კახა კალაძე: ვაშლიჯვარში მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვაშლიჯვარში მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს

7 აპრ. 2021, 11:50:24

კახა კალაძემ განმარტა, რა ღონისძიებები ტარდება ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრის ჩამოწოლის პრევენციის მიზნით. ამ თემაზე დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველ რიგში მერიაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, შემდეგ პრობლემის შესწავლა გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგებმა დაიწყეს. ამასთან, 16 მარტიდან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გადაიკეტა.

„ოპერატიულად დავიწყეთ მეწყრული ზონის 24-საათიანი მონიტორინგი, რათა დეფორმაციის ხასიათსა და დინამიკაზე დაკვირვება გვეწარმოებინა. გასულ კვირას უკვე დავამონტაჟეთ მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც უფრო ზუსტი დაკვირვებისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, შესაბამისი უწყებების მიერ, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემუშავდა საევაკუაციო გეგმა. ეს, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, თუმცა თუ გაჩნდა გადაუდებელი აუცილებლობა, ეს გეგმაც არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. რაღაც საფრთხე რომ ყოფილიყო, პირველები ჩვენ ვიქნებოდით, ვინც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა. აქაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს აუცილებელია მოსახლეობის ევაკუაცია. ეს მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებებს ავრცელებდა“, - განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, ​მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის მერიამ კვლევა-პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების მომსახურება შეისყიდა, რომელსაც კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებს. მერმა აღნიშნა, რომ ფერდის სტაბილიზაციისა და მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება, კერძოდ, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია, რათა მეწყრის გადაადგილება შემცირდეს. ასევე ეწყობა დროებითი გზები, რათა სამუშაოების მომდევნო ეტაპზე გატარდეს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხოებასა და მოძრაობის აღდგენას.

ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად ადგილზე გერმანელი ინჟინერ-გეოლოგებიც მუშაობდნენ, რომლებმაც უკვე აღნიშნეს, რომ ქართული მხარის მიერ ფერდობზე მიღებული ზომები აბსოლუტურად სწორია.





