„ივანიშვილს „თიბისის“ რეპუტაციის შელახვა სურს, რათა ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდეს“_ ხიდაშელი

პოლიტიკა

„ივანიშვილს „თიბისის“ რეპუტაციის შელახვა სურს, რათა ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდეს“_ ხიდაშელი

19 თებ. 2019, 15:12:55

„არ ვიზიარებ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი „თიბისი ბანკის“ მისაკუთრებაა. პრობლემა გაცილებით რთულია. ივანიშვილს „თიბისის“ რეპუტაციის შელახვა იმ მოტივით სურს, რომ  ანაკლიაში დიდი მასშტაბის პროექტი ვეღარ განხორციელდეს“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“  თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა.  

ხიდაშელი თვლის, რომ ქართულ სახელმწიფოს ანაკლიის პორტის მშენებლობა აღარ აინტერესებს. „ბიძინა ივანიშვილი ზუსტად იმ მომენტში აჩერებდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტებს, როცა საკითხის გადაწყვეტას წინ არაფერი ედგა, რაც დამთხვევა ნამდვილად არ არის“, _ ამბობს ხიდაშელი.

_ ქალბატონო თინა, ოპოზიცია „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს  „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესებს უკავშირებს.  მათი თქმით, ივანიშვილის მიზანი ბანკის ხელში ჩაგდება და ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებაა. აღნიშნულ საქმეში ივანიშვილის შესაძლო ინტერესებზე ეჭვს აჩენს შემდეგი გარემოება, პროკურატურამ გამოძიება, ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძის მიმართ უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა. თავად რას უკავშირებთ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს?

_ ბიძინა ივანიშვილისგან პირადად გვაქვს მოსმენილი როგორია მისი დამოკიდებულება ხაზარაძისა და ჯაფარიძის  მიმართ. ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულია, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული მოვლენები კონკრეტული სცენარის მიხედვით განვითარდეს, თუმცა არ ვიზიარებ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ივანიშვილის მიზანი „თიბისი ბანკის“ მისაკუთრებაა. პრობლემა გაცილებით რთულია. ივანიშვილს „თიბისის“ რეპუტაციის შელახვა იმ მოტივით სურს, რომ  ანაკლიაში დიდი მასშტაბის პროექტი ვეღარ განხორციელდეს.

_ ცნობილია, რომ სახელმწიფო თავად არის ჩართული და დაინტერესებული ანაკლიის პორტის მშენებლობაში, აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს პროექტის ჩავარდნა რაში უნდა აწყობდეს?

_ დიახ, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს სახელმწიფო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში თავად იყო ჩართული, თუმცა ეს ფაქტი იმის შესახებ არ მეტყველებს, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის განხორციელებით დღესაც დაინტერესებულია. ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ყოველთვის ხელს უშლიდა და იგივე ხდება ანაკლიასთან დაკავშირებით. ზუსტად იმ მომენტში ჩერდებოდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტებზე მუშაობა, როცა საკითხის გადაწყვეტას წინ არაფერი ედგა, რაც დამთხვევა ნამდვილად არ არის.

_ ინიციატივა, რომელიც 2024 წლის იანვრამდე სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას ითვალისწინებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩააგდო და დიდი ალბათობით, კანონპროექტს არც სესიაზე ექნება დეპუტატთა მხარდაჭერა. თუ ასე მოხდა, კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების მიზნით ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ. როგორ ფიქრობთ, აღნიშნული ცვლილების დაკანონება რამდენად რეალურია?

_ გააჩნია სახელმწიფო სტრუქტურებზე პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან როგორი მასშტაბის ზეწოლა განხორციელდება. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში სისტემა საკმაოდ კომფორტულად მოერგო ახალ პატრონს, ივანიშვილს. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური გამჭრიახობა, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ძალიან მძიმე პროცესი გაეჩერებინა და საზოგადოებაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების რწმენა გაეჩინა, რაც ქართულ სახელმწიფოებრიობას დაანგრევს.  

_ საზოგადოებას ახსოვს, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სასამართლო სისტემა მთლიანად ხელისუფლებას ემორჩილებოდა და ფაქტი იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“  სასამართლო სისტემაში არსებულ კლანს წინა რეჟიმის მსხვერპლი მოსამართლეების მანტიები მოარგო, რაზე მეტყველებს?

