყნის მოქალაქეებს და აქ პრიორიტეტი ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან გნებავთ ხელისუფლების დღის წესრიგი. ამიტომ, მე ასეთ ვითარებაში მთავრობის სრულ შემადგენლობას შევცვლიდი. რამდენად პოზიტიური იქნებოდა ეს სახელმწიფოსთვის ამის ახსნასაც არ დავიწყებ. ახალ მთავრობას თუნდაც ოპოზიციასთან ჯანმრთელი და ჯანსაღი დიალოგის წარმოების შანსი უჩნდება. დიალოგი კი თავის მხრივ შეანელებს იმ დაძაბულობისა და ურთიერთზიზღის მუხტს, რითაც საბოლოდ შესაძლოა, ჩვენმა მტერმა, კონკრეტულად ვლადიმერ პუტინმა ისარგებლოს. ვინმესთვის გაუგებარია, მისი "იუდას ამბორი" რას ნიშნავს, მით უფრო იმ მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით, რაშიც რუსეთს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა აქვს. მაგრამ ირანის ფაქტორით აბალანსებს, ჯერჯერობით, _ წერს ... ...
  • ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოვალეობა შეუჩერდაპარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საკითხი კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა წარადგინა. რეგლამენტის გათვალისწინებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე უნდა დადგეს. საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რომ ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, თუმცა, უცნობია, როდის აპირებს მმართველი გუნდი რიგგარეშე სხდომების მოწვევას. ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა თავად მოითხოვა. მან სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის გარშემო განვითარებული პროცესების გამო თქვა. ზაქარია ქუცნაშვილი ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს პარლამენტში თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. იმის გამო, რომ ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა 15 ივლისის შემდეგ ხდება, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში მაჟოროტარული არჩევნები აღარ ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...