 ახალი ამბები
  • ეკონომიკის სამინისტრო - კატეგორიული ტონი მიუღებელია"მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ვითარების შემდგომი ესკალაცია, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ადგილს დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის”, _ ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ეკონომიკის სამინისტრო რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე საპატრიარქოს განცხადებას მიესალმება. გავრცელებულ განცხადებაში ისინი საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს მიმართავენ და ამბობენ, რომ მიუღებელია საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნების კატეგორიული ტონი. "მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ვითარების შემდგომი ესკალაცია, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ადგილს დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ცივილიზებულ სამყაროში, რომლის ნაწილიც არის საქართველო, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სადავო საკითხების მოგვარება. იმედი გვაქვს, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, თანხმობას განაცხადებენ დიალოგზე და ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მთელი საზოგადოების ინტერესებში იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. აქციის ორგანიზატორების ბრალდების პასუხად ვიტყვით, რომ ჩვენ არ შეგვიწყვეტია დიალოგის პროცესი და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია სამეცნიერო და ექსპერტული ჯგუფებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული კვლევების შესწავლის კუთხით. ვფიქრობთ, ამ ფორმატით ურთიერთობამ უფრო გამჭვირვალე გახადა ამ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების პროცესი. იმედი გვაქვს, რომ კვლევების შესწავლის შემდეგ პროფესიულ საზოგადოებაში აღარ იქნება შეკითხვები „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოების შესახებ. აღნიშნული პროცესი პოზიციების საბოლოო შეჯერებამდე გაგრძელდება", _ ნათქვამია სამინისტროს ... ...
  • პოლიციელის კბენისთვის სამოქალაქო აქტივისტი 4-წლიანი პატიმრობის მოლოდინში"მოძრაობა საქართველოსთვის" სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუმლაძე, განაჩენის მოლოდინშია. პოლიციელის კბენისთვის მას 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება. "ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებული 5 აქტივისტიდან, ოთხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, ხოლო ერთს, გიორგი მუმლაძეს, სისხლის სამართლის დანაშაულს. კერძოდ, მას პოლიციელზე ძალადობას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებული აქტივისტთან, გიორგი მუმლაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მუმლაძე პოლიციის თანამშრომლობისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა",-ნათქვამია განცხადებაში. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი მუმლაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტები დღეს დააკავეს. ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტი,  გიორგი მუმლაძე თანამოაზრეებთან ერთად "ქართული ოცნების" ოფისთან  5-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდა. აქტივისტები დღეს მათი თანამებრძოლებისთვის დაკავებას 6 საათზე შსს-სთან აქციით გააპროტესტებენ. ისინი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებენ, დაინტერესდეს აქტივისტების დაკავებებით. დაკავებული აქტივისტები ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან. სხდომა რამდენიმე წუთში ... ...
  • მიხეილ დაუშვილი: არც ერთი უკანონო ბრძანება 20 ივნისს არ გაცემულა,,არც ერთი უკანონო  ბრძანება 20 ივნისს არ გაცემულა და გადაცდომები, რომელიც არსებობდა, რა თქმა უნდა უნდა მოხდეს და ხდება შესაბამისი რეაგირება“  - ამის შესახებ  გიორგი გახარიას თანაგუნდელმა და მისი მომავალი პარტიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა  ,,მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. ,,ერთია, ვინ რას ლაპარაკობს და მეორეა, პირდაპირ ეთერში რაც გადაიცემოდა... თუ კარგად გავიხსენებთ, რა მოხდა, 2 საათზე მეტი დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაიწყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე, პოლიცია პარლამენტის შენობას, საკანონმდებლო ორგანოს იცავდა აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეუძლებელი გახდა ამ ძალადობრივი შტურმის მოგერიება,  დაიწყო პოლიციამ აქტიური საშუალებების გამოყენება." - განაცხადა დაუშვილმა. დაუშვილის  თქმით,  20 ივნისის ღამეს პოლიციამ თანაზომიერი და ლეგიტიმური ძალა გამოიყენა. ,,იყო გადაცდომები და ამ გადაცდომებზე პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და შესაბამისი საქმეებიც მიმდინარეობს სასამართლოში, მაგრამ საბოლოო ჯამში. ეს პროცესი იყო ლეგიტიმური და გამოყენებული ძალა იყო თანაზომიერი" . - განაცხადა  მიხეილ ... ...
