კალაძე: "ოქუაშვილი თავის ყოფილ ჯალათს შეეკრა და ფარად ტელეკომპანიას იყენებს"

პოლიტიკა

კალაძე: "ოქუაშვილი თავის ყოფილ ჯალათს შეეკრა და ფარად ტელეკომპანიას იყენებს"

2018 ოქტ 1 12:00:45

ტელეკომპანია „იბერიას“ გამოგონილი საქმე _ ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

კალაძე ამბობს, რომ კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილს შეეკრა და ის ცდილობს, არ გადაიხადოს დაგროვილი დავალიანება.

კახა კალაძის განცხადებით, ნათელია, რომ ზაზა ოქუაშვილი ფარად ტელეკომპანია „იბერიას“ იყენებს. პარტიის გენერალური მდივნის თქმით, არასოდეს ყოფილა ქართული მედია ისე თავისუფალი, როგორიც დღეს არის.  მისივე განცხადებით, ოქუაშვილი ვერ წარმოადგენს ვერც ბიზნესზე და ვერც ტელეკომპანიაზე ზეწოლის ვერცერთ მტკიცებულებას.


„ამ კამპანიის მიზანი, ერთი მხრივ, ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონის, ანუ ხალხის კუთვნილი ფულის გადაუხდელობა და, მეორე მხრივ, ხელისუფლების იმიჯის შელახვაა.

"საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ „ომეგას“ ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა, მან ქვეყნიდან განდევნა მისი დამფუძნებელი და პირველს სწორედ მას წაართვა ტელევიზია. ეს ბიზნესი და ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით დაუბრუნდა მფლობელს და დღეს ეს ადამიანი, რომელმაც 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს – სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას, ფარად კი ამ საქმეში ტელეკომპანიას იყენებს. „ქართულ ოცნებას“ მედიის თავისუფლების შეზღუდვას აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელმაც ძალადობით მიისაკუთრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელმაც მოროდიორივით მიითვისა ტელეკომპანია „იმედი".

დღეს ყველა ხედავს, თუ რამდენად თავისუფალია მედიაგარემო საქართველოში.

უსუსური ე.წ. ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი, ბიზნესმენების შანტაჟი და დაშინება, ქონების მიტაცება ყოველდღიური მოვლენა იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არც ერთი შემთხვევა და შესაბამისად, ვერავინ წარმოადგენს ამგვარი ფაქტის ვერც ერთ მტკიცებულებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მედიასაშუალებების უსუსური მცდელობა, განახორციელონ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია, წარუმატებლობისთვის არის განწირული”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პარტიის გენერალური მდივანი საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 6 წლის თავზე ანგარიში წარუდგინა, თუმცა კახა კალაძის გამოსვლის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების კრიტიკას დაეთმო.

ბრიფინგს მმართველი გუნდი სრული შემადგენლობით ესწრებოდა. 

მათ შორის იყო პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მან პრესკონფერენციის დარბაზი ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...