_“ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრეა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი კობახიძე სასამართლო სისტემაში გაბატონებული კლანის სრულფასოვანი წევრია. განცხადებები, რომლებსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აკეთებს, მაფიქრებინებს, რომ მანაც მოაგვარა და დაიმშვიდა ურთიერთობები სასამართლო სისტემაში გაბატონებულ კლანთან, რაც სამწუხაროა. ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დროს პრობლემები სწორედ მართლმსაჯულების გამო დაიწყო და არამგონია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში რამე განსხვავებულთან გვქონდეს საქმე. „ქართული ოცნება“ აბსოლუტიზმის გამყარების მცდელობაშია, რაც მარცხით დასრულდება.

_ ოპოზიცია საარჩევნო კოდექსის შეცვლის მიზნით კიდევ ერთხელ გაერთიანდა და  მილიონი ხელმოწერის შეგროვება დაიწყო. როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დათანხმდება?

_ არამგოანია, რომ „ქართული ოცნება“ ასეთ დათმობაზე წავიდეს. ზუსტად ვიცი, რომ ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის, სახლში ბრუნდება. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს საკუთარ დასასრულს აწერს ხელს თუ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას აპირებს. 




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მეორე სკოლის თოთხმეტმა მოსწავლემ, უცხო ენაში საუკეთესო შედეგი აჩვენაოზურგეთის   მეორ საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა 14-მა მოსწავლემ,  ეროვნულ გამოცდებზე, უცხო ენაში, საუკეთესო შედეგი აჩვენა.  80 ქულიდან შემდეგი შეფასება დაიმსახურეს: ანა დოლიძე-78 ქულა მარიამ ვასაძე-78 ქულა მარიამ ჭკუასელი-78 ქულა თამარ თავართქილაძე-77 ქულა ელენე გოგიბერიძე-77 ქულა ანა მელუა-76 ქულა ლუკა ცხომელიძე-75 ქულა ანანო ვანიძე-75 ქულა თამარ ინარიძე-75 ქულა ანანო თევზაძე-72 ქულა ელენე სალუქვაძე-71 ქულა ანა პაიჭაძე-71 ქულა მარი ჩიკაშუა-70 ქულა მარიამ დობორჯგინიძე-70 ქულა „გურია ნიუსი“ ულოცავს  წარმატებულ მოსწავლეებს, ამჯერად აბიტურიენტებს, ძალიან კარგ შედეგს და უსურვებს ბედნიერ ... ...
  • ირინა ქავჟარაძის ტრიუმფი _ 80-იდან 79 ქულა უცხო ენაშიოზურგეთელმა ირინა ქავჟარაძემ ეროვნულ გამოცდებზე მორიგ  დიდ  წარმატებას მიაღწია. მან უცხო ენაში, 80-დან 79 ქულა მიიღო  და თამამად  შეიძლება ითქვას, ამ ტრიუმფით საქართველოში ერთი-ერთი  საუკეთესო შედეგი აჩვენა. კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ უკვე სასურველ ფაკულტეტზე მოხვდება _ის ივ. ხავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აბარებს _ გვითხრა, რომ ეჭვი არ ეპარება. _ დარწმუნებული ვარ, რომ სასურველ ფაკულტეტზე ჩავირიცხები, - გვითხრა მან. „გურია ნიუსი“ ულოცავს და ახალ წარმატებებს უსურვებს ირინა ... ...
  • ოზურგეთში თხილის ტომრეში 800 გრამიანი ქვები იპოვეს: „გასატეხად გამოადგებათ“დღეს, დილიდან, ოზურგეთში,   ერთი კილოგრამი   თხილის ფასი ოთხი ლარია. სამიოდე დღის წინ დაწყებული ფასების განსხვავება „გულშიშველას“ და „ბერძნულას“ შორის, დღეს ისევ გათანაბრებულია და განურჩევლად ზომისა და ჯიშისა, საღ  თხილში  ყველას ერთნაირი ფასს - ოთხ ლარს უხდიან. თხილის მიმღებ პუნქტებში ჩანს, რომ თხილს ტეხენ, თუმცა როგორც მწონავები გვეუბნებიან, მხოლოდ  ხარისხის გაგება სურთ, რადგან უვარგისი თხილის შემოტყუება დაიწყეს.  ის მეთოდი კი, რაც გასულ წლებში იყო, ათი ცალი  გატეხილი თხილიდან,  საღის მიხედვით ფასის გამოყვანა,  აღარ მოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით,   თხილის გატეხვის  აკრძალვას ხან მთავრობის მეთაურს მიაწერენ, ხანაც  ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ოფიციალურად ამას არავინ ადასტურებს. _არ იფიქროთ,  თხილს  იმიტომ ვტეხდეთ, ფასის გამოთვლა გვინდოდეს.  