  • “არაფერი მიზეზი აქ არ არის, თითიდან გამოწოვილი ამბავია“მეორე დღეა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ტრანსპორტი არ ემსახურებათ. როგორც “გურია ნიუსი“ წერდა, მძღოლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და აქედან გამომდინარე, ისინი უარს ამბობენ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე. გაფიცულმა ადამიანებმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნეს, რომ მოითხოვენ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას. “ხელფასები არის მინიმალური და გვინდა, მისი გაზრდა. საშუალო დღიური ანაზღაურება არის 30 ლარი, ამ თანხაში შედის მანქანის მოვლა-პატრონობა.  ყველაფერი გაძვირდა ამ ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, ის თანხა, რაც გვეძლევა ყოველდღიურად და ხელფასად, არის მინიმალური. ვითხოვთ, რომ მოხდეს ხელშეკრულებაში ცვლილებები, ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. მხოლოდ მანქანის ხარჯზე ვმუშაობდით და აღარ გამოდის. კომპანიის წარმომადგენლებს გავესაუბრეთ და მათგან არ მიგვიღია პასუხი, რომ მოხდებოდა ხელფასის ზრდა. არც არავის უკითხავს ამ საუბრის შემდეგ ჩვენი ამბავი. 2013 წლიდან ერთსა და იმავე ხელფასზე ვმუშაობთ. არაერთხელ გვიფიცეთ და გვპირდებოდნენ, რომ ხელფასს გაგვიზრდიდნენ. მანქანის ხარჯის გამო, არ ღირდა მუშაობა. არავინ გვყავს პატრონი და რაც უნდათ იმას აკეთებენ“. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მძღოლებს ხელშეკრულება საგანმანათლებლო სისტემასთან არ აქვთ. „სამწუხაროდ, პრობლემა, რომელიც ნასაკირალის საჯარო სკოლაშია, სატრანსპორტო კომპანიას და მძღოლებს შორისაა. მძღოლები არ არიან ჩემი თანამშრომლები და აქედან გამომდინარე, მათთან ხელშეკრულება ჩვენს სისტემას არ აქვს. მძღოლების ურთიერთობასა და მათ ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ის კომპანია, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მათთან. მეორე დღეა, მძღოლებს ბავშვები ტრანსპორტით არ გადაუყვანიათ, მაგრამ ამას სასწავლო პროცესზე გავლენა არ მოუხდენია. მინდა მადლობა გადავუხადო მშობლებს და ბავშვებს _ მიუხედავად ამ შეფერხებისა, მოახერხეს სკოლაში მისვლა“. კომპანია “თაიმ სერვისის“ დირექტორი სულეიმან ჩიხლაძე გვეუბნება, რომ კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დროულად მოხდეს მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. “კომპანია მუშაობს, რომ ეს საკითხი უახლოეს დროში მოაგვაროს. მიდის მოლაპარაკებები ახალ მძღოლებთან და ბავშვების გადაყვანა ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე ისევ ტრანსპორტით მოხდება. თქვენს მიერ ნახსენები 30 ლარი არ არის ხელფასი, ეს არის მომსახურების ღირებულება. ეს ადამიანები არიან ინდმეწარმეები, რომლებიც უწევენ მომსახურეობას კომპანიას. შესაბამისად, მომსახურების ტარიფი და ოდენობა მათთან შეთანხმებულია. ყველა დეტალი გავიარეთ, როდესაც ახალი ხელშეკრულებები იდებოდა და ასე ხდებოდა ყოველ წელს. არაფერი მიზეზი აქ არ არის. თითიდან გამოწოვილი ამბავია და მეტი არაფერი. ერთ დილას გაიღვიძა 15 მძღოლმა და გადაწყვიტა გაჩერებულიყვნენ, თავის მოვალეობაზე უარი თქვეს და მოაწყვეს გაფიცვა. ხელშეკრულების დადების დროს რატომ არ გააპროტესტეს? _ აღნიშნა სულეიმან ჩიხლაძემ ჩვენთან საუბრის დროს. დღეს დილით სოციალურ ქსელში  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესო ქათამაძემ შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა.  “ქვეყანაში სრული ვაგხანალია და უპატრონობაა. ორი დღეა დაბა ნასაკირალის სკოლაზე მომუშავე 14 მიკროავტობუსის მძღოლი გაფიცულია, პროტესტის ნიშნად არ გადაყავს სკოლაში ხუთასამდე ბავშვი, მომკითხავი კაცი არაა და არც არავის აღელვებს,“ - დაწერა ბესო ქათამაძემ ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი: ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ,,ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ“, - ეს მიმართვა  ,,რიონის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააკეთა. ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ძალადობა არასდროს არაა გამართლებული და ყველამ გვერდით მდგომს პატივი უნდა სცეს. იგი საზოგადოებას სხვადასხვა ქალაქებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ,,თუ იქნება თქვენი ნება სურვილი, ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ, გავათიოთ დღევანდელი ღამე აქ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეგობრებო, უკვე ჩვენ შევძლებთ ხვალინდელ დღეს, რომ გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლა ადამიანების სხვადასხვა ადგილებში და ბლოკირება მთელი ქვეყნის. თუ არ იქნება შესმენილი ჩვენი ნება, ჩვენ არ უნდა გადაგვძლიოს იმან, რომ ახლა დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ყველა ის მიღწევა, რაც სახეზე გვაქვს აქ, ამ მოედანზე. ჩვენ გვაქვს მთელი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი, ყველგან გამოვიდეთ“,  – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...