ხარისხს ვამოწმერთ და კიდეც იმას,  ტომარაში ქვები და ხრეში ხომ არ ყრია. მოაქვთ ნაგავით სავსე, უხარისხო  თხილი. 800 გრამიანი ქვები, აგურის ნამტვრევბი და ხრეში  ჩაყარეს თხილიან ტომრებში.  ერთ პატარა ტომარაში, რომელშიც სულ 6 კილო თხილი იყო, მერე აღმოვაჩინეთ რომ 800 გრამიანი ქვაც იდო.  ნახევარკილოიანი ქვებიც ვნახეთ. ამას კადრულობს ხალხი, - გვითხრეს ოზურგეთში, ნინო  რამიშვილის ქუჩაზე განთავსებულ  თხილის მიმღებ პუნქტში. „მტეხლაობა დაიწყეს და გამოადგებათ თხილის გასატეხად“ _ ზოგი ხუმრობის ხასიათზე დააყენა ამ უკადრისი საქციელის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვანიაბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას კიდევ სამი ქვეითი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შსს-ს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.   ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით სამეგრელოში ჩაის პლანტაციები განახლდა (R)საქართველოში ჩაის პირველი ბუჩქი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროში გამოჩნდა. ნელ-ნელა ეს კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა და საუკუნის შემდეგ პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს მიწების დიდი ნაწილი მოიცვა. დღეს ჩაის პლანტაციების წილი შემცირებულია, თუმცა მაინც არსებობენ კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში ჩაის კულტურას ინარჩუნებენ. ერთ-ერთი ასეთია ქართული ჩაის კომპანია „ლაზი“, რომლის პლანტაციები წალენჯიხაში 350 ჰექტარზეა გაშენებული. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ პლანტანციების ნაწილის რებილიტაცია მოახდინა. „ლაზი“ საკმაოდ წარმატებით ოპერირებს საექსპორტო ბაზარზე, აქ მოყვანილი ჩაის 80% ჩინეთში, ხოლო 20% ცენტრალური აზიის ქვეყნებში იყიდება. კომპანიის განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 2017-2018 წლები, როდესაც პლანტაციები ჩინელმა ინვესტორებმა მოინახულეს. აღმოჩნდა რომ ჩაის ის ჯიში, რომელიც წალენჯიხაში ხარობს, ჩინეთში უკვე თითქმის აღარ არსებობს. ხარისხით გამორჩეული ქართული ჩაისთვის შორეული აღმოსავლეთის ბაზარი კარგი საექსპორტო სივრცე აღმოჩნდა. ჩინელ პარტნიორებთან ერთად „ლაზიმ“ ადგილობრივებისთვის სასწავლო ცენტრიც გახსნა, სადაც დანადგარების გამოყენებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიების შესახებ ცოდნას უზიარებენ დაინტერესებულებს. წალენჯიხაში ჩაის კრეფას აპრილიდან იწყებენ და აგვისტოში ასრულებენ. ამ პერიოდში ერთმანეთს ანაცვლებს ხელით და დანადგარით კრეფა იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის პროდუქტის მიღება სურთ. სეზონის პირველი ფოთლები ხელით იკრიფება, რაც საბოლოოდ შედარებით ძვირადღირებულ პროდუქტს ქმნის, შემდეგ დარჩენილ ფოთლებს სპეციალური დანადგარით კრეფენ. შუა ზაფხულში ახალი ფოთლები ისევ ხელით იკრიფება, შემდეგ კვლავ დანადგარით.  „ჩაი ერთ-ერთი ყველაზე სტაბულური მცენარეა და მისი წარმოება ნაკლებ რისკებს შეიცავს. ამინდის ცვალებადობა და სეზონურობა მასზე ნაკლებად მოქმედებს, შესაბამისად საკმაოდ პროგნოზირებადი და სანდო კულტურაა.  ჩვენთან განსაკუთრებულად ხარისხიანი მწვანე ჩაია. ქართულ მიწაზე მოყვანილი ჩაის ჯიშების უმეტესობა ჩინურია, დანარჩენი 20% კი იაპონური ან ადგილზე გამოყვანილია,“ - ამბობს გონერი სალია, „ლაზის“ დამფუძნებელი. დღეს საქართველოში ჩაის პლატაციები 8000 ჰექტარს იკავებს, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი იკრიფება დანარჩენი კი რეაბილიტაციას საჭიროებს. პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში ბევრი წარმატებული ჩაის ბიზნესი ჩამოყალიბდეს, ნამდვილად არსებობს. როგორც ლაზიში ამბობენ, მთავარია თანმიმდევრულობა და 2-3 წელში ჩაი განსაკუთრებული მადლიერებით გიპასუხებთ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...